Monday, May 21, 2012

.Gif ანიმაციის გახსნა windows 7


ამ ბოლო დროს ძალიან შემაწუხა იმ ფაქტმა რომ .gif  ანიმაციის გახსნა ვინდოუს 7-ს არ შეუძლია ჩვეულებრივად სურათების გამხსნელი პროგრამით. ცოტა ვეძებე ინტერნეტში პროგრამები მაგრამ ვირუსებზე შემოწმებას ვერცერთმა ვერ გაუძლო.
ბოლოს მოვიფიქრე ასეთი რამ:
შევდივართ Control Panel>>Default Programs>>associate a file type or  protocol with a specific program
მოძებნეთ .gif გაფართოება (გაფართოებები ანბანის მიხედვით არის დალაგებული)
მონიშნეთ .gif გაფართოება და დააჭირეთ ღილაკს change program, ახალ ფანჯარაში კი ჩამოშალეთ other program  და აირჩიეთ windows media player, შემდეგ შეინახეთ ცვლილებები:

ამის მერე .gif სურათები ყოველთვის გაიხსნება მედია პლეიერში და გაიხსნება ბევრად უფრო ჩქარა ვიდრე ინტერნეტ ექსპლორერში.

იმედია გამოგადგებათ.

პ.ს. თუ რამდენიმე გამოერების შემდეგ .gif ანიმაცია გაჩერდა, მაშინ პლეიერზე დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და მონიშნეთ repeat ფუნქცია.

1 comment: