Tuesday, July 31, 2012

ვინდოუსის usb ბარათზე ჩაწერა (ადვილი მეთოდი)

იმ უამრავი მეთოდებიდან, რომლებიც არსებობს ვინდოუსის და სხვა ჩამტვირთავი ფაილების usb ფლეშკაზე ჩასაწერად მე შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ყველაზე ადვილს.
გამოვიყენებთ პროგრამას flashboot. პროგრამა არის ფასიანი მაგრამ უფასო ვერსიის გამოყენების შემთხვევაში სანამ ფლეშ ბარათზე დაყენებული ჩამტვირთავი ფაილები გაეშვება, მოცდა მოგიწევთ 30 წამი. მეტი შეზღუდვა არ აქვს
გადმოწერეთ ეს პროგრამა და დააყენეთ ჩვეულებრივად: http://www.prime-expert.com/flashboot/download.php

დაყენების მერე გაუშვით პროგრამა და გამოჩნდება ასეთი ფანჯარა:



დააჭირეთ next ღილაკს :

აირჩიეთ პირველივე ვარიანტი CD>USB , ამის შემდეგ გამოვა ახალი ფანჯარა, თუ გაქვთ .iso ფაილი კომპიუტერში მაშინ მონშნეთ მეორე ვარიანტი, თუ დისკიდან გინდათ რომ გადაიტანოთ საინსტალაციო მაშინ აირჩიეთ პირველი ვარიანტი და დააჭიერთ next ღილაკს:

შემდეგ ფანჯარაში აირჩიეთ შესაბამისი ოპცია, თუ ვინდოუს xp გინდათ რომ ჩაწეროთ აირჩიეთ პირველი ვარიანტი და დააჭირეთ Next ღილაკს:

შემდეგ აირჩიეთ სადაც არის თქვენი ფლეშ ბარათი და გადადით შემდეგ საფეხურზე:

მიუთითეთ სახელი, რაც გინდათ რომ დაარქვათ ახალ საინსტალაციოს ან დატოვეთ ცარიელი და დააჭირეთ next ღილაკს (ამ გვერდზე მეტი არაფერი არ შეცვალოთ):

ახალ გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს format now! და დაიწყება პროცესი:

პროცესი დაახლოებით 5-10 წუთი გაგრძელდება კომპიუტერის მონაცემებიდან გამომდინარე:

პროცესის დასრულების შემდეგ გამოვა ასეთი ფანჯარა:

დააჭირეთ ok ღილაკს და უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი ფლეშ ბარათი.

აბა თქვენ იცით :)

6 comments:

  1. 8 GB იანით წავა?

    ReplyDelete
  2. რათქმაუნდა წავა, უბრალოდ რა ადგილიც დარჩება იმას ვერ გამოიყენებ სანამ ვინდოუსი გექნება ჩაწერილი. თუ დააფორმატებ მერე კი

    ReplyDelete
  3. usb ის საშუალებით ვაყენებ win xp და ც დისკზე მინდა რომ წავშალო პარტიშენტები თუ რაგაც ჯანდაბაა ეგ და როგორ ვქნა ?>

    ReplyDelete
    Replies
    1. ც დისკზე პარტიშენების წაშლა რას ნიშნავს ვერ მიგიხვდი, თუ დაფორმატება გინდა უბრალოდ ვინდოუსის დაყენებისას ფართიშენი რო უნდა აირჩიო იქვე არის ADVANCED PARTITION MANAGER თუ რაღაც მსგავსი და იმას რო დააჭერ იქ გამოჩნდება დაფორმატების ფუნქციაც

      Delete
  4. windows 7-ze gamova?

    ReplyDelete
    Replies
    1. კი გამოვა, შესაბამის ვარიანტს აირჩევ XP-ს მაგივრად და იგივე პროცედურა იქნება დანარჩენი

      Delete