Thursday, April 19, 2012

პირადი ინფორმაციით ნავაჭრი მილიარდები


არსებობენ კომპანიები რომლებიც სრულიად ახალი ბიზნესით მილიარდებს შოულობენ. ეს ბიზნესი კი მომხმარებლების პირადი ინფორმაციით ვაჭრობაა. ეს ინფორმაცია განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რაში იყენებს მომხმარებელი ინტერნეტს და რაც უფრო მეტ რამეში იყენებს მით მეტი ინფორმაცია მოიპოვება მათზე და მით უფრო ფასეულია. ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს ელემენტარული მაგალითად საძიებო სისტემის ლოგები, მაგრამ თუ თქვენ ვაჭრობთ ინტერნეტით ან იყენებთ ონლაინ ბანკინგს მაშინ ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ცნობილი გახდეს თუ რას ყიდულობთ ან ყიდით, რა სიხშირით იყენებთ ამა თუ იმ ინტერნეტ პროდუქტს, თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, გყავთ თუ არა მანქანა, რას საქმიანობთ რა გაინტერესებთ და ა.შ.
ამ ინფორმაციას ზოგი კომპანია მოიპოვებს ლეგალური გზით ზოგიც კი არალეგალური ფარული გზით.
პირადი ინფორმაციის მოპოვება ხდება ქუქი ფაილების საშუალებით ასევე სხვადასხვა აპლიკაციებით ფეისბუქში, ტელეფონში ან სხვა საიტებზე, ასევე უფასო screensaver-ებით და მსგავსი უფასო აპლიკაციებით რომლებიც უხვად და უფასოდ მოიპოვება ინტერნეტში.

ჩამოგითვლით რამოდენიმე მსხვილ კომპანიას რომლებსაც უკეთესი იქნება თუ არ ენდობით:


