Thursday, June 30, 2011

ვინდოუს XP აჩქარება

მინდა ძალიან საინტერესო და საჭირო საიტი გაგაცნოთ ყველას და განსაკუთრებით მათ ვისაც ვინდოუს XP უყენია. ამ გვერდზე მოცემულია როგორ ავაჩქაროთ და გავმართოთ ჩვენი XP. ყველაფერი წერია ინგლისურ ენაზე მაგრამ ენის დიდი ცოდნა არ ჭირდება.
მოკლედ გადახედე ისიამოვნე და კიდევ შემოგვიარე :)

http://9tutorials.com/2007/10/09/make-your-windows-xp-run-faster-than-never-before.html

Wednesday, June 29, 2011

კომპიუტერის აჩქარება 2

კიდევ რამოდენიმე რჩევა კომპიუტერის ასაჩქარებლად:

მენიუს გამოძახების სისწრაფის აჩქარება, ანუ მაუსის კლიკის და მენიუს გამოჩენის შორის დროის შემცირება:

ესეიგი შევდივართ: run>>regedit>>HKEY_current_user>>control panel>>desktop
დავაჭიროთ desktop და მარჯვენა მხარეს გამოჩნდება ფაილების ჩამონათვალი, მოვძებნოთ menuShowDelay

Monday, June 27, 2011

spybot search & destroy გამოყენება

ვიწყებ ახალ პროექტს :D ნელ ნელა შემოგთავაზებთ ხოლმე სხვა და სხვა ანტივირუსული პროგრამების განხილვას და გამოყენებას, ყველაფერი იქნება დასურათებული და კარგად ახსნილი. გაუგებრობის შემთხვევაში შეგიძლიათ კითხვები დატოვოთ კომენტარებში.

ამ ახალი პროექტის გახსნის პატივი ხვდა ბევრი კომპიუტერის სპეციალისტის საყვარელ პროგრამას, ასევე არაერთი პოპულარული გამოკითხვების ლიდერს: spybot search & destroy. ეს არის შესანიშნავი პროგრამა რომელიც არის საკმაოდ ფუნქციონალური და საიმედო. ინტერფეისის გაადვილების მიზნით სხვა და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს ცალ ცალკე ანუ ცალკე ფაილებად და შეგიძლიათ ის ფაილი გადმოწეროთ რომელიც გჭირდებათ. ოფიციალური საიტის ლინკი: http://www.safer-networking.org/en/index.html
დღეს განვიხილავთ  საიტზე მარჯვენა ზევითა კუთხეში ჩამოთვლილი პროდუქტებიდან პირველს.

Saturday, June 25, 2011

Gmail უსაფრთხოება


დამეთანხმებით ალბათ რო Gmail-ი ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და დაცული ფოსტაა. მას ყავს მილიონობით მომხმარებელი და ჩვენთანაც საკმაოდ პოპულარულია. მისი "გატეხვა" საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, ასე რომ ჰაკერების უმრავლესობა მეილზე კონტროლის მოპოვებას სხვა ხერხებით ცდილობს რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ადვილია, მითუმეტეს რომ მომხმარებელის უმრავლესობა საკმაოდ დაუკვირვებელია.

Thursday, June 23, 2011

USB აუტორანის ვირუსი

ხშირად გვქონია ალბათ შემთხვევა როცა ფლეშ მეხსიერების ბარათს (ფლეშკას) შევუერთებთ კომპიუტერს და ანტივირუსი პოულობს აუტორანის ვირუსს. ეს ფაილი შეიძლება არც იყოს ვირუსი, მაგრამ რადგანაც მოწყობილობის ავტომატურად გაშვებას გულისხმობს ანტი არ აძლევს საშუალებას რომ გაუშვას. თუმცა როცა ეს ფაილი დავირუსებულია და ანტი არ გვიყენია, ან გვიყენია მაგრამ არ ახდენს რეაგირებას შეიძლება ვირუსი გაგვეპაროს კომპში. აუტორანის ვირუსი ასევე ვრცელდება დისკებითაც და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი დისკებითაც რომლებიც მოყვება ჟურნალებს  ან პირატული დისკებიდან. ამიტომ სიფრთხილეს თავი არ ტკვიაო ასე რომ დავიცვათ თავი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის ერთი ძალიან ადვილი გზა - აუტორანის ფუნქციის გამორთვა კომპიუტერში.

