Wednesday, February 27, 2013

რეესტრის დაცვა ვირუსებისგან



ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი არის სისტემის რეესტრი საიდანაც ეშვებიან ავტომატურად კომპიუტერის ყოველი ჩართვისას.
ძირითადად ვირუსები ჯდებიან აქ:


  • HKCU\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Run
  • HKLM\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Run
  • HKCU\Software\Microsoft\Windows NT\CurrentVersion\WinLogon
  • HKLM\Software\Microsoft\Windows NT\CurrentVersion\WinLogon
  • HKCU\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Policies\Explorer\Run
  • HKLM\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Policies\Explorer\Run
  • HKCU\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\RunOnceEx
  • HKLM\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\RunOnceEx
  • HKCU\Software\Microsoft\Windows NT\CurrentVersion\Windows
  • SYSTEM\CurrentControlSet\Control\SafeBoot


ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამა WinLockLess, პროგრამა უზრუნველყოფს ზევით მოცემული რეესტრების დაცვას. მისი გაშვების შემდეგ ვერცერთი პროგრამა ვერ მოახერხებს რეესტრის ამ განყოფილებების მოდიფიცირებას და სისტემის სტარტაპ-ში (startup) ჩაჯდომას.


პროგრამა დაწერილია ესპანელი უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ (ვებ გვერდი: http://hispasec.com/) და არის გათვლილი მხოლოდ ესპანურენოვანი მომხმარებლისთვის. თუმცა პროგრამის გამოყენება იმდენად ადვილია რომ არ არის საჭირო ესპანურის ცოდნა, უბრალოდ მიყევით მოცემულ ინსტრუქციებს.

Friday, February 15, 2013

დოკუმენტური ფილმი Pirate Bay-ზე

2013 წლის გაზაფხულზე გამოვა დოკუმენტური ფილმი Pirate Bay-ზე, სასამართლო პროცესებზე რომლებსაც ვერაფრით ვერ იგებს ჰოლივუდი და მის ირგვლივ დატრიალებულ ამბებზე.

ფილმი საკმაოდ საინტერესო სანახავი იქნება, პრემიერასთან დაკავშირებული ახალი ამბების მისაღებად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მხოლოდ მეილის გამოყენებით ოფიციალურ საიტზე:  http://watch.tpbafk.tv/ 

ესეც ფილმის ტრეილერი:



::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

EDIT

ფილმი უკვე ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ უყუროთ :


ან გადმოწეროთ ტორენტიდან: http://thepiratebay.se/search/tpb%20afk/0/99/0