Thursday, September 15, 2011

ბიტტორენტ სერვისის უსაფრთხოება I


ჩვენთან საკმაოდ გავრცელებულია ტორენტებით სარგებლობა თუმცა აქამდე არ მომსვლია აზრად ამ თემაზე დამეწერა რამე. ეს რამდენიმე ხანია რაც ინტერნეტში მხვდება სხვადასხვა პოსტები სდაც წერენ რომ პრობელმები ექმნებათ არალეგალური და არალიცენზირებული მასალის გადმოწერისას (ფილმები, მუსიკა, პროგრამები...)
მსგავსი პრობლემის შესახებ საქართველოში არ მსმენია (გარდა იმისა რომ უბრალოდ საიტები დახურა მთავრობამ :))) ) მაგრამ მგონი მაინც საჭიროა იმის ცოდნა თუ როგორ დავიცვათ თავი მსგავსი შემთხვევებისგან.
თავიდანვე ავღნიშნავ რომ არ არსებობს 100%-იანი უსაფრთხოების გარანტია მაგრამ იმ მეთოდების გამოყენება რომლებსაც მე ჩამოვთვლი ბევრად ჯობია საერთოდ არაფრის გამოყენებას.
პრიველ რიგში ორი სიტყვით გეტყვით როგორ ხდება ნებისმიერი ტორენტის მომხამრებლის მიგნება.


ზოგადად ტორენტის პრინციპი ის არის რომ როდესაც თქვენ იწერთ რამე ფაილს, თქვენ ასევე აწერინებთ ამ ფაილს სხვა პიროვნებებს თქვენი კომპიუტერიდან, ეს შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ აიპი მისამართების გაცვლით. კომპანია რომელიც ცდილობს გამოიჭიროს ხალხი ვინც მის პროდუქციას არალეგალურად იწერს უბრალოდ უერთდება ამ გადმოწერებს და სპეციალური პროგრამის და მცოდნე ხალხის დახმარებით ნახულობს იმ კომპიუტერის აიპი მიასმართს ვინც იწერს ამ ფაილს. ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად ჟღერს, მაგრამ ამისგან თავის დაცვა ცოტა უფრო რთულია მაგრამ არც ძალიან ბევრი ჩალიჩი ჭირდება.



ამ პრობლემის ერთ-ერთი გადაწყვეტა არის PeerGuardian (PG2) ამ პროგრამის მუშაობის მეთოდის მდგომარეობს იმაში რომ ბლოკავს იმ აიპი მისამართებს რომლებიც ცდილობენ ტორენტის კლიენტების პოვნას, ამ აიპი მისამართების სია ახლდება ყოველდღიურად.
პროგრამის გადმოსაწერად შეგიძლიათ ისარგებლოთ ზევით მითითებული ლინკით ან გადმოწეროთ აქედან. გადმოწერის შემდეგ დააყენებთ ჩვეულებრივად, თუ გსურთ რომ კომპიუტერის ჩართვასთან ერთად ჩაირთოს, მონიშნავთ სათანადო გრაფას და გააგრძელებთ დაყენებას. სინტალაციის დასასრულს გამოჩნდება ასეთი ფანჯარა:

ამ ფანჯარაში უნდა აირჩიოთ თუ რისგან გინდათ რომ დაგიცვათ ამ პროგრამამ. პირველი ვარიანტი მონიშნულია ეს არის ის ოპცია რის გამოც საერთოდ ვაყენებთ ამ პროგრამას, ანუ რომ ვერ მოგვაგნონ ცუდმა ბიძიებმა. შემდეგი ვარიანტებიდან მონიშნავთ რომელსაც გინდათ, მე გირჩევდით რომ რეკლამებისგან და საეჭვო პროგრამებისგან დაცვაც გაააქტიუროთ. შემდეგ დააჭირეთ next ღილაკს.
შემდეგ გამოსულ ფანჯარაში მონიშნეთ ყოველ დღიური განახლება (every day)

 და დააჭირეთ next-ს

დამთავრდება ინსტალაცია და ყველაფერი მზად არის უკვე შეგიძიათ გამოიყენოთ პროგრამა.
თუ ინსტალაციისას ან გამოყენებისას რამე პრობლემა შეგექმნათ გადახედეთ ამ თემას: http://www.sevenforums.com/system-security/2555-getting-peerguardian-rc1-test2-working.html#post24170



ამ პორგრამის ანალოგიური არის PeerBlock რომელის მოხმარების ინსტრუქციაც თითქმის იგივეა.
გადმოწერეთ ოფიციალური საიტიდან: http://www.peerblock.com/releases

No comments:

Post a Comment