Sunday, April 22, 2012

რა იცის google-მა ჩვენზე


ინტერნეტის გამოყენებისას ჩვენ ავტომატურად ვხდებით რომელიმე დიდი კომპანიის სამიზნე, რომლის მიზანიც არის შეაგროვოს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია თვითოეულ მომხმარებელზე. მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგალითად თქვენი ინფორმაცია შეიძლება მიყიდონ კომპანიებს რომლებიც დაკავებულები არიან რეკლამებით, ან შეიძლება სადაზვერვო სამსახურები დაინტერესდენ თქვენი ინფორმაციით. პირადი ინფორმაციის გამოყენება ბევრნაირად შეიძლება, შედეგი კი ერთია - ჩვენი პირადი ინფორმაცია ჩვენგან დაუკითხავად ხდება ხელმისაწვდომი უამრავი ადამიანისთვის რომელმაც ეს ინფორმაცია შეიძლება ათასნაირად გამოიყენოს, შეიძლება თქვენი ინფორმაცია თქვენ წინააღმდეგაც იქნეს გამოყენებული (მაგ. არალეგალური გადმოწერებისას)
ასეთი მასიური კონტროლისას სრული ანონიმურობის დაცვა ძალიან ძნელია, თუმცა შეიძლება რამდენიმე ხრიკის გამოყენებით უფრო ნაკლები ინფორმაცია გავცეთ ჩვენ შესახებ.



  • ჩვენი IP მისამართის მუდმივად დამალვა საკმაოდ არაკომფორტულია და ინტერნეტის მომხმარებლების უმრავლესობა ამას არ იზავს, რადგან პირველ რიგში საჭიროა კომპიუტერის ცოტა მაღალ დონეზე ცონდა, ეს საკმაო პრობელმას წარმოადგენს მაშინ როდესაც უმეტესობას ინტერნეტი ფეისბუქი გონია. ასევე IP-ს დამალვა იწვევს ინტერნეტის სიჩქარის შენელებას რაც საკმაოდ არაკომფორტულია. თუ მაინც გადაწყვეტთ ამ გზით ანონიმურობას მოძებნეთ საძიებო სისტემაში VPN და არის უამრავი მასალა მის გამოყენებაზე. შეგიძლიათ მოიძოთ ინფორმაცია ჩემ ბლოგზეც, თუმცა სტატია საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა. IP მისამართის დასამალად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ tor პროექტი  
  • ანონიმურობის დაცვა საკმაოდ ძნელია სოციალურ ქსელებშიც, შეიძლება თქვენ ნამდვილი სახელით არ იყოთ დარეგისტრირებული ან არ დებდეთ თქვენ სურათებს მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება მეგობარი რომელიც თქვენ სურათს დადებს და დაგთაგავთ ან თქვენ სახელს მიაწერს. ამისთვის დათაგვის ფუნქცია გააუქმეთ ფეისბუქზე: privacy settings>>profile and tagging და აქ შეცვალეთ როგორც თქვენ გინდათ ან ისე გააკეთეთ როგორც მე მაქვს: 
  • შეგიძლიათ დროდადრო მოთხოვოთ თქვენ ინტერნეტ პროვაიდერს რომ შეგიცვალოთ IP მისამართი. როგორც წესი ამის გაკეთების უფლება გაქვთ. ამ ნაბიჯით თქვენ შეამცირებთ ერთ IP-ზე მიბმულ ინფორმაციას.
  • ასევე თავი შეიკავეთ თქვენი სახელის მოძებნისგან საძიებო სისტემაში. მაგალითად თუ მოძებნით ჯონდი მეჯღანუაშვილს და ნაპოვნი შედეგებიდან დააჭერთ რომელიმე შედეგს, საძიებო ფრაზა და მოძიებული მასალა უკავშირდება ერთმანეთს.
  • თუ რამე ისეთი მასალის მოძიება გინდათ რომელიც არანაირად არ გინდათ რომ დაგიკავშდეთ თქვენ, გამოიყენეთ პროქსი სერვისები ან კომპიუტერები საჯარო ადგილებში.
  • ნუ გამოიყენებთ ყოველთვის ერთ საძიებო სისტემას, არსებობს ბევრი სხვა საძიებო სისტემები რომლებიც გუგლი ბიძიას არ ჩამოუვარდებიან.
  • გამოურთეთ ქუქი ფაილების შენახვა თქვენ კომპიუტერში საძიებო სისტემებს და ისეთ საიტებს რომლებიც არ გჭირდებათ. მაგალითად ქრომ ბრაუზერში ჩაწერეთ  chrome://settings/content და აქედან შეგიძლიათ დააყენოთ ფილტრი ქუქი ფაილებზე. ეს ფაილები ინახავენ ინფორმაციას თქვენ ყოველ ნაბიჯზე სხვადასხვა საიტებზე.
  • არ გამოიყენოთ ერთიდაიგივე კომპანიის სხვადასხვა პროდუქტი. ისევ გუგლის მაგალითზე, ნუ გამოიყენებთ G+ gmail, google search, google doc და ა.შ. რადგან ეს აძლევს ერთ კომპანიას ძალიან ბევრ ინფორმაციას თქვენს შესახებ. ასევე თუ გმაილით სარგებლობთ აუცილებლად გამოდით თქვენი ანგარიშიდან როდესაც გუგლის საძიებო სისტემას იყენებთ რადგანაც თქვენ ანგარიშზე გროვდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას ეძებდით. მაგალითად მე გმაილს 2007 წლიდან ვიყენებ და ამ დროიდან დღემდე ყველა საძიებო სიტყვა და ის ლინკია შენახული რომელზეც დავაკლიკე. 
                                          

