Wednesday, September 21, 2011

ტორენტ კლიენტის უსაფრთხოება 2


წინა პოსტში შემოგთავაზეთ ერთ-ერთი საშუალება თქვენი ტორენტ კლიენტის დასაცავად.
შეიძლება საქართველოში ეს პრობლემა არ არის მაგრამ ალბათ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ქონიათ პრობლემა ინტერნეტ პროვაიდერებთან რომლებიც ცდილობენ დაბლოკონ ტორენტის ტრაფიკი ან შეამცირონ და ამით დაიწევს გადმოწერის სიჩქარეც.
ამის თავიდან ასაცილებლად შემოგთავაზებთ რამდენიმე საშუალებას Utorrent-ის მაგალითზე.

 - პირველ რიგში დავშიფროთ ჩვენი ტრაფიკი რომ პროვაიდერს გაუჭირდეს გარკვევა ტორენტის ტრაფიკია თუ არა. ამისთვის: optiones>>preferences>>BitTorrent>>protocol encryption>> ჩამოშალეთ მენიუ და აირჩიეთ forced





ასევე მონიშნეთ allow incoming legacy connections თუ იწერთ ფაილს რომელსაც ყავს ცოტა სიდერი, მაგრამ სერთოდ ჯობია ეს ფუნქცია მოუნიშნავი იყოს პროვაიერის დასაბნევად:)


 - იმისთვის რომ თქვენი ატვირთვის სიჩქარე ძალიან არ გაიზარდოს და არ შეანელოს ინტერნეტის სიჩქარე  ვაკეთებთ ასე: optiones>>preferences>>bandwith აქ უკვე ჩვენი სურვილის მიხედვით ვიმოქმედებთ, თუ გვინდა რომ ატვირთვის სიჩქარე შეუზღუდავი იყოს დავტოვოთ 0 თუ არადა შევცვალოთ, მაგალითად 100კილობაიტი წამში
ხოლო გადმოწერის სიჩქარე ჯობია შეუზღუდავი დავტოვოთ

 - ასევე კარგი იქნება თუ შევცვლით პორტებს  რომლითაც ტორენტ კლიენტი უკავშირდება ინტერნეტს. ეს საჭიროა იმ შემთხვევისთვის როცა ჩვენი პროვაიდერი დაბლოკავს იმ ძირითად პორტებს რასაც ტორენტები იყენებენ.
ამისთვის შევდივართ: optiones>>preferences>>connections და დარწმუნდით რომ ეს ოთხივე ბრძანება მონიშნული იყოს:


ეს არის ის ძირითადი კონფიგურაციები რომლებიც სასურველია დავაყენოთ ტორენტ კლიენტის გამოყენებისას. ეს მეთოდები 100%-იან გარანტიას არ იძლევა თუმცა საგრძნობლად აუმჯობესებს უსაფრთხოების დონეს.

No comments:

Post a Comment