Sunday, April 22, 2012

რა იცის google-მა ჩვენზე


ინტერნეტის გამოყენებისას ჩვენ ავტომატურად ვხდებით რომელიმე დიდი კომპანიის სამიზნე, რომლის მიზანიც არის შეაგროვოს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია თვითოეულ მომხმარებელზე. მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგალითად თქვენი ინფორმაცია შეიძლება მიყიდონ კომპანიებს რომლებიც დაკავებულები არიან რეკლამებით, ან შეიძლება სადაზვერვო სამსახურები დაინტერესდენ თქვენი ინფორმაციით. პირადი ინფორმაციის გამოყენება ბევრნაირად შეიძლება, შედეგი კი ერთია - ჩვენი პირადი ინფორმაცია ჩვენგან დაუკითხავად ხდება ხელმისაწვდომი უამრავი ადამიანისთვის რომელმაც ეს ინფორმაცია შეიძლება ათასნაირად გამოიყენოს, შეიძლება თქვენი ინფორმაცია თქვენ წინააღმდეგაც იქნეს გამოყენებული (მაგ. არალეგალური გადმოწერებისას)
ასეთი მასიური კონტროლისას სრული ანონიმურობის დაცვა ძალიან ძნელია, თუმცა შეიძლება რამდენიმე ხრიკის გამოყენებით უფრო ნაკლები ინფორმაცია გავცეთ ჩვენ შესახებ.

Friday, April 20, 2012

სიმბოლოების ადვილად დაწერა

თუ გიყვართ კომპიუტერში წერისას სხვადასხვა სიმბოლოების გამოყენება, აქ ჩამოვწერ სიმბოლოებს და მათი ადვილად გამოყენების საშუალებას.
თქვენ შეგიძლიათ ეს სიმბოლოები ასევე ნახოთ აქ: star menu>>all programs>>accessories>>system tools>>character map:


თუმცა არის უფრო ადვილი საშუალებაც.
მაგალითად თუ გინდათ ☺<<ამ სიმბოლოს დაწერა, უნდა დააჭიროთ Alt+1-ს, ოღონდ გაითვალისწინეთ რომ ციფრები უნდა აკრიფოთ numpad-იდან, ანუ აქედან:



alt + 1 = ☺
alt + 2 = ☻
alt + 3 = ♥
alt + 4 = ♦
alt + 5 = ♣

Thursday, April 19, 2012

პირადი ინფორმაციით ნავაჭრი მილიარდები


არსებობენ კომპანიები რომლებიც სრულიად ახალი ბიზნესით მილიარდებს შოულობენ. ეს ბიზნესი კი მომხმარებლების პირადი ინფორმაციით ვაჭრობაა. ეს ინფორმაცია განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რაში იყენებს მომხმარებელი ინტერნეტს და რაც უფრო მეტ რამეში იყენებს მით მეტი ინფორმაცია მოიპოვება მათზე და მით უფრო ფასეულია. ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს ელემენტარული მაგალითად საძიებო სისტემის ლოგები, მაგრამ თუ თქვენ ვაჭრობთ ინტერნეტით ან იყენებთ ონლაინ ბანკინგს მაშინ ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ცნობილი გახდეს თუ რას ყიდულობთ ან ყიდით, რა სიხშირით იყენებთ ამა თუ იმ ინტერნეტ პროდუქტს, თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, გყავთ თუ არა მანქანა, რას საქმიანობთ რა გაინტერესებთ და ა.შ.
ამ ინფორმაციას ზოგი კომპანია მოიპოვებს ლეგალური გზით ზოგიც კი არალეგალური ფარული გზით.
პირადი ინფორმაციის მოპოვება ხდება ქუქი ფაილების საშუალებით ასევე სხვადასხვა აპლიკაციებით ფეისბუქში, ტელეფონში ან სხვა საიტებზე, ასევე უფასო screensaver-ებით და მსგავსი უფასო აპლიკაციებით რომლებიც უხვად და უფასოდ მოიპოვება ინტერნეტში.

ჩამოგითვლით რამოდენიმე მსხვილ კომპანიას რომლებსაც უკეთესი იქნება თუ არ ენდობით:

Wednesday, April 18, 2012

ინტერნეტ მომხმარებლების გაკონტროლება ახალ დონეზე გადადის


ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო იუტას შტატის პატარა ქალაქში აშენებს  კომპლექსს უდიდესი მონაცემთა ბაზის განსათავსებლად. ეს მონაცემთა ბაზა გამოიყენება მოსახლეობის ინტერნეტ საქმიანობის მონიტორინგისთვის.იგი დაიტევს და გაფილტრავს yottabyte-ობით ინფორმაციას ( ერთი yottabyte უდრის 1000000000000000000000000 ბაიტს)


როგორც ხედავთ ეს არის კოლოსალური რაოდენობის ინფორმაცია. ამ რესურსებით 
საშუალება ექნებათ აბსოლიტურად ყველა იმეილის თუ ფეისბუქის და ტვიტერის პოსტის
ასევე მომხმარებლების ინტერნეტ საქმიანობის დალოგვა და მათი ანალიზი.
ამ პროექტის დეტალები უცნობია მაგრამ ცნობილია ის რომ პროექტი 2 მილიარდი დოლარი
დაჯდება.

