Friday, December 7, 2012

კონტროლი ინტერნეტ ფორუმებზე (Co-Intel Pro)


  




   დამიანის გასაკონტროლებლად ბევრი საშუალება არსებობს, ბევრი წიგნი იწერება ადამიანის ფსიქოლოგიაზე და მის გაკონტროლებაზე.
სადაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი არსებობს იქ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ვინც მათ გაკონტროლებას შეეცდება. მითუმეტეს ისეთ ხალხმრავალ ადგილას როგორიც ინტერნეტია.
დიდი ინტერნეტ ფორუმების გაკონტროლება ყოველთვის პრობლემაა მაგრამ თუ ეს მოხერხდება მაშინ გამკონტროლებელი იღებს საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ფორუმის წევრებზე, ყავს ისინი მუდმივი კონტროლის ქვეშ, აჯერებს ნებისმიერ დეზინფორმაციას და ა.შ. თუ ფორუმის გაკონტროლებას სამართალდამცავი ორგანო შეეცდება ის მიიღებს დიდ ინფორმაციას და ძალაუფლებას ფორუმზე მყოფ საზოგადოებაზე.
არსებობს რამდენიმე კონტროლის საშუალება ცნობილი როგორც CoIntelPro. ეს მეთოდები გამოიყენებოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ობიექტებზე სათვალთვალოდ და მათზე ინფორმაციის მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა რომ ეს მეთოდები არალეგალურად ითვლებოდა ბიუროს არ შექმნია არანაირი დისკომფორტი მათი გამოყენებისას.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამოდენიმე მათგანს რომელთაც წარმატებით იყენებენ სერიოზული და მრავალ მომხმარებლიანი ფორუმების წევრები, ადმინისტრატორები, სამართალდამცავები და სხვა დაინტერესებული პირები.


   1.   ფორუმზე მიმოფანტვა
თუ რაიმე ძალიან სპეციფიური და საიდუმლო  ან გარკვეული პირისთვის წამგებიანი ინფორმაცია გამოქვეყნდა ფორუმზე ის შეიძლება სწრაფადვე გაქრეს თვალთახედვიდან ამ მეთოდის გამოყენებით. ამ ტექნიკის მიხედვით იმავე თემაში სწრაფად გამოქვეყნდება პოსტები რომლებიც კავშირში არ არის თემასთან. ასევე თავის დასაზღვევად საჭიროა რამდენიმე ყალბი ანგარიში რომლის გამოყენებითაც პუბლიკა ვერ მიხვდება ამ ტექნიკას. ფორუმზე მიმოფანტვის მეთოდის გამოსაყენებლად საკმარისია ნამდვილი და ყალბი ანგარიშებით შევიდეთ ფორუმზე და შევქმნათ ახალი თემები რომლებიც არავითარ კავშირში არ არის იმ ინფორმაციასთან. ამის დახმარებით მასა საკმაოდ სწრაფად გადაიტანს ყურადღებას ახალ თემებზე და არასასურველი თემაც მალე გაქრება ფორუმის პირველი გვერდიდან.
იმ ფაქტორის გამოყენებით რომ ფორუმზე ზოგადად ძნელია  პოსტების და თემების კონტროლი, ადვილად ჩაძირავთ არასასურველ თემას.

