Saturday, December 31, 2011





ესეც ალკოჰოლიკური განწყობისთვის



Friday, December 30, 2011

ფეისბუქის მესენჯერი ვინდოუსისთვის



გამოჩნდა ახალი აპლიკაცია ფეისბუქისთვის. მისი საშუალებით შეძლებთ ფეისბუქის მეგობრებს ეკონტაქტოთ ისე როგორც სკაიპით, იაჰუთი ან ნებისმიერი სხვა მესენჯერით. ეს არის ამ აპლიკაციის პირველი ვერსია და ჯერჯერობით რამოდენიმე პრობლემა აქვს რომლებიც იმედია შემდეგ ვერსიებში გამოსწორდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ აპლიკაცია მხოლოდ  ვინდოუს 7ზე ყენდება და XP-ს მომხმარებელი მას ვერ გამოიყენებს. ასევე ჯერჯერობით არ აქვს დარეკვის და და ვიდეოზარის ფუნქცია თუმცა ავტორები ირწმუნებიან რომ შემდეგ ვერსიებში ეს პრობლემა გამოსწორდება. ასევე არ არის ვერსიები მაკ და უნიქს სისტემებისთვის.

Sunday, November 27, 2011

დრაივერები ვინდოუს 98


დიდი ხანია რაც არაფერი დამიწერია რაც ნაწილობრივ ჩემი ბრალია, ნაწილობრივ გამოცდების და ნაწილობრივ საქართველოსთვის სამზადისის.
მოკლედ გამოვნახე დრო და მინდა შემოგთავაზოთ დრაივერების კრებული ვინდოუს 98-სთვის. ვისაც დაგიყენებიათ ეს ვინდოუსი ალბათ იცით რომ კაი საჩალიჩო საქმეა ასეთი ძველი დრაივერების მოძებნა. ამ კრებულიდან შეიძლება ყველა არ გამოგადგეთ მაგრამ  ზოგიერთი მაინც მაინც წავა თითქმის ყველა კომპზე. ასევე არის ანტივირუსიც რომლეიც თავისუფლად მუშაობს ვინ 98-ზე




download link 
მოცულობა 98მბ

Saturday, November 5, 2011

ქვეყნების კოდები ინტერნეტში



ქვეყნების კოდები ინტერნეტში




ad
ae
af
ag
ai
al
am
an
ao
aq
ar
as
at
au
aw
az
Andorra
Emiratos Arabes Unidos
Afganistan
Antigua y Barbuda
Anguilla
Albania
Armenia
Netherlands Antilles
Angola
Antarctica
Argentina
Americal Samoa
Austria
Australia
Aruba
Azerbajan

ba
bb
bd
be
bf
bg
bh
bi
bj
bm
bn
bn
bo
br
bs
bt
bv
bv
bw
by
bz
Bosnia
Barbados
Bangladesh
Belgium
Burkina Faso
Bulgaria
Bahrain
Burundi
Benin
Bermuda
Brunei
Brunei Darussalam
Bolivia
Brazil
Bahamas
Bhutan
Belarus
Bouvet Island
Botswana
Byelorussian SSR
Belize
ca
cc
cf
cg
ch
ch
ch
ci
ck
cl
cm
cn
co
com
cr
cs
cu
cv
cx
cy
cz
Canada
Cocos (Keeling) Islands
Central African Republic
Congo
Cantons of Helvetia
Confederation Helvetique
Switzerland
Cote D'Ivoire
Cook Islands
Chile
Cameroon
China
Colombia
Organización Comercial
Costa Rica
Czechoslovakia
Cuba
Cape Verde
Christmas Island
Cyprus
Czech Republic
de
de
dj
dk
dm
do
dz
Deutschland
Germany
Djibouti
Denmark
Dominica
Republica Dominicana
Algeria
ec
edu
eq
ee
eg
eh
es
et
Ecuador
Institución Educativa
Eslovaquia
Estonia
Egipto
Western Sahara
España
Ethiopia
fi
fj
fk
fm
fo
fr
Finlandia
Fiji
Malvinas
Micronesia
Faroe Islands
Francia
ga
gb
gd
ge
gf
gg
gh
gi
gl
gm
gn
gov
gp
gq
gr
gt
gu
gw
gy
Gabon
Gran Bretaña
Grenada
Georgia
French Guiana
Guernsey Islands (inc Alderney, Sark and Brethou Islands)
Ghana
Gibraltar
Greenland
Gambia
Guinea
Gobierno-Gubernamental
Guadeloupe
Equatorial Guniea
Greece
Guatemala
Guam
Guinea Bissau
Gyana
hk
hm
hn
hr
hr
ht
hu
Hong Kong
Heard and McDonald Islands
Honduras
Croatia
Hrvatska
Haiti
Hungria
id
ie
il
im
in
io
iq
ir
is
it
Indonesia
Ireland
Israel
The Isle of Man
India
British Indian Ocean Territory
Iraq
Iran
Iceland
Italia
je
jm
jo
jp
Jersey Island
Jamaica
Jordan
Japan
ke
kg
kh
ki
km
kn
kp
kp
kr
kr
kw
ky
kz
Kenya
Kyrgyzstan
Cambodia
Kiribati
Comoros
Saint Kitts y Nevis
Korea - Democratic People's Republic of
Corea del Norte
Republica de Corea
Corea del Sur
Kuwait
Islas Cayman
Kazakhstan
la
la
lb
lc
li
lk
lr
ls
ln
lt
lu
lv
ly
ly
Lao Peoples' Democratic Republic
Laos
Lebano
Santa Lucia
Liechtenstein
Sri Lanka
Liberia
Lesotho
Letonia
Lithuania
Luxembugo
Latvia
Libyan Arab Jamahiriya
Lybia
ma
mc
md
mg
mh
mil
mk
ml
mm
mn
mo
mp
mq
mr
ms
mt
mu
mu
mw
mx
my
mz
Marruecos
Monaco
Moldova
Madagascar
Islas Marshall
Organización Militar
Macedonia
Mali
Myanmar
Mongolia
Macau
Islas Northern Mariana
Martinica
Mauritania
Montserrat
Malta
Maldives
Mauritius
Malawi
Mexico
Malaysia
Mozambique
na
nc
ne
net
nf
ng
ni
nl
no
np
nr
nt
nu
nz
Namibia
Nueva Caledonia
Niger
Organización de Red
Isla Norfolk
Nigeria
Nicaragua
Netherlands
Noruega
Nepal
Nauru
Zona Neutral
Niue
Nueva Zealandia
om
org
Oman
Organización sin fines de lucro
pa
pe
pf
pg
pg
pg
ph
pk
pl
pm
pn
pr
pt
pw
py
Panamá
Perú
Polynesia Francesa
Nueva Guinea
Papua
Papua Nueva Guinea
Filipinas
Pakistan
Poland
Saint Pierre y Miquelon
Pitcairn
Puerto Rico
Portugal
Palau
Paraguay
qaQatar
re
ro
ru
rw
Reunion
Romania
Russian Federation
Ruanda
sa
sb
sc
sd
se
sg
sh
si
sj
sk
sl
sm
sn
so
sr
st
su
su
sv
sy
sy
sz
Arabia Saudita
Islas Solomon
Seychelles
Sudan
Sweden
Singapore
Saint Helena
Slovenia
Svalbard y Jan Mayen Islands
Slovakia
Sierra Leona
San Marino
Senegal
Somalia
Surinam
Sao Tome y Principe
Unión Sovietica
U.S.S.R.
El Salvador
Syria
Syrian Arab Republic
Swaziland
tc
td
tf
tg
th
tj
tk
tm
tn
to
tp
tr
tt
tu
tw
tz
Turks and Caicos Islands
Chad
French Southern Territories
Togo
Thailand
Tajikistan
Tokelau
Turkmenistan
Tunisia
Tonga
East Timor
Turkey
Trinidad y Tobago
Tuvalu
Taiwan
Tanzania
ua
ug
uk
un
us
us
uy
uz
Ukrainian S.S.R.
Uganda
United Kingdom
United States Minor Outlying Islands
United States
United States of America
Uruguay
Uzbekistan
va
va
vc
ve
vg
vi
vn
vu
Vaticano
Vaticano City State
Saint Vincent and the Grenadines
Venezuela
Virgin Islands (UK)
Virgin Islands (US)
Vietnam
Vanuatu
wf
ws
Wallis and Futuna Islands
Samoa
ye
yu
Yemen
Yugoslavia
za
za
zm
zw
Sud Africa
Zaire
Zambia
Zimbabwe

