Wednesday, August 17, 2011

google+

ახალი სოციალური ქსელის google+ (G+) ის შესახებ ალბათ უკვე ყველამ იცის. მეც ამ ცოტა ხნის წინ გამიკეთეს მოწვევა და დავრეგისტრირდი, მიმოვიხედე და კარგი რამეა სასიამოვნო ინტერფეისი აქვს და რაც ყველაზე მეტად მომხიბლა იყო მეგობრების დაყოფის ფუნქცია, ანუ თქვენი დადებული სურათი თუ ვიდეო თუ რაც იქნება შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი მეგობრების რომელი ჯგუფის წევრებმა ნახონ. შეიძლება სხვა სოციალურ ქსელსაც აქვს მსგავსი ფუნქცია მაგრამ რადგან დიდად არცერთს არ ვიყენებ ამიტომ ჩემთვის "ახალი ხილია".

მოკლედ ნეტშიც მოვიძიე ინფორმაცია ამ ახალ პროექტზე და ყველა აღფრთოვანებულია, ზოგს ჯერავს რო ფაცებუქს ჩაძირავს ზოგს არა. ბევრი რო არ გავაგრძელო გადავაწყდი ერთ საინტერესო სერვისს რომელიც გაალამაზებს თქვენი ექუნთის ლინკს. მაგალითისთვის:
თუ თქვენი პროფილის მისამართი არის: https://plus.google.com/102043247788356875633/posts
შეგიძლიათ გახადოთ ასეთი: gplus.to/თქვენისახელი . ეს სერვისი ჯერ ახალია და ბევრი სახელი არის ხელმისაწვდომი ასე რომ იჩქარეთ.
ესეც საიტის მისამართი:  http://gplus.to/

პ.ს. ვისაც სურვილი აქვს მოსაწვევების დაწეროს კომენტარებში მეილი

No comments:

Post a Comment