ბრიტანეთის მთავრობა ითხოვს ეკვადორის მთავრობისგან რომ მათ გადასცენ ჯულიან ასანჟი რომელმაც ეკვადორის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი თხოვა.
იმ შემთხვევაში თუ ასანჟს გადაცემენ ბრიტანელებს მაშინ მას ელის სასამართლო პროცესი შვედეთში და შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც სავარაუდოდ მიუსჯიან სამუდამო პატიმრობას ან სასიკვდილო განაჩენს.
ამ მომენტისთვის ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოშია. ბრიტანელები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იმუქრებიან საელჩოში ძალით შეჭრით და ასანჟის დაკავებით, მიუხედავად იმისა რომ ეს ქმედება არღვევს ყველანაირ დიპლომატურ კანონს რომელიც კი არსებობს და რომელშიც გაწევრიანებული არის თვითონ ბრიტანეთიც.
მიუხედავად ამ მუქარისა ეკვადორის პრეზიდენტის განცხადებით ისინი არ აპირებენ ასანჟის გადაცემას და არც ამ აფსურდული მუქარის ეშინიათ.
ამ პერიოდის განმავლობაში ეკვადორის საელჩოსთან ასანჟის მხარდამჭერები არიან შეკრებილები რომ არ მოხდეს პოლიციის ძალით შეჭრა ეკვადორის საელჩოში
ამ ამბავს ასევე გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ მინისტრიც და ბრიტანეთისგან მოითხოვა მეტი პატივისცემა საერთაშორისო კონვენციისადმი.
ასანჟის მომხრეების აქცია ეკვადორის საელჩოსთან:
აქ შეგიძიათ შეუერთდეთ პეტიციას ასანჟის განთავისუფლების მოთხოვნით http://freeassange.org/sign-petition
ahaaaaaaaaaaaaaa
ReplyDelete