 
წყარო:  http://hardware60.tripod.com

Saturday, October 29, 2011

HDD კრიზისი




ალბათ გაიგებდით რომ ტაილანდში დიდი წყალდიდობა მოხდა, ამის შედეგად წყალქვეშ მოექცა მყარი დისკების მწარმოებელი ფირმების საწყობები. ასე რომ მყარი დისკების მარაგის 60პროცენტი არის წყალქვეშ და ბუნებრივია ფასები საგრძნობლად აიწევს. 500გბ-იან დისკებზე ფასებმა 30დოლარით აიწია ხოლო ტერაბაიტიანებზე 50დოლარით. მიხვდით ალბათ რომ ვინჩესტერის შეცვლისთვის სახარბიელო დრო არ არის.
მწარმოებლები თვლიან რომ შეძლებენ ზოგიერთი ნაწილების გადარჩენას რის გამოც ფასები ალბათ ძალიან არ აიწევს.


ესეც უფრო სრული ინფორმაციისთვის http://www.infoworld.com/t/hard-drives/the-impending-hard-drive-shortage-and-possible-price-hikes-176453

Friday, October 21, 2011

WINDOWS 7 გადმოსაწერი ლინკები



აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ ვინდოუს 7-ის საინსტალაციო (.ISO) ფაილები
ლინკები არის მაიკროსოფტის სერვერიდან ასე რომ ყველა არის ორიგინალი და სრული ფაილი. ვინდოუსის აქტუალიზაციის ვადა არის 30 დღე, ამ პრობლემის მოსახსნელად გადადით პოსტის ბოლოში


WINDOWS 7 x86 ENGLISH

http://msft-dnl.digitalrivercontent.net/msvista/pub/X15-65732/X15-65732.iso


Thursday, October 20, 2011

პოსტერები თქვენი დესკტოპისთვის 2

პოსტერები თქვენი კომპიუტერისთვის

თემა: კომპიუტერები, ჰაკინგი, მობილურები
რაოდენობა 80
მოცულობა: 28,2მბ


http://www.ziddu.com/download/16877265/walls.zip.html

სისტემის ფაილების შემოწმება

როცა რამე პრობლემა შეგექმნებათ სისტემურ ფაილებთან ან რამე ერორს დაგიწერთ, ან რომელიმე .dll ფაილი არ მუშაობს სწორად ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქცია

sfc /scannow.  შედით სტარტში და ჩაწერეთ cmd შემდეგ დააჭირეთ მარჯვენა მაუსით და 
აირჩიეთ run as administrator და ჩაწერეთ sfc /scannow  ამის შემდეგ დაელოდეთ პროცესის 
დასრულებას. თუ რამე შეცდომა იპოვა ჩაანაცვლებს ავტომატურად ახალი ფაილებით
 (ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ ვინდოუსის დისკის ჩადება)
თუ შეცდომები იპოვა და გამოასწორა აუცილებლად დაარესტარტეთ კოპიუტერი,
 თუ სკანირების პროცესი უპრობლემოდ დასრულდა მაშინ არ არის საჭირო გადატვირთვა




მობილური ტელეფონის ყველაზე ხშირი დაკარგვის ადგილები

ორიგინალი საიტი: https://www.mylookout.com/
სურათის გასადიდებლად დააჭირეთ მასზე

ენა - ინგლისური



Wednesday, October 19, 2011

ვინდოუს 7 აქტივაცია

მეც ისევე როგორც უმეტესობას საქართველოში პრობლემა მქონდა ვინდოუსის გააქტიურებასთან დაკავშირებით და ბევრი სხვადასხვა უაზრო პროგრამის გამოყენების შემდეგ ვიპოვე ერთი საინტერესო პროგრამა რომელიც ჯერ ჯერობით მუშაობს კარგად.
გამოყენებაც არის უადვილესი.
მოკლედ დავიწყოთ:
პირველ რიგში გათიშეთ ყველანაირი ანტივირუსი, ფაირვოლი, ვინდოუს დეფენდერი მოკლედ ყველაფერი,  ანტები როგორც წესი მსგავს პროგრამებს ვირუსებად აღიქვავენ რადგან ისინი სისტემაში ახდენენ ცვლილებებს. შემდეგ
გადმოწერეთ ეს ფაილი  და გაუშვით დაჭირეთ install,

ამოაგდებს კიდევ ერთ ფანჯარას და დაეთანხმეთ და დაიწყებს თავისთვის რაღაცეების ჩალიჩს :) რამდენიმე წამში მოგთხოვთ დარესტარტებას, დაეთანხმეთ და დარესტარტდება კომპი. ჩართვისას თქვენ უკვე გექნებათ აქტივირებული ვინდოუსი.
იმის შესამოწმებლად მართლაც იმოქმედა თუ არა პროგრამამ my computer (computer ვინ7-ზე) დააჭირეთ მარჯვენა მაუსი და აირჩიეთ properties და ნახეთ რა წერია სულ დაბლა:

სულ ეს არის მთელი პროცესი. შეკითხვების შემთხვევაში არ მოგერიდოთ კომენტარის დატოვება.

UPDATE:

თუ მოგინდებათ ამ პროგრამის წაშლა, გამოიყენეთ WAT REMOVER უბრალოდ გადმოწერეთ და გაუშვით ფაილი, დაელოდეთ სანამ დამთავრდება პროცესი, შემდეგ ავტომატურად დარესტარტდება. სულ ეს იყო :)

PDF to WORD document

PDF ფაილებს ყველანი ვიყენებთ და ხშირად მათი კონვერტაციაც გვიწევს, ზედმეტი პროგრამები რომ თავიდან ავიცილოთ გამოიყენეთ ეს საიტი.
უბრალოდ ატვირთეთ ფაილი რომლის კონვერტაციაც გინდათ:




http://www.pdfonline.com/pdf-to-word-converter/


სხვა ფუნქციებისთვის გადადით საიტის საწყის გვერდზე http://www.pdfonline.com/
სადაც შეგიძიათ ვორდის ფაილი გადაიყვანოთ PDF-ში, PDF გადაიყვანოთ html ფორმატში....

პატარა ბლოგის პატარა სტატისტიკა

მოკლედ რადგანაც ჩემი ბოლო პოსტი პოსტერები თქვენი დესკტოპისთვის არის ჩემი მეასე პოსტი გადავწყვიტე რაღაც პატარა შეჯამებასავით გამეკეთებინა იმ ერთგული მკითხველისთვის რომელიც მგონი რომ არ არსებობს.
უკვე 5 თვე გავიდა რაც ამ ბლოგს ხელი მოვკიდე და ამ დროის განმავლობაში სულ 5501 მომხმარებელი დაფიქსირდა უამრავი ქვეყნიდან რომლებიც დიდმა გუგლმა გადმოაგდო ალბათ ჩემს ბლოგზე და უმეტესობა უცხო ქვეყნიდან შემოსულებისა ვერაფერს გაიგებდა დარწმუნებული ვარ.


სულ დაიწერა 31 კომენტარი .
ერთ-ერთმა საიტმა ჩემი ბლოგი 40 დოლარად შეაფასა, თუმცა ადე რომელიღაცამ 66დოლარი გაიმეტა


გამოკითხვაში ნახულობენ თუ არა საინტერესო ინფორმაციას ბლოგზე, ოცდაორმა ადამიანმა დააფიქსირა თავისი აზრი, საბედნიეროდ უმეტესობამ დადებითი

Monday, October 17, 2011

პოსტერები თქვენი დესკტოპისთვის

ამ კოლექციაში არის 80 პოსტერი
თემა: კომპიუტერები, ჰაკინგი, ტელეფონები
მოცულობა: 41,1მბ






http://www.ziddu.com/download/16877035/Newfolder.zip.html

ვინდოუსის გასაღების ნახვა

ვინდოუსის გასაღების ნახვა შეიძლება ბევრ რამეში დაგვჭირდეს: შეიძლება გადაყენების შემდეგ დაგვჭირდეს ისევ თავიდან შეყვანა და ჯობია ცალკე გვქონდეს ამოწერილი, ან უბრალოდ სხვის ლიცენზირებულ ვინდოუსიან კომპიუტერზე გავუშვათ პროგრამა და გასაღები დავაკოპიროთ და შემდეგ ჩვენ ვისარგებლოთ ;) მოკლედ ბევრი გამოყენება შეიძლება მოუძებნოთ.

პროგრამას ინსტალაცია არ ჭირდება და არის სულ რამოდენიმე კილობაიტი ასე რომ სატარებლადაც მოსახერხებელია


გადმოსაწერი ლინკი: http://www.box.net/shared/lo6uvd5yno8msgnkces8

ოფიციალური საიტი: http://www.rcpsoft.net/

გაიგეთ აკოპირებენ თუ არა პოსტებს თქვენი საიტიდან

არის საიტი რომელიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ აკოპირებენ თუ არა პოსტებს ჩვენი საიტიდან, ამის გასაგებად ჩვენ მხოლოდ უნდა ჩავწეროთ ჩვენი საიტის მისამართი:

ასევე შეგიძლიათ ჩასვათ ამ საიტის ბანერი თქვენ გვერდზე

რა არის ბოტნეტი და რომელია ყველაზე მძლავრი მათ შორის

კომპანია ალარმზონის(alarmzone) მიერ გამოქვეყნებული ზოგადი მიმოხილვა ბოტნეტის შესახებ
სურათის გასადიდებლად დააჭირეთ მასზე


ენა - ინგლისური


Friday, October 14, 2011

სოციალური ქსელი diaspora*



როგორც ბევრი მეც ფეისბუქის მოძულეთა რიგებს მივეკუთვნები, თუმცა იძულებული ვარ ანგარიში მაინც მქონდეს, რადგან სხვანაირად დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან კავშირი შეუძლებელი ხდება, რათქმაუნდა არსებობს ტელეფონები მაგრამ საერთაშორისო ზარების კატასტროფული ფასების გამო ისევ ინტერნეტის სასარგებლოდ ვაკეთებ არჩევანს, სადაც ყველგან ფეხმოკიდებული ცისფერი ურჩხული მხვდება (ცისფერი ამ შემთხვევაში გეის არ ნიშნავს :)) ). მოკლედ დიდი ხნის წინ დავიწყე ფეისბუქის შემცვლელის ძიება მაგრამ საინტერესო პროექტი ვერ ვიპოვე. შემდეგ დაახლოებით ერთი წლის წინ გადავაწყდი პროექტ დიასპორას. მაშინ ეს მხოლოდ იდეის დონეზე იყო, თუმცა საკმაოდ საინტერესო ჩანდა. რამოდენიმე თვის წინ კი ჩვენ უკვე მივიღეთ სოციალური ქსელის ალფა ვერსია.

ინტერნეტის კაბელები წყალქვეშ

დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცოდით რომ ინტერნეტ კავშირის მხოლოდ 1% ხორციელდება სატელიტით, დანარჩენი 99% კი წყალქვეშა კაბელებით. სურათზე არის რუქა რომელზეც კარგად ჩანს კაბელები ოკეანეების ფსკერზე.

ეს არის საიტი სადაც შეგიძლიათ ნახოთ იგივე რუქა დააზუმოთ და ზუსტად ნახოთ კაბელების მარშრუტი მთელს მსოფლიოში, თითოეული ფერის კაბელს შეესაბამება სახელი რომელიც მარჯვენა მხარეს მენიუში შეგიძლიათ იხილოთ: http://www.submarinecablemap.com/

Tuesday, October 11, 2011

ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება

ყველამ ვიცით ალბათ საიტი http://speedtest.net/ სადაც შეიძლება ჩვენი ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება.
მაგრამ ასევე არის იუთიუბის სერვისი რომელიც ამოწმებს ჩვენი ინტერნეტის სიჩქარეს.
მგონი საინტერესოა http://www.youtube.com/my_speed

გუგლის ვიდეო გაკვეთილები

ვიპოვე ძალიან საინტერესო გვერდი იუთიუბზე სადაც პატარა გაკვეთილებია სხვადასხვა თემებზე. მაგალითად ვინც კომპიუტერშ კარგად ვერ ერკვევა ახსნილია რას ნიშნავს HTTPS,HTTP,SSL ასვე არის რჩევები თქვენი მეილის და უკაბელო ინტერნეტის დაცვაზე. მოკლედ საინტერესოა, აი რამდენიმე ვიდეოც



დაათვარიელეთ საიტი ინტერნეტის გარეშე

ალბათ გქონიათ ისეთი შემთხვევა როცა ინტერნეტი გაქვთ გათიშული არადა სამეცადინოდ გჭირდებათ რომელიმე საიტი, ან უბრალოდ ისეთ ადგილზე ხართ სადაც არ იჭერს ინტერნეტი არადა გჭირდებათ რომელიმე საიტზე განთავსებული ინფორმაცია. თქვენ შეგიძიათ სასურველი საიტი შეინახოთ თქვენ კომპიუტერში და როცა მოგინდებათ მაშინ გახსნათ და მოიძიოთ ინფორმაცია.
ამისთვის დაგჭირდებათ ერთი პატარა პროგრამა.
გადმოწერეთ ოფიციალური საიტიდან: http://www.httrack.com/

