Saturday, October 29, 2011

HDD კრიზისი




ალბათ გაიგებდით რომ ტაილანდში დიდი წყალდიდობა მოხდა, ამის შედეგად წყალქვეშ მოექცა მყარი დისკების მწარმოებელი ფირმების საწყობები. ასე რომ მყარი დისკების მარაგის 60პროცენტი არის წყალქვეშ და ბუნებრივია ფასები საგრძნობლად აიწევს. 500გბ-იან დისკებზე ფასებმა 30დოლარით აიწია ხოლო ტერაბაიტიანებზე 50დოლარით. მიხვდით ალბათ რომ ვინჩესტერის შეცვლისთვის სახარბიელო დრო არ არის.
მწარმოებლები თვლიან რომ შეძლებენ ზოგიერთი ნაწილების გადარჩენას რის გამოც ფასები ალბათ ძალიან არ აიწევს.


ესეც უფრო სრული ინფორმაციისთვის http://www.infoworld.com/t/hard-drives/the-impending-hard-drive-shortage-and-possible-price-hikes-176453

Friday, October 21, 2011

WINDOWS 7 გადმოსაწერი ლინკები



აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ ვინდოუს 7-ის საინსტალაციო (.ISO) ფაილები
ლინკები არის მაიკროსოფტის სერვერიდან ასე რომ ყველა არის ორიგინალი და სრული ფაილი. ვინდოუსის აქტუალიზაციის ვადა არის 30 დღე, ამ პრობლემის მოსახსნელად გადადით პოსტის ბოლოში


WINDOWS 7 x86 ENGLISH

http://msft-dnl.digitalrivercontent.net/msvista/pub/X15-65732/X15-65732.iso


Thursday, October 20, 2011

პოსტერები თქვენი დესკტოპისთვის 2

პოსტერები თქვენი კომპიუტერისთვის

თემა: კომპიუტერები, ჰაკინგი, მობილურები
რაოდენობა 80
მოცულობა: 28,2მბ


http://www.ziddu.com/download/16877265/walls.zip.html

სისტემის ფაილების შემოწმება

როცა რამე პრობლემა შეგექმნებათ სისტემურ ფაილებთან ან რამე ერორს დაგიწერთ, ან რომელიმე .dll ფაილი არ მუშაობს სწორად ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქცია

sfc /scannow.  შედით სტარტში და ჩაწერეთ cmd შემდეგ დააჭირეთ მარჯვენა მაუსით და 
აირჩიეთ run as administrator და ჩაწერეთ sfc /scannow  ამის შემდეგ დაელოდეთ პროცესის 
დასრულებას. თუ რამე შეცდომა იპოვა ჩაანაცვლებს ავტომატურად ახალი ფაილებით
 (ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ ვინდოუსის დისკის ჩადება)
თუ შეცდომები იპოვა და გამოასწორა აუცილებლად დაარესტარტეთ კოპიუტერი,
 თუ სკანირების პროცესი უპრობლემოდ დასრულდა მაშინ არ არის საჭირო გადატვირთვა




მობილური ტელეფონის ყველაზე ხშირი დაკარგვის ადგილები

ორიგინალი საიტი: https://www.mylookout.com/
სურათის გასადიდებლად დააჭირეთ მასზე

ენა - ინგლისური



Wednesday, October 19, 2011

ვინდოუს 7 აქტივაცია

მეც ისევე როგორც უმეტესობას საქართველოში პრობლემა მქონდა ვინდოუსის გააქტიურებასთან დაკავშირებით და ბევრი სხვადასხვა უაზრო პროგრამის გამოყენების შემდეგ ვიპოვე ერთი საინტერესო პროგრამა რომელიც ჯერ ჯერობით მუშაობს კარგად.
გამოყენებაც არის უადვილესი.
მოკლედ დავიწყოთ:
პირველ რიგში გათიშეთ ყველანაირი ანტივირუსი, ფაირვოლი, ვინდოუს დეფენდერი მოკლედ ყველაფერი,  ანტები როგორც წესი მსგავს პროგრამებს ვირუსებად აღიქვავენ რადგან ისინი სისტემაში ახდენენ ცვლილებებს. შემდეგ
გადმოწერეთ ეს ფაილი  და გაუშვით დაჭირეთ install,

