Monday, May 21, 2012
.Gif ანიმაციის გახსნა windows 7
ამ ბოლო დროს ძალიან შემაწუხა იმ ფაქტმა რომ .gif ანიმაციის გახსნა ვინდოუს 7-ს არ შეუძლია ჩვეულებრივად სურათების გამხსნელი პროგრამით. ცოტა ვეძებე ინტერნეტში პროგრამები მაგრამ ვირუსებზე შემოწმებას ვერცერთმა ვერ გაუძლო.
ბოლოს მოვიფიქრე ასეთი რამ:
შევდივართ Control Panel>>Default Programs>>associate a file type or protocol with a specific program
მოძებნეთ .gif გაფართოება (გაფართოებები ანბანის მიხედვით არის დალაგებული)
მონიშნეთ .gif გაფართოება და დააჭირეთ ღილაკს change program, ახალ ფანჯარაში კი ჩამოშალეთ other program და აირჩიეთ windows media player, შემდეგ შეინახეთ ცვლილებები:
ამის მერე .gif სურათები ყოველთვის გაიხსნება მედია პლეიერში და გაიხსნება ბევრად უფრო ჩქარა ვიდრე ინტერნეტ ექსპლორერში.
იმედია გამოგადგებათ.
პ.ს. თუ რამდენიმე გამოერების შემდეგ .gif ანიმაცია გაჩერდა, მაშინ პლეიერზე დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და მონიშნეთ repeat ფუნქცია.
Labels:
.Gif ანიმაციის გახსნა windows 7
Sunday, May 20, 2012
Backtrack 5 დაყენება windows 7-ზე
ამ პოსტში აგიხსნით როგორ ხდება backtrack 5-ის დაყენება ვინდოუს 7-იან კომპიუტერზე.
ამ შემთხვევაში აგიხსნით როგორ დააყენოთ ისე რომ კომპიუტერის ჩართვისას გქონდეთ არჩევანი, რომელი ოპერაციული სისტემა ჩატვირთოთ.
ასევე არ დაგჭირდებათ პარტიშენებთან არანაირი ექსპერიმენტები, სისტემა ავტომატურად გამოიყენებს ცარიელ ადგილს ვინცესტერზე და შექმნის ახალ პარტიშენს.
პ.ს. ვიდეო ცოტა ცუდი ხარისხის არის, უკეთესი კამერა არ მაქვს. თუ რამე ვერ გაიგეთ დაპოსტეთ და გიპასუხებთ
ამ შემთხვევაში აგიხსნით როგორ დააყენოთ ისე რომ კომპიუტერის ჩართვისას გქონდეთ არჩევანი, რომელი ოპერაციული სისტემა ჩატვირთოთ.
ასევე არ დაგჭირდებათ პარტიშენებთან არანაირი ექსპერიმენტები, სისტემა ავტომატურად გამოიყენებს ცარიელ ადგილს ვინცესტერზე და შექმნის ახალ პარტიშენს.
პ.ს. ვიდეო ცოტა ცუდი ხარისხის არის, უკეთესი კამერა არ მაქვს. თუ რამე ვერ გაიგეთ დაპოსტეთ და გიპასუხებთ
Saturday, May 12, 2012
Clickjack შეტევა
Clickjack ანუ User Interface address შეტევა საკმაოდ საინტერესო შეტევაა რომელსაც წარმატებით იყენებს ბევრი "ბოროტი ბიძია". ამ შეტევის საშუალებით შემტევს შეუძლია ფაქტიურად ყველაფრის გაკეთება რასაც მოისურვებს. თუმცა ძირითადად გამოიყენება მსხვერპლის ვებ კამერის და მიკროფონის შეუმჩნევლად ჩასართავად. clickjack შეტევა ხდება ასე: ბოროტი ბიძია თავის საიტზე ჩასვავს მაგალითად ფეისბუქის like ღილაკს და ამ ღილაკზე დაჭერით ამუშავდება კოდი რომელიც არის ჩასმული საიტში. კოდი მუშაობს მსხვერპლისგან უხილავად, ამიტომაც შეუძლებელია რაიმეს შემჩნევა. ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი ამ სახის შეტევების ასე რომ შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ფორმებითაც, მაგალითად: ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა როცა რამე ვიდეოს ყურება გსურთ და დააჭერთ Play ღილაკს, გაიხსნება უცხო საიტი ვიდეოსთან ერთად. ეს შემთხვევაც clickjack სახის შეტევას მიეკუთვნება, თუმცა არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს მავნე კოდი, ხშირ შემთხვევაში ეს არის სპამი რომელზე დაჭერითაც შემტევი იღებს გარკვეულ თანხას.
