Sunday, June 16, 2013

სასწავლო საიტების კრებული

ამ პოსტში/სურათში ჩამოთვლილია სასწავლო საიტების სია, დაყოფილია დარგებად, მაგალითად: მუსიკა, ვიდეო, კურსები, პროგრამიერბა, ენები, წიგნები და სხვ. ძალიან ბევრი და საინტერესო საიტია საიდანაც ბევრის სწავლა შეიძლება მაგალითად ჩემი ფავორიტი არის coursera.org რომელიც საშუალებას იძლევა დისტანციაზე გაიაროთ სხვადასხვა კურსები ვიდეო გაკვეთილებით, გააკეთოთ დავალებები და კურსის ბოლოს მიიღოთ პრესტიჟული ამერიკული ან ევროპული უნივერსიტეტის დიპლომი. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ სწავლაში
 

Sunday, June 2, 2013

Attachecase ნებისმიერ ფაილზე პაროლის დადება

  

 Attachecase  არის იაპონური პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი ფაილის (სურათი, ოფისის ფაილი, ზიპ ფაილი...) დაშიფვრაში და პაროლის დადებაში.

პროგრამა იყენებს 256 ბიტიან  AES შიფრაციის მეთოდს. პროგრამა არის ღია კოდის მქონე და ვრცელდება GPL ლიცენზიით.

მისი გამოყენება საკმაოდ ადვილია: უბრალოდ გავხსნით პროგრამას, ჩავაგდებთ ფაილს რომლის დაშიფვრაც გვინდა, შევიყვანთ პაროლს და პროგრამა ავტომატურად აგენერირებს ახალ *.exe ფაილს რომელიც შეიცავს დაშიფრულ ფაილს. ეს არის ძალიან მოსახერხებელი როცა გსურთ ისეთ პერსონას გაუგზავნოთ დაშიფრული ფაილი რომელსაც არ აქვს ეს პროგრამა დაყენებული.