Friday, February 17, 2012

ფოსტის დაყენება კომპიუტერში (windows 7 live mail)


ვინდოუს 7-ის მომხმარებლებს ძალიან ადვილად შეუძლიათ დააყენონ იმეილის ანგარიში თავიანთ კომპიუტერებში. ეს ხდება პროგრამით windows live mail რომელიც მოყვება თვითონ ვინდოუსს.


დავიწყოთ Gmail-ის დაყენებით:

ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ თქვენ მეილზე IMAP სერვისის გააქტიურება. სერვისის გასააქტიურებლად შევიდვართ ჩვენს მეილზე და ზევით მარჯვენა კუთხეში ვაჭერთ სეთინგების ნიშანს და ვირჩევთ mail options


გადავალთ ახალ გვერდზე და აქედან ავირჩიოთ forwarding and POP/IMAP

შემდეგ გვერდზე IMAP access განყოფილებაში მოვნიშნოთ enable IMAP და დავაჭიროთ save changes



სამწუხაროდ yahoo-ს ფასიანი მეილით უნდა სარგებლობდეთ რომ გქონდეთ საშუალება IMAP- სერვისის გააქტიურების. ამიტომ გამოვტოვებთ იაჰუს მეილს


დავაყენოთ HOTMAIL.COM-ზე

ჰოთმეილზე დასაყენებლად თქვენ არაფრის შეცვლა არ დაგჭირდებათ იმიტომ რომ ვინდოუს ლაივი მთლიანად მორგებულია ჰოთმეილის სერვისზე.



გადავიდეთ windows live mail-ის დაყენებაზე

დავაჭიროთ ვინდოუსის ღილაკს და ძიებიაში ჩავწეროთ windows live mail და შედეგს დავაკლიკოთ. ახალ გამოსულ ფანჯარაში კი ვიქცევით ისე როგორც სურათზეა აღნიშნული

შემდეგ ფანჯარაში ვაჭერთ add ღიალკს და ვირჩევთ email account და ვაჭერთ next ღილაკს.
შემდეგ კი შეგვყავს ჩვენი იმეილის სახელი და პაროლი
ამის შემდეგ დააჭირეთ next და შემდეგ finish. ამ პროცესის დასრულებისთანავე დაიწყება თქვენი მეილიდან კომპიუტერში მეილების ჩატვირთვა თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ. თუ რამე პრობლემა იყო ცადეთ თავიდან დაყენება ან დაწერეთ კომენტარებში და ვეცდები დაგეხმაროთ.
ამის შემდეგ გამოჩნდება დაახლოებით ასეთ ფანჯარა:
ეს ფანჯარა ძალიან გავს ნებისმიერი ელექტრონული ფოსტის ფანჯარას ამიტომ შეჩვევა არ გაგიჭირდებათ. ზევით მარცხენა კუთხეში არის სწრაფი ბრძანებები (წერილის დაწერა, პასუხი...)
ახალი მეილის მოსვლისას მაშინვე ამოხტება ფანჯარა შეტყობინებით რომ თქვენ ახალი მეილი გაქვთ. მოკლედ თუ მეილის ხშირად გამოყენება გიწევთ ძალიან მოსახერხებელია.

1 comment:

  1. Well thanks a lot, but how did you understand a word here? :)))

    ReplyDelete