Thursday, March 29, 2012

DNS FLUSH - DNS კაჩეს წაშლა კომპიუტერიდან

ხანდახან როცა ინტერნეტში დავძრომიალობთ შეიძლება შეიქმნას უცნაური პრობლემა: მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტ კავშირი გაწყვეტილი არ არის მაინც ვერ შევდივართ ზოგ საიტზე (error 404 ან მსგავსი შეცდომა) ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჩვენ კომპიუტერში შენახული DNS-ების პრობლემა.
კომპიუტერი ავტომატურად ინახავს იმ საიტების DNS მისმართებს რომლებზეც შევდივართ, ამ საშუალებით იგივე საიტზე მეორედ შესვლისას ჩვენ დაგვჭირდება უფრო ნაკლები დრო ვიდრე პირველად შესვლისას. ზოგადად ეს კარგი ფუნქციაა მაგრამ ხანდახან შეიძლება პრობელმები შეგვექმნას.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვიქცევით ასე:
ვხსნით CMD ფანჯარას (start>>run>>ჩაწერეთ cmd>>enter)
და ვწერთ: ipconfig /flushdns


შემდეგ ვაჭერთ enter-ს და მივიღებთ ასეთ შეტყობინებას:
ესეიგი პროცესი სწორად დასრულდა. ამის შემდეგ თქვენი პრობელმა მოგვარებული უნდა იყოს.
შეკითხვების შემთხვევაში დაპოსტეთ კომენტარებში.

პ.ს. ესეც ვიდეო, ჩემი გადაღებული არ არის მაგრამ ძალიან კარგად გაჩვენებთ მთლიან პროცესს

No comments:

Post a Comment