გადმოწერის მერე დააყენებთ ჩვეულებრივად და გახსნით, დააჭირეთ NEXT
დაარქვით რამე სახელი თქვენ პროექტს და კატეგორიას, თუ გსურთ რომ შეცვალოთ ადგილი სადაც ინახავს გადმოწერილ საიტს ასევე მიუთითეთ:

Saturday, October 8, 2011

GOOGLE TV

ახლა უკვე ტელევიზორებზეც გადავიდა გუგული დეიდა


ბოლოს უნიტაზებსაც შემოგვთავაზებს სავარუდოდ

Friday, October 7, 2011

STEVE JOBS

საერთოდ და განსაკუთრებით დღეს ამ ადამიანზე ძალიან ბევრი დაიწერა, მე ნადმვილად ვერ შევძლებ რამე ახალის თქმას ან რამის დამატებას. უბრალოდ ერთი პოსტი მინდა რომ დავუთმო იმ ადამიანს რომელმაც კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ვრცელი ინფორმაცია რამოდენიმე ენაზე შეგიძლიათ იხილოთ პოსტის ბოლოს

                                



კალკულატორის შეცდომა ვინდოუსში

იცოდით რომ ბილ გეიტსის აზრით 4-4 =-4.5616607....

აი ვიდეოც

თუ მაინც არ გჯერათ ცადეთ თვითონ :)

Thursday, October 6, 2011

გაიგეთ თუ იყენებენ თქვენი მეზობლები თქვენ ინტერნეტს (wifi)

ამ პატარა პროგრამის საშუალებით გაიგებთ თუ იყენებს თქვენს გარდა სხვა პირი თქვენ უკაბელო ინტერნეტს.
პროგრამის გამოყენება არის უადვილესი, დააყენეთ სტანდარტულად და გაუშვით, ის ავტომატურად დაიწყებს ქსელის სკანირებას და რამდენიმე წამში გაჩვენებთ შედეგს:


ამ შემთხვევაში მე და ჩემი კომპიუტერი მარტო ვართ ქსელში როუტერთან ერთად.


საიტის ლინკი: http://www.nirsoft.net

გადმოსაწერი ლინკი საიტიდან: http://www.nirsoft.net/utils/wnetwatcher_setup.exe

p.s. პროგრამა ასკანერებს მხოლოდ იმ ქსელს რომელშიც ჩართული ხართ ასე რომ ხაცკერობა არ ცადოთ ;)

გაიგეთ თქვენი სიკვდილის თარიღი

ინტერნეტში ძრომიალისას გადავაწყდი ამ სახალისო საიტს. ჩაწერეთ თქვენი დაბადების თარიღი, წონა, და კიდევ რამოდენიმე მონაცემი და გაიგებთ როდის აღესრულებით :)))

საიტზე ასევე სიმაღლე უნდა გადაიყვანოთ ფუტებში, ამისთვის უბრალოდ დაგუგლეთ cm to feet და პირველივე შედეგი იქნება ონლაინ კონვერტორი.

აი საიტის მისამართი http://www.deathclock.com/

ესეც ჩემი აღსასრულის დღე :(  ცოტაღა დამრჩენია :((

Wednesday, October 5, 2011

საინტერესო ფაქტები ინტერნეტის შესახებ

რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ინტერნეტის ცხოვრებიდან

1. ინტერნეტის ანუ უბრალოდ ქსელის შექმნა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო.
პირველი მესიჯი რომელიც გაიგზავნა იყო LOG. სინამდვილეში უნდოდათ გაეგზავნათ LOGIN მაგრამ ქსელმა გადატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა.

2. პირველი გვერდი ინტერნეტში იყო: http://info.cern.ch/hypertext/WWW/TheProject.html გვერდი შეიცავდა ინფორმაციას მსოფლიო ქსელის შესახებ და თუ რა ადვილად შეიძლებოდა ყველას შეექმნა html გვერდები. 

სამწუხაროდ ეს გვერდი არ იქნა დიდი ხნის განმავლობაში შენახული, თუმცა რეკონსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

3.პირველი „სმაილიკი" შეიქმნა 1979 წელს კევინ მაკინზის (Kevin Mackenzie) მიერ და იყო მხოლოდ ) და არ ქონდა სახის ფორმა. 3 წლის შემდეგ იგი შეიცვალა და მიიღო სტანდარტული :) სახე. იდეის ავტორი იყო სკოტ ფალმანი (Scott Fahlman)

4. პირველი ვებ კამერა შეიქმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იგი უყურებდა ცარიელ ყავის მადუღარას. აი კადრებიც:  

Tuesday, October 4, 2011

თქვენი საკუთარი ხელწერა კომპიუტერში

პასტების ცნობილმა ფირმა PILOT-მა შემოგვთავაზა ჩვენი კალიგრაფიით გვეწერა კომპიუტერში.
იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია:


Sunday, October 2, 2011

GOOGLE MOTION ახალი სერვისი გუგლისგან

საკმაოდ სახალისო და საინტერესო პროექტი გუგული დეიდასგან.
ჩვენ უკვე შეგვიძლია ფოსტა გავგავნოთ ხელების მოძრაობით, კლავიატურის გამოყენების გარეშე. ამისთვის გვესაჭიროება მხოლოდ ვებ კამერა.

Saturday, October 1, 2011

USB ფლეშ ბარათის დაცვა



USB ბარათის დაცვა საკმაოდ პრობლემატური საკითხია როგორც აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე რამოდენიმე რჩევა დავწერო როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი საყვარელი "ფლეშკა".
პირველ რიგში სანამ დაბლა მოცემულ რჩევებს მიყვებით ფლეშკა დააფორმატეთ აუცილებლად, ამით წაიშლება ყველაფერი ფლეშკიდან, მათ შორის ვირუსებიც, თუ არის რათქმაუნდა

დასაწყისისთვის ყველაზე კარგი იქნება თუ გამოვრთავთ autorun-ის ფუნქციას ჩვენ კომპიუტერში რომელიც წაადგება ფელშკის დაცვას, გადახედეთ ამ პოსტს

1--- ეს არის პატარა პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ რომ დაიცვათ USB ბარათი კომპიუტერიდან ვირუსის შეღწევისგან.
გადმოწერეთ პროგრამა http://www.gaijin.at/en/dlusbwp.php
დაყენება არ ჭირდება. გახსენით პროგრამა ადმინისტრატორის უფლებებით სანამ შეუერთებთ ფლეშკას და აირჩიეთUSB write protection ON და შეგიძლიათ დახუროთ ფანჯარა.

