ამ პოსტში/სურათში ჩამოთვლილია სასწავლო საიტების სია, დაყოფილია დარგებად, მაგალითად: მუსიკა, ვიდეო, კურსები, პროგრამიერბა, ენები, წიგნები და სხვ. ძალიან ბევრი და საინტერესო საიტია საიდანაც ბევრის სწავლა შეიძლება მაგალითად ჩემი ფავორიტი არის coursera.org რომელიც საშუალებას იძლევა დისტანციაზე გაიაროთ სხვადასხვა კურსები ვიდეო გაკვეთილებით, გააკეთოთ დავალებები და კურსის ბოლოს მიიღოთ პრესტიჟული ამერიკული ან ევროპული უნივერსიტეტის დიპლომი.
მოკლედ წარმატებებს გისურვებთ სწავლაში
Sunday, June 16, 2013
Sunday, June 2, 2013
Attachecase ნებისმიერ ფაილზე პაროლის დადება
Attachecase არის იაპონური პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი ფაილის (სურათი, ოფისის ფაილი, ზიპ ფაილი...) დაშიფვრაში და პაროლის დადებაში.
პროგრამა იყენებს 256 ბიტიან AES შიფრაციის მეთოდს. პროგრამა არის ღია კოდის მქონე და ვრცელდება GPL ლიცენზიით.
მისი გამოყენება საკმაოდ ადვილია: უბრალოდ გავხსნით პროგრამას, ჩავაგდებთ ფაილს რომლის დაშიფვრაც გვინდა, შევიყვანთ პაროლს და პროგრამა ავტომატურად აგენერირებს ახალ *.exe ფაილს რომელიც შეიცავს დაშიფრულ ფაილს. ეს არის ძალიან მოსახერხებელი როცა გსურთ ისეთ პერსონას გაუგზავნოთ დაშიფრული ფაილი რომელსაც არ აქვს ეს პროგრამა დაყენებული.
Labels:
Attachecase,
file encrypt,
დაკრიპტვა,
დაშიფვრა,
უსაფრთხოება,
アタッシュケース
Saturday, April 27, 2013
WINDOWS 8 DOWNLOAD / ვინდოუს 8 გადმოწერა
ვინდოუს 8-ის გადმოსაწერი ბმულები:
Windows 8 Pro
Windows 8 Release Preview
Windows 8 Pro RTM (leak)
Windows 8 Enterprise RTM (leak)
Windows 8 RTM (leak)
Windows 8 Enterprise N (leak)
Labels:
windows 8 download link,
ვინდოუს 8
Monday, April 22, 2013
Windows 7 to All versions
ამ პოსტში აგიხსნით როგორ გადააკეთოთ თქვენი ვინდოუს 7-ის საინსტალაციო .iso ფაილი ყველა ვინდოუსის ვერსიად ანუ ინსტალაციის დაწყებისას შეძლებთ არჩევას რომელი ვერსია დააყენოთ (მაგ. home premium, professional, starter...)
ამის გაკეთება არის ძალიან ადვილი:
ამოაარქივეთ ვინდოუს 7-ის .iso ფაილი თქვენი არქივატორით (winrar, 7zip), შემდეგ მოძებნეთ source საქაღალდე და ამ საქაღალდეში მოძებნეთ ei.cfg ფაილი და წაშალეთ ის
ამის შემდეგ ისევ თავიდან შექმენით საინსტალაციო თავიდან imgburn ან რომელიმე სხვა პროგრამის გამოყენებით. რათქმაუნდა შეგიძლიათ ისედაც გაუშვათ ინსტალაცია ახალი .iso ფაილის შექმნის გარეშე, უბრალოდ გახსენით საქაღალდე და გაუშვით setup.exe
Monday, April 15, 2013
Forensics-AntiForensics (ვინდოუსის სისტემის დაცვა, კვალის წაშლა)
აქ მინდა შემოგთავაზოთ პატარა სტატია კომპიუტერის (ვინდოუსის სისტემის) დაცვაზე
სამწუხაროდ დროში გამიგრძელდა დასრულება და თან ვერ მოვახერხე იმ ყველაფრის დაწერა რაც გეგმაში მქონდა,
თუმცა დასაწყისისთვის მგონი არაუშავს. გამოდგომით ყველას გამოადგება დამწყებიდან დაწყებული დამსრულებელით დასრულებული.
ეს პატარა სტატია ეხება კომპიუტერიდან ინფორმაციის მოპოვების გზებს და ასევე ამ ინფორმაციის განადგურების საშუალებებს.
ვის შეიძლება გამოადგეს ეს სტატია?
- სტატია გამოადგება დამწყებ სპეციალისტს ინფორმაციის შეგროვების სფეროში.
- დამნაშავეს, რომელსაც სურს თავისი კვალის გაქრობა კომპიუტერიდან.
- ნებისმიერ სხვა მომხმარებელს რომელსაც სურვილი აქვს დაიცვას თავისი პირადი ინფორმაცია და ანონიმურობა ვირტუალურ სამყაროში.
