Tuesday, February 28, 2012

WINDOWS 8 REVIEW (developers preview)


ამ პოსტში მოკლედ გადმოგცემთ ჩემ შთაბეჭდილებებს windows 8-სთან დაკავშირებით.

სისტემური მოთხოვნილებები:

  • პროცესორი - 1GHz ან მეტი 32(86)/64 ბიტიანი სისტემისთვის
  • 1GB RAM 32(86) ბიტიანი სისტემისთვის
  • 2GB RAM 64 ბიტიანი სისტემისთვის
  • 16GB თავისუფლაი ადგილი მყარ დისკზე 32(86) ბიტიანი სისტემისთვის
  • 20GB თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე 64 ბიტიანი სისტემისთვის

თავსებადია სენსორულ ეკრანებთან.

დაყენების პროცესი:

დაყენების პროცესი ძალიან გავს ვინდოუს 7-ის დაყენების პროცესს, მხოლოდ ოდნავი სხვაობაა მაგრამ დაბნევით არ დაიბნევით და დააყენებთ ადვილად.

გაითვალისწინეთ ის ფაქტი რომ ვინდოუს 7-დან დაყენების შემდეგ თქვენ ვერ შეძლებთ ისევ 7-ზე დაბრუნებას და მოგიწევთ ვინდოუს 7-ის თავიდან დაყენება.


დავიწყოთ დაყენება:

Monday, February 27, 2012

ახალი კანონი კომპიუტერის მომხმარებლებისთვის (C-30)


აშშ და ბრიტანეთის შემდეგ კანადაში აპირებენ მიიღონ კანონი რომლის მიხედვითაც პოლიციას  შეეძლება თვალი ადევნოს ინტერნეტის მომხმარებლებს სპეციალური ნებართვის გარეშე. ანუ გაკონტროლდება ყოველი მეილი, ჩეთში პირადი მიმოწერა, ვინ რა საიტზე შევიდა რა იყიდა/გაყიდა და ა.შ.
პროექტი თავიდან დაიწყო ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელების შესამცირებლად, თუმცა საბოლოოდ ჩამოყალიბებულ კანონში ბავშვები საერთოდ აღარ არის ნახსენები.
„პირატული„ მასალების გავრცელების აღკვეთის შემდეგ ეს კიდევ ერთი კანონია რომელიც საერთოდ უკარგავს ინტერნეტს აზრს.

Monday, February 20, 2012

GOOGLE CLOUD DRIVE

უკვე დიდი ხანია დადის ხმები იმის შესახებ რომ გუგლი აპირებს ქლაუდ ტიპის სერვისის გაშვებას და კონკურენციას გაუწევს ისეთ სერვისებს როგორიც არის დროპბოქსი (dropbox.com)  და ეპლის icloud. ჯერ ჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი რითი აჯობებს გუგლი უკვე არსებულ სერვისებს, მაგრამ სავარაუდოდ შემოგვთავაზებს უფრო მეტ სივრცეს უფასოდ და დამატებით გიგაბაიტებს შედარებით დაბალ ფასად. ასევე სავარაუდოდ ამ სერვისს მხარდაჭერა ექნება ანდროიდის სისტემისთვისაც და გუგლის სხვა პროდუქტებისთვის(gmail, googleDocs, google+...)
ცნობილია რომ სერვისი უახლოეს მომავალში გაეშვება მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ ჯერობით უცნობია.

აქველიათ ნახოთ ვიდეო ამ თემასთან დაკავშირებით:

Friday, February 17, 2012

ფოსტის დაყენება კომპიუტერში (windows 7 live mail)


ვინდოუს 7-ის მომხმარებლებს ძალიან ადვილად შეუძლიათ დააყენონ იმეილის ანგარიში თავიანთ კომპიუტერებში. ეს ხდება პროგრამით windows live mail რომელიც მოყვება თვითონ ვინდოუსს.