საიდან ჩნდება ვირუსები ჩვენ კომპიუტერში? 2

როგორც იცით იმისთვის რომ ვირუსი ჩვენ კომპიუტერში მოხვდეს სულაც არ არის აუცილებელი რამე ფაილის გადმოწერა. უბრალოდ საიტზე შესვლაც საკმარისია ჩვენ კომპიუტერში ჯაჭვური რეაქციის დასაწყებად რომელსაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოყვეს.
ლინკის უსაფრთხოების შესამოწმებლად მიყევით აქ მითითებულ ინსტრუქციებს.

აქ კი ნახეთ რა შეიძლება მოხდეს როცა სახიფათო ლინკზე გადავალთ ან უბრალოდ არასწორად დავწერთ საიტის მისამართს:

Wednesday, June 22, 2011

უფასო სივრცე ინტერნეტში



ხშირად მოგსვლიათ ალბათ როცა კომპიუტერში ადგილი არ გყოფნით და იძულებული ხართ თქვენი საყვარელი ფაილები წაშალოთ. მიუხედავად იმისა რომ არის ბევრი ფასიანი სერვისი რომლებიც გთავაზობენ დამატებით სივრცეს ინტერნეტში, ფულის გადახდა არავის გვიყვარს, მითუმეტეს ინტერნეტში სადაც კაცმა არ იცის ვის ანდობ შენ პირად მონაცემებს. ასე რომ აქ ჩამოვწერ რამდენიმე საიტს რომლებიც გთავაზობენ სივრცეს ინტერნეტში ოღონდ უფასოდ. სამწუხაროდ სივრცე შეზღუდულია.

Saturday, June 18, 2011

ლინკის უსაფრთხოების შემოწმება

მინდა გაგანოცთ ყველასთვის აკრგად ცნობილი ანტივირუსის DR.web-ის ერთი საინტერესო ფუნქცია.
ეს არის ლინკის შემმოწმებელი ანუ მაგალითად რამე საიტზე გვინდა შესვლა და არ გავს უსაფრთხოს ლინკი (ლინკის უსაფრთხოებაზე  იხილეთ ეს თემა) მისი უსაფრთხოების შესამოწმებლად ვიყენებთ ამ პატარა პლაგინს რომელიც ბრაუზერშივე ინსტალირდება. ყველა ბრაუზერისთვის არის ცალკე გადმოსაწერილ ლინკი, თქვენ აირჩიეთ რომელიც გინდათ ან ყველა :))

Friday, June 17, 2011

კომპიუტერის ონლაინ სკანირება

რაღაცა საინტერესოს რო ვიპოვი ხოლმე ეგრევე აქ მოვარბენინებ რო რაც შეიძლება სწრაფად დავწერო :))


სხვადასხვა ანტივირუსები გვთავაზობენ კომპიუტერის სკანირებას ონლაინ რეჟიმში, ეს ნიშნავს რო ანტივირუსის დაყენება არ გვჭირდება. ეს საკმაოდ კარგი მოფიქრებაა რადგან არ გვიწევს ზედმეტად კომპიუტერის დატვირთვა სხვადასხვა პროგრამებით რაც ჩვენი მანქანის წარმადობაზე ცუდად აისახება.

პორტატული კომპიუტერის არჩევა

დღეს საკმაოდ საინტერესო ლექცია მქონდა  პორტატულ კომპიუტერებთან დაკავშირებით ბევრი ისეთი რამ გავიგე რაც არ ვიცოდი აქამდე და მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა სანამ დამავიწყდა :)):

პორტატული კომპიუტერები იყოფა რამდენიმე კატეგორიად :
1.laptop-ები რომელთა ფასიც საკმაოდ მაღალია (1000 ევროდან ზევით)
2.notebook-ები არის ის პორტატული კომპიუტერები რომლებიც უმრავლესობას აქვს, ანუ საშუალო დონის კომპიუტერია.
3.netbook-ები რომლებიც საკმაოდ შეზღუდულია მონაცემებში თავისი ზომებიდან გამომდინარე (ეკრანის რეზოლუცია 10´´ მაქსიმუმ)

ამ სიას შემდეგ მოყვება:
4.tablet-ები
5.PDA ანუ pocket PC
6.smartphone-ები რომელიც ძრითადად არის PDA +ტელეფონის ფუნქციით.

საიდან ჩნდება ვირუსები ჩვენ კომპიუტერში?

საიდან ჩნდება ვირუსები ჩვენ კომპიუტერში?