   2.   CONSENSUS CRACKING
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტექნიკა რომელიც ბევრ ფორუმზე გამოიყენება (მათშორის თბილისის ფორუმზეც  ბევრ განყოფილებაში რაც მე შევნიშნე) მისი დანიშნულება არის ფორუმის მომხმარებლების დეზინფორმაცია და შეცდომაში შეყვანა. ეს მეთოდი მოქმედებს ასე: ყალბი ანგარიშიდან იხსნება თემა სადაც საკმაოდ სუსტად არის ჩამოყალიბებული საკითხი და არც უკან დასახევ გზას არ იტოვებს ავტორი. ამის შემდეგ სხვა ყალბი ანგარიშით აკომენტარებთ თემას და მოგყავთ ძალიან ძლიერი არგუმენტი თქვენი პირველი პოსტის სასარგებლოდ, იგივე ძლიერად წარმოდგენილი არგუმენტები არის მოყვანილი სხვადასხვა ყალბი ანგარიშებიდან და ეს გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აუცილებელია რომ პირველი პოსტის ავტორს და შემდეგ მის სასარგებლო კომენტარის გამკეთებელ ანგარიშებს ქონდეთ ჩამოყალიბებული რეპუტაცია, ანუ არ იყოს რამდენიმე პოსტიანი და რამდენიმე დღის დარეგისტრირებული.  ასევე საჭიროა ყალბი ანგარიშებიდან პოსტის დაწერამდე წარადგინო თავი რომ არაინფორმირებულმა მომხმარებელმა ვერ გამოიცნოს ეს ტაქტიკა და ვერ მიხვდეს რომ ერთიდაიგივე პიროვნება წერს ყველაფერს. თემის განვითარებასთან ერთად ძლიერად წარმოდგენილი მტკიცებულება უკვე დომინირებას იწყებს. აქედან გამომდინარე ნაკლებად ინფორმირებული ან საკითხში ნაკლებად ჩახედული პიროვნება იღებს თქვენს არგუმენტებს და იჭერს თქვენ მხარეს, მიუხედავად იმისა რომ თავიდან შეიძლება თქვენი საწინააღმდეგო მხარე ეჭიროთ. ეს კი ძირითადად ხდება თავის ავტორიტეტულად წარმოდგენით და თქვენი არგუმენტების (რაც არ უნდა იყოს ის ) მტკიცედ და ხატოვნად ჩამოყალიბებით.
თუმცა იმ იშვიათ შემთხვევაში როცა თქვენი გეგმა გამოაშკარავდება ან თქვენი ოპონენტი საკითხში ჩახედული და განათლებული აღმოჩნდება, თქვენ ყოველთვის შეგიძიათ ჩაძიროთ თემა პირველი მეთოდის გამოყენებით.



   3.   თემიდან ყურადღების გადატანა
ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია პირველ მეთოდთან შეთავსებით. ის ძირითადად გამოიყენება ფორუმის ჩასაძირად და მისი მომხმარებლების პროდუქტიულობის შემცირებისთვის.
მისი გამოყენება ხდება მუდმივად OFFტოპიკების წერით, ასევე დაცინვით, ძირითადი საკითხიდან ყურადღების წვრილმანებზე გადატანით და ა.შ. ერთი სიტყვით ტროლინგით სხვადასხვა თემებში სხვადასხვა ყალბი ანგარიშებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მომხმარებლებს ეკარგებათ სურვილი  ფორუმზე აქტიურობის და  ოფტოპიკებით სავსე თემაში ნორმალური პოსტების წერის, ამიტომ გადადიან პასიურ მდგომარეობაში და  ისინიც იწყებენ ტროლინგს.
ამ მდგომარეობაში მომხმარებელი რაც უფრო მოადუნებს ყურადღებას და იქნება ნაკლებად ინფორმირებული ფორუმზე მოვლენების შესახებ მით უფრო ადვილად წაიყვანთ მათ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.
თუმცა თუ იჩქარებთ შეიძლება ფორუმის მოდერატორები მიგიხვდნენ ჩანაფიქრს და დაგიბლოკონ ყველა ყალბი ანგარიში. უნდა იმოქმედოთ აუჩქარებლად და ფრთხილად.


   4.   ინფორმაციის შეგროვების ტექნიკა
ინფორმაციის შეგროვება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდია მომხმარებლების ფსიქოლოგიური მდგომარეობის და განათლება-განვითარების დონის დასადგენად, რომელიც მომავალში შეიძლება იყოს მათ წინააღმდეგ მიმართული. ამ ტექნიკის გამოყენება ხდება ფორუმზე წყნარი სიტუაციის დროს. უბრალო სტატისტიკური ინფორმაციით შესაძლებელი ხდება საკმაოდ საინტერესო ფაქტების დადგენა მომხმარებლების შესახებ. მაგალითად გახსნით თემას თქვენი საყვარელი იარაღის შესახებ, შემდეგ ყალბი ანგარიშების გამოყენებით თემას მიცემთ უფრო დამაჯერებელ სახეს, მომხმარებელები ნელ ნელა დაწერენ თავიანთ საყვარელ იარაღებს. ამ მეთოდით გაარკვევთ ფორუმის რა ნაწილს აქვს სახლში იარაღი და ვთქვათ რომელ მათგანს აქვს აკრძალული იარაღი. მეთოდის გამოყენება რათქმაუნდა შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო თემის მიხედვით.



