ესეც ალკოჰოლიკური განწყობისთვის
Saturday, December 31, 2011
Friday, December 30, 2011
ფეისბუქის მესენჯერი ვინდოუსისთვის
გამოჩნდა ახალი აპლიკაცია ფეისბუქისთვის. მისი საშუალებით შეძლებთ ფეისბუქის მეგობრებს ეკონტაქტოთ ისე როგორც სკაიპით, იაჰუთი ან ნებისმიერი სხვა მესენჯერით. ეს არის ამ აპლიკაციის პირველი ვერსია და ჯერჯერობით რამოდენიმე პრობლემა აქვს რომლებიც იმედია შემდეგ ვერსიებში გამოსწორდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ აპლიკაცია მხოლოდ ვინდოუს 7ზე ყენდება და XP-ს მომხმარებელი მას ვერ გამოიყენებს. ასევე ჯერჯერობით არ აქვს დარეკვის და და ვიდეოზარის ფუნქცია თუმცა ავტორები ირწმუნებიან რომ შემდეგ ვერსიებში ეს პრობლემა გამოსწორდება. ასევე არ არის ვერსიები მაკ და უნიქს სისტემებისთვის.
Sunday, November 27, 2011
დრაივერები ვინდოუს 98
დიდი ხანია რაც არაფერი დამიწერია რაც ნაწილობრივ ჩემი ბრალია, ნაწილობრივ გამოცდების და ნაწილობრივ საქართველოსთვის სამზადისის.
მოკლედ გამოვნახე დრო და მინდა შემოგთავაზოთ დრაივერების კრებული ვინდოუს 98-სთვის. ვისაც დაგიყენებიათ ეს ვინდოუსი ალბათ იცით რომ კაი საჩალიჩო საქმეა ასეთი ძველი დრაივერების მოძებნა. ამ კრებულიდან შეიძლება ყველა არ გამოგადგეთ მაგრამ ზოგიერთი მაინც მაინც წავა თითქმის ყველა კომპზე. ასევე არის ანტივირუსიც რომლეიც თავისუფლად მუშაობს ვინ 98-ზე
download link
მოცულობა 98მბ
Labels:
windows98 drivers,
დრაივერები ვინდოუს 98
Saturday, November 5, 2011
ქვეყნების კოდები ინტერნეტში
ქვეყნების კოდები ინტერნეტში
ad ae af ag ai al am an ao aq ar as at au aw az | Andorra Emiratos Arabes Unidos Afganistan Antigua y Barbuda Anguilla Albania Armenia Netherlands Antilles Angola Antarctica Argentina Americal Samoa Austria Australia Aruba Azerbajan |
ba bb bd be bf bg bh bi bj bm bn bn bo br bs bt bv bv bw by bz | Bosnia Barbados Bangladesh Belgium Burkina Faso Bulgaria Bahrain Burundi Benin Bermuda Brunei Brunei Darussalam Bolivia Brazil Bahamas Bhutan Belarus Bouvet Island Botswana Byelorussian SSR Belize |
ca cc cf cg ch ch ch ci ck cl cm cn co com cr cs cu cv cx cy cz | Canada Cocos (Keeling) Islands Central African Republic Congo Cantons of Helvetia Confederation Helvetique Switzerland Cote D'Ivoire Cook Islands Chile Cameroon China Colombia Organización Comercial Costa Rica Czechoslovakia Cuba Cape Verde Christmas Island Cyprus Czech Republic |
de de dj dk dm do dz | Deutschland Germany Djibouti Denmark Dominica Republica Dominicana Algeria |
ec edu eq ee eg eh es et | Ecuador Institución Educativa Eslovaquia Estonia Egipto Western Sahara España Ethiopia |
fi fj fk fm fo fr | Finlandia Fiji Malvinas Micronesia Faroe Islands Francia |
ga gb gd ge gf gg gh gi gl gm gn gov gp gq gr gt gu gw gy | Gabon Gran Bretaña Grenada Georgia French Guiana Guernsey Islands (inc Alderney, Sark and Brethou Islands) Ghana Gibraltar Greenland Gambia Guinea Gobierno-Gubernamental Guadeloupe Equatorial Guniea Greece Guatemala Guam Guinea Bissau Gyana |
hk hm hn hr hr ht hu | Hong Kong Heard and McDonald Islands Honduras Croatia Hrvatska Haiti Hungria |
id ie il im in io iq ir is it | Indonesia Ireland Israel The Isle of Man India British Indian Ocean Territory Iraq Iran Iceland Italia |
je jm jo jp | Jersey Island Jamaica Jordan Japan |
ke kg kh ki km kn kp kp kr kr kw ky kz | Kenya Kyrgyzstan Cambodia Kiribati Comoros Saint Kitts y Nevis Korea - Democratic People's Republic of Corea del Norte Republica de Corea Corea del Sur Kuwait Islas Cayman Kazakhstan |
la la lb lc li lk lr ls ln lt lu lv ly ly | Lao Peoples' Democratic Republic Laos Lebano Santa Lucia Liechtenstein Sri Lanka Liberia Lesotho Letonia Lithuania Luxembugo Latvia Libyan Arab Jamahiriya Lybia |
ma mc md mg mh mil mk ml mm mn mo mp mq mr ms mt mu mu mw mx my mz | Marruecos Monaco Moldova Madagascar Islas Marshall Organización Militar Macedonia Mali Myanmar Mongolia Macau Islas Northern Mariana Martinica Mauritania Montserrat Malta Maldives Mauritius Malawi Mexico Malaysia Mozambique |
na nc ne net nf ng ni nl no np nr nt nu nz | Namibia Nueva Caledonia Niger Organización de Red Isla Norfolk Nigeria Nicaragua Netherlands Noruega Nepal Nauru Zona Neutral Niue Nueva Zealandia |
om org | Oman Organización sin fines de lucro |
pa pe pf pg pg pg ph pk pl pm pn pr pt pw py | Panamá Perú Polynesia Francesa Nueva Guinea Papua Papua Nueva Guinea Filipinas Pakistan Poland Saint Pierre y Miquelon Pitcairn Puerto Rico Portugal Palau Paraguay |
qa | Qatar |
re ro ru rw | Reunion Romania Russian Federation Ruanda |
sa sb sc sd se sg sh si sj sk sl sm sn so sr st su su sv sy sy sz | Arabia Saudita Islas Solomon Seychelles Sudan Sweden Singapore Saint Helena Slovenia Svalbard y Jan Mayen Islands Slovakia Sierra Leona San Marino Senegal Somalia Surinam Sao Tome y Principe Unión Sovietica U.S.S.R. El Salvador Syria Syrian Arab Republic Swaziland |
tc td tf tg th tj tk tm tn to tp tr tt tu tw tz | Turks and Caicos Islands Chad French Southern Territories Togo Thailand Tajikistan Tokelau Turkmenistan Tunisia Tonga East Timor Turkey Trinidad y Tobago Tuvalu Taiwan Tanzania |
ua ug uk un us us uy uz | Ukrainian S.S.R. Uganda United Kingdom United States Minor Outlying Islands United States United States of America Uruguay Uzbekistan |
va va vc ve vg vi vn vu | Vaticano Vaticano City State Saint Vincent and the Grenadines Venezuela Virgin Islands (UK) Virgin Islands (US) Vietnam Vanuatu |
wf ws | Wallis and Futuna Islands Samoa |
ye yu | Yemen Yugoslavia |
za za zm zw | Sud Africa Zaire Zambia Zimbabwe |
Labels:
ქვეყნების კოდები ინტერნეტში
Saturday, October 29, 2011
HDD კრიზისი
მწარმოებლები თვლიან რომ შეძლებენ ზოგიერთი ნაწილების გადარჩენას რის გამოც ფასები ალბათ ძალიან არ აიწევს.
ესეც უფრო სრული ინფორმაციისთვის http://www.infoworld.com/t/hard-drives/the-impending-hard-drive-shortage-and-possible-price-hikes-176453
Labels:
HDD კრიზისი
Friday, October 21, 2011
WINDOWS 7 გადმოსაწერი ლინკები
აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ ვინდოუს 7-ის საინსტალაციო (.ISO) ფაილები
ლინკები არის მაიკროსოფტის სერვერიდან ასე რომ ყველა არის ორიგინალი და სრული ფაილი. ვინდოუსის აქტუალიზაციის ვადა არის 30 დღე, ამ პრობლემის მოსახსნელად გადადით პოსტის ბოლოში
WINDOWS 7 x86 ENGLISH
http://msft-dnl.digitalrivercontent.net/msvista/pub/X15-65732/X15-65732.iso
Thursday, October 20, 2011
პოსტერები თქვენი დესკტოპისთვის 2
პოსტერები თქვენი კომპიუტერისთვის
თემა: კომპიუტერები, ჰაკინგი, მობილურები
რაოდენობა 80
მოცულობა: 28,2მბ
http://www.ziddu.com/download/16877265/walls.zip.html
თემა: კომპიუტერები, ჰაკინგი, მობილურები
რაოდენობა 80
მოცულობა: 28,2მბ
http://www.ziddu.com/download/16877265/walls.zip.html
Labels:
computer pictures,
computer posters,
hacking posters,
wallpapers,
walls,
დესკტოპი,
პოსტერები
სისტემის ფაილების შემოწმება
როცა რამე პრობლემა შეგექმნებათ სისტემურ ფაილებთან ან რამე ერორს დაგიწერთ, ან რომელიმე .dll ფაილი არ მუშაობს სწორად ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქცია
sfc /scannow. შედით სტარტში და ჩაწერეთ cmd შემდეგ დააჭირეთ მარჯვენა მაუსით და
აირჩიეთ run as administrator და ჩაწერეთ sfc /scannow ამის შემდეგ დაელოდეთ პროცესის
დასრულებას. თუ რამე შეცდომა იპოვა ჩაანაცვლებს ავტომატურად ახალი ფაილებით
(ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ ვინდოუსის დისკის ჩადება)
თუ შეცდომები იპოვა და გამოასწორა აუცილებლად დაარესტარტეთ კოპიუტერი,
თუ სკანირების პროცესი უპრობლემოდ დასრულდა მაშინ არ არის საჭირო გადატვირთვა
Labels:
sfc /scannow,
სისტემის ფაილების შემოწმება
Wednesday, October 19, 2011
ვინდოუს 7 აქტივაცია
მეც ისევე როგორც უმეტესობას საქართველოში პრობლემა მქონდა ვინდოუსის გააქტიურებასთან დაკავშირებით და ბევრი სხვადასხვა უაზრო პროგრამის გამოყენების შემდეგ ვიპოვე ერთი საინტერესო პროგრამა რომელიც ჯერ ჯერობით მუშაობს კარგად.
გამოყენებაც არის უადვილესი.
მოკლედ დავიწყოთ:
პირველ რიგში გათიშეთ ყველანაირი ანტივირუსი, ფაირვოლი, ვინდოუს დეფენდერი მოკლედ ყველაფერი, ანტები როგორც წესი მსგავს პროგრამებს ვირუსებად აღიქვავენ რადგან ისინი სისტემაში ახდენენ ცვლილებებს. შემდეგ
გადმოწერეთ ეს ფაილი და გაუშვით დაჭირეთ install,
ამოაგდებს კიდევ ერთ ფანჯარას და დაეთანხმეთ და დაიწყებს თავისთვის რაღაცეების ჩალიჩს :) რამდენიმე წამში მოგთხოვთ დარესტარტებას, დაეთანხმეთ და დარესტარტდება კომპი. ჩართვისას თქვენ უკვე გექნებათ აქტივირებული ვინდოუსი.
იმის შესამოწმებლად მართლაც იმოქმედა თუ არა პროგრამამ my computer (computer ვინ7-ზე) დააჭირეთ მარჯვენა მაუსი და აირჩიეთ properties და ნახეთ რა წერია სულ დაბლა:
სულ ეს არის მთელი პროცესი. შეკითხვების შემთხვევაში არ მოგერიდოთ კომენტარის დატოვება.
UPDATE:
თუ მოგინდებათ ამ პროგრამის წაშლა, გამოიყენეთ WAT REMOVER უბრალოდ გადმოწერეთ და გაუშვით ფაილი, დაელოდეთ სანამ დამთავრდება პროცესი, შემდეგ ავტომატურად დარესტარტდება. სულ ეს იყო :)

