Thursday, December 20, 2012

ლინუქსის USB ჩამტვირთავის შექმნა (LiLi)



ლინუქსის USB ჩამტვირთავის შექმნა არის ძალიან ადვილი პროგრამა LiLi (Linux Live)-ს გამოყენებით.

მოთხოვნილებები:

  • უსბ ბარათი (დისტრიბუტივიდან გამომდინარე მინიმუმ 512მბ მოცულობის)
  • უსბ ბარათი დაფორმატებული fat ან  fat32 ფორმატში.
  • სასურველი ლინუქსის დისტრიბუტივი.
გადმოწერეთ პროგრამა აქედან: http://www.linuxliveusb.com/en/download

გადმოწერის შემდეგ დააყენეთ სტანდარტულად.

დაყენების მერე გაუშვით პროგრამა და აირჩიეთ ფლეშ ბარათის მდებარეობა კომპიუტერში:




შემდეგ აირჩიეთ  თქვენი .iso ფაილის მდებარეობა ან ჩადეთ დისკი და მიუთითეთ. ჩემ შემთხვევაში მე ავირჩიე წინასწარ გადმოწერილი  .iso ფაილი :

Live Mode განყოფილება გამოტოვეთ და შემდეგ საფეხურზე აირჩიეთ სასურველი კონფიგურაცია.
თუ გინდათ რომ ლინუქსის დისტრიბუტივი გაუშვათ ვინდოუსის გარემოში ( როგორც ვირტუალური სისტემა) მონიშნეთ Enable launching LinuxLive in Windows... (მე ეს ოპცია არ მჭრდება ამიტომ არ არის მონიშნული)




ამის შემდეგ რჩება მხოლოდ ჩამტვირთავი სისტემის შექმნა, ამისთვის დააჭირეთ მეხის ფორმის ღილაკს:

პროცესის დასრულებას დაახლოებით 15-20 წუთი დაჭირდება კომპიუტერის მონაცემების გათვალისწინებით.

პროცესის სწორად დასრულების შემდეგ მიიღებთ ასეთ შედეგს:

-----------------

*
არის დისტრიბუტივები რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული პროგრამის მიერ და დაყენდება ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მაგრამ არის ისეთებიც რომლებიც პროგრამის ბაზაში არ არის თუმცა 99% უპრობლემოდ უნდა დასრულდეს პროცესი.



No comments:

Post a Comment