ამოაგდებს კიდევ ერთ ფანჯარას და დაეთანხმეთ და დაიწყებს თავისთვის რაღაცეების ჩალიჩს :) რამდენიმე წამში მოგთხოვთ დარესტარტებას, დაეთანხმეთ და დარესტარტდება კომპი. ჩართვისას თქვენ უკვე გექნებათ აქტივირებული ვინდოუსი.
იმის შესამოწმებლად მართლაც იმოქმედა თუ არა პროგრამამ my computer (computer ვინ7-ზე) დააჭირეთ მარჯვენა მაუსი და აირჩიეთ properties და ნახეთ რა წერია სულ დაბლა:

სულ ეს არის მთელი პროცესი. შეკითხვების შემთხვევაში არ მოგერიდოთ კომენტარის დატოვება.

UPDATE:

თუ მოგინდებათ ამ პროგრამის წაშლა, გამოიყენეთ WAT REMOVER უბრალოდ გადმოწერეთ და გაუშვით ფაილი, დაელოდეთ სანამ დამთავრდება პროცესი, შემდეგ ავტომატურად დარესტარტდება. სულ ეს იყო :)

PDF to WORD document

PDF ფაილებს ყველანი ვიყენებთ და ხშირად მათი კონვერტაციაც გვიწევს, ზედმეტი პროგრამები რომ თავიდან ავიცილოთ გამოიყენეთ ეს საიტი.
უბრალოდ ატვირთეთ ფაილი რომლის კონვერტაციაც გინდათ:




http://www.pdfonline.com/pdf-to-word-converter/


სხვა ფუნქციებისთვის გადადით საიტის საწყის გვერდზე http://www.pdfonline.com/
სადაც შეგიძიათ ვორდის ფაილი გადაიყვანოთ PDF-ში, PDF გადაიყვანოთ html ფორმატში....

პატარა ბლოგის პატარა სტატისტიკა

მოკლედ რადგანაც ჩემი ბოლო პოსტი პოსტერები თქვენი დესკტოპისთვის არის ჩემი მეასე პოსტი გადავწყვიტე რაღაც პატარა შეჯამებასავით გამეკეთებინა იმ ერთგული მკითხველისთვის რომელიც მგონი რომ არ არსებობს.
უკვე 5 თვე გავიდა რაც ამ ბლოგს ხელი მოვკიდე და ამ დროის განმავლობაში სულ 5501 მომხმარებელი დაფიქსირდა უამრავი ქვეყნიდან რომლებიც დიდმა გუგლმა გადმოაგდო ალბათ ჩემს ბლოგზე და უმეტესობა უცხო ქვეყნიდან შემოსულებისა ვერაფერს გაიგებდა დარწმუნებული ვარ.


სულ დაიწერა 31 კომენტარი .
ერთ-ერთმა საიტმა ჩემი ბლოგი 40 დოლარად შეაფასა, თუმცა ადე რომელიღაცამ 66დოლარი გაიმეტა


გამოკითხვაში ნახულობენ თუ არა საინტერესო ინფორმაციას ბლოგზე, ოცდაორმა ადამიანმა დააფიქსირა თავისი აზრი, საბედნიეროდ უმეტესობამ დადებითი

Monday, October 17, 2011

პოსტერები თქვენი დესკტოპისთვის

ამ კოლექციაში არის 80 პოსტერი
თემა: კომპიუტერები, ჰაკინგი, ტელეფონები
მოცულობა: 41,1მბ






http://www.ziddu.com/download/16877035/Newfolder.zip.html

ვინდოუსის გასაღების ნახვა

ვინდოუსის გასაღების ნახვა შეიძლება ბევრ რამეში დაგვჭირდეს: შეიძლება გადაყენების შემდეგ დაგვჭირდეს ისევ თავიდან შეყვანა და ჯობია ცალკე გვქონდეს ამოწერილი, ან უბრალოდ სხვის ლიცენზირებულ ვინდოუსიან კომპიუტერზე გავუშვათ პროგრამა და გასაღები დავაკოპიროთ და შემდეგ ჩვენ ვისარგებლოთ ;) მოკლედ ბევრი გამოყენება შეიძლება მოუძებნოთ.