დესკტოპზე თქვენი კამერის გამოჩენა

სათაური კარგად ვერ ჩამოვაყალიბე :))
ვინდოუს შვიდის და ვისტას მომხმარებლებისთვის პრობლემას წარმოადგენს საკუთარი კამერის ჩართვა მითუმეტეს თუ პორტატული კომპიუტერი გაქვთ.
ეს საიტი გვთავაზობს ამ პრობლემის გადაწყვეტას, პროგრამის დაყენების შემდეგ თქვენ ჩართავთ კამერას უპრობლემოდ, გადაიღებთ სურათებს, ვიდეოს და ა.შ.

http://www.bustatech.com/webcamviewer-a-simple-viewer-for-webcam/

Tuesday, September 27, 2011

დაცული სურათის გადმოწერა

მოკლედ დღეს რაღაც საიტიდან სურათების გადმოწერა მინდოდა მაგრამ არ მაწერინებდა მოკლედ მომეშალა ნერვები და დავიწყე გადმოწერის ალტერნატიული ვარიანტის ძებნა და მივაგენი ერთ ხერხს, ძალიან ადვილს მაგრამ ვაკეთებთ გუგლ ქრომის ბრაუზერით

უფასო მუსიკების გადმოსაწერი საიტი



ამ საიტით საკმაოდ დიდი ხანია ვსარგებლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ.
არ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ რამე სიმღერა ვერ მეპოვოს.

გადახედეთ შეიძლება თქვენც მოგეწონოთ

mp3skull.com

Saturday, September 24, 2011

SYSTEM BACKUP 2

სისტემის სარეზერვო კოპიის შენახვა საკმაოდ აუცილებელი პრცესია რომელიც თავიდან აგვაციელბს ვინდოუსის ყოველ წუთში გადაყენებას და პროგრამების თავიდან ჩაწერას და ა.შ.

ამ პოსტში აგიხსნით როგორ გავაკეთოთ ბექაფი გარე მოწყობილობაზე (ფლეშ მეხსიერებაზე, დისკებზე, დამატებით მყარ დისკზე...)

მოკლედ დავიწყოთ და სტარტ მენიუში საძიებო ველში ჩავწეროთ BACKUP და ავირჩიოთ ძიების პირველი შედეგი:


სისტემის შესაკეთებელი დისკის შექმნა

სისტემის შესაკეთებელი დისკის ქონა საჭიროა მაშინ როცა რამე შეცდომის გამო ვინდოუსი აღარ ირთვება. დისკის შექმნა ძალიან ადვილია

სტარტ მენიუში შევიდეთ და საძიებო ველში ჩავწეროთ backup
და ავრიჩიოთ პირველივე ვარიანტი

Thursday, September 22, 2011

უფასო ანტივირუსი+ვირუსი

უფასო ანტივირუსის არჩევა არც ისე ადვილია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, გუგლში მოძებნისას შეიძლება ვირუსს გადავეყაროთ.
იხილეთ ვიდეო:

Wednesday, September 21, 2011

ადმინისტრატორის უფლებების მოპოვება ვინდოუს 7

ადმინისტრატორის უფლებების მოპოვება შეიძლება ძალიან ადვილად: გახსენით cmd და ჩაწერეთ ეს: net user administrator /active:yes

შემდეგ ენტერი და მორჩა

ტორენტ კლიენტის უსაფრთხოება 2


წინა პოსტში შემოგთავაზეთ ერთ-ერთი საშუალება თქვენი ტორენტ კლიენტის დასაცავად.
შეიძლება საქართველოში ეს პრობლემა არ არის მაგრამ ალბათ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ქონიათ პრობლემა ინტერნეტ პროვაიდერებთან რომლებიც ცდილობენ დაბლოკონ ტორენტის ტრაფიკი ან შეამცირონ და ამით დაიწევს გადმოწერის სიჩქარეც.
ამის თავიდან ასაცილებლად შემოგთავაზებთ რამდენიმე საშუალებას Utorrent-ის მაგალითზე.

 - პირველ რიგში დავშიფროთ ჩვენი ტრაფიკი რომ პროვაიდერს გაუჭირდეს გარკვევა ტორენტის ტრაფიკია თუ არა. ამისთვის: optiones>>preferences>>BitTorrent>>protocol encryption>> ჩამოშალეთ მენიუ და აირჩიეთ forced

Tuesday, September 20, 2011

კომპიუტერში შენახული პაროლების ნახვა


ხშირად გვავიწყდება ხოლმე რომელიმე საიტის პაროლი ან საიტი საერთოდ სადაც დავრეგისტრირდით :))
აქ ჩამოვთვლი რამოდენიმე საშუალებას როგორ გავიგოთ კომპიუტერში შენახული პაროლები.

შეგვიძლია პაროლები გავიგოთ უკვე მზა პროგრამების გამოყენებით:

Sunday, September 18, 2011

ბევრი სკაიპის გახსნა უცხო პროგრამის გარეშე

აქ აგიხსნით როგორ გავხსნათ სხვადასხვა სკაიპის ექაუნთი ერთდროულად სხვა პროგრამების გამოყენების გარეშე. ინტერნეტში გავრცელებული ლაუნჩერების უმეტესობას მიკრული აქ ვირუსი(ჯი-ნეტში დანამდვილებით ვიცი), ასე რომ ჯობია ზედმეტი ხლაფორთი თავიდან ავიცილოთ.

მოვძებნოთ საქაღალდე სადაც დაინსტალრიებულია სკაიპი. თუ სინტალაციისას მისამართი არ შეგიცვლიათ მაშინ იქნება ასე: C:\Program Files (x86)\Skype\Phone
ამ საქაღალდეში მყოფ სკაიპის ფაილს დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკი და ავირჩიოთ: Send to > Desktop (create shortcut)


Saturday, September 17, 2011

ვინდოუს XP აჩქარება 2

კიდევ ერთი მეთოდი ვინდოუს XP-ის ასაჩქარებლად:

ეს არის ინტერნეტის სიჩქარის მომატება, დეფაულტად ვინდოუს არეზერვებს ინტერნეტის სიჩქარის 20%-ს, ჩვენ შეგვიძლია მოვხსნათ ეს შეზღუდვა ასე:

RUN>>gpedit.msc


Administrative Templates >> Network >> QoS Packet Scheduler
Limit Reservable Bandwith


Limit Reservable Bandwith > Enabled , Bandwith limit 20% შეცვალეთ 0%


დააჭირეთ ოკ და დაარესტარტეთ კომპიუტერი.

Friday, September 16, 2011

.OCX ფაილის რეგისტრაცია რეესტრში

ზოგჯერ კომპიუტერში რაიმე პროგრამის ან თამაშის გახსნისას გვიგდებს ერორს და გვთხოვს რამე .OCX ფაილს. ამ ფაილის უბრალოდ გადმოწერა და მერე სისტემის საქაღალდეში ჩაგდება არაფერს არ იზავს, ასეთ ფაილს ჭირდება რეგისტრაცია რეესტრში. ეს პროცესი ძალიან მარტივია თუმცა დღეს კაი ხანი ვეჩალიჩე ვერაფრით ვერ დავაყენე.