ლინკის ახალ ტეგში გახსნა blogger

როგორც იცით ბლოგერზე ლინკები იმავე ტეგში იხსნება რომლშიც ვმუშაობთ, ეს საკმაოდ მოუხერხებელია. ამის გამოსასწორებლად არსებობს რამდენიმე მეთოდი რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ პოსტში კი შემოგთავაზებთ პრობლემის ისეთ გადაწყვეტას რომ აღარ დაგჭირდეთ ყოველი პოსტის წერისას პროგრამული კოდის შეცვლა ლინკის ახალ ტაბში გასახსნელად.
ახალ ტეგში რო გაიხსნას ყველა ლინკი ბლოგერზე ამისთვის დიზაინში
</head> ტეგის დაბლა ჩააკოპირეთ ეს კოდი:

<script type="text/javascript" src="http://ajax.googleapis.com/ajax/libs/jquery/1.4.2/jquery.min.js"></script>
 <script type="text/javascript">
   
$(document).ready(function () {

            // ---- External Links ----------------------------------------------------------------------------------------------------

                $("a[href*='http://']:not([href*='"+location.hostname+"']),[href*='https://']:not([href*='"+location.hostname+"'])").attr("target","_blank").attr("title","Opens new window").addClass("external");

    });
    </script>



შეინახეთ და მორჩა. ყველა ლინკი თავისით გაიხსნება ახალ ტეგში

Tuesday, April 17, 2012



9132 ცოტა ბევრია არ გეჩვენებათ?


ზუსტად ამდენი დღის გავხდი დღეს.


HAPPY BIRTHDAY TO ME!






კომპიუტერული ცენზურის რეალური მიზეზები (ACTA,SOPA, PIPA,CISPA...)


ეს რამდენიმე დღეა კიდევ ერთი სტატიის დაწერას ვფიქრობდი რომელიც ისევ ინტერნეტის გაკონტროლების უაზრო გეგმას ეხება. ვინაიდან ეს საკითხი ევროპასა და ამერიკაში ძალიან აქტუალურია, მინდა საქართველოშიც ცნობილი იყოს იმ საფრთხის შესახებ რომელიც ამ კანონების შემოღებას მოყვება. მე პირადად აქციებში მონაწილეობა არ მიმიღია მაგრამ ინტერნეტის საშუალებით ვცდილობ გავავრცელო ხმა სადამდეც მიმიწვდება ამ კანონების შესახებ. აქვე შეგიძლიათ ნახოთ ჩემი რამდენიმე პოსტი იგივე პრობლემასთან დაკავშირებით, სადაც მოყვანილია რამდენიმე გზა, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი:


სულ სხვა რამეზე დავიწყე საუბარი, დავუბრუნდეთ ისევ თემას.
ამ სტატიის დაწერა რომ გადავწყვიტე დაახლოებით ჩამოვაყალიბე გონებაში რაზე უნდა დამეწერა და ასევე რამდენიმე საინტერესო აზრიც მომივიდა და ძალიან გამიხარდა, მეგონა მარტო მე ვიფიქრე ამის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ინტერნეტში ამ სტატიისთვის სურათების ძიებისას წავაწყდი სტატიას სადაც იგივე აზრი იყო ჩამოყალიბებული და უფრო კარგად გავრცობილი. აი ამ სტატიის ლინკიც ვისაც დაგაინტერსებთ შეგიძლიათ გადაიკითხოთ. მოკლედ შევუდგეთ საქმეს:

Monday, April 16, 2012

sandboxie განხილვა/გამოყენება



Sandboxie არის პროგრამა რომლის საშუალებითაც უსაფრთხოდ გავხსნით ნებისმიერ პროგრამას ჩვენ კომპიუტერში. თუ გადმოწერეთ რამე პროგრამა ისეთი საიტიდან რომელსაც არ ენდობით (სავარუდოდ ვარეზ ან ტორენტ საიტიდან) მაგრამ პროგრამა გჭირდებათ და იძულებული ხართ გაუშვათ კომპიუტერში სწორედ ასეთ შემთხვევებში დაგეხმარებათ sandboxie.
პროგრამა გაშვების შემდეგ ხვდება სრულიად იზოლირებულ გარემოში და იგი ვერ ახდენს ცვლილებებს კომპიუტერში, თუ პროგრამა დავირუსებულია იგი ვერ მოახდენს ცვლილებებს რეესტრში და სისტემურ ფაილებში.

