ამის მოგვარება შეიძლება ორი ხერხით (მე რაც ვიცი)
პირველი მეთოდი:
გახსენით cmd ფანჯარა ადმინისტრატორის უფლებებით (start>>ძიებაში ჩაწერეთ cmd>>დააჭირეთ მასუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ run as administrator) და ჩაწერეთ sfc /scannow და დააჭირეთ ენტერს, შეიძლება მოგთხოვოთ ვინდოუსის საინსტალაციო დისკის ჩადება. პროცესის დასრულების მერე დაარესტარტეთ კომპიუტერი.
მეორე მეთოდი
გახსენით სტარტ მენიუ და ძიებაში ჩაწერეთ regedit და შედეგი გახსენინთ, შემდეგ შედით:
HKEY_CURRENT_USER>>Software>>Microsoft>>Windows>>CurrentVersion>>Explorer>>FileExts>>.lnk>>აქ მოძებნეთ ფოლდერი userChoise და წაშალეთ ის. შემდეგ დახურეთ რეესტრის ფანჯარა და დაარესტარტეთ კომპიუტერი, პრობლემა უნდა მგოვარდეს.
შეკითხვების შემთხვევაში კომენტარებში გაგცემთ პასუხს.
No comments:
Post a Comment