Saturday, June 30, 2012

paypal - ბინძურ პოლიტიკას მიყვება


ფეიფალი ცნობილია როგორც MPAA,RIAA და სხვა მსგავსი პროექტების მხარდამჭერი კომპანია.
რამდენიმე დღის წინ კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მსგავსი პროექტებისადმი თანადგომა და ანგარიში გაუყინა ერთ-ერთ ცნობილი VPN სერვისს BitGuard რომელიც გამოირჩევა ტორენტ სერვისებთან განსაკუთრებით ადვილი და კომფორტული კონფიგურაციით. ამის გამო ათასობით დოლარი დარჩა გაყინული და მისი გამოყენება აღარ შეუძლია კომპანიას. მიუხედავად იმისა რომ ტორენტ სერვისები ისევე როგორც VPN სერვისები სრულიად ლეგალურია ფეიფალი მაინც ცდილობს მათ შევიწროებას.
ფეიფალის ოფიციალურ წერილში ნახსენებია რომ BitGuard-ი არღვევს შეთანხმების პირობებს, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტულად რომელ პირობებს.
შეგახსენებთ რომ ფეიფალმა ასევე გაუყინა ანგარიში ცნობილ პროექტ ვიკილიქსს.

Thursday, June 21, 2012

როგორ ჩავწეროთ .iso ფაილი დისკზე (Ashampoo burning studio 11) თხოვნა

Ashampoo-ს დაყენების შემდეგ გაუშვით პროგრამა და მთავარი მენიუდან აირჩიეთ create/burn/browse Disc Images   და შემდეგ აირჩიეთBurn a Cd/DVD/Blu-ray Disc from a Disc Image

შემდეგ დააჭირეთ Browse ღილაკს და მოძებნეთ სასურველი .iso ფაილი რომლის ჩაწერაც გინდათ დისკზე და დააჭირეთ NEXT ღილაკს:

Tuesday, June 19, 2012

იშვიათი დოკუმენტური ფილმები ჰაკინგზე - hacking


ინტერნეტში ძრომიალისას გადავაწყდი ძალიან საინტერესო და იშვიათ ფილმებს ჰაკინგთან და ზოგადად ვებ სამყაროსთან დაკავშირებით. ენა არის ინგლისური მაგრამ არის ძალიან საინტერესო მოსასმენი.

1. Can You Hack It? - Hackers Wanted

ეს დოკუმენტური ფილმი ოფიციალურად არასდროს არ გამოსულა. მისი რეჟისორია Sam Bozzo. ფილმი გაგვაცნობს ჰაკინგის საწყისებს და მის ბუნებას ადრიან ლამოსთან ერთად. ფილმის ნარატორია კევინ სპეისი.
ფილმის ოფიციალურად გამოსვლა ვერ მოხერხდა  პროდუსერს და ჯგუფის სხვა წევრების ერთმანეთში უთანხმოების გამო. 2010 წელს კი ფილმი გამოჩნდა ინტერნეტში, თუმცა მისი გამვრცელებელის ვინაობა უცნობია.

Sunday, June 17, 2012

verify paypal account / paypal-ის ანგარიშის დადასტურება

ბევრს ჭირდება თავისი paypal-ის ანგარიშის სრულად გამოყენება, თუმცა რაღაც შეზღუდვების გამო ვერ ახერხებს ამას, ან არ უნდა თავისი თავის გამომჟღავნება.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად შემოგთავაზებთ ვიდეო გაკვეთილს რომელშიც ყველა საფეხური არის ნაჩვენები როგორ უნდა დავადასტუროთ ჩვენი paypal-ის ანგარიში და გამოვიყენოთ ის სრულად.
ეს მეთოდი ვცადე მეც და მუშაობს 100%, თუ ვერ გააქტიურეთ მაშინ რაღაც არასწორად გააკეთეთ.
paypal-ის დასადასტურებლად ვიყენებთ საიტს us.etrade.com აქ რეგისტრაციისას არსად არ მიუთითოთ თქვენი ნამდვილი ინფორმაცია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მოგცემთ კოდს რომელსაც ჩაწერთ paypal-ში მის გასააქტიურებლად.
პ.ს. ვიდეო ცოტა მოძველებულია, საიტზე მოხდა გარკვეული ცვლილებები მაგრამ არსებითი ცვლილება არ არის არაფერი, თუ დაუკვირდებით ყველაფერს სწორად გააკეთებთ.

და კიდევ ერთი, ვიდეო არის ინგლისურ ენაზე და არ არის ჩემი გადაღებული, მისი ავტორი არის http://www.youtube.com/user/G4M3T3ST ეს ადამიანი.