  • თეორიულად თქვენ გეძლევათ ამ ინფორმაციის წაშლის საშუალება მაგრამ      მართლა იშლება თუ არა გუგლის სერვერებიდან ინფორმაცია ეს არავინ არ იცის. თუმცა ჯობია არ შევინახოთ ინფორმაცია ჩვენს შესახებ განსაკუთრებით მას მერე რაც გუგლმა ოფიციალურად განაცხადა რომ ყიდის მისი მომხმარებლების ისეთ ინფორმაციას როგორიცაა საძიებო სისტემის ლოგები. როგორ ვაკონტროლოთ ინფორმაციის შენახვა ჩვენ აგნარიშზე ნახეთ ამ ვიდეოში: 
  • ასევე კარგი იქნებოდა თუ გამოიყენებდით არაცნობილ სოციალური მედიის საიტებს და ჩამოშორდებით ფეისბუქს, ძალიან ბევრისთვის ეს შეუძლებელია მაგრამ მე მაინც გირჩევთ რომ მოძებნოთ სხვა ნაკლებად ცნობილი საიტი მაგალითად დიასპორა 
  • ასევე გამოიყენეთ ნაკლებად ცნობილი ელექტრონული ფოსტები.
ეს იყო იმ რამოდენიმე რჩევათაგანი რომელიც უნდა გამოიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად. თუ გაინტერესებთ უფრო მეტი ანონიმურობაზე, გადახედეთ ჩემ ბლოგს და იპოვით საინტერესო მასალას, თუ არადა მიაშურეთ www-ს სადაც ძალიან ბევრი რჩევებია კიბერ უსაფრთხოებაზე.


თუ საქართველოს გარეთ ცხოვრობთ აუცილებლად გექნებათ ქუჩაში შემჩნეული ასეთი ტიპის მანქანები:
როგორც წესი ისინი გუგლს ეკუთვნის თუმცა შეიძლება სხვა ორგანიზაციასაც ეკუთვნოდეს. ერთი სიტყვით ჯობია მოერიდოთ მანქანის კამერებს, თორემ შეიძლება თქვენი სურათიც იპოვოთ ერთხელ google maps-ის თვარიელებიასას. (შეიძლება ეს უკვე პარანოიაა მაგრამ მე ყოვეთვის ზურგით ვტრიალდები მსგავსი მანქანების დანახვისას :))) )
პოსტში გამოყენებულია ზოგიერთი რჩევა ამ სტატიიდან

6 comments:

  1. ...და გამოიყენეთ GoogleClean

    ReplyDelete
  2. მაგაზე ცალკე მინდოდა დამეწერა მაგრამ რადგან თქვი ბარემ იყოს :)))

    ReplyDelete
  3. "უმეტესობას ინტერნეტი ფეისბუქი გონია" ჰაჰ ეს მომეწონა და ვეთანხმები

    ReplyDelete
    Replies
    1. ცოტა სასაცილოდ ჟღერს მაგრამ ეგრეა ძალიან ბევრი :)

      Delete
  4. google chrome-ს წაშლით დაიწყეთ გუგლისგან ტავის დაცვა :)

    ReplyDelete
    Replies
    1. არ არის აუცილებელი ქრომის წაშლა, მთავარია სწორად კონფიგურაცია და რამდენიმე ედონ-ის გამოყენება :)

      Delete