Sandboxie არის პროგრამა რომლის საშუალებითაც უსაფრთხოდ გავხსნით ნებისმიერ პროგრამას ჩვენ კომპიუტერში. თუ გადმოწერეთ რამე პროგრამა ისეთი საიტიდან რომელსაც არ ენდობით (სავარუდოდ ვარეზ ან ტორენტ საიტიდან) მაგრამ პროგრამა გჭირდებათ და იძულებული ხართ გაუშვათ კომპიუტერში სწორედ ასეთ შემთხვევებში დაგეხმარებათ sandboxie.
პროგრამა გაშვების შემდეგ ხვდება სრულიად იზოლირებულ გარემოში და იგი ვერ ახდენს ცვლილებებს კომპიუტერში, თუ პროგრამა დავირუსებულია იგი ვერ მოახდენს ცვლილებებს რეესტრში და სისტემურ ფაილებში.
თუ დაინტერესდით პროგრამით გადმოწერეთ ოფიციალური საიტიდან: http://www.sandboxie.com/index.php?DownloadSandboxie
გადმოწერის მერე დააყენებთ სტანდარტულად. დაყენებისას საშუალება გაქვთ აირჩიოთ ენა, მათ შორის არის რუსულიც.
დაყენების შემდეგ დესკტოპზე გამოჩნდება შორთქათი სახელით: sandboxed web browser ამ შორთქათით ირთვება კომპიუტერში დეფაულთად დაყენებული ვებ ბრაუზერი სენდბოქს-ში მოქცეული:
ეს იმას ნიშნავს რომ თუ თქვენ საეჭვო საიტზე ხართ შესული და ეს საიტი თქვენ კომპიუტერში ვირუსის ავტომატურად გავრცელებას ცდილობს, იგი ვერ გაცდება სენდბოქსის საზღვრებს და მისი გათიშვის შემდეგ ავტომატურად გამოირთვება.
სენდბოქსში არის თუ არა ბრაუზერი გაშვებული ამის გაგების საშუალებას მოგცემთ ყვითელი ჩარჩო რომელიც გამოჩნდება მაუსის ტაბებზე გადატარებისას.
სენდბოქსით პროგრამის გაშვებისას მიიტანეთ მაუსი პროგრამასთან და მარჯვენა ღილაკზე დაჭერის შემდეგ აირჩიეთ პროგრამის სენდბოქსით გახსნა:
ამის მერე გამოჩნდება ესეთი ფანჯარა:
დარწმუნდით რომ მონიშნულია defaultBox და დააჭირეთ ok.
შემდეგ ჩვეულებრივად გაიხსნება პროგრამა, თუმცა იგი იქნება სენდბოქსში მოქცეული.
როგორც ბრაუზერს მასაც ექნება ყვითელი ჩარჩო შემოვლებული და ასევე #<<<ესეთ ნიშნებში იქნება პროგრამის სახელი მოქცეული, რაც ასევე ნიშნავს რომ პროგრამა უსაფრთხო გარემოში მუშაობს:
სენდბოქსით ასევე შეიძლება გაეშვას საინსტალაციო პროგრამებიც, თუმცა ვერ გაუშვებს იმ პროგრამებს რომლებიც ითხოვენ ადმინისტრატორის უფლებებს, რადგან ამ უფლებების მოპოვების შემთხვევაში სენდბოქსის გამოყენება უაზრობა ხდება.
როგორც ხედავთ საკმაოდ საჭირო პროგრამაა როცა გიწევთ საეჭვო საიტებზე შესვლა ან უცნობი პროგრამების გაშვება კომპიუტერში.
პროგრამა თავსებადია ვინდოუსის ყველა ვერსიასთან.
თუ თქვენ იყენებთ ვინდოუს 2000 მაშინ დაგჭირდებათ დამატებით ამ .dll ფაილის გადმოწერა: http://www.sandboxie.com/index.php?GdiPlus
ეს იყო ძირითადი ფუნქციები, თუ თქვენ გჭირდებათ დამატებითი ფუნქციები და გაინტერესებთ როგორ გამოიყენოთ პროგრამა სრულად დაწერეთ და აუცილებლად შემოგთავაზებთ უფრო დაწვრილებით განხილვას პროგრამის სრულ შესაძლებლობებზე.
No comments:
Post a Comment