Tuesday, July 31, 2012

ვინდოუსის usb ბარათზე ჩაწერა (ადვილი მეთოდი)

იმ უამრავი მეთოდებიდან, რომლებიც არსებობს ვინდოუსის და სხვა ჩამტვირთავი ფაილების usb ფლეშკაზე ჩასაწერად მე შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ყველაზე ადვილს.
გამოვიყენებთ პროგრამას flashboot. პროგრამა არის ფასიანი მაგრამ უფასო ვერსიის გამოყენების შემთხვევაში სანამ ფლეშ ბარათზე დაყენებული ჩამტვირთავი ფაილები გაეშვება, მოცდა მოგიწევთ 30 წამი. მეტი შეზღუდვა არ აქვს
გადმოწერეთ ეს პროგრამა და დააყენეთ ჩვეულებრივად: http://www.prime-expert.com/flashboot/download.php

დაყენების მერე გაუშვით პროგრამა და გამოჩნდება ასეთი ფანჯარა:

Wednesday, July 25, 2012

შეამოწმეთ გატეხილია თუ არა თქვენი მეილი

ძალიან საინტერესო და გამოსადეგ სერვისს გვთავაზობს ეს საიტი.
მისი საშუალებით შეგვიძლია შევამოწმოთ გატეხილია თუ არა ჩვენი მეილი.

მოქმედების პრინციპი არის ასეთი: საიტი ავტომატურად აგროვებს ინტერნეტში გამოქვეყნებულ გატეხილ მეილებს, ახარისხებს მათ და საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ არის თუ არა მეილი გატეხილების სიაში.

იქიდან გამომდინარე რომ საიტს ამ მომენტისთვის აქვს 28 მილიონიანზე დიდი ბაზა, საკმაოდ საინტერესო ხდება მათ ბაზაში ჩვენი მეილის მოძებნა.

სერვისის გამოყენება არის ძალიან ადვილი, ჩაწერეთ თქვენი ფოსტა აქ:

და დააჭირეთ check ღილაკს.

თუ თქვენი მეილი არ არის გატეხილების სიაში მაშინ მიიღებთ ასეთ შეტყობინებას:

ხოლო თუ თქვენი მეილი არის მათ ბაზაში მაშინ მიიღებთ ასეთ შედეგს:


ქვევით კი ჩამოთვლილი არის რჩევები როგორ უნდა მოიქცეთ.

პ.ს. შეიძლება ქართველი მომხმარებლისთვის ნაკლებად აქტუალური იყოს მაგრამ რა იცი რა ხდება.

საიტის ბმული: http://pwnedlist.com/

Wednesday, July 18, 2012

მოაჩვენეთ თავი ჰაკერად :)))

შედით ამ საიტზე და დაიწყეთ რამის წერა, არ აქ მნიშვნელობა რას დაწერთ   http://www.hackertyper.com/

საიტზე გამოჩნდება C-ენის პროგრამული კოდის მიმსგავსებული ნაწერები. რეალურად არაფერი არ იწერება, უბრალოდ გამოუცდელ ადამიანს ეგონება რო რაღაც სასწაულს შვებით :))))

ისე გასართობად რა



აი ასეთ სტილში :))))

პატარა ვიდეო .gif ფორმატში - მოძრავი სკრინის გადაღება

პატარა და საჭირო პროგრამა რომელიც ხანდახან ძალიან საჭიროა ხოლმე.
როცა პატარა ვიდეო გაკვეთილია საჭირო მაგრამ იმდენად პატარა რომ მისი გადაღება და შემდეგ რომელიმე ვიდეო ჰოსტინგზე ატვირთვა არ გიღირთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პროგრამა. პროგრამა უფასოა, ინსტალაცია სულ რამდენიმე მაუსის კლიკია. ის გადაღებულ ვიდეოს ავტომატურად ინახავს .gif  გაფართოებით.
მისი დახმარებით კი შეძლებთ დაახლოებით ასეთი რამის გაკეთებას



ასევე შეგიძლიათ ჩართოთ ვიდეო და სასურველ მომენტს გადაუღოთ და შეინახოთ.

