Monday, May 21, 2012

.Gif ანიმაციის გახსნა windows 7


ამ ბოლო დროს ძალიან შემაწუხა იმ ფაქტმა რომ .gif  ანიმაციის გახსნა ვინდოუს 7-ს არ შეუძლია ჩვეულებრივად სურათების გამხსნელი პროგრამით. ცოტა ვეძებე ინტერნეტში პროგრამები მაგრამ ვირუსებზე შემოწმებას ვერცერთმა ვერ გაუძლო.
ბოლოს მოვიფიქრე ასეთი რამ:
შევდივართ Control Panel>>Default Programs>>associate a file type or  protocol with a specific program
მოძებნეთ .gif გაფართოება (გაფართოებები ანბანის მიხედვით არის დალაგებული)
მონიშნეთ .gif გაფართოება და დააჭირეთ ღილაკს change program, ახალ ფანჯარაში კი ჩამოშალეთ other program  და აირჩიეთ windows media player, შემდეგ შეინახეთ ცვლილებები:

ამის მერე .gif სურათები ყოველთვის გაიხსნება მედია პლეიერში და გაიხსნება ბევრად უფრო ჩქარა ვიდრე ინტერნეტ ექსპლორერში.

იმედია გამოგადგებათ.

პ.ს. თუ რამდენიმე გამოერების შემდეგ .gif ანიმაცია გაჩერდა, მაშინ პლეიერზე დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და მონიშნეთ repeat ფუნქცია.

Sunday, May 20, 2012

Backtrack 5 დაყენება windows 7-ზე

ამ პოსტში აგიხსნით როგორ ხდება backtrack 5-ის დაყენება ვინდოუს 7-იან კომპიუტერზე.
ამ შემთხვევაში აგიხსნით როგორ დააყენოთ ისე რომ კომპიუტერის ჩართვისას გქონდეთ არჩევანი, რომელი ოპერაციული სისტემა ჩატვირთოთ.

ასევე არ დაგჭირდებათ პარტიშენებთან არანაირი ექსპერიმენტები, სისტემა ავტომატურად გამოიყენებს ცარიელ ადგილს ვინცესტერზე და შექმნის ახალ პარტიშენს.

პ.ს. ვიდეო ცოტა ცუდი ხარისხის არის, უკეთესი კამერა არ მაქვს. თუ რამე ვერ გაიგეთ დაპოსტეთ და გიპასუხებთ

Saturday, May 12, 2012

Clickjack შეტევა


Clickjack ანუ  User Interface address შეტევა საკმაოდ საინტერესო შეტევაა რომელსაც წარმატებით იყენებს ბევრი "ბოროტი ბიძია". ამ შეტევის საშუალებით შემტევს შეუძლია ფაქტიურად ყველაფრის გაკეთება რასაც მოისურვებს. თუმცა ძირითადად გამოიყენება მსხვერპლის ვებ კამერის და მიკროფონის შეუმჩნევლად ჩასართავად. clickjack შეტევა ხდება ასე: ბოროტი ბიძია თავის საიტზე ჩასვავს მაგალითად ფეისბუქის like ღილაკს და ამ ღილაკზე დაჭერით ამუშავდება კოდი რომელიც არის ჩასმული საიტში. კოდი მუშაობს მსხვერპლისგან უხილავად, ამიტომაც შეუძლებელია რაიმეს შემჩნევა. ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი ამ სახის შეტევების ასე რომ შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ფორმებითაც, მაგალითად: ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა როცა რამე ვიდეოს ყურება გსურთ და დააჭერთ Play ღილაკს, გაიხსნება უცხო საიტი ვიდეოსთან ერთად. ეს შემთხვევაც clickjack სახის შეტევას მიეკუთვნება, თუმცა არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს მავნე კოდი, ხშირ შემთხვევაში ეს არის სპამი რომელზე დაჭერითაც შემტევი იღებს გარკვეულ თანხას.
აქ შეგიძლიათ ნახოთ პატარა დემო ვიდეო თუ როგრო მუშაობს ეს შეტევა:

Thursday, May 3, 2012

Piratebay-ს VPN სერვისის დაყენება ვინდოუს 7-ზე


Piratebay-ს ისტორია ალბათ ყველამ იცით, მათ დღესაც სასამართლო პროცესები აქვთ და ჰოლივუდის სხვადასხვა სააგენტოები ცდილობენ ამ პორტალის დახურვას, თუმცა ჯერ ჯერობით საიტი ისევ გამართულია და ახალ პროდუქტებსაც გვთავაზობს.

