სულ სხვა რამეზე დავიწყე საუბარი, დავუბრუნდეთ ისევ თემას.
ამ სტატიის დაწერა რომ გადავწყვიტე დაახლოებით ჩამოვაყალიბე გონებაში რაზე უნდა დამეწერა და ასევე რამდენიმე საინტერესო აზრიც მომივიდა და ძალიან გამიხარდა, მეგონა მარტო მე ვიფიქრე ამის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ინტერნეტში ამ სტატიისთვის სურათების ძიებისას წავაწყდი სტატიას სადაც იგივე აზრი იყო ჩამოყალიბებული და უფრო კარგად გავრცობილი. აი ამ სტატიის ლინკიც ვისაც დაგაინტერსებთ შეგიძლიათ გადაიკითხოთ. მოკლედ შევუდგეთ საქმეს:
როგორც ალბათ უკვე იცით ისეთი კანონები როგორებიცაა A.C.T.A, S.O.P.A, P.I.P.A. და მათ შორის ყველაზე უარესი C.I.S.P.A ეყრდნობა არგუმენტს რომ მუსიკის უფასოდ გადმოწერამ ამერიკის ეკონომიკას მილიარდობით ზარალი მიაყენა. აქედან გამომდინარე ინტერნეტით ნებისმიერი ფასიანი მასალის უფასოდ გავრცელებაზე გაამკაცრეს კონტოლი ზემოთ ჩამოთვლილი კანონების მიხედვით. კონტროლის გამკაცრება კი გულისხმობს თითოეული ადამიანის ინტერნეტ საქმიანობის მონიტორინგს იმ მიზეზით რომ მან არ გადმოიწეროს არალეგალურად მუსიკა. მაგალითად 1999 ამერიკაში მიღებული კანონის თანახმად (რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე ამოქმედდა და მანამდე რეალურად რამდენიმე ადამიანი თუ იქნა დასჯილი ამ კანონით) ყოველ გადმოწერილ სიმღერაზე თქვენ დაჯარიმდებით 150,000 დოლარით, იმ სიმღერის გადმოწერისთვის რომლის ღირებულება (ყველაზე მეტი რაც შეიძლება ღირდეს მაგალითად სინგლის სახით გამოსული მუსიკა ) არის 15-20 დოლარი. ახლა ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ რატომ იწერს არალეგალურად საშუალო სტატისტიკური ადამიანი სიმღერას? იმიტომ რომ მას არ აქვს საშუალება რომ ყოველ სიმღერაში გადაიხადოს რამდენიმე დოლარი, ასეთ ადამიანს სასამართლო აკისრებს 150,000 დოლარის გადახდას თითო სიმღერის მოპარვისთვის? წარმოგიდგენიათ საშუალო სტატისტიკურ ახალგაზრდას რამდენი მილიონის გადახდა მოუწევს? (=))))) ) ხოლო თუ დავიანგარიშებთ რამდენი ადამიანი იწერს უფასოდ მუსიკას და თითოეულ ამ ადამიანს რამდენი მუსიკა აქვს გადმოწერილი მაშინ მივიღებთ ისეთ თანხას რომელიც დედამიწაზე არ არსებობს, ანუ წარმოუდგენელია ამ ჯარიმის დაფარვა. კარგად არის ეს აზრი ჩამოყალიბებული ამ ვიდეოში:
ახლა კი განვიხილოთ ალტერნატიული ვარიანტი თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი მუსიკალური ინდუსტრიის ზარალის, გარდა მეკობრეობის როგორც ამას გვეუბნევიან.
1999 წლისთვის მუსიკალური ინდუსტრიის მოგება წლიურად შეადგენდა 14 მილიარდ დოლარს, 2000 წლისთვის კი მხოლოდ 6 მილიარდზე ცოტა მეტს. რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო?
პირველ რიგში ის რომ 1999 წელი დაახლოებით ის დროა როცა მასიურ ხმარებაში შემოვიდა CD და DVD დისკები რომლებმაც წარმატებით ჩაანაცვლეს აუდიო და ვიდეო კასეტები, აქედან გამომდინარე მომხმარებელი ვისაც ქონდა მაგალითად ნირვანას ალბომი კასეტაზე, წავიდა და იყიდა იგივე ალბომი დისკზე, სადაც სიმღერები გაცილებით უკეთესი ხარისხის იყო. ანუ გამოდის რომ იმ პერიოდში მუსიკალურმა ინდუსტრიამ მოგება ნახა არა იმის გამო რომ მეკობრეობა არ იყო არამედ ტექნოლოგიური წინსვლის გამო.
შემდეგი ასეთი ტექნოლოგიური წინსვლა იყო MP3 პლეიერების ბუმი. თუმცა ამ ტექნოლოგიურმა პროგრესმა პირიქით იმოქმედა მუსიკალურ ინდუსტირაზე და ახლავე აგიხსნით რატომ.