ვისთვის არ არის განკუთვნილი ეს სტატია:
- ვინც მხოლოდ ფეისბუქს იყენებს კომპიუტერში.
- ვინც არ იცის ელემენტარული სერვისები, ვინდოუსს მოყოლებული პროგრამები, სტარტი, ცმდ და ა.შ.
- ვინც მხოლოდ ზუსტი, შეუცდომელი ინსტრუქციების გარდა სხვა ინსტრუქციებს ვერ მიყვება (იგულისხმება ის რომ ყველას სხვადასხვა ვინდოუსის ვერსია ქვს დაყენებული და ფოლდერების სახელები ან ადგილმდებარეობა შეიძლება სხვადასხვა იყოს).
ავტორი იხსნის პასუხისმგებლობას :
1. სტატიაში მოცემული ინსტრუქციების არასწორად, დაუდევრად, მოუმზადებლად, წინასწარი ცოდნის არქონით მიყენებული ზიანისგან.
2. სხვა პიროვნებისადმი გულის ტკენისგან
3. დამნაშავის დახმარების, კვალის მიგნების გართულებით მიყენებული გრძნობებისგან.
4. კვალის ბოლომდე ვერ დაფარვისგან.
5. და სხვა მსგავსი სისულელეებისგან.
მცირე შესავალი
Wednesday, April 3, 2013
BITCOIN (btc) თანამედროვე ფულის ერთეული
BITCOIN (btc) წარმოადგენს თანამედროვე ვირტუალურ და ანონიმურ ფულის ერთეულს. არ არსებობს ქაღალდის ფული ან მონეტები, ის არსებობს მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში. მიუხედავად ამისა BITCOIN-ი ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტაა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბიზნესმენები დიდი რაოდენობით ფულს აბანდებენ მასში ინფლაციისგან თავის დასაცავად.
ამ მომენისთვის ერთი ბიტკოინის ფასი არის 141 ამერიკული დოლარი.
BITCOIN-ის უდიდესი უპირატესობა სხვა ვალუტასთან შედარებით არის ის რომ მას არ ეხება ინფლაცია, ტრანზაქციების გაკეთებისას თქვენ არ გჭირდებათ გარკვეული პროცენტის ვინმესთვის გადახდა, შეგიძლიათ იგი ყველანაირი სასყიდლის გარეშე გამოიმუშაოთ და ა.შ.
ბიტკოინების დაგროვება ხდება ვირტუალურ საფულეში (დაახლოებით ისეთი როგორიც არის paypal, emoney და სხვები.) თუმცა ასევე არსებობს პროგრამები რომლის საშუალებითაც თქვენი საფულე გექნებათ კომპიუტერში.
BITCOIN-ის შექმნის ისტორია:
ბიტკოინი შეიქმნა უცნობი დეველოპერის (ან დეველოპერთა ჯგუფის) Satoshi Nakamoto მიერ 2008 წელს და პირველად ქსელში გაუშვეს 2009 წელს. მის შემქმნელზე სხვა არაფერია ცნობილი.
ბიტკოინი იყოფა ერთეულებად რომლებსაც სატოში (satoshi) ქვია, შედგება 9 ციფრისგან 0.00000000
მეტი მნიშვნელოვანი ამ თემაზე მგონი არაფერია მოსაყოლი.
BITCOIN-ის მოპოვება:
Labels:
bitcoins,
mining,
online money,
ბიტკოინები,
ბიტკოინი
Sunday, March 3, 2013
ანდროიდის დაყენება ვირტუალზე (windows 7)
კომპიუტერში ვიპოვე ადრე გადაღებული ვიდეო და ვიფიქრე იქნებ ვინმეს ჭირდებოდეს თქო და აი ავტვირთე კიდეც. ვიდეოში ნაჩვენებია როგორ უნდა დავაყენოთ ანდროიდის სისტემა ვირტუალზე, დაყენების შემდეგ ის იმუშავებს როგორც მაგალითად ტელეფონებში ან ტაბლეტებში მუშაობს, შეძლებთ პროგრამების დაყენებას და გამოყენებას.
ანდროიდის დაყენება ვირტუალზე from chumscrubber on Vimeo.
ანდროიდის დაყენება ვირტუალზე from chumscrubber on Vimeo.
ესეც საინსტალაციო .iso ფაილის გადმოსაწერი ბმული: http://www.android-x86.org/download
Labels:
android,
android installation,
virtual box,
ანდროიდი
Wednesday, February 27, 2013
რეესტრის დაცვა ვირუსებისგან
ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი არის სისტემის რეესტრი საიდანაც ეშვებიან ავტომატურად კომპიუტერის ყოველი ჩართვისას.