windows 7 activation,
ვინდოუს 7 აქტივაცია
PDF to WORD document
PDF ფაილებს ყველანი ვიყენებთ და ხშირად მათი კონვერტაციაც გვიწევს, ზედმეტი პროგრამები რომ თავიდან ავიცილოთ გამოიყენეთ ეს საიტი.
უბრალოდ ატვირთეთ ფაილი რომლის კონვერტაციაც გინდათ:
http://www.pdfonline.com/pdf-to-word-converter/
სხვა ფუნქციებისთვის გადადით საიტის საწყის გვერდზე http://www.pdfonline.com/
სადაც შეგიძიათ ვორდის ფაილი გადაიყვანოთ PDF-ში, PDF გადაიყვანოთ html ფორმატში....

pdf converter,
pdf to html,
pdf to word
პატარა ბლოგის პატარა სტატისტიკა
მოკლედ რადგანაც ჩემი ბოლო პოსტი პოსტერები თქვენი დესკტოპისთვის არის ჩემი მეასე პოსტი გადავწყვიტე რაღაც პატარა შეჯამებასავით გამეკეთებინა იმ ერთგული მკითხველისთვის რომელიც მგონი რომ არ არსებობს.
უკვე 5 თვე გავიდა რაც ამ ბლოგს ხელი მოვკიდე და ამ დროის განმავლობაში სულ 5501 მომხმარებელი დაფიქსირდა უამრავი ქვეყნიდან რომლებიც დიდმა გუგლმა გადმოაგდო ალბათ ჩემს ბლოგზე და უმეტესობა უცხო ქვეყნიდან შემოსულებისა ვერაფერს გაიგებდა დარწმუნებული ვარ.
სულ დაიწერა 31 კომენტარი .
ერთ-ერთმა საიტმა ჩემი ბლოგი 40 დოლარად შეაფასა, თუმცა ადე რომელიღაცამ 66დოლარი გაიმეტა
გამოკითხვაში ნახულობენ თუ არა საინტერესო ინფორმაციას ბლოგზე, ოცდაორმა ადამიანმა დააფიქსირა თავისი აზრი, საბედნიეროდ უმეტესობამ დადებითი

