Attachecase არის იაპონური პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი ფაილის (სურათი, ოფისის ფაილი, ზიპ ფაილი...) დაშიფვრაში და პაროლის დადებაში.
პროგრამა იყენებს 256 ბიტიან AES შიფრაციის მეთოდს. პროგრამა არის ღია კოდის მქონე და ვრცელდება GPL ლიცენზიით.
მისი გამოყენება საკმაოდ ადვილია: უბრალოდ გავხსნით პროგრამას, ჩავაგდებთ ფაილს რომლის დაშიფვრაც გვინდა, შევიყვანთ პაროლს და პროგრამა ავტომატურად აგენერირებს ახალ *.exe ფაილს რომელიც შეიცავს დაშიფრულ ფაილს. ეს არის ძალიან მოსახერხებელი როცა გსურთ ისეთ პერსონას გაუგზავნოთ დაშიფრული ფაილი რომელსაც არ აქვს ეს პროგრამა დაყენებული.
დაშიფრული ფაილის გახსნაც ასევე ძალიან ადვილად ხდება: უბრალოდ გახსნით *.exe ფაილს შეიყვანთ პაროლს და შეინახავთ პაროლ მოხსნილ ფაილს.
პროგრამის დიდი მინუსი არის ის რომ არის იაპონელი მომხმარებლისთვის განკუთვნილი და არ გააჩნია სხვა ენების მხარდაჭერა. ამის მიუხედავად პროგრამის გამოყენება იმდენად ადვილია რომ იაპონური ენის ცოდნას საერთოდ არ საჭიროებს.
ამ ვიდეოში იხილავთ პროგრამის დაყენების და გამოყენების ინსტრუქციას და თავად დარწმუნდებით ამ პროცესის სიმარტივეში.
Attachecase video tut from Chumscrubber on Vimeo.
sakaifoa,am musikis saxeli mitxarit ra :)
ReplyDeletehttps://www.youtube.com/watch?v=Gf8Ntmn2rRc
Delete