ისიც გეცოდინებათ რომ დღეს დღეობით არალეგალური მატერიალის გადმოწერა ინტერნეტიდან საკმაოდ სახიფათოა და შეიძლება ჯარიმაც კი დაგეკისროთ ამის გამო.
ეს ყველაფერი კარგად იცის Piratebay-ს გუნდმა და ამიტომ გვთავაზობს მშვენიერ VPN სერვისს, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტში ანონიმურად ვიმოგზაურებთ და გადმოვიწერთ რასაც გვინდა.

თავიდანვე ვიტყვი რომ ეს სერვისი ფასიანია და დაახლოებით 15 ევრო ჯდება 3 თვეში.   როგორც ხედავთ არც ისე ძვირი საფასურია ასეთი მშვენიერი სერვისისთვის. თუმცა შეგიძლიათ რამოდენიმე დღით უფასოდ გამოცადოთ. თუ უფასოდ გამოცდას გადაწყვიტავთ მაშინ უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე https://ipredator.se/ და რეგისტრაციის შემდეგ მოსულ წერილს უპასუხეთ რომ გაგიაქტიურონ საცდელი ვერსია (Please activate trial version of Ipredator for me ან რამე მსგავსი ტექსტით). შემდეგ მოგივათ წერილი რომ საცდელი ვერსია გააქტიურდა.
რათქმაუნდა არსებობს სხვა ფასიანი VPN სერვისებიც მაგრამ ამ პოსტში განხილული პროდუქტი არაფრით არ ჩამოუვარდება სხვებს და უფრო მეტიც, მათზე გაცილებით იაფია.
მე ამ სერვისს კიდევ ერთი მიზეზით ვარჩევ: მასში გადახდილი ფული მოხმარდება ისევ საიტის კეთილდღეობას და ონლაინში რაც შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნებას.
არსებობს ასევე უფასო VPN სერვისებიც მაგრამ მათ ცალკე განვიხილავ.

Wednesday, May 2, 2012

შემოკლებული ლინკების ნახვა სრულად


ამ ბოლო დროს ხშირად გვხვდება შემოკლებული ლინკები (tiny url...) სადაც არ ჩანს რეალურად რას ვაჭერთ, ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი საიტი ან შეიძლება იყოს ფიშერ საიტი ან უბრალოდ ვირუსის შემველი საიტი. არსებობს ედ-ონები  ბრაუზერებისთვის, მაგალიტად ქრომისთვის არის ეს https://chrome.google.com/webstore/detail/jkncfnbcgbclefkbknfdbngiegdppgdd?hl=en , მისი მეშვეობით მაუსის გადატარებით დაინახავთ ლინკის ნამდვილ მისამართს.
ეს კი მოზილას მოყვარუებისთვის https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/long-url-please-mod/ მისი დაყენების მერე ვერც კი შეამჩნევთ მის მუშაობას, თქვენ უბრალოდ ჩვეულებრივად დაინახავთ ყველა ლინკს.
მე პირადად არცერთი არ გამომიცდია თუმცა დარწმუნებული ვარ რომ მუშაობს ჩვეულებრივად.

Tuesday, May 1, 2012

სამთავრობო საიტები ვიზიტორებს თვალყურს ადევენებენ


სახელმწიფო სამსახურები ყოველთვის ცდილობდნენ ეთვალთვალათ თავისი და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუ ადამიანი ცნობილია მას გაათმაგებული ყურადღება ექცევა (მაგალითად შეგიძლიათ ნახოთ ჯონ ლენონზე FBI-ს მიერ მოპოვებული ინფორმაცია  http://www.lennonfbifiles.com/fbi_release06.html ) თუმცა სახელმწიფო ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც აკონტროლებს და ამას ყველანაირი ხელმისაწვდომი საშუალებით ცდილობს.
მაგალითად ამერიკის მთავრობა მის საიტზე შესულ მოქალაქეებს ადევნებს თვალყურს ქუქი და სხვა არალეგალური ფაილების საშუალებით. CNET-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშ შეგიძლიათ ნახოთ ამერიკის სამთავრობო საიტები რომლებიც თვალს ადევენებენ ვიზიტორებს:
სურათზე კარგად ჩანს რომ ქუქი ფაილების ვადა ზოგ შემთხვევაში ათეულობით წელს აღწევს და მთელი ამ დროის განმავლობაში ამ ფაილების საშალებით აგროვებენ ინფორმაციას.
ამ შემთხვევაში მოყვანილი არის ამერიკის მაგალითი, თუმცა არამგონია სხვა ქვეყნის მთავრობას რამემ ხელი შეუშალოს მისი ვიზიტორების კონტროლში. ასე რომ მსგავსი საიტების სტუმრობისას ფრთხილად იყავით და ხშირად გაასუფთავეთ თქვენი კომპიუტერი.