ადამიანის გასაკონტროლებლად ბევრი საშუალება არსებობს,
ბევრი წიგნი იწერება ადამიანის ფსიქოლოგიაზე და მის გაკონტროლებაზე.
სადაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი არსებობს იქ ყოველთვის
გამოჩნდება ვიღაც ვინც მათ გაკონტროლებას შეეცდება. მითუმეტეს ისეთ ხალხმრავალ ადგილას
როგორიც ინტერნეტია.
დიდი ინტერნეტ ფორუმების გაკონტროლება ყოველთვის პრობლემაა
მაგრამ თუ ეს მოხერხდება მაშინ გამკონტროლებელი იღებს საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ფორუმის
წევრებზე, ყავს ისინი მუდმივი კონტროლის ქვეშ, აჯერებს ნებისმიერ დეზინფორმაციას და
ა.შ. თუ ფორუმის გაკონტროლებას სამართალდამცავი ორგანო შეეცდება ის მიიღებს დიდ ინფორმაციას
და ძალაუფლებას ფორუმზე მყოფ საზოგადოებაზე.
არსებობს რამდენიმე კონტროლის საშუალება ცნობილი როგორც
CoIntelPro. ეს
მეთოდები გამოიყენებოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ობიექტებზე სათვალთვალოდ
და მათზე ინფორმაციის მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა რომ ეს მეთოდები არალეგალურად
ითვლებოდა ბიუროს არ შექმნია არანაირი დისკომფორტი მათი გამოყენებისას.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამოდენიმე მათგანს რომელთაც
წარმატებით იყენებენ სერიოზული და მრავალ მომხმარებლიანი ფორუმების წევრები, ადმინისტრატორები,
სამართალდამცავები და სხვა დაინტერესებული პირები.