ამ პოსტში აგიხსნით როგორ დააყენოთ WINDOWS XP MODE.
WINDOWS XP MODE არის ვირტუალური გარემო შექმნილი მაიკროსოფტის მიერ (oracle virtual machine-ის VM მსგავსი) მისი დაყენებისას ავტომატურად ყენდება windows xp და შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ჩვეულებრივი VM შეცვალოთ ოპერატიული სისტემა და ა.შ.
დაყენების ინსტრუქცია:
* მოულოდნელი პრობლემების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ Internet Explorer-ი
შევიდეთ პროგრამის გადმოსაწერ ბმულზე: http://www.microsoft.com/windows/virtual-pc/download.aspx და აირჩიეთ ვინდოუსის ის ვერსია რომელიც გიყენიათ და სასურველი ენა.
ამის დაბლა უკვე ნახავთ გადმოსაწერ ბმულს, დააჭირეთ სურათზე მითითებულ ღილაკს:
ამის შემდეგ მოგთხოვთ ვინდოუცის ვალიდაციის გავლას, ანუ შეამოწმებს გიყენიათ თუ არა გააქტიურებული ვინდოუსის ვერსია ( თუ არ გაქვთ გააქტიურებული გამოიყენეთ ეს პროგრამა)
ვალიდაციის წარმატებით დასრულების შემდეგ დაიწყება ფაილის გადმოწერა.
გადმოწერის დამთავრების შემდეგ გადმოწერეთ მეორე ფაილი:
შეიძლება თავიდან გაიხსნას ვინდოუსის ვალიდაციის ფანჯარა, დააჭირეთ continue და პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ფაილის გადმოწერა.
ამის შემდეგ გაუშვით პირველად გადმოწერილი ფაილი (WindowsXPMode_en-us.exe) და დააყენეთ ჩვეულებრივად როგორც ნებისმიერი პროგრამა
პროცესის დასრულების შემდეგ გაუშვით მეორედ გადმოწერილი ფაილი (Windows6.1-KB958559-x64-RefreshPkg.msu)
პროცესის დასრულების შემდეგ დაარესტარტეთ კომპიუტერი.
რესტარტის შემდეგ შედით სტარტ მენიუში და მოძებნეთ windows xp mode და გაუშვით:
ამის შემდეგ დაიწყება windows xp mode-ის კონფიგურაცია:
პროცესის დასრულების შემდეგ ავტომატურად ჩაირთვება ვინდოუს xp:
თუ დაყენებისას შეგექმნათ პრობლემები დაპოსტეთ კომენტარებში.
რესტარტის შემდეგ შედით სტარტ მენიუში და მოძებნეთ windows xp mode და გაუშვით:
ამის შემდეგ დაიწყება windows xp mode-ის კონფიგურაცია:
პროცესის დასრულების შემდეგ ავტომატურად ჩაირთვება ვინდოუს xp:
თუ დაყენებისას შეგექმნათ პრობლემები დაპოსტეთ კომენტარებში.
No comments:
Post a Comment