დრო და დრო ყველას გვაწუხებს ეს პრობლემა და გვაფიქრებს საიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო ვირუსი, მე ხო არც პორნო საიტებზე შევდივარ და არც უცხო ხალხისგან გამოგზავნილ ფაილებს ვიღებ?
საქმე იმაშია რომ ვირუსისგან თავის დაცვა არც ასე მარტივია. მავნე პროგრამები (ზოგადად ვირუსები) დღითი დღე ვითარდებიან და სულ უფრო და უფრო წარმოუდგენელი გზით ხვდებიან ჩვენ კომპიუტერებში. ერთ ერთი ასეთი მითი იყო ის რომ აუდიო ფაილებს და ვიდეო ფაილებს არ ქონდათ ვირუსები მაგრამ ეს მითიც დაიმსხვრა. ცოტა ხნის წინ გადავაწყდი ერთ პოსტს სადაც ერთი დაზარალებული ამტკიცებდა რომ გადმოწერა ფილმი და ჩართვის მერე კომპიუტერის უცნაური ქმედებები შენიშნა (რამდენჯერმე გამოჩნდა და გაქრა CMD ფანჯარა) და

დაბლოკილ საიტებზე შესვლა

ალბათ ყველამ გაიგეთ რომ საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერებმა საკმაოდ ბევრი საიტი დაბლოკეს რადგან აგვისტოს 5 დღის პირატული ვარიანტი იდო. დაბლოკილ საიტებში არის ისეთი საიტები რომლებსაც ყველანი ვიყენებდით. გული რო არ დაგვწყდეს და ისევ შევძლოთ მათი გამოყენება ამისთვის გამოგადგებათ ეს პროგრამა, რომელასაც არ ჭირდება დაყენება, უბრალოდ უნდა გაუშვათ.
ყველაფერი კარგად არის ახსნილი ჩემ წინა პოსტში.

მეთოდები დაბლოკილ საიტებზე შესვლის საკმაოდ მრავალრიცხოვანია, ეს არის ტექნიკურ დეტალებში გაუთვითცნობიერებლი და ზარმაცი მომხმარებლისთვის, ადვილი და მუშა ვარიანტი.

სახალისო რეკლამა







ეს რეკლამა ხშირად ტრიალებს ტელევიზორსჰი და ყოველ ჩვენებაზე თავს ვერ ვიკავებ რო კარგად გულიანად არ ვიცინო:))

იქნებ თქვენც გაგამხიარულოთ

Wednesday, June 15, 2011

ინტერნეტის უსაფრთხოდ/ანონიმურად გამოყენება II

ეს არის პატარა პროგრამა რომლის საშუალებითაც შევალთ ნებისმიერ დაბლოკილ საიტზე, პროგრამას დიდი ხანია იყენებენ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ჩინეთი, საუდის არაბეთი და მსგავსი ქვეყნები სადაც ცენზურის გამო ხალხი ინფორმაციულ ვაკუუმშია (ეს ერთ ერთ საიტზე ეწერა პროგრამის განხილვაში)

მივხედოთ საქმეს:

პროგრამის გამოყენება არის უადვილესი, არ ჭირდება ინსტალაცია.

გადმოწერის შემდეგ უბრალოდ ორჯერ ვაკლიკებთ პროგრამას და ჩარითვება, პროგრამასთან ერთად ჩარითვება IE-ც რადგან დეფაულტ ბროუსერად აქვს მითითებული. IE-ს ავტომატურად ჩართვა შერგიძლიათ გამოურთოთ ოპციებიდან.





დაბლოკილ საიტებზე შესვლა ამ პროგრამის ერტადერთი დადებითი თვისება არ არის, ეს პროგრამა ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციის დაშიფვრას წერილების გაგზავნისას და უბრალოდ უსაფრთხოდ მოძრაობას ინტერნეტში.

დავტესტე და მუშაობს 100% შემიშვა ისეთ საიტებზე საიდანაც ცნობილი პროქსებიდან ვერ შევდიოდი.

მოკლედ აი ოფიციალური საიტი http://www.ultrareach.com/  გადმოწერა უფასოა

როგორ წავშალოთ ROOTKIT ვირუსები

ამ ტიპის ვირუსები საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენენ დღეს დღეობით რადგან ანტივირუსების უმეტესობა ვერ პოულობს მათ.
ისინი საკმაოდ კარგად ინიღბავენ თავს, რეესტრში და სისტემაში გაშვებულ ვირუსებს არქმევს იგივე სახელებს რაც ნამდვილ პროცესებს ქვია და ამიტომ ხელით ამოსაშლელადაც საკმაოდ ძნელია. მის მოსაშორებლად არის რამდენიმე პროგრამა, მე შემოგთავაზებთ საუკეთესოს მათ შორის:  იგი საფუძვლიანად ასკანერებს თქვენს კომპიუტერს და შლის ყველა მსგავსი სახის ვირუსს. თანაც არის უფასო და არ ჭირდება გააქტიურება და სერიალებზე ჩალიჩი.

