Sunday, July 31, 2011

PDF ფაილის ვირუსი

PDF ფაილებს ყველანი ვიყენებთ, მაგრამ ბევრმა არ იცის რომ ამ ტიპის ფაილებსაც შეიძლება მოყვებოდეს ვირუსები რომელბზეც ანტივირუსები არ რეაგირებენ. უკეთეს შემთხვევაში ფაილის რომელიმე ონლიან სკანერზე ატვირთვამ შეიძლება მოგვცეს შედეგი და გამოჩნდეს რომ არის დავირუსებული, თუმცა კარგი ვირუსი არც ამ შემთხვევაში არ გამოჩნდება და წყნარად გაეშვება ჩვენ კომპიუტერში. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად დავწერ რამოდენიმე მეთოდს. ეს მეთოდები არ უზრუნველყოფენ 100%-იან დაცვას მაგრამ საკმაოდ დაგვეხმარებიან ამ ტიპის საფრთხის თავიდან აცილებაში.
 მაშ ასე :

 პირველ რიგში ყოველთვის გქონდეთ თქვენი PDF reader-ის განახლებული ვერსია ანუ დააყენეთ აფდეითები.



 გამორთეთ PDF ფაილის ბრაუზერში გახსნის ფუნქცია: თუ იყენებთ ადობეს PDF reader-ს მაშინ: PREFERCENCES>>INTERNET>>და მოუშალეთ ნიშანი DISPLAY PDF IN BROWSER-ს


არ გახსნათ მეილზე მოსული PDF ფაილები თუ არ ელოდებით მათ და ასევე არ გადმოწეროთ სხვადასხვა უცნაური საიტებიდან.

 გამორთეთ ადობეს PDF reader-ი სტარტაფიდან: start>>run>>msconfig>>startup და მოშალეთ ადობე


გამორთეთ ჯავასკრიფტი ადობე რიდერში : edit>>prefercences>>javascript :



 ჯერ ჯერობით სულ ეს არის რითიც მე შემიძლია დაგეხმაროთ ამ საკითხში

No comments:

Post a Comment