აქ შეგიძლიათ ნახოთ პატარა დემო ვიდეო თუ როგრო მუშაობს ეს შეტევა:
Labels:
Clickjack შეტევა
Thursday, May 3, 2012
Piratebay-ს VPN სერვისის დაყენება ვინდოუს 7-ზე
Piratebay-ს ისტორია ალბათ ყველამ იცით, მათ დღესაც სასამართლო პროცესები აქვთ და ჰოლივუდის სხვადასხვა სააგენტოები ცდილობენ ამ პორტალის დახურვას, თუმცა ჯერ ჯერობით საიტი ისევ გამართულია და ახალ პროდუქტებსაც გვთავაზობს.
ისიც გეცოდინებათ რომ დღეს დღეობით არალეგალური მატერიალის გადმოწერა ინტერნეტიდან საკმაოდ სახიფათოა და შეიძლება ჯარიმაც კი დაგეკისროთ ამის გამო.
ეს ყველაფერი კარგად იცის Piratebay-ს გუნდმა და ამიტომ გვთავაზობს მშვენიერ VPN სერვისს, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტში ანონიმურად ვიმოგზაურებთ და გადმოვიწერთ რასაც გვინდა.
თავიდანვე ვიტყვი რომ ეს სერვისი ფასიანია და დაახლოებით 15 ევრო ჯდება 3 თვეში. როგორც ხედავთ არც ისე ძვირი საფასურია ასეთი მშვენიერი სერვისისთვის. თუმცა შეგიძლიათ რამოდენიმე დღით უფასოდ გამოცადოთ. თუ უფასოდ გამოცდას გადაწყვიტავთ მაშინ უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე https://ipredator.se/ და რეგისტრაციის შემდეგ მოსულ წერილს უპასუხეთ რომ გაგიაქტიურონ საცდელი ვერსია (Please activate trial version of Ipredator for me ან რამე მსგავსი ტექსტით). შემდეგ მოგივათ წერილი რომ საცდელი ვერსია გააქტიურდა.
რათქმაუნდა არსებობს სხვა ფასიანი VPN სერვისებიც მაგრამ ამ პოსტში განხილული პროდუქტი არაფრით არ ჩამოუვარდება სხვებს და უფრო მეტიც, მათზე გაცილებით იაფია.
მე ამ სერვისს კიდევ ერთი მიზეზით ვარჩევ: მასში გადახდილი ფული მოხმარდება ისევ საიტის კეთილდღეობას და ონლაინში რაც შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნებას.
არსებობს ასევე უფასო VPN სერვისებიც მაგრამ მათ ცალკე განვიხილავ.
Wednesday, May 2, 2012
შემოკლებული ლინკების ნახვა სრულად
ამ ბოლო დროს ხშირად გვხვდება შემოკლებული ლინკები (tiny url...) სადაც არ ჩანს რეალურად რას ვაჭერთ, ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი საიტი ან შეიძლება იყოს ფიშერ საიტი ან უბრალოდ ვირუსის შემველი საიტი. არსებობს ედ-ონები ბრაუზერებისთვის, მაგალიტად ქრომისთვის არის ეს https://chrome.google.com/webstore/detail/jkncfnbcgbclefkbknfdbngiegdppgdd?hl=en , მისი მეშვეობით მაუსის გადატარებით დაინახავთ ლინკის ნამდვილ მისამართს.
ეს კი მოზილას მოყვარუებისთვის https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/long-url-please-mod/ მისი დაყენების მერე ვერც კი შეამჩნევთ მის მუშაობას, თქვენ უბრალოდ ჩვეულებრივად დაინახავთ ყველა ლინკს.
მე პირადად არცერთი არ გამომიცდია თუმცა დარწმუნებული ვარ რომ მუშაობს ჩვეულებრივად.
Tuesday, May 1, 2012
სამთავრობო საიტები ვიზიტორებს თვალყურს ადევენებენ
მაგალითად ამერიკის მთავრობა მის საიტზე შესულ მოქალაქეებს ადევნებს თვალყურს ქუქი და სხვა არალეგალური ფაილების საშუალებით. CNET-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშ შეგიძლიათ ნახოთ ამერიკის სამთავრობო საიტები რომლებიც თვალს ადევენებენ ვიზიტორებს:
სურათზე კარგად ჩანს რომ ქუქი ფაილების ვადა ზოგ შემთხვევაში ათეულობით წელს აღწევს და მთელი ამ დროის განმავლობაში ამ ფაილების საშალებით აგროვებენ ინფორმაციას.
ამ შემთხვევაში მოყვანილი არის ამერიკის მაგალითი, თუმცა არამგონია სხვა ქვეყნის მთავრობას რამემ ხელი შეუშალოს მისი ვიზიტორების კონტროლში. ასე რომ მსგავსი საიტების სტუმრობისას ფრთხილად იყავით და ხშირად გაასუფთავეთ თქვენი კომპიუტერი.