ინტერნეტის უსაფრთხოდ/ანონიმურად გამოყენება

აღარ მოვყვები იმაზე საუბარს თუ რამდენად სახიფათოა ინტერნეტში ძრომიალი და ათასნაირი ფაილების გადმოწერა, პირდაპირ გადავალ საქმეზე და შემოგთავაზებთ პორტაბელურ მოზილას ბრაუზერს რომელსაც უკვე დაყენებული აქვს Tor აპლიკაცია, ეს აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს უსაფრთხოდ და ანონიმურად შევიდეთ ნებისმიერ საიტზე და არ დაფიქსირდება ჩვენი ნამდვილი IP მისამართი
გადმოსაწერი ლინკი :  http://www.box.net/shared/lo6uvd5yno8msgnkces8

გადმოწერის მერე ამოაარქივეთ და ამოარქივებულ ფოლდერში მოთავსებული .exe ფაილი გაუშვით.
საკმაოდ მოსახერხებელია თან სატარებლად (მაგალითად ფლეშ მეხსიერების ბარათზე) და საჭირო შემთხვევაში გამოსაყენებლად.

დაწვრილებითი ინსტრუქციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო: https://media.torproject.org/video/2009-install-and-use-tor-browser-bundle.ogv

.PNG TO .ICO

ხანდახან გვინდა ხოლმე სასურველი იკონი დავუყენოთ ხოლმე საქაღალდეს მაგრამ ვერ ვაყენებთ რადგან გვჭირდება .იცო ფორმატში გადაყვანა და ამისთვის კიდევ პროგრამის გადმოწერა და დაყენებაა საჭირო.
http://www.convertico.com/ ეს საიტი თავიდან აგაცილებთ ზედმეტი პროგრამების დაყენებას თქვენ კომპში.
ერთადერთი რაც არის საჭირო სურათი უნდა იყოს .PNG ფორმატში. ამ ფორმატში გადაყვანა არ არის ძნელი Paint-ით ან photoshop-ით ძალიან ადვილად ხდება.

თავდაცვა უცხო კომპიუტერთან მუშაობისას

როდესაც ჩვენი კუთვნილი კომპიუტერი კარგად დაცული გვაქ თავისუფლად შეგვიძლია შევიყვანოთ ჩვენი მონაცემები და პაროლები (თუმცა ბოლომდე დაცული ყოფნა ძალიან ძალიან ძნელია) მაგრამ ხშირად გვიწევს ჩვენთვის უცხო კომპიუტერების გამოყენება მაგალითად ინტერნეტ კაფეებში, სამსახურში და მეგობართანაც კი.
საერთო მოხმარების კომპიუტერები როგორიცაა ინტერნეტ კაფის ან ბიბლოითეკის ან აეროპორტის არის ყველაზე მეტად დაუცველი და ათასნაირი შპიონი პროგრამებით დატენილი. (ვიცი რადგანაც მეც მიმაიმუნია ბავშვობაში :D)
ალბათ ბევრს აინტერესებს როგორ შეიძლება თავდაცვა ამ შემთხვევაში, მე მოგიყვანთ რამდენიმე საშუალებას რომელიც დაგეხმარებათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ საერთო მოხმარების კომპიუტერები.

Tuesday, June 14, 2011

windows antivirus trojan წაშლა

არსებობენ ისეთი ვირუსები რომლებზეც ვერაფრით ვერ იფქირებთ რომ შეიძლება ვირუსი იყოს. ასეთ ვირუსებს მიეკუთვნება windows XP antivirus, windows 7home security და ასე შემდეგ. ერთი შეხედვით არის ანტივირუსი, დახასიათება მოყვება სასწაული და რატომაც არ გადმოვწეროო იფიქრებს ასეთი ტიპის ვირუსებში გაურკვეველი ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალიან საზიზღარი და მომაბეზრებელი ვირუსი. მისი გადმოწერის და დაყენების შემდეგ ავტომატურად ყენდება რამდენიმე სახის ვირუსი. ეს ძალით ანტივირუსი იწყებს სკანირებას და დაბლოკავს ყველა ნამდვილ ანტივირუსს და სხვადასხვა დაცვის პროგრამებს რომლებსაც შეუძლიათ მისი წაშლა, ხოლო თუ ეცდებით სხვა ანტივირუსის გადმოწერას არ გადმოგაწერინებთ და ამოაგდებს ფანჯარას სადაც გაცნობებთ რომ მაგალითად  ესეტის ანტივირუსი დაბლოკა რადგანაც შეიცავდა საზიანო ფაილებს. ერთი სიტყვით დაიპყრობს მთლიან კომპიუტერს და შეძლებს ნებისმიერი რამის მოპარვას, წაშლას და ა.შ.