Monday, October 17, 2011
პოსტერები თქვენი დესკტოპისთვის
ამ კოლექციაში არის 80 პოსტერი
თემა: კომპიუტერები, ჰაკინგი, ტელეფონები
მოცულობა: 41,1მბ
http://www.ziddu.com/download/16877035/Newfolder.zip.html
თემა: კომპიუტერები, ჰაკინგი, ტელეფონები
მოცულობა: 41,1მბ
http://www.ziddu.com/download/16877035/Newfolder.zip.html
ვინდოუსის გასაღების ნახვა
ვინდოუსის გასაღების ნახვა შეიძლება ბევრ რამეში დაგვჭირდეს: შეიძლება გადაყენების შემდეგ დაგვჭირდეს ისევ თავიდან შეყვანა და ჯობია ცალკე გვქონდეს ამოწერილი, ან უბრალოდ სხვის ლიცენზირებულ ვინდოუსიან კომპიუტერზე გავუშვათ პროგრამა და გასაღები დავაკოპიროთ და შემდეგ ჩვენ ვისარგებლოთ ;) მოკლედ ბევრი გამოყენება შეიძლება მოუძებნოთ.
პროგრამას ინსტალაცია არ ჭირდება და არის სულ რამოდენიმე კილობაიტი ასე რომ სატარებლადაც მოსახერხებელია
გადმოსაწერი ლინკი: http://www.box.net/shared/lo6uvd5yno8msgnkces8
ოფიციალური საიტი: http://www.rcpsoft.net/

გაიგეთ აკოპირებენ თუ არა პოსტებს თქვენი საიტიდან
არის საიტი რომელიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ აკოპირებენ თუ არა პოსტებს ჩვენი საიტიდან, ამის გასაგებად ჩვენ მხოლოდ უნდა ჩავწეროთ ჩვენი საიტის მისამართი:
ასევე შეგიძლიათ ჩასვათ ამ საიტის ბანერი თქვენ გვერდზე
ასევე შეგიძლიათ ჩასვათ ამ საიტის ბანერი თქვენ გვერდზე
Labels:
COPY/PASTE,
COPYRIGHT
რა არის ბოტნეტი და რომელია ყველაზე მძლავრი მათ შორის
კომპანია ალარმზონის(alarmzone) მიერ გამოქვეყნებული ზოგადი მიმოხილვა ბოტნეტის შესახებ
სურათის გასადიდებლად დააჭირეთ მასზე
ენა - ინგლისური
სურათის გასადიდებლად დააჭირეთ მასზე
ენა - ინგლისური
Labels:
alarmzone,
botnet,
რა არის ბოტნეტი
Friday, October 14, 2011
სოციალური ქსელი diaspora*
როგორც ბევრი მეც ფეისბუქის მოძულეთა რიგებს მივეკუთვნები, თუმცა იძულებული ვარ ანგარიში მაინც მქონდეს, რადგან სხვანაირად დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან კავშირი შეუძლებელი ხდება, რათქმაუნდა არსებობს ტელეფონები მაგრამ საერთაშორისო ზარების კატასტროფული ფასების გამო ისევ ინტერნეტის სასარგებლოდ ვაკეთებ არჩევანს, სადაც ყველგან ფეხმოკიდებული ცისფერი ურჩხული მხვდება (ცისფერი ამ შემთხვევაში გეის არ ნიშნავს :)) ). მოკლედ დიდი ხნის წინ დავიწყე ფეისბუქის შემცვლელის ძიება მაგრამ საინტერესო პროექტი ვერ ვიპოვე. შემდეგ დაახლოებით ერთი წლის წინ გადავაწყდი პროექტ დიასპორას. მაშინ ეს მხოლოდ იდეის დონეზე იყო, თუმცა საკმაოდ საინტერესო ჩანდა. რამოდენიმე თვის წინ კი ჩვენ უკვე მივიღეთ სოციალური ქსელის ალფა ვერსია.
Labels:
diaspora*,
დიასპორა*,
სოციალური ქსელი
ინტერნეტის კაბელები წყალქვეშ
დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცოდით რომ ინტერნეტ კავშირის მხოლოდ 1% ხორციელდება სატელიტით, დანარჩენი 99% კი წყალქვეშა კაბელებით. სურათზე არის რუქა რომელზეც კარგად ჩანს კაბელები ოკეანეების ფსკერზე.
ეს არის საიტი სადაც შეგიძლიათ ნახოთ იგივე რუქა დააზუმოთ და ზუსტად ნახოთ კაბელების მარშრუტი მთელს მსოფლიოში, თითოეული ფერის კაბელს შეესაბამება სახელი რომელიც მარჯვენა მხარეს მენიუში შეგიძლიათ იხილოთ: http://www.submarinecablemap.com/
ეს არის საიტი სადაც შეგიძლიათ ნახოთ იგივე რუქა დააზუმოთ და ზუსტად ნახოთ კაბელების მარშრუტი მთელს მსოფლიოში, თითოეული ფერის კაბელს შეესაბამება სახელი რომელიც მარჯვენა მხარეს მენიუში შეგიძლიათ იხილოთ: http://www.submarinecablemap.com/
Labels:
ინტერნეტის კაბელები წყალქვეშ
Tuesday, October 11, 2011
ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება
ყველამ ვიცით ალბათ საიტი http://speedtest.net/ სადაც შეიძლება ჩვენი ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება.
მაგრამ ასევე არის იუთიუბის სერვისი რომელიც ამოწმებს ჩვენი ინტერნეტის სიჩქარეს.
მგონი საინტერესოა http://www.youtube.com/my_speed
მაგრამ ასევე არის იუთიუბის სერვისი რომელიც ამოწმებს ჩვენი ინტერნეტის სიჩქარეს.
მგონი საინტერესოა http://www.youtube.com/my_speed
Labels:
ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება
გუგლის ვიდეო გაკვეთილები
ვიპოვე ძალიან საინტერესო გვერდი იუთიუბზე სადაც პატარა გაკვეთილებია სხვადასხვა თემებზე. მაგალითად ვინც კომპიუტერშ კარგად ვერ ერკვევა ახსნილია რას ნიშნავს HTTPS,HTTP,SSL ასვე არის რჩევები თქვენი მეილის და უკაბელო ინტერნეტის დაცვაზე. მოკლედ საინტერესოა, აი რამდენიმე ვიდეოც
Labels:
გუგლის ვიდეო გაკვეთილები
დაათვარიელეთ საიტი ინტერნეტის გარეშე
ალბათ გქონიათ ისეთი შემთხვევა როცა ინტერნეტი გაქვთ გათიშული არადა სამეცადინოდ გჭირდებათ რომელიმე საიტი, ან უბრალოდ ისეთ ადგილზე ხართ სადაც არ იჭერს ინტერნეტი არადა გჭირდებათ რომელიმე საიტზე განთავსებული ინფორმაცია. თქვენ შეგიძიათ სასურველი საიტი შეინახოთ თქვენ კომპიუტერში და როცა მოგინდებათ მაშინ გახსნათ და მოიძიოთ ინფორმაცია.
ამისთვის დაგჭირდებათ ერთი პატარა პროგრამა.
გადმოწერეთ ოფიციალური საიტიდან: http://www.httrack.com/
გადმოწერის მერე დააყენებთ ჩვეულებრივად და გახსნით, დააჭირეთ NEXT
დაარქვით რამე სახელი თქვენ პროექტს და კატეგორიას, თუ გსურთ რომ შეცვალოთ ადგილი სადაც ინახავს გადმოწერილ საიტს ასევე მიუთითეთ:

Saturday, October 8, 2011
Friday, October 7, 2011
STEVE JOBS
საერთოდ და განსაკუთრებით დღეს ამ ადამიანზე ძალიან ბევრი დაიწერა, მე ნადმვილად ვერ შევძლებ რამე ახალის თქმას ან რამის დამატებას. უბრალოდ ერთი პოსტი მინდა რომ დავუთმო იმ ადამიანს რომელმაც კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ვრცელი ინფორმაცია რამოდენიმე ენაზე შეგიძლიათ იხილოთ პოსტის ბოლოს
კალკულატორის შეცდომა ვინდოუსში
იცოდით რომ ბილ გეიტსის აზრით 4-4 =-4.5616607....
აი ვიდეოც
თუ მაინც არ გჯერათ ცადეთ თვითონ :)
აი ვიდეოც
თუ მაინც არ გჯერათ ცადეთ თვითონ :)
Thursday, October 6, 2011
გაიგეთ თუ იყენებენ თქვენი მეზობლები თქვენ ინტერნეტს (wifi)
ამ პატარა პროგრამის საშუალებით გაიგებთ თუ იყენებს თქვენს გარდა სხვა პირი თქვენ უკაბელო ინტერნეტს.
პროგრამის გამოყენება არის უადვილესი, დააყენეთ სტანდარტულად და გაუშვით, ის ავტომატურად დაიწყებს ქსელის სკანირებას და რამდენიმე წამში გაჩვენებთ შედეგს:
ამ შემთხვევაში მე და ჩემი კომპიუტერი მარტო ვართ ქსელში როუტერთან ერთად.
საიტის ლინკი: http://www.nirsoft.net
გადმოსაწერი ლინკი საიტიდან: http://www.nirsoft.net/utils/wnetwatcher_setup.exe
p.s. პროგრამა ასკანერებს მხოლოდ იმ ქსელს რომელშიც ჩართული ხართ ასე რომ ხაცკერობა არ ცადოთ ;)

internetis usafrtxoeba,
wifi
გაიგეთ თქვენი სიკვდილის თარიღი
ინტერნეტში ძრომიალისას გადავაწყდი ამ სახალისო საიტს. ჩაწერეთ თქვენი დაბადების თარიღი, წონა, და კიდევ რამოდენიმე მონაცემი და გაიგებთ როდის აღესრულებით :)))
საიტზე ასევე სიმაღლე უნდა გადაიყვანოთ ფუტებში, ამისთვის უბრალოდ დაგუგლეთ cm to feet და პირველივე შედეგი იქნება ონლაინ კონვერტორი.
აი საიტის მისამართი http://www.deathclock.com/
ესეც ჩემი აღსასრულის დღე :( ცოტაღა დამრჩენია :((

Wednesday, October 5, 2011
საინტერესო ფაქტები ინტერნეტის შესახებ
რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ინტერნეტის ცხოვრებიდან
1. ინტერნეტის ანუ უბრალოდ ქსელის შექმნა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო.
პირველი მესიჯი რომელიც გაიგზავნა იყო LOG. სინამდვილეში უნდოდათ გაეგზავნათ LOGIN მაგრამ ქსელმა გადატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა.
2. პირველი გვერდი ინტერნეტში იყო: http://info.cern.ch/hypertext/WWW/TheProject.html გვერდი შეიცავდა ინფორმაციას მსოფლიო ქსელის შესახებ და თუ რა ადვილად შეიძლებოდა ყველას შეექმნა html გვერდები.
სამწუხაროდ ეს გვერდი არ იქნა დიდი ხნის განმავლობაში შენახული, თუმცა რეკონსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
3.პირველი „სმაილიკი" შეიქმნა 1979 წელს კევინ მაკინზის (Kevin Mackenzie) მიერ და იყო მხოლოდ ) და არ ქონდა სახის ფორმა. 3 წლის შემდეგ იგი შეიცვალა და მიიღო სტანდარტული :) სახე. იდეის ავტორი იყო სკოტ ფალმანი (Scott Fahlman)
4. პირველი ვებ კამერა შეიქმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იგი უყურებდა ცარიელ ყავის მადუღარას. აი კადრებიც:
Tuesday, October 4, 2011
თქვენი საკუთარი ხელწერა კომპიუტერში
პასტების ცნობილმა ფირმა PILOT-მა შემოგვთავაზა ჩვენი კალიგრაფიით გვეწერა კომპიუტერში.
იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია:
Sunday, October 2, 2011
GOOGLE MOTION ახალი სერვისი გუგლისგან
საკმაოდ სახალისო და საინტერესო პროექტი გუგული დეიდასგან.
ჩვენ უკვე შეგვიძლია ფოსტა გავგავნოთ ხელების მოძრაობით, კლავიატურის გამოყენების გარეშე. ამისთვის გვესაჭიროება მხოლოდ ვებ კამერა.
ჩვენ უკვე შეგვიძლია ფოსტა გავგავნოთ ხელების მოძრაობით, კლავიატურის გამოყენების გარეშე. ამისთვის გვესაჭიროება მხოლოდ ვებ კამერა.
Labels:
GOOGLE MOTION
Saturday, October 1, 2011
USB ფლეშ ბარათის დაცვა
USB ბარათის დაცვა საკმაოდ პრობლემატური საკითხია როგორც აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე რამოდენიმე რჩევა დავწერო როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი საყვარელი "ფლეშკა".
პირველ რიგში სანამ დაბლა მოცემულ რჩევებს მიყვებით ფლეშკა დააფორმატეთ აუცილებლად, ამით წაიშლება ყველაფერი ფლეშკიდან, მათ შორის ვირუსებიც, თუ არის რათქმაუნდა
დასაწყისისთვის ყველაზე კარგი იქნება თუ გამოვრთავთ autorun-ის ფუნქციას ჩვენ კომპიუტერში რომელიც წაადგება ფელშკის დაცვას, გადახედეთ ამ პოსტს
1--- ეს არის პატარა პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ რომ დაიცვათ USB ბარათი კომპიუტერიდან ვირუსის შეღწევისგან.
გადმოწერეთ პროგრამა http://www.gaijin.at/en/dlusbwp.php
დაყენება არ ჭირდება. გახსენით პროგრამა ადმინისტრატორის უფლებებით სანამ შეუერთებთ ფლეშკას და აირჩიეთUSB write protection ON და შეგიძლიათ დახუროთ ფანჯარა.
დესკტოპზე თქვენი კამერის გამოჩენა
სათაური კარგად ვერ ჩამოვაყალიბე :))
ვინდოუს შვიდის და ვისტას მომხმარებლებისთვის პრობლემას წარმოადგენს საკუთარი კამერის ჩართვა მითუმეტეს თუ პორტატული კომპიუტერი გაქვთ.
ეს საიტი გვთავაზობს ამ პრობლემის გადაწყვეტას, პროგრამის დაყენების შემდეგ თქვენ ჩართავთ კამერას უპრობლემოდ, გადაიღებთ სურათებს, ვიდეოს და ა.შ.
http://www.bustatech.com/webcamviewer-a-simple-viewer-for-webcam/