Sunday, April 22, 2012
რა იცის google-მა ჩვენზე
ინტერნეტის გამოყენებისას ჩვენ ავტომატურად ვხდებით რომელიმე დიდი კომპანიის სამიზნე, რომლის მიზანიც არის შეაგროვოს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია თვითოეულ მომხმარებელზე. მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგალითად თქვენი ინფორმაცია შეიძლება მიყიდონ კომპანიებს რომლებიც დაკავებულები არიან რეკლამებით, ან შეიძლება სადაზვერვო სამსახურები დაინტერესდენ თქვენი ინფორმაციით. პირადი ინფორმაციის გამოყენება ბევრნაირად შეიძლება, შედეგი კი ერთია - ჩვენი პირადი ინფორმაცია ჩვენგან დაუკითხავად ხდება ხელმისაწვდომი უამრავი ადამიანისთვის რომელმაც ეს ინფორმაცია შეიძლება ათასნაირად გამოიყენოს, შეიძლება თქვენი ინფორმაცია თქვენ წინააღმდეგაც იქნეს გამოყენებული (მაგ. არალეგალური გადმოწერებისას)
ასეთი მასიური კონტროლისას სრული ანონიმურობის დაცვა ძალიან ძნელია, თუმცა შეიძლება რამდენიმე ხრიკის გამოყენებით უფრო ნაკლები ინფორმაცია გავცეთ ჩვენ შესახებ.
Labels:
რა იცის google-მა ჩვენზე
Friday, April 20, 2012
სიმბოლოების ადვილად დაწერა
თუ გიყვართ კომპიუტერში წერისას სხვადასხვა სიმბოლოების გამოყენება, აქ ჩამოვწერ სიმბოლოებს და მათი ადვილად გამოყენების საშუალებას.
თქვენ შეგიძლიათ ეს სიმბოლოები ასევე ნახოთ აქ: star menu>>all programs>>accessories>>system tools>>character map:
თუმცა არის უფრო ადვილი საშუალებაც.
მაგალითად თუ გინდათ ☺<<ამ სიმბოლოს დაწერა, უნდა დააჭიროთ Alt+1-ს, ოღონდ გაითვალისწინეთ რომ ციფრები უნდა აკრიფოთ numpad-იდან, ანუ აქედან:
alt + 1 = ☺
alt + 2 = ☻
alt + 3 = ♥
alt + 4 = ♦
alt + 5 = ♣
თქვენ შეგიძლიათ ეს სიმბოლოები ასევე ნახოთ აქ: star menu>>all programs>>accessories>>system tools>>character map:
თუმცა არის უფრო ადვილი საშუალებაც.
მაგალითად თუ გინდათ ☺<<ამ სიმბოლოს დაწერა, უნდა დააჭიროთ Alt+1-ს, ოღონდ გაითვალისწინეთ რომ ციფრები უნდა აკრიფოთ numpad-იდან, ანუ აქედან:
alt + 1 = ☺
alt + 2 = ☻
alt + 3 = ♥
alt + 4 = ♦
alt + 5 = ♣
Labels:
სიმბოლოების ადვილად დაწერა
Thursday, April 19, 2012
პირადი ინფორმაციით ნავაჭრი მილიარდები
ამ ინფორმაციას ზოგი კომპანია მოიპოვებს ლეგალური გზით ზოგიც კი არალეგალური ფარული გზით.
პირადი ინფორმაციის მოპოვება ხდება ქუქი ფაილების საშუალებით ასევე სხვადასხვა აპლიკაციებით ფეისბუქში, ტელეფონში ან სხვა საიტებზე, ასევე უფასო screensaver-ებით და მსგავსი უფასო აპლიკაციებით რომლებიც უხვად და უფასოდ მოიპოვება ინტერნეტში.
ჩამოგითვლით რამოდენიმე მსხვილ კომპანიას რომლებსაც უკეთესი იქნება თუ არ ენდობით:
Wednesday, April 18, 2012
ინტერნეტ მომხმარებლების გაკონტროლება ახალ დონეზე გადადის
ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო იუტას შტატის პატარა ქალაქში აშენებს კომპლექსს უდიდესი მონაცემთა ბაზის განსათავსებლად. ეს მონაცემთა ბაზა გამოიყენება მოსახლეობის ინტერნეტ საქმიანობის მონიტორინგისთვის.იგი დაიტევს და გაფილტრავს yottabyte-ობით ინფორმაციას ( ერთი yottabyte უდრის 1000000000000000000000000 ბაიტს)
როგორც ხედავთ ეს არის კოლოსალური რაოდენობის ინფორმაცია. ამ რესურსებით
საშუალება ექნებათ აბსოლიტურად ყველა იმეილის თუ ფეისბუქის და ტვიტერის პოსტის
ასევე მომხმარებლების ინტერნეტ საქმიანობის დალოგვა და მათი ანალიზი.
ამ პროექტის დეტალები უცნობია მაგრამ ცნობილია ის რომ პროექტი 2 მილიარდი დოლარი
დაჯდება.
Subscribe to:
Posts (Atom)