ვირუსის წაშლა რეესტრიდან

ხანდახან არის შემთხვევები როცა ისეთი ვირუსი აქ კომპიუტერს რომელსაც ვერაფრით ვერ ვიშორებთ, არ შველის startup-იდან წაშლა არც safe mode-იდან ჩართვა და შემდეგ დასკანერება მოკლედ იძულებული ხართ კომპიუტერი გასაკეთებლად წაიღოთ, ხოლო ძალით ტექნიკოსები გადაგიწურავენ ყველა იმედს და დაფორმატების გარდა სხვა ყველა იმედს მოგისპობენ.
რათქმაუნდა ასეთი შემთხვევბიც არის როცა მარტო დაფორმატება თუ უშველის მაგრამ როგორც წესი ეს უკიდურესი საშუალებაა და დაფორმტებამდე ნორმალურმა ტექნიკოსმა ყველა ძალა უნდა იხმაროს რომ თქვენი ფაილები წაშლისგან დაიცვას.
ერთი სიტყვით აქ გაჩვენებთ ერთ-ერთ გზას როგორ წავშალოთ ვირუსი რომელიც არ გვაძლევს არც ანტის გაშვების საშუალებას და startup-იდან ამოშლისას მაინც ჯდება პროცესებში დარესტარტების შემდეგ.

იპოვეთ თქვენი თავი პორნოს მომხმარებელთა სიაში

რამოდენიმე ხნის წინ ჰაკერებმა შეძლეს მოეპარათ მომხმარებელთა მეილები და პაროლები ერთ ერთი პორნო საიტიდან და შემდეგ გამოაქვეყნეს ისინი. ასეთი საიტები არ გამოირჩევიან უსაფრთხოების მაღალი დონით და ხშირია მათზე თავდასხმა, მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის რომ მოპარულ სიაში დაფიქსირებულია სამხედრო და სამთავრობო მეილები.

პ.ს. ვისაც სურს თავისი მეილის მოძებნა გახსენით საიტი : http://lulzsecurity.com/releases/pronz.txt

შემდეგ დააჭირეთ Ctrl+F და ჩაწერეთ თქვენი მეილი.

ამ სიაში არიან მხოლოდ ერთი კონკრეტული საიტის მომხმარებელები.

Friday, June 10, 2011

უფასო მესიჯები

ეს არის უფასო sms-ების საიტი საიდანაც შეგიძლიათ ძალიან ადვილად გააგზავნოთ sms-ები ნებისმიერ ქვეყანაში. ქვეყნის არჩევისას ავტომატურად დაიწერება იმ ქვეყნის კოდი, ჩვენ მხოლოდ ნომერი უნდა ჩავწეროთ და სპამისგან დამცავი უსაფრთხოების კოდი რომელიც ბოლოშია მითითებული


ინტერნეტის მომხმარებლები მთელ მსოფლიოში

 ალბათ ბევრს გაქვთ ეს ვიდეო ნანახი, მე ძალიან მიყვარს, ლამაზად არის გაკეთებული. ვინც არ იცის ეს არის სტატისტიკა ინტერნეტ მომხმარებლების მთელს მსოფლიოში. ძალიან საინტერესოა





JESS3™ / The State of The Internet from JESS3 on Vimeo.

MALWAREBYTES ANTI MALWARE განხილვა და გამოყენება

მინდა შემოგთავაზოთ ერთი ძალიან სასარგებლო პროგრამა MALWAREBYTES. ის ძირითადად განკუთვნილია მავნე და შპიონი პროგრამების მოსაშორებლად. უამრავი ანალოგებისგან განსხვავებით ეს პროგრამა გამოირჩევა ეფექტურობით, არის მსუბუქი ანუ მოიხმარს ცოტა რესურსებს და ასევე გვთავაზობს დაცვას რეალურ რეჟიმში რომელიც თავსებადია სხვა ანტივირუსებთან, ანუ შეგვიძლია ანტივირუსი და MALWAREBYTES გვქონდეს ერთდროულად ჩართული. თუმცა ეს ფუნქცია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს.
 მოკლედ მივყვეთ დეტალურ განხილვას:

MP5???