camviewer
Tuesday, September 27, 2011
დაცული სურათის გადმოწერა
მოკლედ დღეს რაღაც საიტიდან სურათების გადმოწერა მინდოდა მაგრამ არ მაწერინებდა მოკლედ მომეშალა ნერვები და დავიწყე გადმოწერის ალტერნატიული ვარიანტის ძებნა და მივაგენი ერთ ხერხს, ძალიან ადვილს მაგრამ ვაკეთებთ გუგლ ქრომის ბრაუზერით
Labels:
დაცული სურათის გადმოწერა
უფასო მუსიკების გადმოსაწერი საიტი
ამ საიტით საკმაოდ დიდი ხანია ვსარგებლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ.
არ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ რამე სიმღერა ვერ მეპოვოს.
გადახედეთ შეიძლება თქვენც მოგეწონოთ
mp3skull.com
Saturday, September 24, 2011
SYSTEM BACKUP 2
სისტემის სარეზერვო კოპიის შენახვა საკმაოდ აუცილებელი პრცესია რომელიც თავიდან აგვაციელბს ვინდოუსის ყოველ წუთში გადაყენებას და პროგრამების თავიდან ჩაწერას და ა.შ.
ამ პოსტში აგიხსნით როგორ გავაკეთოთ ბექაფი გარე მოწყობილობაზე (ფლეშ მეხსიერებაზე, დისკებზე, დამატებით მყარ დისკზე...)
მოკლედ დავიწყოთ და სტარტ მენიუში საძიებო ველში ჩავწეროთ BACKUP და ავირჩიოთ ძიების პირველი შედეგი:

სისტემის შესაკეთებელი დისკის შექმნა
სისტემის შესაკეთებელი დისკის ქონა საჭიროა მაშინ როცა რამე შეცდომის გამო ვინდოუსი აღარ ირთვება. დისკის შექმნა ძალიან ადვილია
სტარტ მენიუში შევიდეთ და საძიებო ველში ჩავწეროთ backup
და ავრიჩიოთ პირველივე ვარიანტი
სტარტ მენიუში შევიდეთ და საძიებო ველში ჩავწეროთ backup
და ავრიჩიოთ პირველივე ვარიანტი
Thursday, September 22, 2011
უფასო ანტივირუსი+ვირუსი
უფასო ანტივირუსის არჩევა არც ისე ადვილია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, გუგლში მოძებნისას შეიძლება ვირუსს გადავეყაროთ.
იხილეთ ვიდეო:
იხილეთ ვიდეო:
Labels:
ანტივირუსის ვირუსი,
უფასო ანტივირუსი
Wednesday, September 21, 2011
ადმინისტრატორის უფლებების მოპოვება ვინდოუს 7
ადმინისტრატორის უფლებების მოპოვება შეიძლება ძალიან ადვილად: გახსენით cmd და ჩაწერეთ ეს: net user administrator /active:yes
შემდეგ ენტერი და მორჩა
შემდეგ ენტერი და მორჩა
ტორენტ კლიენტის უსაფრთხოება 2
წინა პოსტში შემოგთავაზეთ ერთ-ერთი საშუალება თქვენი ტორენტ კლიენტის დასაცავად.
შეიძლება საქართველოში ეს პრობლემა არ არის მაგრამ ალბათ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ქონიათ პრობლემა ინტერნეტ პროვაიდერებთან რომლებიც ცდილობენ დაბლოკონ ტორენტის ტრაფიკი ან შეამცირონ და ამით დაიწევს გადმოწერის სიჩქარეც.
ამის თავიდან ასაცილებლად შემოგთავაზებთ რამდენიმე საშუალებას Utorrent-ის მაგალითზე.
- პირველ რიგში დავშიფროთ ჩვენი ტრაფიკი რომ პროვაიდერს გაუჭირდეს გარკვევა ტორენტის ტრაფიკია თუ არა. ამისთვის: optiones>>preferences>>BitTorrent>>protocol encryption>> ჩამოშალეთ მენიუ და აირჩიეთ forced
Tuesday, September 20, 2011
კომპიუტერში შენახული პაროლების ნახვა
ხშირად გვავიწყდება ხოლმე რომელიმე საიტის პაროლი ან საიტი საერთოდ სადაც დავრეგისტრირდით :))
აქ ჩამოვთვლი რამოდენიმე საშუალებას როგორ გავიგოთ კომპიუტერში შენახული პაროლები.
შეგვიძლია პაროლები გავიგოთ უკვე მზა პროგრამების გამოყენებით:
Sunday, September 18, 2011
ბევრი სკაიპის გახსნა უცხო პროგრამის გარეშე
აქ აგიხსნით როგორ გავხსნათ სხვადასხვა სკაიპის ექაუნთი ერთდროულად სხვა პროგრამების გამოყენების გარეშე. ინტერნეტში გავრცელებული ლაუნჩერების უმეტესობას მიკრული აქ ვირუსი(ჯი-ნეტში დანამდვილებით ვიცი), ასე რომ ჯობია ზედმეტი ხლაფორთი თავიდან ავიცილოთ.
მოვძებნოთ საქაღალდე სადაც დაინსტალრიებულია სკაიპი. თუ სინტალაციისას მისამართი არ შეგიცვლიათ მაშინ იქნება ასე: C:\Program Files (x86)\Skype\Phone
ამ საქაღალდეში მყოფ სკაიპის ფაილს დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკი და ავირჩიოთ: Send to > Desktop (create shortcut)
Saturday, September 17, 2011
ვინდოუს XP აჩქარება 2
კიდევ ერთი მეთოდი ვინდოუს XP-ის ასაჩქარებლად:
ეს არის ინტერნეტის სიჩქარის მომატება, დეფაულტად ვინდოუს არეზერვებს ინტერნეტის სიჩქარის 20%-ს, ჩვენ შეგვიძლია მოვხსნათ ეს შეზღუდვა ასე:
RUN>>gpedit.msc
Administrative Templates >> Network >> QoS Packet Scheduler
Limit Reservable Bandwith
Limit Reservable Bandwith > Enabled , Bandwith limit 20% შეცვალეთ 0%
დააჭირეთ ოკ და დაარესტარტეთ კომპიუტერი.