ძირითადად ვირუსები ჯდებიან აქ:
- HKCU\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Run
- HKLM\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Run
- HKCU\Software\Microsoft\Windows NT\CurrentVersion\WinLogon
- HKLM\Software\Microsoft\Windows NT\CurrentVersion\WinLogon
- HKCU\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Policies\Explorer\Run
- HKLM\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Policies\Explorer\Run
- HKCU\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\RunOnceEx
- HKLM\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\RunOnceEx
- HKCU\Software\Microsoft\Windows NT\CurrentVersion\Windows
- SYSTEM\CurrentControlSet\Control\SafeBoot
ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამა WinLockLess, პროგრამა უზრუნველყოფს ზევით მოცემული რეესტრების დაცვას. მისი გაშვების შემდეგ ვერცერთი პროგრამა ვერ მოახერხებს რეესტრის ამ განყოფილებების მოდიფიცირებას და სისტემის სტარტაპ-ში (startup) ჩაჯდომას.
პროგრამა დაწერილია ესპანელი უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ (ვებ გვერდი: http://hispasec.com/) და არის გათვლილი მხოლოდ ესპანურენოვანი მომხმარებლისთვის. თუმცა პროგრამის გამოყენება იმდენად ადვილია რომ არ არის საჭირო ესპანურის ცოდნა, უბრალოდ მიყევით მოცემულ ინსტრუქციებს.
Labels:
ANTIVIRUS,
trojan security,
ვირუსები,
ვირუსებისგან დაცვა
Friday, February 15, 2013
დოკუმენტური ფილმი Pirate Bay-ზე
2013 წლის გაზაფხულზე გამოვა დოკუმენტური ფილმი Pirate Bay-ზე, სასამართლო პროცესებზე რომლებსაც ვერაფრით ვერ იგებს ჰოლივუდი და მის ირგვლივ დატრიალებულ ამბებზე.
ფილმი საკმაოდ საინტერესო სანახავი იქნება, პრემიერასთან დაკავშირებული ახალი ამბების მისაღებად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მხოლოდ მეილის გამოყენებით ოფიციალურ საიტზე: http://watch.tpbafk.tv/
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
EDIT
ფილმი უკვე ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ უყუროთ :
ან გადმოწეროთ ტორენტიდან: http://thepiratebay.se/search/tpb%20afk/0/99/0
ფილმი საკმაოდ საინტერესო სანახავი იქნება, პრემიერასთან დაკავშირებული ახალი ამბების მისაღებად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მხოლოდ მეილის გამოყენებით ოფიციალურ საიტზე: http://watch.tpbafk.tv/
ესეც ფილმის ტრეილერი:
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
EDIT
ფილმი უკვე ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ უყუროთ :
ან გადმოწეროთ ტორენტიდან: http://thepiratebay.se/search/tpb%20afk/0/99/0
Labels:
pirate bay
Thursday, January 24, 2013
შეძლებს თუ არა თქვენი კომპიუტერი თანამედროვე თამაშების გაშვებას?
ალბათ ეს კითხვა ბევრს გაწუხებთ და გინდათ კითხვაზე პასუხი მანამდე გაიგოთ სანამ თამაშს გადმოწერთ, დააყენებთ და იმედგაცრუებული დარჩებით.
ამ ყველაფრის გასარკვევად არსებობს ერთი საინტერესო პროექტი რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიგოთ გაუშვებს თუ არა უბპრობლემოდ კომპიუტერი თანამედროვე თამაშებს. ამისთვისთ თქვენ უბრალოდ უნდა გადმოწეროთ ეს საინტერესო ანიმაცია და გაუშვათ კომპიუტერში, თუ ანიმაციას უპრობლემოდ უყურებთ ესეიგი ყველაფერი რიგზეა.
ტესტი განკუთვნილია ვინდოუს XP, 7, 8 სთვის თუმცა თქვენი კომპიუტერი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ მოთხოვნილებებს:
DirectX 10-თან თავსებადობა, გრაფიკული ბარათი:
NVIDIA GF 8x00 ან AMD Radeon - HD2000
საიტის ბმული: http://www.allbenchmark.com
იგივე ანიმაცია ჩვეულებრივი ხარისხით:
ამ ყველაფრის გასარკვევად არსებობს ერთი საინტერესო პროექტი რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიგოთ გაუშვებს თუ არა უბპრობლემოდ კომპიუტერი თანამედროვე თამაშებს. ამისთვისთ თქვენ უბრალოდ უნდა გადმოწეროთ ეს საინტერესო ანიმაცია და გაუშვათ კომპიუტერში, თუ ანიმაციას უპრობლემოდ უყურებთ ესეიგი ყველაფერი რიგზეა.
ტესტი განკუთვნილია ვინდოუს XP, 7, 8 სთვის თუმცა თქვენი კომპიუტერი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ მოთხოვნილებებს:
DirectX 10-თან თავსებადობა, გრაფიკული ბარათი:
NVIDIA GF 8x00 ან AMD Radeon - HD2000
საიტის ბმული: http://www.allbenchmark.com
იგივე ანიმაცია ჩვეულებრივი ხარისხით:
Subscribe to:
Posts (Atom)