თუ დაინტერესდით პროგრამით გადმოწერეთ ოფიციალური საიტიდან: http://www.sandboxie.com/index.php?DownloadSandboxie

გადმოწერის მერე დააყენებთ სტანდარტულად. დაყენებისას საშუალება გაქვთ აირჩიოთ ენა, მათ შორის არის რუსულიც.
დაყენების შემდეგ დესკტოპზე გამოჩნდება შორთქათი სახელით: sandboxed web browser ამ შორთქათით ირთვება კომპიუტერში დეფაულთად დაყენებული ვებ ბრაუზერი სენდბოქს-ში მოქცეული:

Thursday, April 12, 2012

კომპიუტერის ყველა ნაწილების და პორტების სახელები

ეს არის ერთგვარი ''შპარგალკა'' ტექნიკოსებისთვის ან მათთვის ვინც კომპიუტერებზე სწავლობს ან უბრალოდ იმათთვის ვისაც აინტერესებს კომპიუტერის ნაწილები.

სურათზე არის კომპიუტერის ყველა თანამედროვე პორტი, სოკეტი, მეხსიერების ბარათები, პერიფერიული მოწყობილობის სადენები და ა.შ.

პ.ს. სურათი არის 27mb მოცულობის და მის სრულად სანახავად გახსენით ის ახალ ტაბში ან ფანჯარაში




ეს კი იგივე სურათის პატარა ვერსია, თუმცა ყველაფერი კარგად არ ჩანს:

სორსი: http://sonic840.deviantart.com/art/Computer-hardware-poster-1-7-111402099

იმედია გამოგადგებათ :)

Wednesday, April 11, 2012

დაკრიპტული ვინჩესტერიდან და RAM მეხსიერებიდან ინფორმაციის მოპარვა (cold boot attack)


ყველასთვის ცნობილია რომ კომპიუტერის გათიშვის შემდეგ RAM მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ავტომატურად იშლება. მაგალითად ჩვენ ვიყენებთ რომელიმე პროგრამას ვინჩესტერის დასაკრიპტად, როდესაც კომპიუტერი ჩართულია პაროლი აქტიურია ანუ ის ინახება RAM მეხსიერებაში და როდესაც კომპიუტერს გამოვრთავთ პაროლიც იშლება და ყველაერი კარგად არის. ეს მართლაც ასეა თუმცა ერთი პატარა დეტალის სხვაობით: RAM მეხსიერებიდან ინფორმაცია იშლება არა მომენტალურად, არამედ ეტაპობრივად. ინფორმაციის წაშლას შეიძლება რამდენიმე წამი დაჭირდეს და შეიძლება რამდენიმე წუთი.
სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით შესაძლებელი ხდება RAM-ზე დარჩენილი ინფორმაციის მოპარვა. ასეთ შეტევას COLD BOOT ATTACK ქვია
შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო დემონსტრაცია:


ასეთი სახის შეტევების წინაშე ვერცერთი დამკრიპტავი პროგრამა ვერ ძლებდა და ნებისმიერი მათგანიდან შეიძლება პაროლის მიღება.
თუმცა არის კარგი ამბავიც:
თანამედროვე რამ მეხსიერებებს ასეთი პრობლემა ნაკლებად აქვთ, ინფორმაციის წაშლის ლოდინის დრო გაცილებით მცირეა. ასევე ისეთმა კომპანიებმა როგორიცაა TRUECRYPT-ი გამოასწორეს ეს პრობლემა თავის ახალ ვერსიებში.
ასე რომ თუ თქვენ რამოდენიმე წლის წინანდელი კომპიუტერი გაქვთ მაშინ შეიძლება ასეთი რისკის ქვეშ იყოთ, თუმცა სანერვიულო არაფერია, მსგავსი შეტევის განხორციელება ძირითადად მაშინ ხდება როცა კომპიუტერს მოიპარავენ და იქიდან ინფორმაციის ამოღებას ცდილობენ, ეს კი ჩვენთან იშვიათად ხდება. თუმცა მაინც საჭიროა ინფორმირებულები ვიყოთ ამ საფრთხის შესახებაც.

