Saturday, April 27, 2013

WINDOWS 8 DOWNLOAD / ვინდოუს 8 გადმოწერა




ვინდოუს 8-ის გადმოსაწერი ბმულები:

  • Windows 8 Pro

  • Windows 8 Release Preview

  • Windows 8 Pro RTM (leak)

  • Windows 8 Enterprise RTM (leak)

  • Windows 8 RTM (leak)

  • Windows 8 Enterprise N (leak)

 

Monday, April 22, 2013

Windows 7 to All versions




ამ პოსტში აგიხსნით როგორ გადააკეთოთ თქვენი ვინდოუს 7-ის საინსტალაციო .iso ფაილი ყველა ვინდოუსის ვერსიად ანუ ინსტალაციის დაწყებისას შეძლებთ არჩევას რომელი ვერსია დააყენოთ (მაგ. home premium, professional, starter...)
ამის გაკეთება არის ძალიან ადვილი:
ამოაარქივეთ  ვინდოუს 7-ის .iso ფაილი თქვენი არქივატორით (winrar, 7zip), შემდეგ მოძებნეთ source  საქაღალდე და ამ საქაღალდეში მოძებნეთ ei.cfg ფაილი და წაშალეთ ის

ამის შემდეგ ისევ თავიდან შექმენით საინსტალაციო თავიდან imgburn  ან რომელიმე  სხვა პროგრამის გამოყენებით. რათქმაუნდა შეგიძლიათ ისედაც გაუშვათ ინსტალაცია  ახალი .iso ფაილის შექმნის გარეშე, უბრალოდ გახსენით საქაღალდე და გაუშვით setup.exe


Monday, April 15, 2013

Forensics-AntiForensics (ვინდოუსის სისტემის დაცვა, კვალის წაშლა)




აქ მინდა შემოგთავაზოთ პატარა სტატია კომპიუტერის (ვინდოუსის სისტემის) დაცვაზე
სამწუხაროდ დროში გამიგრძელდა დასრულება და თან ვერ მოვახერხე იმ ყველაფრის დაწერა რაც გეგმაში მქონდა,
თუმცა დასაწყისისთვის მგონი არაუშავს. 
გამოდგომით ყველას გამოადგება დამწყებიდან დაწყებული დამსრულებელით დასრულებული.


ეს პატარა სტატია ეხება კომპიუტერიდან ინფორმაციის მოპოვების გზებს და ასევე ამ ინფორმაციის განადგურების საშუალებებს.

 ვის შეიძლება გამოადგეს ეს სტატია?
- სტატია გამოადგება დამწყებ სპეციალისტს ინფორმაციის შეგროვების სფეროში.
- დამნაშავეს, რომელსაც სურს თავისი კვალის გაქრობა კომპიუტერიდან.
- ნებისმიერ სხვა მომხმარებელს რომელსაც სურვილი აქვს დაიცვას თავისი პირადი ინფორმაცია და ანონიმურობა ვირტუალურ სამყაროში.

 ვისთვის არ არის განკუთვნილი ეს სტატია:
- ვინც მხოლოდ ფეისბუქს იყენებს კომპიუტერში.
- ვინც არ იცის ელემენტარული სერვისები, ვინდოუსს მოყოლებული პროგრამები, სტარტი, ცმდ და ა.შ.
- ვინც მხოლოდ ზუსტი, შეუცდომელი ინსტრუქციების გარდა სხვა ინსტრუქციებს ვერ მიყვება (იგულისხმება ის რომ ყველას სხვადასხვა ვინდოუსის ვერსია ქვს დაყენებული და ფოლდერების სახელები ან ადგილმდებარეობა შეიძლება სხვადასხვა იყოს).

ავტორი იხსნის პასუხისმგებლობას :
1. სტატიაში მოცემული ინსტრუქციების არასწორად, დაუდევრად, მოუმზადებლად, წინასწარი ცოდნის არქონით მიყენებული ზიანისგან.
2. სხვა პიროვნებისადმი გულის ტკენისგან
3. დამნაშავის დახმარების, კვალის მიგნების გართულებით მიყენებული გრძნობებისგან.
4. კვალის ბოლომდე ვერ დაფარვისგან.
5. და სხვა მსგავსი სისულელეებისგან.


მცირე შესავალი

Wednesday, April 3, 2013

BITCOIN (btc) თანამედროვე ფულის ერთეული



BITCOIN (btc) წარმოადგენს თანამედროვე ვირტუალურ და ანონიმურ ფულის ერთეულს. არ არსებობს ქაღალდის ფული ან მონეტები, ის არსებობს მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში. მიუხედავად ამისა BITCOIN-ი ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტაა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბიზნესმენები დიდი რაოდენობით ფულს აბანდებენ მასში ინფლაციისგან თავის დასაცავად.
ამ მომენისთვის ერთი ბიტკოინის ფასი არის 141 ამერიკული დოლარი.
BITCOIN-ის უდიდესი უპირატესობა სხვა ვალუტასთან შედარებით არის ის რომ მას არ ეხება ინფლაცია, ტრანზაქციების გაკეთებისას თქვენ არ გჭირდებათ გარკვეული პროცენტის ვინმესთვის გადახდა, შეგიძლიათ იგი ყველანაირი სასყიდლის გარეშე გამოიმუშაოთ და ა.შ.
ბიტკოინების დაგროვება ხდება ვირტუალურ საფულეში (დაახლოებით ისეთი როგორიც არის paypal, emoney  და სხვები.) თუმცა ასევე არსებობს პროგრამები რომლის საშუალებითაც თქვენი საფულე გექნებათ კომპიუტერში.

BITCOIN-ის შექმნის ისტორია:

ბიტკოინი შეიქმნა უცნობი დეველოპერის (ან დეველოპერთა ჯგუფის)  Satoshi Nakamoto მიერ 2008 წელს და პირველად ქსელში გაუშვეს 2009 წელს. მის შემქმნელზე სხვა არაფერია ცნობილი.
ბიტკოინი იყოფა ერთეულებად რომლებსაც სატოში (satoshi) ქვია, შედგება 9 ციფრისგან 0.00000000
მეტი მნიშვნელოვანი ამ თემაზე მგონი არაფერია მოსაყოლი.


BITCOIN-ის მოპოვება: