Friday, January 27, 2012

როგორ გადმოვწეროთ ვიდეო vimeo-დან


შეიძლება ბევრმა არ იცოდეს მაგრამ vimeo.com-იდან ვიდეოს გადმოწერა არის ძალიან ადვილი და ამას დამხმარე პროგრამების გარეშეც ძალიან ადვილად შეძლებთ, მთავარია დარეგისტრირებული იყოთ საიტზე, რაც ძალიან ადვილია.
ვიდეოს ამორჩევის შემდეგ გადავიდეთ ვიდეოს ავტორის გვერდზე ანუ დავაჭიროთ აქ:
ამის შემდეგ გადავალთ ვიდეოს ავტორის გვერდზე სადაც ისევ ეს ვიდეო გამოჩნდება ძირითად ვიდეოდ.
ჩამოვუყვეთ ცოტა დაბლა და მარჯვენა მხარეს ვნახავთ download this video ლინკს:

დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და ავირჩიოთ save link as შემდეგ ავირჩიოთ სად გვინდა რომ შევინახოთ და დაიწყებს გადმოწერას. სულ ეს იყო :)

Thursday, January 26, 2012

როგორ დავაღწიოთ თავი მობილური ტელეფონის მოსმენას



ალბათ ყველას გაგიგიათ ლაპარაკი იმის შესახებ რომ მობილური ტელეფონი როცა გამორთულია მაინც შეიძლება მისი მოსმენა და ამის თავიდან ასაცილებლად ზოგი ბატარიას იღებს, ზოგი სიმ ბარათს მაგრამ რეალურად ამ ძალისხმევას არანაირი შედეგი არ მოაქვს.
საბედნიეროდ არსებობს რამდენიმე ხერხი რითიც შეიძლება უზრუნველყოთ შედარებით მეტი თავდაცვა. არსებობს ტელეფონის სპეციალური ჩასადებები რომლებიც არ ატარებს არანაირ სიგნალს და აქედან გამომდინარე მისი გამორთულ მდგომარეობაში როგორც გადამცემის გამოყენება შეუძლებელია.

ასევე არსებობს კიდევ ერთი მეთოდი.
ტელეფონმა გამორთულ მდგომარეობაში რომ  იმუშაოს როგორც გადამცემმა მას ესაჭიროება ელექტრო მუხტი, ზუსტად ასეთ მუხტს წარმოქმნის ტელეფონის სქემაზე განთავსებული პატარა ელემენტი. იგი დამაგრებულია სქემაზე და ერთი შეხედვით ძნელი შესამჩნევია. მისი ამოღების შემთხვევაში ელექტრო მუხტის წყარო აღარ იარსებებს და შესაბამისად გამორთულ მდგომარეობაშიც ვერ გადასცემს სიგნალს.
მოკლედ ამის შესახებ რომ გავიგე თავიდან არ დავიჯერე და ცდა ჩავატარე ჩემ ძველ ნოკიაზე(nokia 6230).
დავშალე ბოლომდე სანამ არ დავედი სქემამდე

Wednesday, January 25, 2012

კიდევ ერთი ვირუსი ფეისბუქზე


ახლახანს ZONE ALARM SECURITY-მ გაავრცელა ინფორმაცია რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი ფეისზე, ლინკი არის ვიდეოს სახით, სახელად დაახლოებით ქვია katie perry and russel brand home vido ან რამე მსგავსი სახელი. ლინკზე დაჭერის შემდეგ გადადიხართ ვითომ სხვა ფეისბუქის გვერდზე და გთხოვთ პლაგინის დაყენებას, და შემდეგ თქვენი კომპიუტერი ხვდება ხელმისაწვდომი ვირუსის ავტორისთვის.


Tuesday, January 24, 2012

როგორ გამოვიწეროთ უფასო საჩუქრები ინტერნეტიდან



რამდენიმე თვის წინ გავიგე რომ თურმე შეიძლება ინტერნეტიდან უფასოდ გამოვიწერო ბუკლეტები, ჟურნალები, დისკები, სხვადასხვა პროდუქტების საცდელი ვერსიები, ასევე პარფიუმერია, და კიდევ ათასი რამ. ეს რამდენიმე თვე ვაკვირდებოდი, გამოვიწერე ბევრი რამ და უმეტესობა მართლაც ჩამოვიდა მიუხედავად იმისა რომ ერთი-ორი კვირა ველოდე უშედეგოდ. მოკლედ რატომაც არ უნდა გამოვიწეროთ ბუკლეტი უფასოდ იმ თემაზე რომელიც გვაინტერესებს? ხო და ეხლა გეტყვით საიტებს საიდანაც შეიძლება უფასოდ საჩუქრების გამოწერა.

http://www.totallyfreestuff.com/  ეს საიტი ყველაზე მეტად მომწონს, უამრავი შემოთავაზებაა ბევრი სისუსლელეა მაგრამ ბევრი კარგი რამეც. პირველივე გვერდზე შესვლისას