Wednesday, February 15, 2012

One more way to control social media სოციალური ქსელების კონტროლის კიდევ ერთი საშუალება



ყველასთვის ცნობილმა ამერიკულმა ტელეარხმა CBS-მა შეიმუშავა ახალი პროგრამა რომლის საშუალებითაც ის თვალს ადევნებს სოციალურ ქსელებს და იმ კომენტარებს სადაც განიხილება ამ ტელეარხის გადაცემები. ინტერვიუში ნათქვამია რომ ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული კვლევისთვის და გადაცემების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. თუმცა არავინ არაფერს ამბობს იმის შესახებ რომ ეს არის კიდევ ერთი საშუალება რომ აკონტროლონ ყველა პირადი საუბარი. დიდი გონების დაძაბვა არ არის საჭირო იმის მისახვედრად რომ ასევე თავისუფლად შეუძლიათ ყველა სხვა (არა ტელევიზიასთან ასოცირებული) მიმოწერის ნახვა და თვალყურის დევნება.
არ გამიკვირდება თუ მალე ცენზურას შემოიღებენ სოციალურ ქსელებში პირადი მიმოწერის დროსაც.

შეგიძლიათ ნახოთ ამ თემასთან დაკავშირებული სტატია: http://www.technologyreview.com/computing/38910/



No comments:

Post a Comment