პროგრამას ინსტალაცია არ ჭირდება და არის სულ რამოდენიმე კილობაიტი ასე რომ სატარებლადაც მოსახერხებელია


გადმოსაწერი ლინკი: http://www.box.net/shared/lo6uvd5yno8msgnkces8

ოფიციალური საიტი: http://www.rcpsoft.net/

გაიგეთ აკოპირებენ თუ არა პოსტებს თქვენი საიტიდან

არის საიტი რომელიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ აკოპირებენ თუ არა პოსტებს ჩვენი საიტიდან, ამის გასაგებად ჩვენ მხოლოდ უნდა ჩავწეროთ ჩვენი საიტის მისამართი:

ასევე შეგიძლიათ ჩასვათ ამ საიტის ბანერი თქვენ გვერდზე

რა არის ბოტნეტი და რომელია ყველაზე მძლავრი მათ შორის

კომპანია ალარმზონის(alarmzone) მიერ გამოქვეყნებული ზოგადი მიმოხილვა ბოტნეტის შესახებ
სურათის გასადიდებლად დააჭირეთ მასზე


ენა - ინგლისური


Friday, October 14, 2011

სოციალური ქსელი diaspora*



როგორც ბევრი მეც ფეისბუქის მოძულეთა რიგებს მივეკუთვნები, თუმცა იძულებული ვარ ანგარიში მაინც მქონდეს, რადგან სხვანაირად დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან კავშირი შეუძლებელი ხდება, რათქმაუნდა არსებობს ტელეფონები მაგრამ საერთაშორისო ზარების კატასტროფული ფასების გამო ისევ ინტერნეტის სასარგებლოდ ვაკეთებ არჩევანს, სადაც ყველგან ფეხმოკიდებული ცისფერი ურჩხული მხვდება (ცისფერი ამ შემთხვევაში გეის არ ნიშნავს :)) ). მოკლედ დიდი ხნის წინ დავიწყე ფეისბუქის შემცვლელის ძიება მაგრამ საინტერესო პროექტი ვერ ვიპოვე. შემდეგ დაახლოებით ერთი წლის წინ გადავაწყდი პროექტ დიასპორას. მაშინ ეს მხოლოდ იდეის დონეზე იყო, თუმცა საკმაოდ საინტერესო ჩანდა. რამოდენიმე თვის წინ კი ჩვენ უკვე მივიღეთ სოციალური ქსელის ალფა ვერსია.

ინტერნეტის კაბელები წყალქვეშ

დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცოდით რომ ინტერნეტ კავშირის მხოლოდ 1% ხორციელდება სატელიტით, დანარჩენი 99% კი წყალქვეშა კაბელებით. სურათზე არის რუქა რომელზეც კარგად ჩანს კაბელები ოკეანეების ფსკერზე.

ეს არის საიტი სადაც შეგიძლიათ ნახოთ იგივე რუქა დააზუმოთ და ზუსტად ნახოთ კაბელების მარშრუტი მთელს მსოფლიოში, თითოეული ფერის კაბელს შეესაბამება სახელი რომელიც მარჯვენა მხარეს მენიუში შეგიძლიათ იხილოთ: http://www.submarinecablemap.com/

Tuesday, October 11, 2011

ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება

ყველამ ვიცით ალბათ საიტი http://speedtest.net/ სადაც შეიძლება ჩვენი ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება.
მაგრამ ასევე არის იუთიუბის სერვისი რომელიც ამოწმებს ჩვენი ინტერნეტის სიჩქარეს.
მგონი საინტერესოა http://www.youtube.com/my_speed

გუგლის ვიდეო გაკვეთილები

ვიპოვე ძალიან საინტერესო გვერდი იუთიუბზე სადაც პატარა გაკვეთილებია სხვადასხვა თემებზე. მაგალითად ვინც კომპიუტერშ კარგად ვერ ერკვევა ახსნილია რას ნიშნავს HTTPS,HTTP,SSL ასვე არის რჩევები თქვენი მეილის და უკაბელო ინტერნეტის დაცვაზე. მოკლედ საინტერესოა, აი რამდენიმე ვიდეოც