დავიწყოთ Gmail-ის დაყენებით:

ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ თქვენ მეილზე IMAP სერვისის გააქტიურება. სერვისის გასააქტიურებლად შევიდვართ ჩვენს მეილზე და ზევით მარჯვენა კუთხეში ვაჭერთ სეთინგების ნიშანს და ვირჩევთ mail options

Thursday, February 16, 2012

კიდევ ერთი დახურული ცნობილი საიტი rnbxclusive


დაახლოებით ორი დღის წინ ინგლისში დაიბლოკა კიდევ ერთი მუსიკალური საიტი:http://rnbxclusive.com/ საიტი შეიცავდა პირატულად მოპოვებულ აუდიო ფაილებს და ბრიტანეთის სერიოზულ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურმა დახურა ვებ საიტი და დააკავა მისი მფლობელები. საიტზე შესვლისას თქვენ დაგხვდებათ ასეთი შეტყობინება:
მთავრობა მხოლოდ საიტის მფლობელებით არ შემოიფარგლა და გამაფრთხილებელი წერილი მიწერა ამ საიტის მომხმარებლებს სადაც ემუქრებიან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით უკანონო ფაილების გადმოწერისთვის რასაც შეიძლება ზიანი მიეყენებინა მუსიკოსების კარიერისთვის (ყლოლ)
გაფრთხილება გამოიყურება ასე:
და მოყვება ტექსტი:
SOCA has the capability to monitor and investigate you, and can inform your internet service provider of these infringements. You may be liable for prosecution and the fact that you have received this message does not preclude you from prosecution.

საიტების დახურვის მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, უკვე დაიხურა ისეთი ცნობილი ტორენტ ტრეკები როგორიცაა OiNK, Dajaz1 და სხვები, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა შეძლო თავის გამართლება. 
გრძელდება შეტევები პირატულ საიტებზე და ვნახოთ სადამდე წავლენ, იმედია ჩვენამდე ჯერ ჯერობით ვერ მოაღწევენ, თუ უცხოეთში ცხოვრობთ ჯობია მოიმარაგოთ მასალა სანამ დროა.

 ორიგინალი წყარო : http://torrentfreak.com/

Wednesday, February 15, 2012

One more way to control social media სოციალური ქსელების კონტროლის კიდევ ერთი საშუალება



ყველასთვის ცნობილმა ამერიკულმა ტელეარხმა CBS-მა შეიმუშავა ახალი პროგრამა რომლის საშუალებითაც ის თვალს ადევნებს სოციალურ ქსელებს და იმ კომენტარებს სადაც განიხილება ამ ტელეარხის გადაცემები. ინტერვიუში ნათქვამია რომ ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული კვლევისთვის და გადაცემების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. თუმცა არავინ არაფერს ამბობს იმის შესახებ რომ ეს არის კიდევ ერთი საშუალება რომ აკონტროლონ ყველა პირადი საუბარი. დიდი გონების დაძაბვა არ არის საჭირო იმის მისახვედრად რომ ასევე თავისუფლად შეუძლიათ ყველა სხვა (არა ტელევიზიასთან ასოცირებული) მიმოწერის ნახვა და თვალყურის დევნება.
არ გამიკვირდება თუ მალე ცენზურას შემოიღებენ სოციალურ ქსელებში პირადი მიმოწერის დროსაც.

შეგიძლიათ ნახოთ ამ თემასთან დაკავშირებული სტატია: http://www.technologyreview.com/computing/38910/



Tuesday, February 14, 2012

CONVERT FILES ONLINE

       დღეს ვიპოვე ძალიან საჭირო საიტი და ალბათ თქვენც გამოგადგებათ.
აღარ არის საჭირო პროგრამების დაყენება იმისთვის რომ თქვენ რომელიმე ფაილს გაფართოება შეუცვალოთ ან გადაიყვანოთ ვიდეო ფაილი აუდიო ფორმატში, ვორი ექსელში და ასე შემდეგ. თქვენ ამ ყველაფრის საშუალებას გაძლევთ ერთი საიტი.
ასევე საიტი საშუალებას გაძლევთ გადმოწეროთ ვიდეოები რამდენიმე ცნობილი ვიდეო პორტალიდან:

Monday, February 13, 2012

Virtual DJ ონლაინში

ცოტას გაერთობით :)
შეგიძლიათ შეცვალოთ მუსიკა ისე როგორც თქვენ გსურთ






Sunday, February 12, 2012

inSSIDer აპლიკაცია wi-fi ქსელის მონიტორინგისთვის


ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ ერთი ძალიან საინტერესო აპლიკაცია. ეს პროგრამა გამოადგება იმათ ვისაც სურს უკაბელო ქსელის მონიტორინგი.
პროგრამის საშუალებით თქვენ ნახავთ:


  • თქვენს ირგვლივ მყოფ wifi ინტერნეტის მომხმარებლებს
  • თქვენ და თქვენ ირგვლივ მყოფი wifi-ს მომხმარებლების მაკ მისამართებს
  • SSID
  • RSSI
  • CHANNEL
  • როუტერის მოდელი
  • ინტერნეტ კავშირის შიფრი (WEP, WPA, WPA 2...)
  • ქსელის ტიპი
  • როუტერის ჩართვის და გამორთვის პერიოდი


ასევე ამ ფუნქციების გარდა შეგიძიათ რეალურ დროში ნახოთ 2,4 და 5GHz-იან არხები.
ასევე დროის დაფა რეალურ დროში.
შეგიძლიათ დააყენოთ ფილტრი და თვალი ადევნოთ მხოლოდ იმ ქსელებს რომლებიც თქვენ გაინტერესებთ.
ასევე აქვს GPS-ის დაყენების ფუნქცია თუმცა რას აკეთებს არ ვიცი.
პ.ს. თქვენი ქსელი ყოველთვის აღნიშნულია მწვანე ფერით და ჩამონათვალში არის პირველი.
აქვე ნახეთ ჩემი გადაღებული სკრინები:

Saturday, February 11, 2012

ACTA და ინტერნეტის უახლოესი მომავალი


როგორც იცით შემოდის კანონები რომლებიც აკრძალავენ ინტერნეტში უფასოდ პროგრამების, მუსიკების და ა.შ. გავრცელებას.
ამ კანონს ქვია ACTA(Anti-Counterffeiting Trade Acreement) ანუ ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ ეს არის კანონი ეინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ.  ეს კანონი მოიცავს ევროკავშირს, იაპონიაში, შვეიცარიაში, ახალ ზელანდიაში, ამერიკა და კანადაში და მალე ყველა ქვეყანას მოედება. ეს კანონი ერთი შეხედვით კარგად ჟღერს მაგრამ უყურეთ ვიდეოს რომ გაიგოთ რეალური საფრთხე რაც ამ კანონიდან მომდინარეობს:


Friday, February 10, 2012

E-waste ანუ როგორ აბინძურებს თანამედროვე ტექნოლოგიები პლანეტას


კომპიუტერი ყველას გვაქვს სახლში მაგრამ ალბათ ცოტა თუ დაფიქრებულა სად მიდის ის კომპიუტერები, ტელევიზორები, მაგნიტაფონები, ტელეფონები და სხვა თანამედროვე ტექნიკის ნარჩენები.
მსგავსი ნარჩენები იგზავნება ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი მალაიზია და სხვა. ეს ნარჩენები შეადგენს ათასობით ტონა პლასტმასს, ალუმინს, სპილენძს და სხვა ისეთ მატერიალებს რომელთა გადამუშავება და თავიდან გამოყენება თავისუფლად შეიძლება. ნარჩენებს შორის არის ასევე ბევრი ისეთი ნივთიერება რომელიც სახიფათოა ადამიანისთვის, თუმცა ამას ყურადღებას არავინ აქცევს და ხალხი ამ ნივთიერებების გვერდით ცხოვრობს. ამ ნარცენების ნაწილს იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ რჩება ბევრი გადაუმუშავებელი და ასევე რჩება მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები რომლებიც სასიკვდილოა ადამიანისთვის.
 მოკლედ ბევრ ლაპარაკს ჯობია თქვენ თვითონ ნახოთ ფაქტები:


Monday, February 6, 2012

რადიაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები (RFID radiation)


 თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იმატა რადიაციამაც რომელსაც ასხივებენ ეს ტექნოლოგიები. მცირე დოზით ეს რადიაცია უვნებელია ადამიანისთვის მაგრამ ამ რადიაციის რეგულარული ზემოქმედება ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას და იწვევს სერიოზულ დაავადებებს მათ შორის კიბოს და უშვილობას.
დღეს დღეობით ჩვენ იძულებული ვართ რომ თითქმის მუდმივად ვიყოთ რადიაციის მოქმედების ქვეშ და უნდა ვეცადოთ როგორმე ცოტათი მაინც დავიცვათ თავი.
რადიაციას ასხივებს იმ ელექტრო მოწყობილებების 99% პროცენტი რომელთაც ჩვენ ყოველდღე მოვიხმართ მაგალითად: მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ტელევიზორები, wi-fi როუტერები, პრინტერები, სკანერები, ელექტრო წიგნები, ზოგადად wifi , 802.11, bluetooth, GPS  და სხვა ქსელები. როგორც ხედავთ ყველაფერი გამოსცემს რადიაციას, სხვადასხვა აპარატები სხვადასხვა დონის გამოსხივებას გამოსცემენ. მაგალითად ტელევიზორი შედარებით ნაკლებ რადიაციას ასხივებს ვიდრე მობილური ტელეფონი ან თქვენი უკაბელო ქსელის როუტერი.
რადიაციის მოქმედების ნიშნებია:

Friday, February 3, 2012

ახალი თაობის საკრედიტო ბარათების სისუსტეები(RFID)


ახალი თაობის საკრედიტო ბარათებს ბევრ პლიუსთან ერთად ასევე ბევრი მინუსებიც აქვს.

ახალი თაობის ბარათში ვგულისხმობ RFID(Radio Frequency Identification) ფუნქციის მქონე ბარათებს. ეს ფუნქცია ბევრად უფრო ადვილს ხდის ბარათის გამოყენებას, თქვენ აღარ გჭირდებათ პინ კოდის აკრეფა უბრალოდ დაადებთ ბარათს სპეციალურ აპარატს რომელიც გამოსცემს რადიო ტალღებს და პროცედურა დასრულებულია.  ამ ტიპის ბარათების ცნობა საკმაოდ ადვილია: ბარათს უნდა ქონდეს ასეთი ნიშანი  :

Thursday, February 2, 2012

როგორ გამოვრთოთ JAVASCRIPT-ი ბრაუზერებში



JAVA-ს გამოღთვა ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსებისგან თავის დასაცავად. არსებობს უამრავი ვირუსი რომელიც ჯავას გარეშეც შემოაღწევს კომპიუტერში მაგრამ ვირუსების ერთი კატეგორიისგან მაინც ვიქნებით დაცულები.

გამოვრთოთ JAVA GOOGLE CHROME-ში


დავაჭიროთ ბრაუზერში ზევითა მარჯვენა კუთხეში  ამ ნიშანს და ჩამოშლილ მენიუში ავირჩიოთ settings შემდეგ გადავიდეთ under the hood განყოფილებაში და ავირჩიოთ privacy>>content settings და javascript-ის განყოფილებაში მოვნიშნოთ  do not allow any site to use javascript. ამის შემდეგ ჯავა გამორთული იქნება. თუ ისევ ჩართვა მოგვინდება მოვნიშნავთ allow all sites to run javascript (recommended).