windows xp tweak,
ვინდოუს XP აჩქარება
Friday, September 16, 2011
.OCX ფაილის რეგისტრაცია რეესტრში
ზოგჯერ კომპიუტერში რაიმე პროგრამის ან თამაშის გახსნისას გვიგდებს ერორს და გვთხოვს რამე .OCX ფაილს. ამ ფაილის უბრალოდ გადმოწერა და მერე სისტემის საქაღალდეში ჩაგდება არაფერს არ იზავს, ასეთ ფაილს ჭირდება რეგისტრაცია რეესტრში. ეს პროცესი ძალიან მარტივია თუმცა დღეს კაი ხანი ვეჩალიჩე ვერაფრით ვერ დავაყენე.
მოკლედ პრინციპი ასეთია start>>run>>cmd ოღონდ cmd გაუშვით ადმინისტრატორის უფლებებით და ჩაწერეთ: RegSvr32 რამეფაილი.OCX (მაგ. RegSvr32 MSINET.OCX) არ დაგავიწყდეთ ადგილის გამოტოვება. ამის შემდეგ ENTER და ყველაფერი მზად არის. მაგრამ შეიძლება ამან არ იმუშაოს (როგორც მე დამემართა დღეს) ამ შემთხვევაში გავაკეთე ასეთი რამე: დაარესტარტეთ კომპი და შედით SAFE MODE-ით (კომპიუტერის მიხედვით სხვადასხვა ღილაკი შეიძლება იყოს საჭირო F2,F8...) რო ჩართავთ კომპიუტერს სასურველ რეეესტრის ფაილს დააკლიკეთ მარჯვენა მაუსის ღილაკით აირჩიეთ choose default program შემდეგ browse და მოძებნეთ computer>>local disc(c/d ან სხვა რომელ დისკზეც გაქვთ ვინდოუსი დაყენებული)>>windows>>system32 და მოძებნეთ ფაილი RegSvr32
და დააჭირეთ OPEN და OK და ყველაფერი მზად არის ამ შემთხვევაში არ უნდა ამოაგდოს არანაირი ერორი. თუ მაინც მოხდა შეცდომა დაწერეთ და ვეცდები დაგეხმაროთ.

Thursday, September 15, 2011
ბიტტორენტ სერვისის უსაფრთხოება I
ჩვენთან საკმაოდ გავრცელებულია ტორენტებით სარგებლობა თუმცა აქამდე არ მომსვლია აზრად ამ თემაზე დამეწერა რამე. ეს რამდენიმე ხანია რაც ინტერნეტში მხვდება სხვადასხვა პოსტები სდაც წერენ რომ პრობელმები ექმნებათ არალეგალური და არალიცენზირებული მასალის გადმოწერისას (ფილმები, მუსიკა, პროგრამები...)
მსგავსი პრობლემის შესახებ საქართველოში არ მსმენია (გარდა იმისა რომ უბრალოდ საიტები დახურა მთავრობამ :))) ) მაგრამ მგონი მაინც საჭიროა იმის ცოდნა თუ როგორ დავიცვათ თავი მსგავსი შემთხვევებისგან.
თავიდანვე ავღნიშნავ რომ არ არსებობს 100%-იანი უსაფრთხოების გარანტია მაგრამ იმ მეთოდების გამოყენება რომლებსაც მე ჩამოვთვლი ბევრად ჯობია საერთოდ არაფრის გამოყენებას.
პრიველ რიგში ორი სიტყვით გეტყვით როგორ ხდება ნებისმიერი ტორენტის მომხამრებლის მიგნება.
Wednesday, September 14, 2011
სკაიპის 60 წუთიანი უფასო კრედიტი
სკაიპს დარწმუნებული ვარ ყველანი ვიყენებთ და ისიც გეცოდინებათ რომ ტელეფონზე დარეკვა ფასიანია. მაგრამ არის საშუალება უფასო კრედიტების მიღების. ამისთვის გვჭირდება ფეისბუქის და სკაიპის ანგარიში (სკაიპში თქვენი ტელეფონის ნომერი უნდა იყოს მითითებული).
შევდივართ ფეისბუქის https://www.facebook.com/apps/application.php?id=153660601316465&sk=app_209467532427272 ამ გვერდზე და ვალაიქებთ, შემდეგ გამოჩნდება ასეთი გვერდი:
შევდივართ ფეისბუქის https://www.facebook.com/apps/application.php?id=153660601316465&sk=app_209467532427272 ამ გვერდზე და ვალაიქებთ, შემდეგ გამოჩნდება ასეთი გვერდი:
Tuesday, September 13, 2011
უკაბელო ინტერნეტი და მისი უსაფრთხოების ძირითადი კონფიგურაცია
პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ხალხს ვინც შემოდიოდა ამ ბლოგზე და თავისთვის საჭირო ინფორმაციას ნახულობდა. დასვენება ცოტა გამიგრძელდა, ხან კომპიუტერთან საერთოდ ვერ ვხვდებოდი, ხან ახალი პოსტის დაწერა მაგრად მეზარებოდა :))
მოკლედ ეს იყო მეტნაკლებად საპატიო მიზეზები. ვეცდები ისევ შემოგთავაზოთ ახალი და საინტერესო პოსტები.
უკაბელო ქსელები, ცნობილია როგორც Wi-Fi ან 802.11 ქსელები,რომელიც საშუალებას იძლევა კომპიუტერი(ები) დაუკავშირდენენ ერთმანეთს ან ინტერნეტს რადიო სიგნალის საშუალებით. ამ შემთვევაში ნებისმიერ მოწყობილობას რომელსაც აქვს Wi-Fi-ის მხარდაჭერა შეუძლია დაიჭიროს ეს სიგნალი თუ იმყოფება ხელმისაწვდომ დიაპაზონში, აქედან გამომდინარე უკაბელო ქსელები არ არის უსაფრთხო.
პრობლემა ისაა, რომ როდესაც თქვენ ყიდულობთ უკაბელო ქსელის მოწყობილობას, მას სტანდარტულად არ აქვს გააქტიურებული დაცვის ფუქნციები, ეს ნიშნავს იმას რომ თქვენ უნდა მიუთითოთ საჭირო პარამეტრები, ანუ დააკონფიგურიროთ დაცვის შესაბამისი წესები რომ დაიცვათ თქვენი ქსელი და კომპიუტერი.
რა საფრთხეები არსებობს?