მოკლედ პრინციპი ასეთია start>>run>>cmd  ოღონდ cmd გაუშვით ადმინისტრატორის უფლებებით და ჩაწერეთ: RegSvr32 რამეფაილი.OCX  (მაგ.   RegSvr32 MSINET.OCX) არ დაგავიწყდეთ ადგილის გამოტოვება. ამის შემდეგ ENTER და ყველაფერი მზად არის. მაგრამ შეიძლება ამან არ იმუშაოს (როგორც მე დამემართა დღეს) ამ შემთხვევაში გავაკეთე ასეთი რამე: დაარესტარტეთ კომპი და შედით SAFE MODE-ით (კომპიუტერის მიხედვით სხვადასხვა ღილაკი შეიძლება იყოს საჭირო F2,F8...) რო ჩართავთ კომპიუტერს სასურველ რეეესტრის ფაილს დააკლიკეთ მარჯვენა მაუსის ღილაკით აირჩიეთ choose default program შემდეგ browse და მოძებნეთ computer>>local disc(c/d ან სხვა რომელ დისკზეც გაქვთ ვინდოუსი დაყენებული)>>windows>>system32  და მოძებნეთ ფაილი RegSvr32

 და დააჭირეთ OPEN და OK და ყველაფერი მზად არის ამ შემთხვევაში არ უნდა ამოაგდოს არანაირი ერორი. თუ მაინც მოხდა შეცდომა დაწერეთ და ვეცდები დაგეხმაროთ.

Thursday, September 15, 2011

ბიტტორენტ სერვისის უსაფრთხოება I


ჩვენთან საკმაოდ გავრცელებულია ტორენტებით სარგებლობა თუმცა აქამდე არ მომსვლია აზრად ამ თემაზე დამეწერა რამე. ეს რამდენიმე ხანია რაც ინტერნეტში მხვდება სხვადასხვა პოსტები სდაც წერენ რომ პრობელმები ექმნებათ არალეგალური და არალიცენზირებული მასალის გადმოწერისას (ფილმები, მუსიკა, პროგრამები...)
მსგავსი პრობლემის შესახებ საქართველოში არ მსმენია (გარდა იმისა რომ უბრალოდ საიტები დახურა მთავრობამ :))) ) მაგრამ მგონი მაინც საჭიროა იმის ცოდნა თუ როგორ დავიცვათ თავი მსგავსი შემთხვევებისგან.
თავიდანვე ავღნიშნავ რომ არ არსებობს 100%-იანი უსაფრთხოების გარანტია მაგრამ იმ მეთოდების გამოყენება რომლებსაც მე ჩამოვთვლი ბევრად ჯობია საერთოდ არაფრის გამოყენებას.
პრიველ რიგში ორი სიტყვით გეტყვით როგორ ხდება ნებისმიერი ტორენტის მომხამრებლის მიგნება.

Wednesday, September 14, 2011

სკაიპის 60 წუთიანი უფასო კრედიტი

სკაიპს დარწმუნებული ვარ ყველანი ვიყენებთ და ისიც გეცოდინებათ რომ ტელეფონზე დარეკვა ფასიანია. მაგრამ არის საშუალება უფასო კრედიტების მიღების. ამისთვის გვჭირდება ფეისბუქის და სკაიპის ანგარიში (სკაიპში თქვენი ტელეფონის ნომერი უნდა იყოს მითითებული).
შევდივართ ფეისბუქის https://www.facebook.com/apps/application.php?id=153660601316465&sk=app_209467532427272 ამ გვერდზე და ვალაიქებთ, შემდეგ გამოჩნდება ასეთი გვერდი:

Tuesday, September 13, 2011

უკაბელო ინტერნეტი და მისი უსაფრთხოების ძირითადი კონფიგურაცია

პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ხალხს ვინც შემოდიოდა ამ ბლოგზე და თავისთვის საჭირო ინფორმაციას ნახულობდა. დასვენება ცოტა გამიგრძელდა, ხან კომპიუტერთან საერთოდ ვერ ვხვდებოდი, ხან ახალი პოსტის დაწერა მაგრად მეზარებოდა :))
მოკლედ ეს იყო მეტნაკლებად საპატიო მიზეზები. ვეცდები ისევ შემოგთავაზოთ ახალი და საინტერესო პოსტები.






უკაბელო ქსელები, ცნობილია როგორც Wi-Fi ან 802.11 ქსელები,რომელიც საშუალებას იძლევა კომპიუტერი(ები) დაუკავშირდენენ ერთმანეთს ან ინტერნეტს რადიო სიგნალის საშუალებით. ამ შემთვევაში ნებისმიერ მოწყობილობას რომელსაც აქვს Wi-Fi-ის მხარდაჭერა შეუძლია დაიჭიროს ეს სიგნალი თუ იმყოფება ხელმისაწვდომ დიაპაზონში, აქედან გამომდინარე უკაბელო ქსელები არ არის უსაფრთხო.
პრობლემა ისაა, რომ როდესაც თქვენ ყიდულობთ უკაბელო ქსელის მოწყობილობას, მას სტანდარტულად არ აქვს გააქტიურებული დაცვის ფუქნციები, ეს ნიშნავს იმას რომ თქვენ უნდა მიუთითოთ საჭირო პარამეტრები, ანუ დააკონფიგურიროთ დაცვის შესაბამისი წესები რომ დაიცვათ თქვენი ქსელი და კომპიუტერი.

რა საფრთხეები არსებობს?

Friday, August 19, 2011

ჩვეულებრივი პროგრამის პორტაბელურად გარდაქმნა




ამ პოსტში გაგაცნობთ ერთ ძალიან საინტერესო და საჭირო პროგრამას რომლის საშუალებითაც ნებისმიერ პროგრამას გარდაქმნით პორტაბელურად.

პროცესი ძალიან ადვილია ასე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს.
შევუდგეთ საქმეს და გადმოვწეროთ ეს პროგრამა

Wednesday, August 17, 2011

google+

ახალი სოციალური ქსელის google+ (G+) ის შესახებ ალბათ უკვე ყველამ იცის. მეც ამ ცოტა ხნის წინ გამიკეთეს მოწვევა და დავრეგისტრირდი, მიმოვიხედე და კარგი რამეა სასიამოვნო ინტერფეისი აქვს და რაც ყველაზე მეტად მომხიბლა იყო მეგობრების დაყოფის ფუნქცია, ანუ თქვენი დადებული სურათი თუ ვიდეო თუ რაც იქნება შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი მეგობრების რომელი ჯგუფის წევრებმა ნახონ. შეიძლება სხვა სოციალურ ქსელსაც აქვს მსგავსი ფუნქცია მაგრამ რადგან დიდად არცერთს არ ვიყენებ ამიტომ ჩემთვის "ახალი ხილია".

