Tuesday, January 24, 2012

როგორ გამოვიწეროთ უფასო საჩუქრები ინტერნეტიდან



რამდენიმე თვის წინ გავიგე რომ თურმე შეიძლება ინტერნეტიდან უფასოდ გამოვიწერო ბუკლეტები, ჟურნალები, დისკები, სხვადასხვა პროდუქტების საცდელი ვერსიები, ასევე პარფიუმერია, და კიდევ ათასი რამ. ეს რამდენიმე თვე ვაკვირდებოდი, გამოვიწერე ბევრი რამ და უმეტესობა მართლაც ჩამოვიდა მიუხედავად იმისა რომ ერთი-ორი კვირა ველოდე უშედეგოდ. მოკლედ რატომაც არ უნდა გამოვიწეროთ ბუკლეტი უფასოდ იმ თემაზე რომელიც გვაინტერესებს? ხო და ეხლა გეტყვით საიტებს საიდანაც შეიძლება უფასოდ საჩუქრების გამოწერა.

http://www.totallyfreestuff.com/  ეს საიტი ყველაზე მეტად მომწონს, უამრავი შემოთავაზებაა ბევრი სისუსლელეა მაგრამ ბევრი კარგი რამეც. პირველივე გვერდზე შესვლისას
არის ჩამოთვლილი ახალი შემოთავაზებები,  ხოლო მარცხენა მხარეს მენიუდან შეგიძლიათ აირჩიოთ კატეგორიების მიხედვით, გაითვალისწინეთ ისიც რომ ბევრი ძველი შემოთავაზება ჯერ ისევ ძალაშია და შეგიძლიათ ისარგებლოთ.

http://www.thunderfap.com/

http://www.bestfreestuffonline.com/

http://www.freemania.net/

http://www.samplestufffree.com/

http://www.freedisk.ru/

http://moneysavingmom.com/

ალბათ კიდევ ბევრია მსგავსი შინაარსის საიტი მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილებიდან მე პირადად მისარგებლია და ჩამომსვლია საჩუქრები.
ზოგი შემოთავაზება მარტო ამერიკაზე, კანადაზე ან ინგლისზე ვრცელდება მაგრამ არის სხვები რომლებიც ყველა ქვეყანას მოიცავს.
სწორი სახელის გვარის და ტელეფონის ჩაწერა აუცილებელი არ არის, მთავარია მისამართი და საფოსტო კოდი იყოს სწორი.

აქ კი რამდენიმე სურათი ჩემს მიერ გამოწერილი და ჩამოსული საჩუქრებიდან. დიდი კი არაფერი მაგრამ მაინც "ასწორებს"





თუ იცით სხვა საიტები რომლებიდანაც შეიძლება გამოწერა საჩუქრების, კარგი იქნებოდა კომენტარებში თუ მიუთითებდით

5 comments:

  1. კაი საიტია ასე გააგრძელეთ

    ReplyDelete
  2. http://www.totallyfreestuff.com/index.asp?m=37&sb=1
    age sxva saitebic...

    ReplyDelete
  3. უმეტესობაზე არ არის საჭირო რეგისტრაცია

    ReplyDelete