wifi,
უკაბელო ინტერნეტი
Friday, August 19, 2011
ჩვეულებრივი პროგრამის პორტაბელურად გარდაქმნა
პროცესი ძალიან ადვილია ასე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს.
შევუდგეთ საქმეს და გადმოვწეროთ ეს პროგრამა
Labels:
cameyo,
პროგრამის პორტაბელურად გარდაქმნა
Wednesday, August 17, 2011
google+
ახალი სოციალური ქსელის google+ (G+) ის შესახებ ალბათ უკვე ყველამ იცის. მეც ამ ცოტა ხნის წინ გამიკეთეს მოწვევა და დავრეგისტრირდი, მიმოვიხედე და კარგი რამეა სასიამოვნო ინტერფეისი აქვს და რაც ყველაზე მეტად მომხიბლა იყო მეგობრების დაყოფის ფუნქცია, ანუ თქვენი დადებული სურათი თუ ვიდეო თუ რაც იქნება შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი მეგობრების რომელი ჯგუფის წევრებმა ნახონ. შეიძლება სხვა სოციალურ ქსელსაც აქვს მსგავსი ფუნქცია მაგრამ რადგან დიდად არცერთს არ ვიყენებ ამიტომ ჩემთვის "ახალი ხილია".
მოკლედ ნეტშიც მოვიძიე ინფორმაცია ამ ახალ პროექტზე და ყველა აღფრთოვანებულია, ზოგს ჯერავს რო ფაცებუქს ჩაძირავს ზოგს არა. ბევრი რო არ გავაგრძელო გადავაწყდი ერთ საინტერესო სერვისს რომელიც გაალამაზებს თქვენი ექუნთის ლინკს. მაგალითისთვის:
თუ თქვენი პროფილის მისამართი არის: https://plus.google.com/102043247788356875633/posts
შეგიძლიათ გახადოთ ასეთი: gplus.to/თქვენისახელი . ეს სერვისი ჯერ ახალია და ბევრი სახელი არის ხელმისაწვდომი ასე რომ იჩქარეთ.
ესეც საიტის მისამართი: http://gplus.to/
პ.ს. ვისაც სურვილი აქვს მოსაწვევების დაწეროს კომენტარებში მეილი

Saturday, August 13, 2011
კომპიუტერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიტები
1. http://www.securitytube.net/ >>>>>>> ვიდეოები ჰაკინგზე და საინტერესო ინტერვიუები
კომპიუტერის სფეროში
2. http://ha.ckers.org/ >>>>>>>>>> საინტერესო სტატიები ჰაკინგზე და უსაფრთხოებაზე
3. http://lifehacker.com/ >>>>>>>> საინტერესო რჩევები ჰაკინგზე და კომპუტინგზე
4. http://www.irongeek.com/ >>>>>>> საინტერესო რჩევები კომპიუტერი უსაფრთხოებაზე
5. http://www.offensive-security.com/blog/ >>> ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰაკერული ბლოგი
რომელიც ასევე ატარებს ტრეინინგებს და არიგებს
სერთიფიკატებს.

Thursday, August 11, 2011
windows.old წაშლა
როცა ვინდოუსს გადავაყენებთ დესკტოპიდან ან დაფორმატების გარეშე ჩავწერთ ახალ ვინდოუსს ან რამე პრობლმების გამო ბექაფს გააკეთებს სისტემა,
ჩნდება ძველი ვინდოუსის კოპია რომელიც საკმაოდ დიდ ადგლის იკავებს. ასე რომ თუ ძველი ვინდოუსი არ შეიცავს თქვენთვის საჭირო ფაილებს, შეგიძლიათ წაშალოთ.
მიყევით ვიდეოს და საკამოდ ადვილად წაშლით ამ ფაილს.
პ.ს. ვიდეო ორჯერ დავაპაუზე და შემდეგ ისევ გავაგრძელე ძალიან რომ არ გაწელილიყო დრო. ზოგ პროცესს (მაგალითად წაშლის) ჭირდება დრო, ასევე რათქმაუნდა სიჩქარე დამოკიდებულია თქვენ კომპიუტერზეც.
http://www.youtube.com/watch?v=OnGgn6h2F6E

Wednesday, August 10, 2011
კომპიუტერის დაცვა
როცა ახალ კომპიუტერს ვიყიდით ან ვინდოუსს თავიდან დავაყენებთ, საჭიროა რამდენიმე კონფიგურაციის შეცვლა რომ შედარებით უფრო დაცული გავხადოთ ჩვენი კომპიუტერი.
მიყევით ვიდეოს და დააყენეთ ყველაფერი ისე როგორც ნაჩვენებია.
პ.ს. ვიდეო ცოტა ჭედავს მაგრამ ყურება შეიძლება.
http://www.youtube.com/watch?v=FUP91gelggI
მიყევით ვიდეოს და დააყენეთ ყველაფერი ისე როგორც ნაჩვენებია.
პ.ს. ვიდეო ცოტა ჭედავს მაგრამ ყურება შეიძლება.
http://www.youtube.com/watch?v=FUP91gelggI
Labels:
კომპიუტერის დაცვა
Tuesday, August 9, 2011
ბიოსის ვირუსის მოშორება
ბევრს გონია რომ ბიოსის ვირუსი არ არსებობს და ნებისმიერი სახის ვირუსის მოშორება შეიძლება დისკის დაფორმატებით, თუმცა ეს ასე არ არის.
ვირუსები რომლებიც ბიოსის სისტემაში ჯდებიან მართლა არსებობენ თუმცა გვხვდებიან ძალიან იშვიათად. მაგრამ მაინც რადგან არსებობენ საჭიროა მათი მოშორების გზაც ვიცოდეთ.
ბიოსის ვირუსების პოვნა ჩვეულებრივი ანტვირუსული პროგრამით შეუძლებელია რადგან ანტივირუსი ამოწმებს მყარი დისკის მონაცემებს ხოლო ბიოსი კი მდებარეობს ცალკე დედაპლატაზე ამიტომ ანტივირუსი არაეფექტურია. ასეთი ვირუსის არსებობის შესახებ მიგვანიშნებს ის რომ კომპიუტერი უცნაურად იქცევა, უდროო დროს იხსნება სხვადასხვა ფანჯარა ან გვიწერს რომ კომპიუტერი დავირუსებულია და გთავაზობთ რომელიღაც უცნაური ანტივირუსის გადმოწერას და დაყენებას, და ამ ყველაფრის ფონზე თქვენი ანტივირუსი გიწერთ რომ სისტემა არ არის დავირუსებულიო.
ბიოსის ვირუსის მოშორება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა და თუ თქვენ ვერ რისკავთ ამის გაკეთებას მაშინ თხოვეთ იმას ვისაც ასე თუ ისე მაინც ესმის კომპიუტერი და აუხსენით რა როგორ უნდა გააკეთოს ამ პოსტის მიხედვით.

