Tuesday, August 9, 2011

ბიოსის ვირუსის მოშორება

 ბევრს გონია რომ ბიოსის ვირუსი არ არსებობს და ნებისმიერი სახის ვირუსის მოშორება შეიძლება დისკის დაფორმატებით, თუმცა ეს ასე არ არის.

 ვირუსები რომლებიც ბიოსის სისტემაში ჯდებიან მართლა არსებობენ თუმცა გვხვდებიან ძალიან იშვიათად. მაგრამ მაინც რადგან არსებობენ საჭიროა მათი მოშორების გზაც ვიცოდეთ.
ბიოსის ვირუსების პოვნა ჩვეულებრივი ანტვირუსული პროგრამით შეუძლებელია რადგან ანტივირუსი ამოწმებს მყარი დისკის მონაცემებს ხოლო ბიოსი კი მდებარეობს ცალკე დედაპლატაზე ამიტომ ანტივირუსი არაეფექტურია. ასეთი ვირუსის არსებობის შესახებ მიგვანიშნებს ის რომ კომპიუტერი უცნაურად იქცევა, უდროო დროს იხსნება სხვადასხვა ფანჯარა ან გვიწერს რომ კომპიუტერი დავირუსებულია და გთავაზობთ რომელიღაც უცნაური ანტივირუსის გადმოწერას და დაყენებას, და ამ ყველაფრის ფონზე თქვენი ანტივირუსი გიწერთ რომ სისტემა არ არის დავირუსებულიო.

ბიოსის ვირუსის მოშორება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა და თუ თქვენ ვერ რისკავთ ამის გაკეთებას მაშინ თხოვეთ იმას ვისაც ასე თუ ისე მაინც ესმის კომპიუტერი და აუხსენით რა როგორ უნდა გააკეთოს ამ პოსტის მიხედვით.


 პირველ რიგში შეეგუეთ იმ აზრს რომ მთელი ინფორმაცია რაც თქვენ მყარ დისკზეა უნდა წაიშალოს ამიტომ წინასწარ მიიღეთ ზომები და შეინახეთ საჭირო ფაილები დისკებზე, ფლეშ მეხსიერების ბარათებზე ან სადაც თქვენ გინდათ ოღონდ ნუ დატოვებთ კომპიუტერში.

 შემდეგ გამოიყენეთ სხვა კომპიუტერი რომელიც არ არის დავირუსებული და თქვენი დედაპლატის (motherboard) მწარმოებელის და მოდელის მიხედვით მოძებნეთ მისი შესაფერისი ბიოსის ვერსია, გადმოწერეთ და ჩაიწერეთ დისკზე (სავარუდოდ იქნება ფლეშ ბიოსი)

 გამორთეთ დავირუსებული კომპიუტერი, გახსენით კეისი და მყარ დისკს გამოაძრეთ ორივე კაბელი (ერთი კვების წყარო, მეორე მონაცემების) ამის შემდეგ ჩართეთ კომპიუტერი და ჩადეთ დისკი სადაც ჩაწერეთ ბიოსი, როცა გამოჩნდება მენიუ აირჩიეთ ბიოსის ჩატვირთვის თანმიმდევრობის შეცვლა (change the BIOS boot order ან მსგავსი შინაარის ოპცია, გააჩნია ბიოსს ) შემდეგ საფეხურზე შეცვალეთ მონაცემები და დაარესტარტეთ კომპიუტერი, ოღონდ არ დაარესტარტოთ მანამდე სანამ არ მოგცემთ ამის უფლებას სისტემა ანუ არ დაგიწერთ რომ შეიძლება გამორთვა.


შემდეგ შეუერთეთ ისევ მყარი დისკის კაბელები. ახლა უკვე საჭიროა სისტემის მთლიანი წაშლა მყარი დისკიდან, ამისთვის გამოგვადგება  HIREN'S BOOTCD. სისტემის მთლიანად წაშლის შემდეგ უკვე შეგიძლიათ დააყენოთ ვინდოუსი თავიდან და ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება

No comments:

Post a Comment