დაათვარიელეთ საიტი ინტერნეტის გარეშე

ალბათ გქონიათ ისეთი შემთხვევა როცა ინტერნეტი გაქვთ გათიშული არადა სამეცადინოდ გჭირდებათ რომელიმე საიტი, ან უბრალოდ ისეთ ადგილზე ხართ სადაც არ იჭერს ინტერნეტი არადა გჭირდებათ რომელიმე საიტზე განთავსებული ინფორმაცია. თქვენ შეგიძიათ სასურველი საიტი შეინახოთ თქვენ კომპიუტერში და როცა მოგინდებათ მაშინ გახსნათ და მოიძიოთ ინფორმაცია.
ამისთვის დაგჭირდებათ ერთი პატარა პროგრამა.
გადმოწერეთ ოფიციალური საიტიდან: http://www.httrack.com/

გადმოწერის მერე დააყენებთ ჩვეულებრივად და გახსნით, დააჭირეთ NEXT
დაარქვით რამე სახელი თქვენ პროექტს და კატეგორიას, თუ გსურთ რომ შეცვალოთ ადგილი სადაც ინახავს გადმოწერილ საიტს ასევე მიუთითეთ:

Saturday, October 8, 2011

GOOGLE TV

ახლა უკვე ტელევიზორებზეც გადავიდა გუგული დეიდა


ბოლოს უნიტაზებსაც შემოგვთავაზებს სავარუდოდ

Friday, October 7, 2011

STEVE JOBS

საერთოდ და განსაკუთრებით დღეს ამ ადამიანზე ძალიან ბევრი დაიწერა, მე ნადმვილად ვერ შევძლებ რამე ახალის თქმას ან რამის დამატებას. უბრალოდ ერთი პოსტი მინდა რომ დავუთმო იმ ადამიანს რომელმაც კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ვრცელი ინფორმაცია რამოდენიმე ენაზე შეგიძლიათ იხილოთ პოსტის ბოლოს

                                



კალკულატორის შეცდომა ვინდოუსში

იცოდით რომ ბილ გეიტსის აზრით 4-4 =-4.5616607....

აი ვიდეოც

თუ მაინც არ გჯერათ ცადეთ თვითონ :)

Thursday, October 6, 2011

გაიგეთ თუ იყენებენ თქვენი მეზობლები თქვენ ინტერნეტს (wifi)

ამ პატარა პროგრამის საშუალებით გაიგებთ თუ იყენებს თქვენს გარდა სხვა პირი თქვენ უკაბელო ინტერნეტს.
პროგრამის გამოყენება არის უადვილესი, დააყენეთ სტანდარტულად და გაუშვით, ის ავტომატურად დაიწყებს ქსელის სკანირებას და რამდენიმე წამში გაჩვენებთ შედეგს:


ამ შემთხვევაში მე და ჩემი კომპიუტერი მარტო ვართ ქსელში როუტერთან ერთად.


საიტის ლინკი: http://www.nirsoft.net

გადმოსაწერი ლინკი საიტიდან: http://www.nirsoft.net/utils/wnetwatcher_setup.exe

p.s. პროგრამა ასკანერებს მხოლოდ იმ ქსელს რომელშიც ჩართული ხართ ასე რომ ხაცკერობა არ ცადოთ ;)

გაიგეთ თქვენი სიკვდილის თარიღი

ინტერნეტში ძრომიალისას გადავაწყდი ამ სახალისო საიტს. ჩაწერეთ თქვენი დაბადების თარიღი, წონა, და კიდევ რამოდენიმე მონაცემი და გაიგებთ როდის აღესრულებით :)))

საიტზე ასევე სიმაღლე უნდა გადაიყვანოთ ფუტებში, ამისთვის უბრალოდ დაგუგლეთ cm to feet და პირველივე შედეგი იქნება ონლაინ კონვერტორი.

