Tuesday, February 28, 2012

WINDOWS 8 REVIEW (developers preview)


ამ პოსტში მოკლედ გადმოგცემთ ჩემ შთაბეჭდილებებს windows 8-სთან დაკავშირებით.

სისტემური მოთხოვნილებები:

  • პროცესორი - 1GHz ან მეტი 32(86)/64 ბიტიანი სისტემისთვის
  • 1GB RAM 32(86) ბიტიანი სისტემისთვის
  • 2GB RAM 64 ბიტიანი სისტემისთვის
  • 16GB თავისუფლაი ადგილი მყარ დისკზე 32(86) ბიტიანი სისტემისთვის
  • 20GB თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე 64 ბიტიანი სისტემისთვის

თავსებადია სენსორულ ეკრანებთან.

დაყენების პროცესი:

დაყენების პროცესი ძალიან გავს ვინდოუს 7-ის დაყენების პროცესს, მხოლოდ ოდნავი სხვაობაა მაგრამ დაბნევით არ დაიბნევით და დააყენებთ ადვილად.

გაითვალისწინეთ ის ფაქტი რომ ვინდოუს 7-დან დაყენების შემდეგ თქვენ ვერ შეძლებთ ისევ 7-ზე დაბრუნებას და მოგიწევთ ვინდოუს 7-ის თავიდან დაყენება.


დავიწყოთ დაყენება:




ეს არის პირველი რაც გამოჩნდება დაყენებისას. თქვენი სურვილისამებრ მონიშნეთ აფდეითების გაკეთება არ გაკეთების ფუნქცია და გავაგრძელოთ


აქ დაეთანხმეთ მწარმოებლის წესებს და განაგრძეთ

ეს არის მნიშვნელოვანი ფანჯარა და არ გამოგრჩეთ, თუ გინდათ რომ უბრალოდ აფდეითი გაუკეთოთ თქვენ ვინდოუსს და არ წაიშალოს თქვენი ფაილები მაშინ მონიშნეთ პირველი ვარიანტი, ხოლო თუ გასუფთავება გსურთ მონიშნეთ მეორე ვარიანტი და გააგრძელეთ ინსტალაცია.

შემდეგ გამოჩნდება ეს ფანჯარა და რამდენიმე წამში შეიცვლება შემდეგით

აქ კიდევ გაქვთ საშუალება გადახედოთ თქვენ არჩეულ კონფიგურაციას და თუ ყველაფერი სწორად არის დაიწყეთ ინსტალაცია.

ინსტალაციას ვინდოუს 7-სგან განსხვავებით საკმაოდ დიდი დრო ჭირდება, დაახლოებით ერთი საათთი ან მეტი. ინსტალაციის დასრულების შემდეგ გამოვა ასეთი ფანჯარა:

მსგავსი ტიპის ფანჯარა გამოჩნდება რამდენჯერმე და დარესტარტდება თავისით, აქ თქვენი ჩარევა არ არის საჭირო, აცადეთ პროცესს დასრულდეს.

აქ უკვე მოგთხოვთ ინტერნეტის კონფიგურაციას. კარგი იქნება თუ არ გამოტოვებთ ამ საფეხურს რადგან განსხვავებული მენიუს გამო დაყენების შემდეგ შეიძლება ბევრი ძებნა დაგჭირდეთ. მოკლედ აირჩიეთ თქვენი ქსელი და შეიყვანეთ უსაფრთხოების კოდი (თუ უკაბელო ინტერნეტი გაქვთ) და განაგრძეთ

ამ საფეხურზე შეგიძლიათ ყველაფერი იგივე დატოვოთ და გააგრძელოთ დაყენება

აქ შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი მეილი შემდგომში თქვენს ანგარიშზე შესასვლელად, ან უბრალოდ გამოტოვეთ ეს საფეხურიც და გადადით შემდეგზე

აქ უკვე თქვენი ანგარიში შექმნიალია, დაელოდეთ რამდენიმე წუთი კიდევ

შემდეგ გამოჩნდება მსგავსი პატარა შეტყობინება და უკვე დასრულდება ინსტალაცია და გამოჩნდება სტარტ მენიუ თქვენს ეკრანზე

როგორც ხედავთ სტარტ მენიუ საკმაოდ განსხვავებულია. მოყვება ბევრი თამაშები და თანაც საკმაოდ უაზრო თამაშები, აი მაგალითად:

 და სხვა არასაჭირო (ჩემთვის) ფუნქციები, მაგალითად ფეისბუქზე და ტვიტერზე ბრაუზერის გარეშე შესასვლელი აპლიკაციები. შეჩვევა ამ ახალ გარემოზე საკმაოდ ძნელად მომეჩვენა, თუმცა თავისი პლიუსებიც აქვს ალბათ.
ერთადერთი რაც ძალიან მომეწონა ეს იყო ფაილების კოპირების გაუმჯობესებული ვარიანტი:

სურათზე ჩანს რომ ფიალის კოპირების პროცესი შეგიძლიათ დააპაუზოთ და შემდეგ ისევ გააგრძელოთ რაც ძალიან მოსახერხებელია დიდი ფაილების კოპირებისას.

მოკლედ მეტ დადებითს ვერ ვიტყვი ვერაფერს, გამოვიდეს სრული ვერსია და გადავხედავ კიდევ ერთხელ.

რაც შეეხება ისევ ვინდოუს 7-ზე დაბრუნებას

 როგორც ზევით ავღნიშნე დაბრუნება შეუძლებელია (უფრო სწორად არსებობს გზა მაგრამ ძალიან ბევრი წვალება უნდა).
თუმცა შეგიძლიათ მოიქცეთ ისე როგორც მე გავაკეთე. ჩადეთ ვინდოუს 7-ის დისკი და ჩვეულებრივად დაიწყეთ დაყენება. როცა მიხვალთ დისკის დაფორმატებამდე არ დააფორმატოთ და დააყენეთ ჩვეულებრივად. დაყენების შემდეგ C:\ საქაღალდეში იქნება  საქაღალდე სახელით windows.old/windows.001old ან მსგავსი სახელით, ამ საქაღალდეში იქნება ყველა ის ფაილი რაც წინა ვინდოუსზე გქონდათ და შეგიძლიათ გადმოიტანოთ ყველაფერი რაც გჭირდებათ. შემდეგ წაშალეთ ეგ საქაღალდე იმიტომ რომ საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს ვინჩესტერზე. ამ საქაღალდის წაშლის ინსტრუქცია ნახეთ აქ


გადმოიწერეთ ვინდოუს 8 32 ბიტიანი ვერსია ინგლისურ ენაზე


გადმოიწერეთ ვინდოუს 8 64 ბიტიანი ვერსია ინგლისურ ენაზე



შეკითხვები და შენიშვნები შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში.

No comments:

Post a Comment