Friday, December 30, 2011

ფეისბუქის მესენჯერი ვინდოუსისთვის



გამოჩნდა ახალი აპლიკაცია ფეისბუქისთვის. მისი საშუალებით შეძლებთ ფეისბუქის მეგობრებს ეკონტაქტოთ ისე როგორც სკაიპით, იაჰუთი ან ნებისმიერი სხვა მესენჯერით. ეს არის ამ აპლიკაციის პირველი ვერსია და ჯერჯერობით რამოდენიმე პრობლემა აქვს რომლებიც იმედია შემდეგ ვერსიებში გამოსწორდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ აპლიკაცია მხოლოდ  ვინდოუს 7ზე ყენდება და XP-ს მომხმარებელი მას ვერ გამოიყენებს. ასევე ჯერჯერობით არ აქვს დარეკვის და და ვიდეოზარის ფუნქცია თუმცა ავტორები ირწმუნებიან რომ შემდეგ ვერსიებში ეს პრობლემა გამოსწორდება. ასევე არ არის ვერსიები მაკ და უნიქს სისტემებისთვის.





ესეც ოფიციალური გადმოსაწერი ლინკი 

აქ არის სტატია თვითონ ფეისბუქის გვერდზე და თუ სურვილი გაქვთ გადაავლეთ თვალი

პირადად ვერ გამოვცადე რადგან XP-ს ვიყენებ ამ მომენტში მაგრამ სულ მალე დავტესტავ და ჩავასწორებ პოსტს.

გამოვცადე ფეისბუქის მესენჯერი როგორც იქნა, მუშაობს ჩვეულებრივი მესენჯერის პრინციპით, თუ თქვენი მეგობრების მიერ გაკეთებული პოსტების ნახვა გინდათ მაშინ გადაგიყვანთ ბრაუზერში თქვენ ფეისბუქის გვერდზე, ჩეთის შემთხვევაში უბრალოდ გაგიხსნით ახალ ფანჯარას მესენჯერი.

გამორთვის დროს იქცევით ასე:


მესენჯერი ჯდება სტარტაფში და კომპიუტერის ჩართვისას ავტომატურად ირთვება, ამის გამოსართვად ვაკეთებთ ასე: start>>run>msconfig>>startup და აქედან გამოვურთავთ მონიშვნას ფეისბუქის მესენჯერს, შევინახავთ ცვლილებებს და მორჩა.
და კიდევ ერთი: დესკტოპზე შორთქათს არ აკეთებს მაგრამ სტარტიდან შეიძლება დესკტოპზე შორთქათის გაკეთება, უბრალოდ დააჭირეთ მაუსის მარცხენა ღილაკით და ხელის აუშვებლად გადმოიტანეთ დესკტოპზე.

No comments:

Post a Comment