ხშირად გვქონია ალბათ შემთხვევა როცა ფლეშ მეხსიერების ბარათს (ფლეშკას) შევუერთებთ კომპიუტერს და ანტივირუსი პოულობს აუტორანის ვირუსს. ეს ფაილი შეიძლება არც იყოს ვირუსი, მაგრამ რადგანაც მოწყობილობის ავტომატურად გაშვებას გულისხმობს ანტი არ აძლევს საშუალებას რომ გაუშვას. თუმცა როცა ეს ფაილი დავირუსებულია და ანტი არ გვიყენია, ან გვიყენია მაგრამ არ ახდენს რეაგირებას შეიძლება ვირუსი გაგვეპაროს კომპში. აუტორანის ვირუსი ასევე ვრცელდება დისკებითაც და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი დისკებითაც რომლებიც მოყვება ჟურნალებს ან პირატული დისკებიდან. ამიტომ სიფრთხილეს თავი არ ტკვიაო ასე რომ დავიცვათ თავი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის ერთი ძალიან ადვილი გზა - აუტორანის ფუნქციის გამორთვა კომპიუტერში.
ეს საკმაოდ ადვილად ხდება: ვაჭერთ სტარტ მენიუს ღილაკს და საძიებო ველში ვწერთ autoplay-ს, ამოვირჩევთ პირველ ვარიანტს:
გაიხსნება ფანჯარა სადაც ზევით მარჯვენა კუთხეში მონიშნულია აუტორანის ფუნქცია,
ჩვენ მხოლოდ უნდა მოვუშალოთ მონიშვნა და დავაჭიროთ save ღილაკს და პრობლემა მოგვარებულია ;)
Happy End
gmadlob admin
ReplyDelete