დაახლოებით ორი დღის წინ ინგლისში დაიბლოკა კიდევ ერთი მუსიკალური საიტი:http://rnbxclusive.com/ საიტი შეიცავდა პირატულად მოპოვებულ აუდიო ფაილებს და ბრიტანეთის სერიოზულ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურმა დახურა ვებ საიტი და დააკავა მისი მფლობელები. საიტზე შესვლისას თქვენ დაგხვდებათ ასეთი შეტყობინება:
მთავრობა მხოლოდ საიტის მფლობელებით არ შემოიფარგლა და გამაფრთხილებელი წერილი მიწერა ამ საიტის მომხმარებლებს სადაც ემუქრებიან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით უკანონო ფაილების გადმოწერისთვის რასაც შეიძლება ზიანი მიეყენებინა მუსიკოსების კარიერისთვის (ყლოლ)
გაფრთხილება გამოიყურება ასე:
და მოყვება ტექსტი:
SOCA has the capability to monitor and investigate you, and can inform your internet service provider of these infringements. You may be liable for prosecution and the fact that you have received this message does not preclude you from prosecution.
საიტების დახურვის მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, უკვე დაიხურა ისეთი ცნობილი ტორენტ ტრეკები როგორიცაა OiNK, Dajaz1 და სხვები, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა შეძლო თავის გამართლება.
გრძელდება შეტევები პირატულ საიტებზე და ვნახოთ სადამდე წავლენ, იმედია ჩვენამდე ჯერ ჯერობით ვერ მოაღწევენ, თუ უცხოეთში ცხოვრობთ ჯობია მოიმარაგოთ მასალა სანამ დროა.
ორიგინალი წყარო : http://torrentfreak.com/
No comments:
Post a Comment