აი საიტის მისამართი http://www.deathclock.com/

ესეც ჩემი აღსასრულის დღე :(  ცოტაღა დამრჩენია :((

Wednesday, October 5, 2011

საინტერესო ფაქტები ინტერნეტის შესახებ

რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ინტერნეტის ცხოვრებიდან

1. ინტერნეტის ანუ უბრალოდ ქსელის შექმნა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო.
პირველი მესიჯი რომელიც გაიგზავნა იყო LOG. სინამდვილეში უნდოდათ გაეგზავნათ LOGIN მაგრამ ქსელმა გადატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა.

2. პირველი გვერდი ინტერნეტში იყო: http://info.cern.ch/hypertext/WWW/TheProject.html გვერდი შეიცავდა ინფორმაციას მსოფლიო ქსელის შესახებ და თუ რა ადვილად შეიძლებოდა ყველას შეექმნა html გვერდები. 

სამწუხაროდ ეს გვერდი არ იქნა დიდი ხნის განმავლობაში შენახული, თუმცა რეკონსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

3.პირველი „სმაილიკი" შეიქმნა 1979 წელს კევინ მაკინზის (Kevin Mackenzie) მიერ და იყო მხოლოდ ) და არ ქონდა სახის ფორმა. 3 წლის შემდეგ იგი შეიცვალა და მიიღო სტანდარტული :) სახე. იდეის ავტორი იყო სკოტ ფალმანი (Scott Fahlman)

4. პირველი ვებ კამერა შეიქმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იგი უყურებდა ცარიელ ყავის მადუღარას. აი კადრებიც:  

Tuesday, October 4, 2011

თქვენი საკუთარი ხელწერა კომპიუტერში

პასტების ცნობილმა ფირმა PILOT-მა შემოგვთავაზა ჩვენი კალიგრაფიით გვეწერა კომპიუტერში.
იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია:


Sunday, October 2, 2011

GOOGLE MOTION ახალი სერვისი გუგლისგან

საკმაოდ სახალისო და საინტერესო პროექტი გუგული დეიდასგან.
ჩვენ უკვე შეგვიძლია ფოსტა გავგავნოთ ხელების მოძრაობით, კლავიატურის გამოყენების გარეშე. ამისთვის გვესაჭიროება მხოლოდ ვებ კამერა.

Saturday, October 1, 2011

USB ფლეშ ბარათის დაცვა



USB ბარათის დაცვა საკმაოდ პრობლემატური საკითხია როგორც აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე რამოდენიმე რჩევა დავწერო როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი საყვარელი "ფლეშკა".
პირველ რიგში სანამ დაბლა მოცემულ რჩევებს მიყვებით ფლეშკა დააფორმატეთ აუცილებლად, ამით წაიშლება ყველაფერი ფლეშკიდან, მათ შორის ვირუსებიც, თუ არის რათქმაუნდა

დასაწყისისთვის ყველაზე კარგი იქნება თუ გამოვრთავთ autorun-ის ფუნქციას ჩვენ კომპიუტერში რომელიც წაადგება ფელშკის დაცვას, გადახედეთ ამ პოსტს

1--- ეს არის პატარა პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ რომ დაიცვათ USB ბარათი კომპიუტერიდან ვირუსის შეღწევისგან.
გადმოწერეთ პროგრამა http://www.gaijin.at/en/dlusbwp.php
დაყენება არ ჭირდება. გახსენით პროგრამა ადმინისტრატორის უფლებებით სანამ შეუერთებთ ფლეშკას და აირჩიეთUSB write protection ON და შეგიძლიათ დახუროთ ფანჯარა.

დესკტოპზე თქვენი კამერის გამოჩენა

სათაური კარგად ვერ ჩამოვაყალიბე :))
ვინდოუს შვიდის და ვისტას მომხმარებლებისთვის პრობლემას წარმოადგენს საკუთარი კამერის ჩართვა მითუმეტეს თუ პორტატული კომპიუტერი გაქვთ.
ეს საიტი გვთავაზობს ამ პრობლემის გადაწყვეტას, პროგრამის დაყენების შემდეგ თქვენ ჩართავთ კამერას უპრობლემოდ, გადაიღებთ სურათებს, ვიდეოს და ა.შ.

http://www.bustatech.com/webcamviewer-a-simple-viewer-for-webcam/