Tuesday, May 1, 2012

სამთავრობო საიტები ვიზიტორებს თვალყურს ადევენებენ


სახელმწიფო სამსახურები ყოველთვის ცდილობდნენ ეთვალთვალათ თავისი და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუ ადამიანი ცნობილია მას გაათმაგებული ყურადღება ექცევა (მაგალითად შეგიძლიათ ნახოთ ჯონ ლენონზე FBI-ს მიერ მოპოვებული ინფორმაცია  http://www.lennonfbifiles.com/fbi_release06.html ) თუმცა სახელმწიფო ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც აკონტროლებს და ამას ყველანაირი ხელმისაწვდომი საშუალებით ცდილობს.
მაგალითად ამერიკის მთავრობა მის საიტზე შესულ მოქალაქეებს ადევნებს თვალყურს ქუქი და სხვა არალეგალური ფაილების საშუალებით. CNET-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშ შეგიძლიათ ნახოთ ამერიკის სამთავრობო საიტები რომლებიც თვალს ადევენებენ ვიზიტორებს:
სურათზე კარგად ჩანს რომ ქუქი ფაილების ვადა ზოგ შემთხვევაში ათეულობით წელს აღწევს და მთელი ამ დროის განმავლობაში ამ ფაილების საშალებით აგროვებენ ინფორმაციას.
ამ შემთხვევაში მოყვანილი არის ამერიკის მაგალითი, თუმცა არამგონია სხვა ქვეყნის მთავრობას რამემ ხელი შეუშალოს მისი ვიზიტორების კონტროლში. ასე რომ მსგავსი საიტების სტუმრობისას ფრთხილად იყავით და ხშირად გაასუფთავეთ თქვენი კომპიუტერი.

No comments:

Post a Comment