  1. RapLeaf  - ეს კომპანია აგროვებს ინფორმაციას მომხამრებლებზე და შემდეგ ყიდის მათ სარეკლამო კომპანიებს. ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ ზემოთ ხსენებული კომპანია ფესიბუქის აპლიკაციების საშუალებით აგროვებდა ინფრომაციას მომხმარბელებზე მიუხედავად იმისა მიცემდით თუ არა ამ აპლიკაციას თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენების საშუალებას. კომპანიას მოუწია აეხსნა თუ როგორ იცავდა თავისი 400 მილიონი მომხმარებლის პირად ინფორმაციას როდესაც ამავდროულად ყიდდა სარეკლამო კომპანიებს.  თუმცა ეს ყველაფერი არ არის, უსაფრთხოების ექპერტების განხადებით კომპანია თავისი აპლიკაციების მომხმარებლების სახელებს და საფოსტო მისამართებს უკავშირებს სიეთ საიტებს როგორებიცაა  Flickr, Friendster, LinkedIn, Twitter, Pandora, Wordpress, MySpace, Bebo, Tribe, Livejournal, Yelp and Amazon და შემდეგ ყიდის მათ. ამ განცხადებების შემდეგ კომპანიამ ხელმისაწვდომი გახადა ინფორმაცია რასაც ინახავს თავის მომხმარებელზე, თუმცა ყველაფერი არის გამოქვეყნებული თუ არა არავინ იცის.
  2. facebook - ამ კომპანიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ყველასთვის ცნობილია. თუ თქვენ იყენებთ სხვადასხვა აპლიკაციებს, პირადი ინფორმაციის დაკარგვის რისკი საგრძნობლად იზრდება. ასევე ცნობილია რომ ფეისბუქიდან რამდენიმე წლის წინ წაშლილი ინფორმაციაც კი შენახულია და ხელმისაწვდომია სარეკლამო კომპანიებისთვის ან სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.
  3. Sony - ეს კომპანია შეიძლება გამიზნულად არ ვაჭრობს თავისი მომხმარებლების პირადი ინფორმაციით მაგრამ აქვს სერიოზული პრობლემები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 2011 წელს ჰაკერების მიერ საიტიდან მოპარული იქნა მილიონობით მომხმარებლის პირადი ინფორმაცია. პრობლემის გამოსწორებიდან მეორე დღეს ისევ გატყდა საიტი და მოიპარეს რამდენიმე ათასი დოლარი. იმავე წელს მესამეჯერ გატყდა საიტი და დაახლოებით 93,000 მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს. როგორც ხედავთ კომპანიას სერიოზული პრობლემები აქვს უსაფრთხოებასთან და არ ღირს ისეთი ინფორმაციის გაზიარება როგორიც საკრედიტო ბარათის ნომერი ან თქვენი მისამართია.
  4. Apple - ამ კომპანიისგან ალბათ არავინ მოელოდა უსაფრთხოებასთან დაკვაშირებულ პრობლემებს. ზუსტად ამ ასობით მილიონი ადამიანის ნდობით ისარგებლა კომპანიამ. სულ რამდენიმე თვის წინ მისი პროდუქტებისთვის (ipod, ipad, iphone...) დაწერილ აპლიკაციას Path რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს, შეძლოთ მომხმარებლების კონტაქტების სიასთან ქონოდათ წვდომა და აეტვირთა ისინი თავის სერვერებზე, მომხარებლებმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ასევე ზოგი აპლიკაციის ცუდად პროგრამირების გამო, ჰაკერული თავდასხმების სერიოზული საფრთხე იყო. მთავრობის მოთხოვნით კომპანია იძულებული იყო გაემხილა თუ რომელი აპლიკაციები იპარავდა მომხმარებლის პირად ინფორმაციას და გამოესწორებინათ ეს პრობლემები.
  5. Qarrier IQ - ეს კომპანია ნაკლებად ცნობილია, თუმცა მის აპლიკაციას იყენებდა ბევრი პროვაიდერი, და სმარტფონების უმეტესობაში ეს აპლიკაცია ყიდვისას უკვე დაინსტალირებული იყო და იყო აქტიურ მდგომარეობაში, თუმცა მომხმარებელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ამ აპლიკაციის საშუალებით კომპანია ინახავდა თითეულ კლავიშზე დაჭერას და ინტერნეტ ბრაუზინგის მონაცემებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ამ ვიდეოს ავტორის საშუალებით:                
  6. Google -  ამ კომპანიის შესახებაც ცნობილია რომ აფიქსირებს მისი მომხმარებლის თითოეულ ნაბიჯს ინტერნეტში, თუ თქვენ მოძებნით მობილური ტელეფონების სურათებს მისი საძიებო სისტემიდან, სულ ცოტა ხანში თქვენ საიტებზე შესვლისას ნახავთ მობილური ტელეფონების რეკლამებს. თუ მოძებნით სიგარეტის მარკებს, ის შემოგთავაზებთ მის იაფად ყიდვას და ასე შემდეგ. გუგლმა იმაზე გაცილებით მეტი იცის თქვენზე ვიდრე ფიქრობთ. კომპიუტერიდან და ანდროიდის ტელეფონებიდან ის აკავშირებს თქვენ საძიებო ფრაზებს თქვენთან და საბოლოოდ მას ეცოდინება თქვენი ადგილსამყოფელი, გყავთ თუ არა მანქანა, რა ტელეფონი გაქვთ, გყავთ თუ არა ცოლი, შვილები და ა.შ. ეს ყველაფერი კი იყიდება ნებისმიერ მსურველზე და არავინ იცის ვინ როგორ გამოიყენებს ამ ინფორმაციას. თუმცა უფრო დიდი პრობლემა იქმნება მაშინ როცა თქვენზე შეგროვილი ინფორმაცია არასწორია, ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება სპეც სამსახურების ინტერესის ქვეშაც კი მოექცეთ. გუგლში ინფორმაციის მაქსიმალურად დაცვაზე სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


არსებობს კომპანია რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი პირადი ინფორმაცია თქვენი ნებით მიყიდოთ მას, ხოლო ეს კომპანია შემდეგ მიყიდის სარეკლამო კომპანიებს. მათი თქმით ამ საშუალებით შესაძლებელია ფულის გამომუშავება, თუმცა რა როგორ ხდება ზუსტად არ ვიცი, ეს კომპანია ჯერ ჯერობით მხოლოდ ბრიტანეთში მოქმედებს თუმცა გაფართოებას გვპირდებიან.
კომპანიის შესახებ ვიდეო: 


ეს კი საიტის ლინკი : http://i-allow.com/ 


ზოგი ინფორმაცია აღებულია საიტიდან :  http://www.tecca.com


No comments:

Post a Comment