Thursday, February 2, 2012

როგორ გამოვრთოთ JAVASCRIPT-ი ბრაუზერებში



JAVA-ს გამოღთვა ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსებისგან თავის დასაცავად. არსებობს უამრავი ვირუსი რომელიც ჯავას გარეშეც შემოაღწევს კომპიუტერში მაგრამ ვირუსების ერთი კატეგორიისგან მაინც ვიქნებით დაცულები.

გამოვრთოთ JAVA GOOGLE CHROME-ში


დავაჭიროთ ბრაუზერში ზევითა მარჯვენა კუთხეში  ამ ნიშანს და ჩამოშლილ მენიუში ავირჩიოთ settings შემდეგ გადავიდეთ under the hood განყოფილებაში და ავირჩიოთ privacy>>content settings და javascript-ის განყოფილებაში მოვნიშნოთ  do not allow any site to use javascript. ამის შემდეგ ჯავა გამორთული იქნება. თუ ისევ ჩართვა მოგვინდება მოვნიშნავთ allow all sites to run javascript (recommended).





გამოვრთოთ JAVASCRIPT-ი OPERA-ში


დავაჭიროთ OPERA შემდეგ settings >> quick preferences და მოვუშალოთ მონიშვნა enable javascript.
ისევ გააქტიურების სურვილის შემთხვევაში მოვნიშნავთ  enable javascript.




გამოვრთოთ javascript-ი INTERNET EXPLORER-ში


გავხსნათ tools მენიუ და ავირჩიოთ internet options,  შემდეგ ავირჩიოთ security განყოფილება და დავაჭიროთ internet-ს და დავაჭიროთ custom level შემდეგ ჩამოვიდეთ თითქმის ბოლოში და  active sctipting-ის ქვევით მოვნიშნოთ disable.  ხოლო თუ გვინდა რომ ჩავრთოთ ვაკეთებთ იგივეს, ოღონდ ბოლოს მოვნიშნავთ enable.



გამოვრთოთ JAVASCRIPT-ი MOZILLA FIREFOX-ში


დავაჭიროთ FIREFOX ღილაკს და ავირჩიოთ options, ახალ ფანჯარაში ავირჩიოთ content და მოვუშალოთ მონიშვნა  enable javascript.  თუ ისევ გააქტიურება გინდათ მონიშნეთ იგივე ოპცია.



p.s. ძალიან ბევრი საიტი იყენებს ჯავას დღეს დღეობით და ამ პროცესის გათიშვით ბევრ საიტზე ვეღარ მოახერხებთ შესვლას ან საიტით სრულად სარგებლობას, თუმცა შეგიძლიათ აირჩიოთ საიტები და მხოლოდ იმ საიტებზე მიცეთ უფლება ჯავას გამოყენების

No comments:

Post a Comment