Tuesday, April 10, 2012

ფლეშ ბარათის ჩემებური ინტერპრეტაცია

უსაქმურობის ჟამს ჩემ ძველ ნივთებში ვიქექებოდი და ვიპოვე ძველი ტელეფონი რომელსაც პანელი ქონდა საკმაოდ დაზიანებული და გადასაგდებადაც მენანებოდა და გამოსაყენებლადაც არ მჭირდებოდა, ამიტომ მოვიფიქრე ესეთი რამ:





ნუ ჯიბეში სატარებლად ცოტა მოუხერხებელია მაგრამ სახლში გამოსაყენებლად ნორმალური და ცოტა უცნაური ფლეშ ბარათი გამოვიდა. სხვა უცნაური ფლეშ ბარათების სანახავად გადადით ამ ბმულზე.

გამოიყენეთ internet explorer-ი კომპიუტერის ელემენტის უფრო დიდხანს გამოსაყენებლად


ტესტირების შედეგაად რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოთხმა წამყვანმა ბრაუზერმა (google chrome, mozila firefox, opera, internet explorer) ცნობილი გახდა რომ ყველაზე ნაკლებ რესურსს იყენებს ინტერნეტ ექსპლორერი. ტესტირების შედეგები ასე გადანაწილდა:
  1. Internet Explorer 9  -  104 წუთი
  2. Opera - 100 წუთი
  3. Firefox - 94 წუთი
  4. Google Chrome - 85 წუთი
ტესტირება მიმდინარეობდა ვინდოუს 7 სისტემაზე და რესურების დამზოგავი ფუნქცია გააქტიურებული იყო ლეპტოპზე.

როგორც ხედავთ ქრომის გამოყენებისას კომპიუტერი 20 წუთით ადრე გაითიშა, ზოგ შემთხვევაში  ზედმეტი 20 წუთი შეიძლება ძალიან ბევრს ნიშნავდეს. ასე რომ ლეპტოპის ბატარიის დაზოგვის მიზნით გამოიყენეთ IE ან Opera.

Monday, April 9, 2012

Ctrl+Alt+del კომბინაციის შექმნის ისტორია


საინტერესო და სასაცილო ისტორია ყველასთვის ცნობილი კლავიშების კომბინაციის გამოგონების შესახებ

Thursday, April 5, 2012

ვებ კამერის გატეხვა (hacking)

ალბათ უმეტესობისთვის უკვე ცნობილია თუ რა შეიძლება მოყვეს კომპიუტერში ვირუსის შემოღწევას, მითუმეტეს თუ კომპიუტერთან მიერთებულია ვებ კამერა.
ეცადეთ ყოველთვის დაფაროთ ვებ კამერა როცა არ იყენებთ მას.
წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენ გახდეთ მსგავსი თვალთავალის მსხვერპლი:

Webcam from ZBros Productions on Vimeo.

Tuesday, April 3, 2012

Monday, April 2, 2012

უცნაური კომპიუტერები

უცნაური კომპიუტერის სურათები
weird computer




Sunday, April 1, 2012

კლავიატურა ჯინსებზე - ახალი კონცეპტი

ამ უცნაური შარვალის დიზაინერია Erik de Nijs.
შარვალს აქვს usb მაუსი, დინამიკები და სრული ზომის ბლუთუზ კლავიატურა.
კლავიატურის გამოყენება ნებისმიერ პოზიციაშია შესაძლებელი.



Steganography - სტეგანოგრაფია, ტექსტის სურათებში და აუდიო ფაილებში დამალვა


სიტყვა სტეგანოგრაფია დამალულ წერას ნიშნავს, რომელიც ტექნოლოგიურ სამყაროში ნიშნავს ტექსტის დამალვას ნებისმიერ ფაილში (ტექსტი სურათში, ტექსტი ვიდეოში...).
მაგალითისთვის პროგრამა, რომელიც მალავს ტექსტს, სურათში ცვლის ფერის ტონალობას მაგალითად თუ სურათში არის მუქი წითელი ფერი, სტეგანოგრაფიული პროგრამა ოდნავ შეცვლის წითელ ფერში შემავალი პიქსელების ფერს, იქიდან გამომდინარე რომ სურათში არის მილიონობით პიქსელი, შეუიარაღებელი თვალისთვის ძნელია რამე სხვაობის აღმოჩენა ორიგინალ და მოდიფიცირებულ სურათს შორის.
სტეგანოგრაფია ასევე გამოიყენება კინო ინდუსტრიაში: მწარმოებელი ადებს watermark-ს თავის პროდუქციას რომელიც შეზღუდულ აუდიტორიაზეა გათვლილი (screener ხარისხი ძირითადად) და ინტერნეტში გაპარვის შემთხვევაში ადვილად პოულობს აპლოუდ საიტებზე.