Friday, August 19, 2011

ჩვეულებრივი პროგრამის პორტაბელურად გარდაქმნა




ამ პოსტში გაგაცნობთ ერთ ძალიან საინტერესო და საჭირო პროგრამას რომლის საშუალებითაც ნებისმიერ პროგრამას გარდაქმნით პორტაბელურად.

პროცესი ძალიან ადვილია ასე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს.
შევუდგეთ საქმეს და გადმოვწეროთ ეს პროგრამა

Wednesday, August 17, 2011

google+

ახალი სოციალური ქსელის google+ (G+) ის შესახებ ალბათ უკვე ყველამ იცის. მეც ამ ცოტა ხნის წინ გამიკეთეს მოწვევა და დავრეგისტრირდი, მიმოვიხედე და კარგი რამეა სასიამოვნო ინტერფეისი აქვს და რაც ყველაზე მეტად მომხიბლა იყო მეგობრების დაყოფის ფუნქცია, ანუ თქვენი დადებული სურათი თუ ვიდეო თუ რაც იქნება შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი მეგობრების რომელი ჯგუფის წევრებმა ნახონ. შეიძლება სხვა სოციალურ ქსელსაც აქვს მსგავსი ფუნქცია მაგრამ რადგან დიდად არცერთს არ ვიყენებ ამიტომ ჩემთვის "ახალი ხილია".

მოკლედ ნეტშიც მოვიძიე ინფორმაცია ამ ახალ პროექტზე და ყველა აღფრთოვანებულია, ზოგს ჯერავს რო ფაცებუქს ჩაძირავს ზოგს არა. ბევრი რო არ გავაგრძელო გადავაწყდი ერთ საინტერესო სერვისს რომელიც გაალამაზებს თქვენი ექუნთის ლინკს. მაგალითისთვის:
თუ თქვენი პროფილის მისამართი არის: https://plus.google.com/102043247788356875633/posts
შეგიძლიათ გახადოთ ასეთი: gplus.to/თქვენისახელი . ეს სერვისი ჯერ ახალია და ბევრი სახელი არის ხელმისაწვდომი ასე რომ იჩქარეთ.
ესეც საიტის მისამართი:  http://gplus.to/

პ.ს. ვისაც სურვილი აქვს მოსაწვევების დაწეროს კომენტარებში მეილი

Saturday, August 13, 2011

კომპიუტერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიტები

1. http://www.securitytube.net/  >>>>>>> ვიდეოები ჰაკინგზე და საინტერესო ინტერვიუები
                                                             კომპიუტერის სფეროში

2. http://ha.ckers.org/  >>>>>>>>>> საინტერესო სტატიები ჰაკინგზე და უსაფრთხოებაზე


3. http://lifehacker.com/  >>>>>>>> საინტერესო რჩევები ჰაკინგზე და კომპუტინგზე


4. http://www.irongeek.com/  >>>>>>> საინტერესო რჩევები კომპიუტერი უსაფრთხოებაზე


5. http://www.offensive-security.com/blog/  >>> ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰაკერული ბლოგი
                                                                      რომელიც ასევე ატარებს ტრეინინგებს და არიგებს    
                                                                      სერთიფიკატებს.

Thursday, August 11, 2011

windows.old წაშლა

როცა ვინდოუსს გადავაყენებთ დესკტოპიდან ან დაფორმატების გარეშე ჩავწერთ ახალ ვინდოუსს ან რამე პრობლმების გამო ბექაფს გააკეთებს სისტემა,
ჩნდება  ძველი  ვინდოუსის კოპია რომელიც საკმაოდ დიდ ადგლის იკავებს. ასე რომ თუ ძველი ვინდოუსი არ შეიცავს თქვენთვის საჭირო ფაილებს, შეგიძლიათ წაშალოთ.

მიყევით ვიდეოს და საკამოდ ადვილად წაშლით ამ ფაილს.

პ.ს. ვიდეო ორჯერ დავაპაუზე და შემდეგ ისევ გავაგრძელე ძალიან რომ არ გაწელილიყო დრო. ზოგ პროცესს (მაგალითად წაშლის) ჭირდება დრო, ასევე რათქმაუნდა სიჩქარე დამოკიდებულია თქვენ კომპიუტერზეც.


http://www.youtube.com/watch?v=OnGgn6h2F6E

Wednesday, August 10, 2011

კომპიუტერის დაცვა

როცა ახალ კომპიუტერს ვიყიდით ან ვინდოუსს თავიდან დავაყენებთ, საჭიროა რამდენიმე კონფიგურაციის შეცვლა რომ შედარებით უფრო დაცული გავხადოთ ჩვენი კომპიუტერი.

მიყევით ვიდეოს და დააყენეთ ყველაფერი ისე როგორც ნაჩვენებია.

პ.ს. ვიდეო ცოტა ჭედავს მაგრამ ყურება შეიძლება.





http://www.youtube.com/watch?v=FUP91gelggI

Tuesday, August 9, 2011

ბიოსის ვირუსის მოშორება

 ბევრს გონია რომ ბიოსის ვირუსი არ არსებობს და ნებისმიერი სახის ვირუსის მოშორება შეიძლება დისკის დაფორმატებით, თუმცა ეს ასე არ არის.

 ვირუსები რომლებიც ბიოსის სისტემაში ჯდებიან მართლა არსებობენ თუმცა გვხვდებიან ძალიან იშვიათად. მაგრამ მაინც რადგან არსებობენ საჭიროა მათი მოშორების გზაც ვიცოდეთ.
ბიოსის ვირუსების პოვნა ჩვეულებრივი ანტვირუსული პროგრამით შეუძლებელია რადგან ანტივირუსი ამოწმებს მყარი დისკის მონაცემებს ხოლო ბიოსი კი მდებარეობს ცალკე დედაპლატაზე ამიტომ ანტივირუსი არაეფექტურია. ასეთი ვირუსის არსებობის შესახებ მიგვანიშნებს ის რომ კომპიუტერი უცნაურად იქცევა, უდროო დროს იხსნება სხვადასხვა ფანჯარა ან გვიწერს რომ კომპიუტერი დავირუსებულია და გთავაზობთ რომელიღაც უცნაური ანტივირუსის გადმოწერას და დაყენებას, და ამ ყველაფრის ფონზე თქვენი ანტივირუსი გიწერთ რომ სისტემა არ არის დავირუსებულიო.

ბიოსის ვირუსის მოშორება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა და თუ თქვენ ვერ რისკავთ ამის გაკეთებას მაშინ თხოვეთ იმას ვისაც ასე თუ ისე მაინც ესმის კომპიუტერი და აუხსენით რა როგორ უნდა გააკეთოს ამ პოსტის მიხედვით.