მოკლედ ნეტშიც მოვიძიე ინფორმაცია ამ ახალ პროექტზე და ყველა აღფრთოვანებულია, ზოგს ჯერავს რო ფაცებუქს ჩაძირავს ზოგს არა. ბევრი რო არ გავაგრძელო გადავაწყდი ერთ საინტერესო სერვისს რომელიც გაალამაზებს თქვენი ექუნთის ლინკს. მაგალითისთვის:
თუ თქვენი პროფილის მისამართი არის: https://plus.google.com/102043247788356875633/posts
შეგიძლიათ გახადოთ ასეთი: gplus.to/თქვენისახელი . ეს სერვისი ჯერ ახალია და ბევრი სახელი არის ხელმისაწვდომი ასე რომ იჩქარეთ.
ესეც საიტის მისამართი:  http://gplus.to/

პ.ს. ვისაც სურვილი აქვს მოსაწვევების დაწეროს კომენტარებში მეილი

Saturday, August 13, 2011

კომპიუტერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიტები

1. http://www.securitytube.net/  >>>>>>> ვიდეოები ჰაკინგზე და საინტერესო ინტერვიუები
                                                             კომპიუტერის სფეროში

2. http://ha.ckers.org/  >>>>>>>>>> საინტერესო სტატიები ჰაკინგზე და უსაფრთხოებაზე


3. http://lifehacker.com/  >>>>>>>> საინტერესო რჩევები ჰაკინგზე და კომპუტინგზე


4. http://www.irongeek.com/  >>>>>>> საინტერესო რჩევები კომპიუტერი უსაფრთხოებაზე


5. http://www.offensive-security.com/blog/  >>> ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰაკერული ბლოგი
                                                                      რომელიც ასევე ატარებს ტრეინინგებს და არიგებს    
                                                                      სერთიფიკატებს.

Thursday, August 11, 2011

windows.old წაშლა

როცა ვინდოუსს გადავაყენებთ დესკტოპიდან ან დაფორმატების გარეშე ჩავწერთ ახალ ვინდოუსს ან რამე პრობლმების გამო ბექაფს გააკეთებს სისტემა,
ჩნდება  ძველი  ვინდოუსის კოპია რომელიც საკმაოდ დიდ ადგლის იკავებს. ასე რომ თუ ძველი ვინდოუსი არ შეიცავს თქვენთვის საჭირო ფაილებს, შეგიძლიათ წაშალოთ.

მიყევით ვიდეოს და საკამოდ ადვილად წაშლით ამ ფაილს.

პ.ს. ვიდეო ორჯერ დავაპაუზე და შემდეგ ისევ გავაგრძელე ძალიან რომ არ გაწელილიყო დრო. ზოგ პროცესს (მაგალითად წაშლის) ჭირდება დრო, ასევე რათქმაუნდა სიჩქარე დამოკიდებულია თქვენ კომპიუტერზეც.


http://www.youtube.com/watch?v=OnGgn6h2F6E

Wednesday, August 10, 2011

კომპიუტერის დაცვა

როცა ახალ კომპიუტერს ვიყიდით ან ვინდოუსს თავიდან დავაყენებთ, საჭიროა რამდენიმე კონფიგურაციის შეცვლა რომ შედარებით უფრო დაცული გავხადოთ ჩვენი კომპიუტერი.

მიყევით ვიდეოს და დააყენეთ ყველაფერი ისე როგორც ნაჩვენებია.

პ.ს. ვიდეო ცოტა ჭედავს მაგრამ ყურება შეიძლება.





http://www.youtube.com/watch?v=FUP91gelggI

Tuesday, August 9, 2011

ბიოსის ვირუსის მოშორება

 ბევრს გონია რომ ბიოსის ვირუსი არ არსებობს და ნებისმიერი სახის ვირუსის მოშორება შეიძლება დისკის დაფორმატებით, თუმცა ეს ასე არ არის.

 ვირუსები რომლებიც ბიოსის სისტემაში ჯდებიან მართლა არსებობენ თუმცა გვხვდებიან ძალიან იშვიათად. მაგრამ მაინც რადგან არსებობენ საჭიროა მათი მოშორების გზაც ვიცოდეთ.
ბიოსის ვირუსების პოვნა ჩვეულებრივი ანტვირუსული პროგრამით შეუძლებელია რადგან ანტივირუსი ამოწმებს მყარი დისკის მონაცემებს ხოლო ბიოსი კი მდებარეობს ცალკე დედაპლატაზე ამიტომ ანტივირუსი არაეფექტურია. ასეთი ვირუსის არსებობის შესახებ მიგვანიშნებს ის რომ კომპიუტერი უცნაურად იქცევა, უდროო დროს იხსნება სხვადასხვა ფანჯარა ან გვიწერს რომ კომპიუტერი დავირუსებულია და გთავაზობთ რომელიღაც უცნაური ანტივირუსის გადმოწერას და დაყენებას, და ამ ყველაფრის ფონზე თქვენი ანტივირუსი გიწერთ რომ სისტემა არ არის დავირუსებულიო.

ბიოსის ვირუსის მოშორება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა და თუ თქვენ ვერ რისკავთ ამის გაკეთებას მაშინ თხოვეთ იმას ვისაც ასე თუ ისე მაინც ესმის კომპიუტერი და აუხსენით რა როგორ უნდა გააკეთოს ამ პოსტის მიხედვით.

Sunday, July 31, 2011

PDF ფაილის ვირუსი

PDF ფაილებს ყველანი ვიყენებთ, მაგრამ ბევრმა არ იცის რომ ამ ტიპის ფაილებსაც შეიძლება მოყვებოდეს ვირუსები რომელბზეც ანტივირუსები არ რეაგირებენ. უკეთეს შემთხვევაში ფაილის რომელიმე ონლიან სკანერზე ატვირთვამ შეიძლება მოგვცეს შედეგი და გამოჩნდეს რომ არის დავირუსებული, თუმცა კარგი ვირუსი არც ამ შემთხვევაში არ გამოჩნდება და წყნარად გაეშვება ჩვენ კომპიუტერში. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად დავწერ რამოდენიმე მეთოდს. ეს მეთოდები არ უზრუნველყოფენ 100%-იან დაცვას მაგრამ საკმაოდ დაგვეხმარებიან ამ ტიპის საფრთხის თავიდან აცილებაში.
 მაშ ასე :

 პირველ რიგში ყოველთვის გქონდეთ თქვენი PDF reader-ის განახლებული ვერსია ანუ დააყენეთ აფდეითები.

Friday, July 29, 2011

მოზილას აჩქარება


მოზილა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაუზერია რომელსაც ძალიან ბევრი შესაძლებლობები აქვს. თუმცა ხანდახან ისე ვერ მუშაობს როგორც საჭიროა, არის ნელი და ხშირად იჭედება.

ამ პოსტში შემოგთავაზებთ მოზილას აჩქრების რამდენიმე მეთოდს:

Monday, July 25, 2011

PC კომპიუტერის არჩევა

ერთ-ერთ ჩემს პოსტში განვიხილე პორტატული კომპიუტერების თვისებები და თუ რომელი ჯობდა

ამ პოსტში გადავწყვიტე რამოდენიმე რჩევა მოგცეთ ჩვეულებრივი PC კომპიუტერის ყიდვისთვის. დავიწყოთ აწყობა:

CPU  - პროცესორის არჩევა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს რადგან დღეს ნებისმიერი პროცესორი დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნილებებს. თუ მაინც ანიჭებთ დიდ მნიშვნელობას მაშინ გეტყვით რომ უმჯობესია შეიძინოთ intel-ის ნაწარმი რომელიც არის იმ წლის გამოშვება როცა კომპიუტერს ყიდულობთ. ინტელის პროცესორი რომელის მოდელიც არის ერთი ასო და ოთხი ციფრი (T4400) არის უკვე მოძველებული.