დღეს კლასის მერე ერთი დიდი მაღაზიების ქსელის ტექნიკურ განყოფილებაში გავიარე, გადავავლე თვალი ახალ "ტავარს" და საბოლოოდ პლეიერების განყოფილებასთან შევჩერდი და ჩემ საოცნებო creative zen-ს ცოტა ხანი ვეტრფიალე. წამოსვლას ვაპირებდი როცა ჩემი ყურადღება ერთმა პლეიერმა მიიპყრო, რადგან მონაცემები არ ეწერა გამყიდველი გავაჩერე და ვკითხე რა შესაძლებლობები ქონდა და იმანაც დაიწყო და დიწყო, თითქოს თავისი პროდუქტი ყოფილიყო, მოკლედ როცა მორჩა ყველაფერს აზრი ვკითხე რომელი ჯობია თქვენი აზრით კრეატივი თუ ეს მეთქი, იმანაც დაუფიქრებლად მიპასუხა ეს ჯობია ახალი მოდელია და თან რაც მთავარია MP5ფორმატს კითხულობსო. მოკლედ მოვშორდი მაღაზიას და მყუდრო ბარის ძებნა დავიწყე, მოვკალათდი და ლუდის წრუპვას შევუდექი, ამ დროს გამახსენდა გამყიდველის ნათქვამი რომ ის პლეერი ჯობდა კრეატივს რადგან ის MP5 იყო და კრეატივი კი არა, დავძაბე გონება და დავიწყე ლოგიკურად აზროვნება: MP2 არის ძველი აუდიო ფორმატი რომელიც წარმატებით ჩაანაცვლა MP3-მა, MP4 არის ვიდეო ფორმატი მაგრამ რა ჯანდაბაა ეს MP5??? ფიქრით ტვინი ვიჭყლიტე იქნებ სადმე მისწავლია ან წამიკითხავს ან გამიგონია მაგრამ ვერაფერი ვერ გავიხსენე და ასე გულდამძიმებული წამოვედი სახლში. შესვლისთანავე ჩავრთე კომპიუტერი და MP5 -ის შესახებ ინფორმაციის ძებნა დავიწყე და ჰოი საოცრებავ   არანაირი MP5 ფორმატი არ არსებობს, ეს არის უბრალოდ MP4 ოღონდ შეცვლილი სახელით და შეცვლილი ფორმით და უკეთეს შემთხვევაში გაუმჯობესებული მენიუთი და რამოდენიმე გაჯეტით.
მოკლედ ეს ამხელა ისტორია იმას მოვაყოლე რომ სინამდვილეში MP5 ფორმატი ბუნებაში არ არსებობს, პროდუქციის მწარმოებლები კი ცოტა გაურკვეველ ხალხს ტენიან სტანდარტული ფორმატის პლეერებს როგორც ინოვაციურ მოდელებს და ამას ყველაფერს ემატება ხალხში გავრცელებული შეგნება რომ რადგან რაღაც მონაცემი ბევრი აქ ესეიგი კარგია სინამდვილეში იგივეა უბრალოდ იხდი მეტს. როგორც ერთ რეკლამაში ამბობენ თუ იხდი ზედმეტს ესეიგი გინდა ზედმეტის გადახდა :))

Thursday, June 9, 2011

კომპიუტერის აჩქარება 1

ხშირად მესმის ხოლმე ნათქვამი: "მერე რა რო ბევრი ტები მაქ გახსნილი ბრაუზერში, არაფერი არ იტვირთება და არ გრუზავს კომპიუტერს"-ო მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის, ზუსტადაც რომ "გრუზავს" და საკმაოდ შესამჩნევად ასე რომ ბრაუზერის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა სულაც არ უწყობს ხელს კომპიუტერის მუშაობას:

ვისაც არ ჯერავს ა ბატონო ჩემი მაგალითი:


ყველა საიტი უბრალოდ გახსნილია და მეტი არაფერი, თანაც არცერთი არ არის ონლაინში კინოს ყურების და ფლეშით გაჯერებული საიტი.

კიდევ ერთი რჩევა გამორთეთ ყველა ის პროგრამა რომელსაც არ იყენებთ ამისთვის ვაჭერ ctrl+alt+delete და შევდივართ ტასკ მენეჯერში და გვხვდება ყველა გაშვებული პროგრამის ჩამონათვალი, გადავხედოთ პროგრამებს და რომლებიც არ გვჭირდება გამოვრთოთ.