ამ ინოვაციასთან ერთად იგივე პერიოდში გამოჩნდა ლეგენდარული პროგრამა NAPSTER-ი რომელიც საშალებას იძლეოდა მხოლოდ ის სიმღერები ქონოდა მომხმარებელს რომლის მოსმენაც მართლა უნდოდა და არ ეყიდა ალბომი რომლიდანაც მხოლოდ რამდენიმე სიმღერას მოუსმენდა. ამის გამო ალბომების გაყიდვა საგრძნობლად დაეცა, რასაც მოყვა შედარებით პატარა ლეიბლების გაკოტრება. ამ პერიოდში საქმეში ჩაერთო APPLE-ი თავისი IPOD-ით. პირველ რიგში ყურადღება გავამახვილოთ იმაზე რომ MP3 პლეერების უდიდესი მწარმოებელი იყო APPLE-ი რომელიც მანამდეც უდიდესი კომპანია იყო. ის დაბალ ფასად ყიდულობს მომღერლებისგან უფლებას სიმღერაზე და შემდეგ ყიდის თავის საიტზე. მას საერთოდ არ ადარდებს ხმის ჩამწერი სტუდიების ბედი. დისკების გაყიდვა ამის გამო კვლავ კატასტროფულად ეცემა.
დღეს გამოქვეყნებულ მუსიკალურ სტატისტიკებში თითქმის ყველგან არის მოყვანილი დისკების გაყიდვის სტატისტიკა, რატომღაც ამოღებულია ინტერნეტში სიმღერების გაყიდვების სტატისტიკა, რინგტონების გაყიდვა და კიდევ სხვა სტატისტიკები რომლებსაც წლიური მოგება 10 მილიარდამდე აყავს, ხოლო 1999 წლის 14 მილიარდიან მაჩვენებელთან სხვაობა შეიძლება დავაბრალოთ მხოლოდ დისკების გაყიდვების შემცირებას ტექნოლოგიური ინოვაციების გამო.
გამოიყენეთ უბრალო ლოგიკა და წარმოიდგინეთ 70იანი წლების ბოლოს რამხელა მოგებას ნახავდა მუსიკალური ბიზნესი როცა ფართო მასებისთვის გახდა ხელმისაწვდომი კასეტები, ან 80იანების ბოლო როცა კასეტების პლეერები გახდა მასებისთვის ხელმისაწვდომი.
გონების დიდი განვითარება არ ჭირდება იმის მიხვედრას რომ, მუსიკალური ბიზნესის აღზევება-დაცემის მიზეზი თავისფულად შეიძლება იყოს ზემოთ მოვანილი არგუმენტები. ხოლო კანონები რომლებიც ამოქმედდა მუსიკალური ინდუსტრიის დასაცავად რეალურად სულ სხვა მიზანს ემსახურება. (ამას მომდევნო სტატიებში განვიხილავ)
თმცა არსებობს კიდევ ერთი ჩემი აზრით ძალიან მნიშვენლოვანი ფაქტორი რის გამოც მუსიკალური ინდუსტრიის მოგება კატასტროფულად იკლებს და მას არც ტექნოლოგიებთან აქვს საქმე და არც არალეგალურ გადმოწერებთან. ეს არის მუსიკის ხარისხის კატასტროფული დაცემა უკანასკნელი 10 წლის მანძლზე. დღევანდელი პროსდუქციის 98% ხომ უვარგისი მასალაა რომლის მოსმენა უბრალოდ არ შეიძლება.
იმედია სტატია ცოტათი მაინც გამოვიდა ინფორმატიული ხასიათის და შეგიქმნათ წარმოდგენა დღეს მოქმედი კანონების აბსურდულობაზე.
სანამ კიდევ დრო გვაქვს საქართველოში უნდა ვეცადოთ ყველანაირად ამ კანონების შემორებას, თორე როცა კანონს ხელი მოეწერება ყველაფერი გვიანი იქნება.
ალბათ დაინტერესდებით როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ ყველაფერს.
მასიური გამოსვლები და საპროტესტო აქციები უკიდურესი ზომაა როცა სხვა გზა არ არის დარჩენილი. მანამდე კი უბრალოდ ვეცადოთ არ შევეიძნოთ (თუ კი იძენდით საერთოდ) ჰოლივუდის პროდუქტები, პროტესტის ამ ზომას ძალიან ბევრი მიმართავს უკვე, საბოლოოდ მიხვდებიან იმედია თავიანთ შეცდომას და დაგვიბრუნებენ თავისუფალ ინტერნეტს.
პ.ს. სტატიაში მოყვანილი სტატისტიკა და კონკრეტული ფაქტები აღებულია ზემოთ მითითებული სტატიიდან.
saintereso postia.
ReplyDeleteise, am blogze bevr saintereso da karg informacias vecnobi xolme :)
მადლობა :) მიხარია რო მოგწონს
ReplyDeleteდიდი მადლობა, ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგე :)
ReplyDelete