ფეისბუქის ვირუსები



ჰაკერების მსხვერპლი ყოველთვის ხდება ისეთი საიტი რომელიც მომხმარებლის ნაკლებობას არ განიცდის. ასე რომ არც ფეისბუქი გამორჩენიათ თვალთახედვიდან. წარმოგიდგენიათ ალბათ 500 მილონზე მეტ მომხმარებლიანი საიტი რამხელა ინტერესს წარმოადგენს ჰაკერებისთვის.

მიუხედავად იმისა რომ ფეისბუქი "თავგამოდებით" ცდილობს თავდაცვას ჰაკერებისგან, შეუძლებელია სრულყოფილად დაცული საიტის შექმნა. ფეისბუქშ თავდაცვის ყველა მეთოდს ნამდვილად ვერ შემოგთავაზებთ მაგრამ მოგცემთ რამდენიმე რჩევას რომლის გათვალისწინება ღირს.

Sunday, July 24, 2011

paypal-ის ახალი ვირუსი

არცთუ დიდი ხნის  წინ გავრცელდა ფეიფალის ახალი ფიშინგ მეილი რომელიც გამოიყურება ასე:


Transaction ID: 6DR682947P3939243

Dear Customer,

You sent a payment of $137.38 USD to surfermom2 (craig.lister@yahoo.com)
Thanks for using PayPal. To see all the transaction details, log in to your PayPal account.
It may take a few moments for this transaction to appear in your account.

Seller Note to seller
surfermom2 You haven't included a note.
craig.lister@yahoo.com 



Shipping address - unconfirmed Shipping details
Tina Duff USPS First Class Mail International
407 1st Ave N
RR2
Chesley ON N0G 1L0
Canada
--------------------------------------------------------------------------------------------------------
Description Unit price Qty Amount
--------------------------------------------------------------------------------------------------------
New Fotomax Digital
Item# 140517603050 $124.99 USD 1 $124.99 USD
-------------------------------------------------------------------------------------------------------- 
Shipping and handling $12.39 USD
Insurance - not offered ----
Total $137.38 USD

Payment $137.38 USD
Charge will appear on your credit card statement as “PAYPAL *CRAIGLISTER"
Payment sent to craig.lister@yahoo.com 
>From amount $137.02 CAD
To amount $137.38 USD
Exchange rate: 1 Canadian Dollar = 1.00972 U.S. Dollars

Note: If you haven't authorized this transaction ,click the link below to dispute transaction and get full refund.
Go to the Help Center at: www.paypal.com/nz/help.

Get verified Pay with your bank and you're 100% protected against unauthorized payments sent from your PayPal account. Log
in and click the Unverified link below your name.
Please do not reply to this email. This mailbox is not monitored and you will not receive a response. For assistance, log in
to your PayPal account and click Help in the top right corner of any PayPal page.
To change your email notifications, log in to your PayPal account and go to your Profile to update your settings.

Copyright 1999-2011 PayPal. All rights reserved.

PayPal Email ID PP843


ზუსტად ამ სახის და ამ მონაცემების მეილი მიიღო რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად რომელთაც არანაირი შეხება არ ქონიათ ამ წერილში მოხსენიებულ პირთან.
ეს ჯერ ჯერობით არის ახალი რამ და ძალიან გავრცელებული არ არის თუმცა წინასწარ ცოდნა ჯობია ვიდრე გვიან :))

ADVANCED PC TWEAKER

ეს პროგრამა განკუთვნილია კომპიუტერის მუშაობის ასაჩქარებლად და სისტემის გასაწმენდად. მიუხედავად იმისა რომ მე ხელით ჩალიჩი მირჩევნია პროგრამების გარეშე, ეს პროგრამა მაინც გამოვიყენე და სიმარლე გითხრათ თავისი სახელი გაამართლა რადგან ბევრი ფუნქცია აქვს საკმაოდ.

გადმოწერა დაყენება სტანდარტული. დაყენების მერე ჩაირთვება ავტომატურად (თუ არა და ჩართეთ ხელით)

როცა დაასრულებს დაყენებას გამოჩნდება ფანჯარა რომელიც გთავაზობთ სკანირებას, მონიშნეთ ყველა ჩამოთვლილი პუნქტი და დააჭირეთ სკანირებას

Thursday, July 21, 2011

საიტზე შესვლა რეგისტრაციის გარეშე

ყველას მოგვდის ხოლმე ალბათ რო რამე საიტზე გვინდა შესვლა და ინფორმაციის წაკითხვა ან ფაილის გადმოწერა გვინდა და რეგისტრაციის გარეშე არ გვაძლევს წვდომას. ხოდა მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად არის შექმნილი ეს საიტი: http://bypass.rd.to:41/index.php  აქ დამატებულია ბევრი ცნობილი საიტი და ამ საიტზე შესასვლელი სახელი და პაროლი. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვისი ანგარიში.

ასევე შეგიძლიათ თქვენც დაამატოთ საიტი რომელიც არ არის სიაში.

Edit:

www.bugmenot.com

იგივე ტიპის სერვისი

დროებითი მეილები



დღეს ინტერნეტში საკმაოდ მომრავლდა საიტები სადაც უბრალოდ ინფორმაციის სანახავადც კი უნდა გაიარო რეგისტრაცია და ჩაწერო შენი მეილის მისამართი სადაც შემდგომ მოგივა უამრავი სპამი უაზრო წერილებით, ზოგიერთი მათგანი შელიძლება შეიცავდე ვირუსებს. ეს ყველაფერი რომ ავიცილოთ თავიდან შემოგთავაზებთ დროებითი მეილის სერვისს. ქვემოთ ჩამოთვლილ საიტებზე შესვლისას თქვენ მოგენიჭებათ საფოსტო მისამართი რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთ საიტზე რეგისტრაციისას რომელიც მერტო ერთ მომენტში გჭირდება და მეორედ იქ  აღარ მოგიწევს შესვლა

Tuesday, July 19, 2011

PREMIUM ACCOUNTS

აქ არის რამოდენიმე უცხოური ფაილ ჰოსტინგის პრემიუმ ექაუნთები. კაი რამეა იმათთვის ვისაც არ უყვარს ფაილის გადმოწერისას ლოდინი და ძალიან შეზღუდული სიჩქარით გადმოწერა.

CISCO IT ESSENTIALS



არ ვიცი რამდენად ადვილად იშოვება ინტერნეტ სივრცეში სისკოს სახელმძღვანელოები მაგრამ მგონი ბევრს გამოადგება ეს პროგრამა.

ეს არის სისკოს ოფიციალური სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია. არის ძალიან საინტერესო. არის სახალისო სასწავლი, ასევე აქვს თავისი პრაქტიკებიც მოკლედ ძალიან კარგი რამეა ვისაც კომპიუტერის და ქსელების  საწყისი ეტაპის სწავლა უნდა.

საიტის უსაფრთხოების შემოწმება

პროგრამა sucuri-ს საშუალებით შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში შეამოწმოთ ამა თუ იმ საიტის მდგომარეობა, არის თუ არა ვირუსებიანი და ასე შემდეგ.
ამ ლინკზე შეხვალთ და ჩაწერთ სასურველ საიტს: http://sitecheck.sucuri.net/scanner/

და მიიღებთ შედეგს. მაგალითად :