იმეილის უსაფრთხოება

ინტერნეტში ქექვისას გადავაწყდი რამდენიმე სტატიას იმის შესახებ რომ ბოროტ ბიძიებს მოუფიქრებიათ ფიშინგის უფრო დახვეწილი მეთოდი რომლიც ლაწა-ლუწი ტეხავენ ისეთ მეილებს როგორებიცაა yahoo, gmail, windows live და სხვები. ზოგ შემთხვევაში ტრადიციული თავდაცვის მეთოდებიც კი უსუსურია მათ წინაშე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა გამოვიყენოთ დაცვა საერთოდ, ამიტომ დარწმუნდით რომ ჩართული და განახლებულია თქვენი ანტივირუსი, ყურადღებით დააკვირდით ყველა ლინკს რომელზეც შედიხართ, განსაკუთრებით მეილზე მოსულ ლინკებს. მაგალითად თქვენ მიიღეთ შემდეგი სახის ლინკი:  www.microsofft.com/athome/setup/maintenance.aspx#4 დაუკვირვებლობის შემთხვევაში ჩვენ თამამად შეხვალთ ლინკზე და ვიფიქრებთ რომ მართლა მაიკროსოფტისგანაა, მაგრამ ნუ იჩქარებ და გადახედე ლინკს კიდევ ერთხელ, ამაზე შენი მონაცემების უსაფრთხოებაა დამოკიდებული: www.microsofft.com/athome/setup/maintenance.aspx#4 ერთი სიმბოლოს სხვაობით მიიღება საერთოდ სხვა საიტი სადაც შესვლის მერე კაცმა არ იცის რა მოუვა თქვენ კომპიუტერს.
კიდევ ერთი დეტალი რომელზეც შეიძლება ბევრი არ ამახვილებს ყურადღებას არადა საკმაოდ გამოსადეგია. ყველა პოპულარულ ბრაუზერს დაბლა მარხენა კუთხეში აქ ერთი საინტერესო ფუნქცია: ხშირად არის როცა ლინკს აწერია უბრალოდ download link ან შესვლა ან რამე მსგავსი და არ ჩანს სინამდვილეში რა ლინკზე გადავდივართ, ხო და ასეთ ლინკზე მაუსის მიტანით თქვენი ბრაუზერის მარცხენა დაბალ კუთხეში გამოჩნდება ლინკი სადაც გადადიხართ






 და თუ იგი გამოიყურება: მოიპარე_ჩემი_პაროლები.com მიხვდებით რაც უნდა ქნათ ;)

Wednesday, June 8, 2011

SYSTEM BACKUP/RESTORE

სისტემის უსაფრთხო სარეზერვო კოპიის შექმნა (ადვილად რომ ვთქვათ სისტემის ბექაფი) ძალიან საჭირო რამ არის რასაც ძალიან ბევრი კომპიუტერის მომხმარებელი ყურადღებას არ აქცევს და გვერდს უვლის ხოლო კრიტიკულ მომენტში სინანული უკვე გვიანი არის. სისტემის ბექაფი არც ისე ძნელი გასაკეთებელია როგორც შეიძლება სახელიდან ჟღერდეს და ჩვეულებრივ მომხმარებელს შეუძლია გააკეთოს და საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად გამოიყენოს.
ჯერ გავეცნოთ რას აკეთებს საერთოდ ეს ფუნქცია; სისტემის ბექაფი ქმნის სარეზერვო კოპიას რეესტრის და რამდენიმე საქაღალდის რომელიც მოთავსებულია windows საქაღალდეში და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომპიუტერის ფუნქციონირებაზე(hardware/software). მაგრამ არ აღადგენს ისეთ ფაილებს როგორიცაა სურათები, ვიდეოები, სხვადასხვა პროგრამების საინსტალაციოები და მსგავსი ფაილები რომლების დამატებაც მომხმარებლის მიერ ხდება.

როგორ წავშალოთ ყველაფერი მყარი დისკიდან (Dban)

არის შემთხვევები როდესაც  ვერანაირი ანტივირუსი და სკანერი ვერ შველის კომპიუტერს და ერთადერთი გზა ვინდოუსის დაფორმატებაა.(გადაყენება) მაგრამ არსებობს კიდევ უარესი შემთხვევები როდესაც არც ვინდოუსის დაფორმატება არ შველის, რადგან არსებობენ  ისეთი ვირუსები რომლებიც ვინდოუსის თავიდან დაყენების მერეც აგრძელებენ მოღვაწეობას. რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში? გვაქ ორი ვარიანტი: 1.ვიყიდოთ ახალი მყარი დისკი (ეს ვარიანტი არცთუ სახარბიელო და იაფია) 2.გამოვიყენოთ ერთ ერთი იმ ნამდვილად მუშა პროგრამებიდან როგორიცაა Dban და წავშალოთ ყველანაირი ფაილი ჩვენი ვინჩოდან, ყველაფერი აფსოლიტურად რაც კი შეიძლება ინახებოდეს.
მგონი მეორე ვარიანტი ჯობია და მივყვეთ ამ ვარიანტს და გადმოვწეროთ პროგრამა ოფიციალური საიტიდან: http://www.dban.org/download


გადმოწერილ ფაილს ხელს არ ვახლებთ, არანაირი ამოარქივება და არაფერი არ უნდა, უბრალოდ ჩავწერთ CD ან DVD დისკზე და ჩავდებთ CD ROM -ში.
შემდეგი საფეხურები იხილეთ ვიდეოში
                                                                     
                                                                     ▼

საჭირო საიტი (freeapps.co.uk)

ეს არის ძალიან საინტერესო და საჭირო საიტი. ამ ბრიტანულ საიტზე მოცემულია უამრავი საჭირო პროგრამა როგორც ვინდოუსისთვის ასევე ლინუქსისთვის. რაც მავარია ყველა პროგრამა მუშაა და გადმოწერაც უსაფრთხოდ შეიძლება. http://www.freeapps.co.uk


ENJOY...

კომპიუტერის აჩქარება

ხშირად ხდება რომ კომპიუტერი დროთა განმავლობაში ნელდება, ყველაზე უმნიშვნელო ბრძანების შესრულებასაც კი დიდი ხანი უნდება და ჩვენც ნერვები გვაწყდება და კომპიუტერიც ჩვენი მსხვერპლი ხდება :))
არის ბევრი მეთოდი კომპის ასაჩქარებლად, ზოგი სისულელეა ზოგი არა. უმეტეს შემთხვევაში გვატყუებენ პროგრამები რომელბსაც ისეთი აღწერა აქვთ მიწერილი რო ერთი სული გაქ როდის გადმოიწერ და დააყენებ რო დაისვენო, მაგრამ ხშირად არაფერსაც არ შვება და პირიქით შეიძლება ზიანიც მიაყენოს კომპიუტერს რამე საზიანო პროგრამის გავრცელებით ან უბრალოდ დაყენების შემდეგ ოპერატიული მეხსიერების დარეზერვებით და რეგისტრის ზედმეტი დანაგვიანებით.
მოკლედ აქ განვიხილოთ კომპიუტერის აჩქარების ერთ-ერთი მეთოდი:

ეს მეთოდი ითვალისწინებს პროგრამა checkdisk-ის გამოყენებას, ეს პროგრამა ყველას გვაქ კომპიუტერში.
მისი მოვალეობაა შეამოწმოს ჩვენი მყარი დისკი (ვინჩესტერი) სხვადასხვა შეცდომებზე, ამოწმებს კლასტერების, სექტორების და ა.შ. მდგომარეობას, რომლების გაუმართავ მდგომარეობაში ყოფნა ხშირად იწვევს ჩართვისას კომპიუტერის გაჭედვას, system crash შეცდომებს და ასე შემდეგ. ხოლო დიდი ხანი ასეთ მდგომარეობაში ყოფნისგან საბოლოოდ თქვენი მყარი დისკი გარდაიცვლება და თან გაიყოლებს ყველა თქვენ ინფორმაციას. ამიტომ არ ღირს გარისკვა, ჯობია დავიზღვიოთ თავი.

Tuesday, June 7, 2011

ყველაზე საშინელი ვირუსები

ამ სახალისო ვიდეოში განხილულია არცთუ ისე სახალისო ვირუსები რომლებმაც ათასობით და ათაიათასობით კომპიუტერი დააინფიცირეს და  მილიონობით ზარალი მიაყენეს კომპიუტერის მომხმარებლებს.
თქვენს წინაშეა 5 ყველაზე საშინელი ვირუსი:

Monday, June 6, 2011

HELLO WORLD (once more)

უამრავი ბლოგი და საიტი იწყება ამ სათაურით და არც მე ვიქნები გამონაკლისი :)

მინდა შემოგთავაზოთ ჩემი მორიგი "ახირება", გადავწყვიტე გამეკეთებინა ბლოგი სადაც იქნება მოცემული სხვადასხვა რჩევები თქვენი კომპიუტერისთვის, სასარგებლო პროგრამები, გაკვეთილები, საინტერესო და ახალი ამბებიც ამ საოცარ გამომთვლელ მანქანასთან დაკავშირებით.

მე ვინც მიცნობს შეიძლება გაეცინოს ამ თემატიკის ბლოგი რომ გავაკეთე მაგრამ იქნებ გამოვიდეს რამე.

so let's get this shit started...


ბლოგის ლოგოს და პოსტერის დამზადებისთვის დიდი მადლობა stinky-ს