Sunday, July 31, 2011
PDF ფაილის ვირუსი
PDF ფაილებს ყველანი ვიყენებთ, მაგრამ ბევრმა არ იცის რომ ამ ტიპის ფაილებსაც შეიძლება მოყვებოდეს ვირუსები რომელბზეც ანტივირუსები არ რეაგირებენ. უკეთეს შემთხვევაში ფაილის რომელიმე ონლიან სკანერზე ატვირთვამ შეიძლება მოგვცეს შედეგი და გამოჩნდეს რომ არის დავირუსებული, თუმცა კარგი ვირუსი არც ამ შემთხვევაში არ გამოჩნდება და წყნარად გაეშვება ჩვენ კომპიუტერში. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად დავწერ რამოდენიმე მეთოდს. ეს მეთოდები არ უზრუნველყოფენ 100%-იან დაცვას მაგრამ საკმაოდ დაგვეხმარებიან ამ ტიპის საფრთხის თავიდან აცილებაში.
მაშ ასე :
პირველ რიგში ყოველთვის გქონდეთ თქვენი PDF reader-ის განახლებული ვერსია ანუ დააყენეთ აფდეითები.
მაშ ასე :
პირველ რიგში ყოველთვის გქონდეთ თქვენი PDF reader-ის განახლებული ვერსია ანუ დააყენეთ აფდეითები.
Labels:
PDF ფაილის ვირუსი
Friday, July 29, 2011
მოზილას აჩქარება
მოზილა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაუზერია რომელსაც ძალიან ბევრი შესაძლებლობები აქვს. თუმცა ხანდახან ისე ვერ მუშაობს როგორც საჭიროა, არის ნელი და ხშირად იჭედება.
ამ პოსტში შემოგთავაზებთ მოზილას აჩქრების რამდენიმე მეთოდს:
Labels:
მოზილას აჩქარება
Monday, July 25, 2011
PC კომპიუტერის არჩევა
ერთ-ერთ ჩემს პოსტში განვიხილე პორტატული კომპიუტერების თვისებები და თუ რომელი ჯობდა
ამ პოსტში გადავწყვიტე რამოდენიმე რჩევა მოგცეთ ჩვეულებრივი PC კომპიუტერის ყიდვისთვის. დავიწყოთ აწყობა:
CPU - პროცესორის არჩევა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს რადგან დღეს ნებისმიერი პროცესორი დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნილებებს. თუ მაინც ანიჭებთ დიდ მნიშვნელობას მაშინ გეტყვით რომ უმჯობესია შეიძინოთ intel-ის ნაწარმი რომელიც არის იმ წლის გამოშვება როცა კომპიუტერს ყიდულობთ. ინტელის პროცესორი რომელის მოდელიც არის ერთი ასო და ოთხი ციფრი (T4400) არის უკვე მოძველებული.

ფეისბუქის ვირუსები
ჰაკერების მსხვერპლი ყოველთვის ხდება ისეთი საიტი რომელიც მომხმარებლის ნაკლებობას არ განიცდის. ასე რომ არც ფეისბუქი გამორჩენიათ თვალთახედვიდან. წარმოგიდგენიათ ალბათ 500 მილონზე მეტ მომხმარებლიანი საიტი რამხელა ინტერესს წარმოადგენს ჰაკერებისთვის.
მიუხედავად იმისა რომ ფეისბუქი "თავგამოდებით" ცდილობს თავდაცვას ჰაკერებისგან, შეუძლებელია სრულყოფილად დაცული საიტის შექმნა. ფეისბუქშ თავდაცვის ყველა მეთოდს ნამდვილად ვერ შემოგთავაზებთ მაგრამ მოგცემთ რამდენიმე რჩევას რომლის გათვალისწინება ღირს.
Labels:
ფეისბუქის ვირუსები
Sunday, July 24, 2011
paypal-ის ახალი ვირუსი
არცთუ დიდი ხნის წინ გავრცელდა ფეიფალის ახალი ფიშინგ მეილი რომელიც გამოიყურება ასე:
ზუსტად ამ სახის და ამ მონაცემების მეილი მიიღო რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად რომელთაც არანაირი შეხება არ ქონიათ ამ წერილში მოხსენიებულ პირთან.
ეს ჯერ ჯერობით არის ახალი რამ და ძალიან გავრცელებული არ არის თუმცა წინასწარ ცოდნა ჯობია ვიდრე გვიან :))
Transaction ID: 6DR682947P3939243
Dear Customer,
You sent a payment of $137.38 USD to surfermom2 (craig.lister@yahoo.com)
Thanks for using PayPal. To see all the transaction details, log in to your PayPal account.
It may take a few moments for this transaction to appear in your account.
Seller Note to seller
surfermom2 You haven't included a note.
craig.lister@yahoo.com
Shipping address - unconfirmed Shipping details
Tina Duff USPS First Class Mail International
407 1st Ave N
RR2
Chesley ON N0G 1L0
Canada
--------------------------------------------------------------------------------------------------------
Description Unit price Qty Amount
--------------------------------------------------------------------------------------------------------
New Fotomax Digital
Item# 140517603050 $124.99 USD 1 $124.99 USD
--------------------------------------------------------------------------------------------------------
Shipping and handling $12.39 USD
Insurance - not offered ----
Total $137.38 USD
Payment $137.38 USD
Charge will appear on your credit card statement as “PAYPAL *CRAIGLISTER"
Payment sent to craig.lister@yahoo.com
>From amount $137.02 CAD
To amount $137.38 USD
Exchange rate: 1 Canadian Dollar = 1.00972 U.S. Dollars
Note: If you haven't authorized this transaction ,click the link below to dispute transaction and get full refund.
Go to the Help Center at: www.paypal.com/nz/help.
Get verified Pay with your bank and you're 100% protected against unauthorized payments sent from your PayPal account. Log
in and click the Unverified link below your name.
Please do not reply to this email. This mailbox is not monitored and you will not receive a response. For assistance, log in
to your PayPal account and click Help in the top right corner of any PayPal page.
To change your email notifications, log in to your PayPal account and go to your Profile to update your settings.
Copyright 1999-2011 PayPal. All rights reserved.
PayPal Email ID PP843

paypal phishing
ADVANCED PC TWEAKER
ეს პროგრამა განკუთვნილია კომპიუტერის მუშაობის ასაჩქარებლად და სისტემის გასაწმენდად. მიუხედავად იმისა რომ მე ხელით ჩალიჩი მირჩევნია პროგრამების გარეშე, ეს პროგრამა მაინც გამოვიყენე და სიმარლე გითხრათ თავისი სახელი გაამართლა რადგან ბევრი ფუნქცია აქვს საკმაოდ.
გადმოწერა დაყენება სტანდარტული. დაყენების მერე ჩაირთვება ავტომატურად (თუ არა და ჩართეთ ხელით)
როცა დაასრულებს დაყენებას გამოჩნდება ფანჯარა რომელიც გთავაზობთ სკანირებას, მონიშნეთ ყველა ჩამოთვლილი პუნქტი და დააჭირეთ სკანირებას

advanced pc tweaker,
კომპიუტერის აჩქარება
Subscribe to:
Posts (Atom)