Monday, February 6, 2012

რადიაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები (RFID radiation)


 თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იმატა რადიაციამაც რომელსაც ასხივებენ ეს ტექნოლოგიები. მცირე დოზით ეს რადიაცია უვნებელია ადამიანისთვის მაგრამ ამ რადიაციის რეგულარული ზემოქმედება ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას და იწვევს სერიოზულ დაავადებებს მათ შორის კიბოს და უშვილობას.
დღეს დღეობით ჩვენ იძულებული ვართ რომ თითქმის მუდმივად ვიყოთ რადიაციის მოქმედების ქვეშ და უნდა ვეცადოთ როგორმე ცოტათი მაინც დავიცვათ თავი.
რადიაციას ასხივებს იმ ელექტრო მოწყობილებების 99% პროცენტი რომელთაც ჩვენ ყოველდღე მოვიხმართ მაგალითად: მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ტელევიზორები, wi-fi როუტერები, პრინტერები, სკანერები, ელექტრო წიგნები, ზოგადად wifi , 802.11, bluetooth, GPS  და სხვა ქსელები. როგორც ხედავთ ყველაფერი გამოსცემს რადიაციას, სხვადასხვა აპარატები სხვადასხვა დონის გამოსხივებას გამოსცემენ. მაგალითად ტელევიზორი შედარებით ნაკლებ რადიაციას ასხივებს ვიდრე მობილური ტელეფონი ან თქვენი უკაბელო ქსელის როუტერი.
რადიაციის მოქმედების ნიშნებია:




  • თავის ტკივილები, 
  • უძილობა,
  • ნერვების ადვილად მოშლა,
  • კონცენტრაციის ნაკლებობა,
  • გულის რევის შეგრძნებები უმიზეზოდ,
  • ფსიქოლოგიური პრობლემები, 
  • მეხსიერების პრობლემები და სხვ.

როგორც ხედავთ რადიაცია საკმაოდ სერიოზულად მოქმედებს ადამიანზე და შეძლებისდაგვარად უნდა შევამციროთ რადიაციის მოქმედება ჩვენ ორგანიზმზე.



შემოგთავაზებთ რამოდენიმე ადვილ საშუალებას რადიაციისგან თავის დასაცავად:
ამ ვიდეოში ნახავთ უბრალო ალუმინის ბადით როგორ შეიძლება შევამციროთ რადიაცია.


ამ ვიდეოში ნახავთ მობილური ტელეფონის გამოსხივებისგან თავის დასაცავად ძალიან ადვილ გზას რომელიც საგრძნობლად ამცირებს გამოსხივებას.






კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ გამოსხივებისგან თავის დასაცავად

  • ელექტრო მოწყობილობების გამოსხივება უმეტეს შემთხვევაში მოქმედებს მაშინ როცა ძალიან ახლოს ვართ მათთან, ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ დაშორება იყოს 1მეტრი დაახლოებით ამ დისტანციაზე შედარებით უსაფრთხოდ ვიქნებით რადგან კომპიუტერის, მობილურის, ტელევიზორის(არ ვგულისხმობ ძველ ყუთივით ტელევიზორებს და მონიტორებს) და სხვა ყოველდღიური გამოყენების აპარატები ამხელა მანძილზე უვნებლები არიან.მაგალითად ოფისში ეცადეთ რომ პრინტერები, სკანერები და სხვისი კომპიუტერები თქვენგან მინიმუმ 1მეტრში იყოს. 
  • ასევე სახლში ძილის წინ მობილურ ტელეფონს ნუ დაიდებთ თავთან. ასევე ნუ ჩამოეკიდებით მობილურზე და შემოიფარგლეთ მხოლოდ აუცილებელი ზარებით, საჭორაოდ ჯობია სახლის ტელეფონი გამოიყენოთ. ასევე ბევრს გონია რომ BLUETOOTH სპიკერის დამაგრებით შეამცირებენ რადიაციის მოქმედებას ტვინზე, თუმცა ეს ასე არ არის. როგორც ყველა ქსელი  BLUETOOTH-იც გამოყოფს გამოსხივებას და თან გამოსხივების წყაროს პირდაპირ ტვინთან იმაგრებთ. ალბათ მიხვდებით რომ უაზრობაა ბლუტუზის სპიკერის გამოყენება რადიაციისგან დაცვის მიზნით.
  • სახლში ყოფნისას თქვენი პორტატული კომპიუტერი როუტერში შეაერთეთ კაბელით და გამოურთეთ WIFI ფუნქცია. ამ საშუალებით თქვენ გამორთავთ როუტერის რადიაციის წყაროს რაც საკმაოდ დიდი პლიუსია. ასევე ეცადეთ რომ როუტერიც მაქსიმალურად მოშორებით დადოთ.
  • ეცადეთ ასევე კომპიუტერიდან მაქსიმალურად დაშორებული იჯდეთ, დღევანდელ  LCD და LED ტიპის მონიტორებს გამოსხივება თითქმის არ აქვს მაგრამ სამაგიეროდ გამოსხივება აქვს კეისს, ამიტომ ეცადეთ რომ ის იდგას იატაკზე და მაქსიმალურად მოშორებით.  ლეპტოპის შემთხვევაში მისგან შორს ყოფნა ცოტა ძნელია :D მაგრამ ეცადეთ რომ არ ჩაიდოთ კალთაში, თუ მაინც ლოგინში ან სავარძელში გინდათ მისი გამოყენება ქვევიდან დაუდეთ რამე მაგარი თხელ ალუმინის ფირფიტასთან ერთად.
თემასთან დაკავშირებული საჭრო საიტები

ამ საიტზე თქვენ გაიგებთ რომელ მობილურ ტელეფონს რამდენი გამოსხივება აქვს. მაგალითად ბლექბერის იმდენად მაღალი აქვს რომ გადავიფიქრე მისი ყიდვა მიუხედავად ჩემი დიდი სიმპატიისა ამ ტელეფონისადმი.
ამ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ  20 ყველაზე მაღალ გამოსხივებიანი ტელეფონი. (დაშვებული ლიმიტი არის 1.6)

სრული ცხრილი იხილეთ აქ:

ასევე საიტი მობილური ტელეფონის გამოსხივებაზე და მისგან დაცვის საშუალებებზე http://www.radiationtalk.com/info/protection.php

საიტი ზოგადად ელექტრო მოწყობილებების გამოსხივებაზე http://electricsense.com/

კიდევ ერთი სტატია რადიაცასთან და მის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით http://www.emwatch.com/Computers.htm

სტატია პორტატული კომპიუტერების რადიაცასთან დაკავშირებით 

აქ კი ნახავთ ცხრილს რომელი ელექტრო მოწყობილობა რამდენ რადიაციას გამოცემს

იმედია გამოგადგებათ რჩევები. თუ სხვა საშუალებებიც იცით რადიაციისგან თავის დასაცავად კარგი იქნებოდა თუ გაგვიზიარებთ

1 comment:

  1. ჯიგრული პოსტია

    ReplyDelete