   5.   აგრესიული ტროლინგი
სტატისტიკურად ფორუმზე ყოველთვის არის მომხმარებლების გარკვეული ნაწილი რომელიც მიდრეკილია ძალადობისკენ. მათი გამოაშკარავება შეიძლება ძლიერი ფსიქოლოგიური რეაქციით. ამ მეთოდით ადვილად გამოარჩევთ ჯგუფში ყველაზე აგრსიულს და შეძლებთ მის მიგნებას.
მაგალითად შეგიძლიათ გამოიყენოთ ასეთი მეთოდი: დადეთ ვიდეო სადაც პოლიციელი არასამართლიანად და ძალაუფლების გადაჭარბებით ეპყრობა ყველაზე დაუცველ პიროვნებას (მსგავსი ვიდეოს მოძებნა არ არის ძნელი ინტერნეტში) რაც უფრო შემაძრწუნებელია ვიდეო მით უფრო კარგ შედეგს მიიღებთ. ასევე ალტერნეტიული ყალბი ანგარიშებით შეგიძლიათ დაპოსტოთ თქვენ თემაში და დაწეროთ რა უსამართლოდ ექცევა პოლიციელი მსხვერპლს და პოლიციის და ციხის საფრთხის მიუხედავად რას უზავდით მსგავს ადამიანს. მსგავსი ქმედების შემდეგ დაპოსტავს აგრესიისკენ მიმართული ადამიანიც, პოსტებიდან გამომდინარე ადვილად გამოარჩევთ ვინ წარმოადგენს საფრთხეს და შეძლებთ მის მონიტორინგს.




   6.   სრული კონტროლის მოპოვება
ეს ხდება ნელ-ნელა ადმინისტრაციის ნდობის მოპოვებით (ეს კი ძირითადად ხდება ადმინისტრატორივით მოქმდებით) როგორც კი მოიპოვებთ ადმინისტრატორის უფლებებს თქვენ უკვე შეგიძლიათ ნელ-ნელა წაშალოთ თქვენთვის არასასურველი პოსტები, თემები, გააუქმოთ მომხმარებლები, გაფლუდოთ, დროებით გათიშოთ ფორუმი, ეს კი ბოლოს მოუღებს ფორუმს რადგან მომხმარებელს დაეკარგება ინტერესი მის მიმართ. თუმცა შეიძლება სხვაგვარად მოქცევაც და ფორუმის გამოყენება პირადი მიზნებისთვის.


    7.    პროვოკატორი აგენტები
პროვოკატორი აგენტები შეიძლება იყვნენ დაქირავებულნი ან მუშაობდნენ უფასოდ ვერბოვკის საშუალებით. მათი ძირითადი მოვალეობა არის რაიმეს ჩაშლა, განადგურება.
არსებობენ ორი სახის პროვოკატორები: რბილი(soft) და ძლიერი(strong)

რბილი  პროვოკატორი არის უთანხმორების, განადგურების და ჩაშლის სპციალისტი. მისი ძირითადი იარაღია არასწორი წარმოდგენის შექმნა, დეზინფორმაცია, აგუმენტების ფაბრიკაცია.  ის მუდმივად ავრცელებს ცილისწამებებს და აყალბებს არგუმენტებს, ძირს უთხრის ჩამოყალიბებულ საზოგადოებას და ამ ყველაფრის უარყოფა მისი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა.
ის ბადებს ეჭვებს და საზოგადოების ყურადღება გადააქვს სხვა რამეზე და საზოგადოების რესურსებს იყენებს მათ წინააღმდეგ. მისი ძირითადი ლოზუნგი არის გაყავი და იბატონე.

ძლიერი  პროვოკატორი უფრო პირდაპირია და მისი აღმოჩენა შედარებით ადვილია. ის წარმოადგენს თავს ძლიერ და მოქმედებისთვის მზად მყოფ პიროვნებად და მუდმივად უბიძგებს სხვებს არალეგალური მოქმედებისკენ. ხოლო ის ვინც მის იდეას არ მიყვება მოიხსენიებს როგორც სუსტ პირვნებას რომელსაც გამბედაობა აკლია. ის იყენებს პირად საუბარს იმ წევრების დასაყოლიებლად რომლებიც ჭკვიანები აღმოჩდნენ და ფორუმის პოსტებიდან ვერ დაიყოლია. ქმედებები რომლებისკენაც ამ ტიპის პროვოკატორი უბიძგებს საზოგადოების წევრებს არის არალეგალური, წინასწარ მარცხისთვის განწირული და მიზნად ისახავს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის სტატუსისთვის ჩრდილის მიყენებას.

საზოგადოების წევრები ფრთხილად უნდა იყვნენ მსგავს ხალხთან და პროვოკატორობის შემჩნევისას (არ აქვს მნიშვნელობა იქნება უბრალოდ ჭორაობა თუ რეალური პროვოკატორობა) უნდა მოერიდნონ მათ ხოლო განმეორების შემთხვევაში მსგავსი პიროვნება უნდა დაიბლოკოს ფორუმიდან.