გადმოწერეთ ვინდოუსისთვის და მაკისთვის : http://cockos.com/licecap/

Saturday, July 14, 2012

DNScrypt უსაფრთხო DNS



DNS ანუ (Domain Name System) არის ინტერნეტ კავშირის ის ნაწილი რომლის დაცვასაც ჩვეულებრივი მომხმარებელი ყველაზე ნაკლებ ყურადღებას უთმობს, (ზოგადი ინფორმაცია dns-ების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე http://www.gode.ge/?p=61 )ეს ხდება იმიტომ რომ მსგავსი ჰაკერული თავდასხმები ძირითადად ყურადღების გარეშე რჩება, თუმცა საფრთხე საკმაოდ დიდია.  მაგალითად საკმაოდ ხშირია MITM (Man In The Middle Attack)შეტევები.  DNS-კავშირის უსაფრთხოებით ანუ მისი დაშიფვრის შემდეგ შემტევი ვეღარ დაინახავს რომელ საიტზე შედიხართ ასევე ვერ დაინახავს თქვენი ISP პროვაიდერიც, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია თუ საქართველოს გარეთ ცხოვრობთ. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს მისი უსაფრთხოების მნიშვნელობა მოვყვან ერთ მაგალითს: როგორც SSL არის მნიშვნელოვანი HTTP პროტოკოლისთვის, რომელსაც გარდაქმნის HTTPS პროტოკოლად ასევეა საჭირო DNS-ების დაცვა DNScrypt-ით. ინტერნეტში უსაფრთხოდ სამუშაოდ საჭიროა ყველა საშუალება გამოვიყენოთ თავის დასაცავად.
განვხილოთ პროგრამა DNScrypt რომელიც სწორედ DNS-ების დაცვას ემსახურება და ერთ-ერთი საუკეთესოა ამ საქმეში პლიუს პროგრამა არის უფასო და ღია კოდის.

ტუტორიალი არის ვინდოუს 7-ის მაგალითზე თუმცა ძირითადი საფეხურები იგივე იქნება სხვა ვინდოუსის ვერსიებისთვისაც.


გადმოწერა შეგიძლიათ ამ გვერდიდან https://www.opendns.com/technology/dnscrypt/
პროგრამა ყენდება ინსტალაციის სტანდარტული საფეხურებით.
დაყენების შემდეგ ცოტა ცვლილებები უნდა შევიტანოთ ჩვენ ინტერნეტ კავშირში ამიტომ პროგრამის დაყენების შემდეგ გამორთეთ იგი და შედით Control Panel\Network and Internet\Network Connections შემდეგ დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით აქტიურ ინტერნეტ კავშირს და აირჩიეთ Properties

Wednesday, July 4, 2012

Panda Security Hacked by LuLzSecMX

Panda Security - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტივირუსილი კომპანია გახდა LuLzSecMX (LuLzSec-ის  მექსიკური ვარიანტი) მსხვრეპლი. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ Panda Security თანამშრომლობდა პოლიციასთან და ინფრომაციას აწვდიდა თავის მომხმარებლებზე.

აი მესიჯი რომელიც ჰაკერებმა გამოაქვეყნეს Panda Security-ის გვერდზე



  • Hola amigos!




  • pandasecurity.com, más conocida por su antivirus de mierda tenemos un mensaje para ustedes :D








  • Hemos entrado por la puerta trasera, se han ganado dinero trabajando con la policía para estar al acecho y delatar a los activistas, su página como su antivirus son una puta mierda!




  • ანუ ქართულად:

    მოგესალმებით მეგობრებო
     pandasecurity.com, ცნობილი თავისი ### ანტივირუსით. თქვენთვის გვაქვს შეტყობინება
    თქვენ გვერდზე შემოვედით backdoor-ის საშალებით. თქვენ იგებთ ფულს პოლიციასთან თანამშრომლობით და აწვდიდით მათ ინფორმაციას აქტივისტების შესახებ, თქვენი გვერდი ისეთივე ####აა როგორც ანტივირუსი.

    აქ კი შეგიძიათ ნახოთ ინფორმაცია რაც გამოაქვეყნეს LuLzSec-ის წევრებმა http://pastebin.com/6MYaG4hr 


    წყარო 






    ----------------------------------------------------------------------------------------------


    შეგიძიათ მოპარული მასალა ნახოთ აქვე: