Tuesday, September 27, 2011

დაცული სურათის გადმოწერა

მოკლედ დღეს რაღაც საიტიდან სურათების გადმოწერა მინდოდა მაგრამ არ მაწერინებდა მოკლედ მომეშალა ნერვები და დავიწყე გადმოწერის ალტერნატიული ვარიანტის ძებნა და მივაგენი ერთ ხერხს, ძალიან ადვილს მაგრამ ვაკეთებთ გუგლ ქრომის ბრაუზერით

უფასო მუსიკების გადმოსაწერი საიტი



ამ საიტით საკმაოდ დიდი ხანია ვსარგებლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ.
არ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ რამე სიმღერა ვერ მეპოვოს.

გადახედეთ შეიძლება თქვენც მოგეწონოთ

mp3skull.com

Saturday, September 24, 2011

SYSTEM BACKUP 2

სისტემის სარეზერვო კოპიის შენახვა საკმაოდ აუცილებელი პრცესია რომელიც თავიდან აგვაციელბს ვინდოუსის ყოველ წუთში გადაყენებას და პროგრამების თავიდან ჩაწერას და ა.შ.

ამ პოსტში აგიხსნით როგორ გავაკეთოთ ბექაფი გარე მოწყობილობაზე (ფლეშ მეხსიერებაზე, დისკებზე, დამატებით მყარ დისკზე...)

მოკლედ დავიწყოთ და სტარტ მენიუში საძიებო ველში ჩავწეროთ BACKUP და ავირჩიოთ ძიების პირველი შედეგი:


სისტემის შესაკეთებელი დისკის შექმნა

სისტემის შესაკეთებელი დისკის ქონა საჭიროა მაშინ როცა რამე შეცდომის გამო ვინდოუსი აღარ ირთვება. დისკის შექმნა ძალიან ადვილია

სტარტ მენიუში შევიდეთ და საძიებო ველში ჩავწეროთ backup
და ავრიჩიოთ პირველივე ვარიანტი

Thursday, September 22, 2011

უფასო ანტივირუსი+ვირუსი

უფასო ანტივირუსის არჩევა არც ისე ადვილია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, გუგლში მოძებნისას შეიძლება ვირუსს გადავეყაროთ.
იხილეთ ვიდეო:

Wednesday, September 21, 2011

ადმინისტრატორის უფლებების მოპოვება ვინდოუს 7

ადმინისტრატორის უფლებების მოპოვება შეიძლება ძალიან ადვილად: გახსენით cmd და ჩაწერეთ ეს: net user administrator /active:yes

შემდეგ ენტერი და მორჩა

ტორენტ კლიენტის უსაფრთხოება 2


წინა პოსტში შემოგთავაზეთ ერთ-ერთი საშუალება თქვენი ტორენტ კლიენტის დასაცავად.
შეიძლება საქართველოში ეს პრობლემა არ არის მაგრამ ალბათ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ქონიათ პრობლემა ინტერნეტ პროვაიდერებთან რომლებიც ცდილობენ დაბლოკონ ტორენტის ტრაფიკი ან შეამცირონ და ამით დაიწევს გადმოწერის სიჩქარეც.
ამის თავიდან ასაცილებლად შემოგთავაზებთ რამდენიმე საშუალებას Utorrent-ის მაგალითზე.

 - პირველ რიგში დავშიფროთ ჩვენი ტრაფიკი რომ პროვაიდერს გაუჭირდეს გარკვევა ტორენტის ტრაფიკია თუ არა. ამისთვის: optiones>>preferences>>BitTorrent>>protocol encryption>> ჩამოშალეთ მენიუ და აირჩიეთ forced

Tuesday, September 20, 2011

კომპიუტერში შენახული პაროლების ნახვა


ხშირად გვავიწყდება ხოლმე რომელიმე საიტის პაროლი ან საიტი საერთოდ სადაც დავრეგისტრირდით :))
აქ ჩამოვთვლი რამოდენიმე საშუალებას როგორ გავიგოთ კომპიუტერში შენახული პაროლები.

