Wednesday, July 25, 2012

შეამოწმეთ გატეხილია თუ არა თქვენი მეილი

ძალიან საინტერესო და გამოსადეგ სერვისს გვთავაზობს ეს საიტი.
მისი საშუალებით შეგვიძლია შევამოწმოთ გატეხილია თუ არა ჩვენი მეილი.

მოქმედების პრინციპი არის ასეთი: საიტი ავტომატურად აგროვებს ინტერნეტში გამოქვეყნებულ გატეხილ მეილებს, ახარისხებს მათ და საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ არის თუ არა მეილი გატეხილების სიაში.

იქიდან გამომდინარე რომ საიტს ამ მომენტისთვის აქვს 28 მილიონიანზე დიდი ბაზა, საკმაოდ საინტერესო ხდება მათ ბაზაში ჩვენი მეილის მოძებნა.

სერვისის გამოყენება არის ძალიან ადვილი, ჩაწერეთ თქვენი ფოსტა აქ:

და დააჭირეთ check ღილაკს.

თუ თქვენი მეილი არ არის გატეხილების სიაში მაშინ მიიღებთ ასეთ შეტყობინებას:

ხოლო თუ თქვენი მეილი არის მათ ბაზაში მაშინ მიიღებთ ასეთ შედეგს:


ქვევით კი ჩამოთვლილი არის რჩევები როგორ უნდა მოიქცეთ.

პ.ს. შეიძლება ქართველი მომხმარებლისთვის ნაკლებად აქტუალური იყოს მაგრამ რა იცი რა ხდება.

საიტის ბმული: http://pwnedlist.com/

5 comments:

  1. gamarjoba,
    dzalian kargi da sachiro postebi gaqvs xolme. :)
    rac Sheexeba am posts, ramdenad saimedo da sarwmuno saitia rac am postshi gaqvs mocemuli? da meore shekitxva, gaqvs tu ara kidev sxva postebi mailebis shesaxeb?
    pasuxsitvis madloba

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა კომენტარისთვის.

      საიტი სადაც მეილის შემოწმება შეგიძია ნამდვილად არის საიმედო, ანუ თუ გიჩვენებს რომ მეილი გატეხილია ესეიგი მართლა ეგრეა. მაგრამ თუ გიჩვენებს რომ არაა გატეხილი მთლად სანდო არაა რადგან საიტი ეყრდნობა ინტერნეტში გამოქვეყნებულ გატეხილი მეილების სიას. ქართველი მომხმარებლისთვის შეიძლება ნაკლებად საინტერესო იყოს რადგან გატეხილი მეილების უმეტესობა არის უცხოური საიტებიდან რომლებსაც ქართველი მომხმარებელი იშვიათად იყენებს.
      თუმცა შემოწმება მაინც ღირს.

      სხვა მეილებთან დაკავშირებულ პოსტებში რას გულისხმობ? თ კონკრეტულად რამე გაინტერესებს შეგიძლია იკითხო

      Delete
  2. madlob pasxistvis.
    vpiqrob rom chemi maili mtlad dacli ar aris. rac dzalian madardebs. am saitze shemowmebit michvena rom gatexili ar aris. rac ar vici ramdenad saimedoa :) rogorc tqven mebnebit araam saimedo :)
    sxva postebs rac Sheexeba, konkretli araperi miglisxmia. zogadad mailebis tema chemtvis sainteresoa da simaovnebit wavikitxavdi.
    madlobt

    ReplyDelete
    Replies
    1. თუ გინდა თხოვნების განყოფილებაში დაწერე რა მაილს იყენებ და მისი დაცვის შესახებ ვეცდები გაგიმზადო სტატია

      Delete
  3. didi madloba, dzalian sasiamovnoa es informacia chemtvis.

    ReplyDelete