რამოდენიმე რჩევა:
·         უფრთხილდით უცნობებს, ურთიერთობა დაიჭირეთ მხოლოდ იმ წევრებთან ვისაც იცნობთ და გაქვთ ურთიერთობის გამოცდილება.
·         უფრთხილდით მათ ვინც იდეალურად გაჩვენებთ თავს, რომლის დაყოლიებაც ადვილია და არ ზოგავს ფულს ფორუმის განვითარებისთვის, რადგან  ვინც ბევრ ფულს აფრიალებს მის უკან ვიღაც სხვა დგას.
·         უფრთხილდით უცნობს ვინც გთავაზობთ არალეგალურ მოქმედებას. ის შეიძლება მალე თქვენს წინააღმდეგ აძლევდეს სასამართლოზე ჩვენებას.
·         ერიდეთ იმათ ვისაც გამოუჩნდება ფული თქვენი მოწინააღმდეგისგან რადგან არ შეიძლება ორ იდეოლოგიას ერთად ემსახურებოდეს.
·         ყოველთვის ერიდეთ გაუწონასწორებელ ადამიანებს რადგან მათი ქმედება შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ორივესთვის.
·         ერიდეთ იმას ვინც მისი ინტელექტის, განვითარების დონის იდეოლოგიის და განათლების შეუფერებელ პირთან იჭერს ურთიერთობას. რადგან უმრავლესობა ადამიანი ინსტინქტურად იმასთან იჭერს ურთიერთობას ვისთანაც საერთო ინტერესი, იდეოლოგია და განვითარება აკავშირებს.
·         ჩაატარეთ პატარა გამოკვლევა ახალი პარტნიორის შესახებ, მოიძიეთ მასალა, გამოკითხეთ ზოგადი სტატისტიკური ფაქტები თავისი ცხოვრებიდან და გარკვეული დროის შემდეგ კვლავ გაუმეორეთ ისინი. რადგან შეიძლება ის არ აღმოჩნდეს ვინც თქვენ გგონიათ.




დასკვნა

დაიმახსოვრეთ რომ ჩამოთვლილი მეთოდები ეფექტურია მაშინ როცა ფორუმის წევრებმა არ იციან მის შესახებ, როგორც კი ამის შესახებ ცნობილი გახდება, მაშინვე დაკარგავთ ფორუმზე კონტროლს. გაითვალისწინეთ ისიც რომ ამ და კიდევ მრავალ მეთოდებს ფორუმებზე ადმინისტრატორების მაგივრად შეიძლება სამართალდამცავები ან სხვაგვარად დაინტერესებული პირები იყენებდნენ და ამიტომ უფრთხილდით ყველა პროვოკაციას და პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას.

შენიშვნა: ვინც ინტერნეტ ფორუმებზე დიდ დროს ატარებს ყველას ექნება შემჩნეული ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან ერთი მაინც მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. გაითვალისწინეთ ისიც რომ მსგავსი სიტუაცია ყოველთვის სპეციალურად არ არის გამოწვეული და შეიძლება შემთხვევითობაც იყოს. ამის მისახვედრად რა მეთოდები არსებობს ვერ გეტყვით, ალბათ მსგავსი შემთხვევების სიხშირე, ცოტა ინტუიცია  და მუდმივად ყურადღებით ყოფნა.

სხვა მსგავსი ტაქტიკის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ და ჩავამატებ ჩვენ რჩეულებში.



მასალა გამოქვეყნებული იყო ანონიმურად სხვადასხვა რესურსებზე, თუმცა წერის სტილიდან გამომდინარე ავტორი ერთიდაიგივე უნდა იყოს. ძალიან დიდი მადლობა შრომისთვის და ინფორმაციის მოწოდებისთვის ავტორს/ებს.
მასალა შეგროვებულია და გადმოთარგმნილია ჩემს მიერ
CHUMSCRUBBER  - 2012 წელი.



აქ შეგიძლიათ გადმოწეროთ პოსტი .pdf ფორმატში : http://share.cx.com/NY9t3H

პ.ს. თარგმანის დაბალი ხარისხისთვის ბოდიშს ვიხდი, ვეღარ ვახერხებ მხატვრულად თარგმნას ქართულ ენაზე 

2 comments:

  1. მშვენიერი სტატიაა, ყოჩაღ CHUMSCRUBBER :)

    ReplyDelete