შეგვიძლია პაროლები გავიგოთ უკვე მზა პროგრამების გამოყენებით:

Sunday, September 18, 2011

ბევრი სკაიპის გახსნა უცხო პროგრამის გარეშე

აქ აგიხსნით როგორ გავხსნათ სხვადასხვა სკაიპის ექაუნთი ერთდროულად სხვა პროგრამების გამოყენების გარეშე. ინტერნეტში გავრცელებული ლაუნჩერების უმეტესობას მიკრული აქ ვირუსი(ჯი-ნეტში დანამდვილებით ვიცი), ასე რომ ჯობია ზედმეტი ხლაფორთი თავიდან ავიცილოთ.

მოვძებნოთ საქაღალდე სადაც დაინსტალრიებულია სკაიპი. თუ სინტალაციისას მისამართი არ შეგიცვლიათ მაშინ იქნება ასე: C:\Program Files (x86)\Skype\Phone
ამ საქაღალდეში მყოფ სკაიპის ფაილს დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკი და ავირჩიოთ: Send to > Desktop (create shortcut)


Saturday, September 17, 2011

ვინდოუს XP აჩქარება 2

კიდევ ერთი მეთოდი ვინდოუს XP-ის ასაჩქარებლად:

ეს არის ინტერნეტის სიჩქარის მომატება, დეფაულტად ვინდოუს არეზერვებს ინტერნეტის სიჩქარის 20%-ს, ჩვენ შეგვიძლია მოვხსნათ ეს შეზღუდვა ასე:

RUN>>gpedit.msc


Administrative Templates >> Network >> QoS Packet Scheduler
Limit Reservable Bandwith


Limit Reservable Bandwith > Enabled , Bandwith limit 20% შეცვალეთ 0%


დააჭირეთ ოკ და დაარესტარტეთ კომპიუტერი.

Friday, September 16, 2011

.OCX ფაილის რეგისტრაცია რეესტრში

ზოგჯერ კომპიუტერში რაიმე პროგრამის ან თამაშის გახსნისას გვიგდებს ერორს და გვთხოვს რამე .OCX ფაილს. ამ ფაილის უბრალოდ გადმოწერა და მერე სისტემის საქაღალდეში ჩაგდება არაფერს არ იზავს, ასეთ ფაილს ჭირდება რეგისტრაცია რეესტრში. ეს პროცესი ძალიან მარტივია თუმცა დღეს კაი ხანი ვეჩალიჩე ვერაფრით ვერ დავაყენე.

მოკლედ პრინციპი ასეთია start>>run>>cmd  ოღონდ cmd გაუშვით ადმინისტრატორის უფლებებით და ჩაწერეთ: RegSvr32 რამეფაილი.OCX  (მაგ.   RegSvr32 MSINET.OCX) არ დაგავიწყდეთ ადგილის გამოტოვება. ამის შემდეგ ENTER და ყველაფერი მზად არის. მაგრამ შეიძლება ამან არ იმუშაოს (როგორც მე დამემართა დღეს) ამ შემთხვევაში გავაკეთე ასეთი რამე: დაარესტარტეთ კომპი და შედით SAFE MODE-ით (კომპიუტერის მიხედვით სხვადასხვა ღილაკი შეიძლება იყოს საჭირო F2,F8...) რო ჩართავთ კომპიუტერს სასურველ რეეესტრის ფაილს დააკლიკეთ მარჯვენა მაუსის ღილაკით აირჩიეთ choose default program შემდეგ browse და მოძებნეთ computer>>local disc(c/d ან სხვა რომელ დისკზეც გაქვთ ვინდოუსი დაყენებული)>>windows>>system32  და მოძებნეთ ფაილი RegSvr32

 და დააჭირეთ OPEN და OK და ყველაფერი მზად არის ამ შემთხვევაში არ უნდა ამოაგდოს არანაირი ერორი. თუ მაინც მოხდა შეცდომა დაწერეთ და ვეცდები დაგეხმაროთ.

Thursday, September 15, 2011

ბიტტორენტ სერვისის უსაფრთხოება I


ჩვენთან საკმაოდ გავრცელებულია ტორენტებით სარგებლობა თუმცა აქამდე არ მომსვლია აზრად ამ თემაზე დამეწერა რამე. ეს რამდენიმე ხანია რაც ინტერნეტში მხვდება სხვადასხვა პოსტები სდაც წერენ რომ პრობელმები ექმნებათ არალეგალური და არალიცენზირებული მასალის გადმოწერისას (ფილმები, მუსიკა, პროგრამები...)
მსგავსი პრობლემის შესახებ საქართველოში არ მსმენია (გარდა იმისა რომ უბრალოდ საიტები დახურა მთავრობამ :))) ) მაგრამ მგონი მაინც საჭიროა იმის ცოდნა თუ როგორ დავიცვათ თავი მსგავსი შემთხვევებისგან.
თავიდანვე ავღნიშნავ რომ არ არსებობს 100%-იანი უსაფრთხოების გარანტია მაგრამ იმ მეთოდების გამოყენება რომლებსაც მე ჩამოვთვლი ბევრად ჯობია საერთოდ არაფრის გამოყენებას.
პრიველ რიგში ორი სიტყვით გეტყვით როგორ ხდება ნებისმიერი ტორენტის მომხამრებლის მიგნება.

Wednesday, September 14, 2011

სკაიპის 60 წუთიანი უფასო კრედიტი

სკაიპს დარწმუნებული ვარ ყველანი ვიყენებთ და ისიც გეცოდინებათ რომ ტელეფონზე დარეკვა ფასიანია. მაგრამ არის საშუალება უფასო კრედიტების მიღების. ამისთვის გვჭირდება ფეისბუქის და სკაიპის ანგარიში (სკაიპში თქვენი ტელეფონის ნომერი უნდა იყოს მითითებული).
შევდივართ ფეისბუქის https://www.facebook.com/apps/application.php?id=153660601316465&sk=app_209467532427272 ამ გვერდზე და ვალაიქებთ, შემდეგ გამოჩნდება ასეთი გვერდი:

Tuesday, September 13, 2011

უკაბელო ინტერნეტი და მისი უსაფრთხოების ძირითადი კონფიგურაცია

პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ხალხს ვინც შემოდიოდა ამ ბლოგზე და თავისთვის საჭირო ინფორმაციას ნახულობდა. დასვენება ცოტა გამიგრძელდა, ხან კომპიუტერთან საერთოდ ვერ ვხვდებოდი, ხან ახალი პოსტის დაწერა მაგრად მეზარებოდა :))
მოკლედ ეს იყო მეტნაკლებად საპატიო მიზეზები. ვეცდები ისევ შემოგთავაზოთ ახალი და საინტერესო პოსტები.






უკაბელო ქსელები, ცნობილია როგორც Wi-Fi ან 802.11 ქსელები,რომელიც საშუალებას იძლევა კომპიუტერი(ები) დაუკავშირდენენ ერთმანეთს ან ინტერნეტს რადიო სიგნალის საშუალებით. ამ შემთვევაში ნებისმიერ მოწყობილობას რომელსაც აქვს Wi-Fi-ის მხარდაჭერა შეუძლია დაიჭიროს ეს სიგნალი თუ იმყოფება ხელმისაწვდომ დიაპაზონში, აქედან გამომდინარე უკაბელო ქსელები არ არის უსაფრთხო.
პრობლემა ისაა, რომ როდესაც თქვენ ყიდულობთ უკაბელო ქსელის მოწყობილობას, მას სტანდარტულად არ აქვს გააქტიურებული დაცვის ფუქნციები, ეს ნიშნავს იმას რომ თქვენ უნდა მიუთითოთ საჭირო პარამეტრები, ანუ დააკონფიგურიროთ დაცვის შესაბამისი წესები რომ დაიცვათ თქვენი ქსელი და კომპიუტერი.

რა საფრთხეები არსებობს?