პორტატული კომპიუტერები იყოფა რამდენიმე კატეგორიად :
1.laptop-ები რომელთა ფასიც საკმაოდ მაღალია (1000 ევროდან ზევით)
2.notebook-ები არის ის პორტატული კომპიუტერები რომლებიც უმრავლესობას აქვს, ანუ საშუალო დონის კომპიუტერია.
3.netbook-ები რომლებიც საკმაოდ შეზღუდულია მონაცემებში თავისი ზომებიდან გამომდინარე (ეკრანის რეზოლუცია 10´´ მაქსიმუმ)
ამ სიას შემდეგ მოყვება:
4.tablet-ები
5.PDA ანუ pocket PC
6.smartphone-ები რომელიც ძრითადად არის PDA +ტელეფონის ფუნქციით.
რომელი მოდელის ყიდვა ჯობს
აქ ჩამოვწერ რამდენიმე ცნობილი მოდელის ძირითად მახასიათებლებს.
პირველ რიგში გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ დაახლოებით ერთი და იგივე თანხის ფარგლებში მოგვივა დაახლოვებით ერთნაირი დონის კომპიუტერი უმნიშვნელო ცვლილებებით.
ახლა რაც შეეხება ფირმებს:
ASUS - კარგი ხარისხი, ბატარიის ხანგრძლივობა დაახლოვებით 2საათი
TOSHIBA - ძალიან კარგი ხარისხი, ბატარიის ხანგრძლივობა დაახლოვებით 2 საათი (ეს არის ძალიან კარგი ხარისხის კომპი მაგრამ აქვს ერთი პრობლემა - ხურდება ადვილად, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ადვილად)
HP - ძალიან კარგი ხარისხი, ბატარიის ხანგრძლივობა დაახლოვებით 2 საათი (ზოგიერთ მოდელს მოყვება პულტი ვიდეოს და მუსიკის სამართავად)
ACER - საშუალო ხარისხი, ბატარიის ხანგრძლივობა 2 საათი (ამასაც ასევე პრობლემა აქვს გადახურებასთან)
LG - საშუალო ხარისხი, ბატარიის ხანგრძლივობა 2 საათი
SONY(VAIO)- ძალიან კარგი ხარისხი, ბატარიის ხანგრძლივობა საშუალოდ 2 საათი (აქვს ერთი სასაცილო პრობლემა, ნებისმიერი კომპიუტერის საიტზე შეიძლება მოძებნო საჭირო დრაივერები და დააყენო. სონის პროდუქციას ასეთი რამ არ გააჩნია)
SAMSUNG - საშუალო ხარისხი, ბატარიის ხანგრძლივობა საშუალოდ 2 საათი
DELL - ძალიან კარგი ხარისხი, ბატარია საშუალოდ 2საათი ძლებს. (პრობლემა ის არის რომ ორიგინალის შოვნა საკმაოდ ძნელია, მგონი მარტო კატალოგიდან გამოწერა შეიძლება)
რაც შეეხება NETBOOK-ებს მახასიათებლები იგივე აქვთ გარდა იმისა რომ ბატარაია ძლებს 6საათამდე.
ახლა გადავხედოთ გაფუჭების შემთხვევაში რა ნაწილები შეიძლება გამოვცვალოთ.
ბევრს აქვს იმის ილუზია რომ თუ გაუფუჭდება მიიტან სპეციალისტთან და გაგიკეთებენ როგორც ჩვეულებრივ PC-ს მაგრამ ეს ასე არ არის.
პირველ რიგში იმითომ რომ ნაწილები ღირს ძალიან ძვირი, მეორე იმიტომ რომ ყველა ნაწილის გამოცვლა არ შეიძლება.
მოხსნა და გამოცვლა ადვილ დონეზე(სახლის პირობებში) :
1. HDD(ვინჩესტერი)
2. RAM მეხსიერება (ყველა მოდელზე არა)
3. ბატარია
4. CD/DVD ROM
გამოცვლა პროფესიონალურ დონეზე (ქე რო ბევრი ჩალიჩი უნდა იმ დონეზე)
1.ზოგიერთი კარტა (WIFI,MICRO...)
2.კლავიატურა
3.მონიტორი
რაც შეეხება გაგრილებას:
გაგრილების სისტემა ძალიან ფაქიზია პორტატულ კომპიუტერებში. პირველ რიგში ადგილი სადაც დევს უნდა იყოს სუფთა, რადგან ქულერი ქვევიდან იწოვს ჰაერს და მიაწოდებს მიკროს და ქვევით თუ მტვერი და ნამცეცებია თან გაიყოლებს ყველაფერს.
გახსნა და ქულერი გაწმენდვა ასევე სისულელეა და არ დაიჯეროთ იმიტომ რომ ქულერამდე მისაღწევად მთლიანად დაშლაა საჭირო და მთლიანად დაშლის მერე აწყობა ძალიან ძნელია. კომპაქტურობის გამო ყველა ნაწილის თავის შესაერთებელში შეერთება ძალიან ძნელია.
ამიტომ ქულერის გაწმენვიდს ერთადერთი საშუალებაა გარედან, პატარა ჭრილებში საიდანაც ჰაერი მოძრაობს შეიძლება მტვერსასრუტით ან ყურის საწმენდი ჩხირებით ან რამე მსგავსით, მაგრამ ეს გამოიტანს მტვრის ძალიან ცოტა ნაწილს თუმცა რაღაც შეღავათი იქნება.
ჯობია უკანა მხარე რამე ამაღლებულზე იდოს ასე უფრო მოსახერხებელიც არის და თან ჰაერის ცირკულაციას უწყობს ხელს.
ახლა რამოდენიმე საინტერესო ფაქტი:
1. ნებისმიერი პორტატული კომპიუტერის მყარი დისკის შეერთება შეიძლება PC-ზე
2.მითი იმის შესახებ რომ როცა დენის წყაროში გვაქ შეერთებული და არ იტენება ჯობია ბატარია ამოვიღოთ არის სისულელე. ეს მოდის იმ დროიდან როცა ბატარიები იყო ნიკელის თუმცა ეხლა სტანდარტი არის ლი-იონ და ლიპო ტიპის ბატარიები.
3.ყველა პორტატილს (netbook-ებზე არ ვიცი) აქვს ადგილი დამატებითი HDD ან რამ მეხსიერებისთვის.
მეტი აღარ მახსოვს, თუ რამე გამახსენდა დავამატებ
იმედია დაგაინტერესათ :)
sainteresoa postia, momwons aseti postebi.. yochag !!
ReplyDeleteმადლობა, მიხარია რო საინტერესო რამე იპოვე :)
ReplyDelete