Friday, October 14, 2011

სოციალური ქსელი diaspora*



როგორც ბევრი მეც ფეისბუქის მოძულეთა რიგებს მივეკუთვნები, თუმცა იძულებული ვარ ანგარიში მაინც მქონდეს, რადგან სხვანაირად დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან კავშირი შეუძლებელი ხდება, რათქმაუნდა არსებობს ტელეფონები მაგრამ საერთაშორისო ზარების კატასტროფული ფასების გამო ისევ ინტერნეტის სასარგებლოდ ვაკეთებ არჩევანს, სადაც ყველგან ფეხმოკიდებული ცისფერი ურჩხული მხვდება (ცისფერი ამ შემთხვევაში გეის არ ნიშნავს :)) ). მოკლედ დიდი ხნის წინ დავიწყე ფეისბუქის შემცვლელის ძიება მაგრამ საინტერესო პროექტი ვერ ვიპოვე. შემდეგ დაახლოებით ერთი წლის წინ გადავაწყდი პროექტ დიასპორას. მაშინ ეს მხოლოდ იდეის დონეზე იყო, თუმცა საკმაოდ საინტერესო ჩანდა. რამოდენიმე თვის წინ კი ჩვენ უკვე მივიღეთ სოციალური ქსელის ალფა ვერსია.




ზოგს მიაჩნია რომ ეს პროექტი ფეისბუქის ჩასაძირად არის შექმნილი მაგრამ რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს დღევანდელი გადმოსახედიდან უაზრობად  მეჩვენება. ფეისბუქს იმდენად მყარად აქვს გადგმული ფესვები ბიზნესის თუ გართობის ყველა სფეროში რომ მასთან ჭიდილი წინასწარ განწირული საქმეა. თუმცა სამომავლოდ ფეისბუქს კარგი არაფერი ელის ჩემი აზრით, რადგანაც უფრო და უფრო იზრდება უკმაყოფილო მომხმარებელთა რიცხვი რომლებიც იწყებენ მისი ალტერნატივის ძიებას და სწორედ აქ გამოჩნდება დიასპორა და მისი მსგავსი პროექტები.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ეს არის ღია კოდი, შეგიძლიათ შეიტანოთ ნებისმიერი ცვლილება. ღია კოდი თავისთავად გამორიცხავს ნებიმიერ კომერციულ მიზნებს.

პროექტის ავტორი არის ოთხი სტუდენტი (Dan Grippi, Maxwell Salzberg, Raphael Sofaer, Ilya Zhitomirskiy) ნიუ იორკის უნივერსიტეტიდან, ისინი თავიანთი ძალებით ცდილობდნენ გვერდის შექმნას და გამართვას რაც ფაქტიურად მოახერხეს კიდეც, პრობლემა მხოლოდ ფული აღმოჩნდა, სპონსორების ძიებით და შემოწირულობებით მათ 200.000 მდე დოლარი დააგროვეს,(ფული პროექტისთვის ასევე გადარიცხა მარკ ცუკემბერგმა) რაც მოხმარდა სერვერების და სხვა აპარატურის ყიდვას. მიხვდებით ალბათ რომ ეს თანხა სოციალური ქსელის სერვერებისთვს მიზერულია, თუმცა პროექტი მაინც გრძელდება, მიუხედავად თანხების არქონისა გვერდი არ არის გადატვირთული შემაწუხებელი და ათასი მავნე კოდის გამავრცელებელი რეკლამებით.

დიზაინი არის მაქსიმალურად უბრალო, ასევე მენიუ და სხვადასხვა ფუნქციები არის მაქსიმალურად ადვილად გამოსაყენებელი დამწყები მომხმარებლისათვის, ხოლო ვისაც ოდესმე ქონია რომელიმე სოციალური ქსელის ანგარიში მათთვის ძალიან მარტივი იქნება  გათვითცნობიერება.

პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის მომხმარებლის ინფორმაციის მაქსიმალურად დაცვა და უსაფრთხოება. ფეისბუქისგან განსხვავებით შეგიძლიათ გაცილებით მშვიდად იყოთ თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე. (თუმცა ჩემი პირადი რჩევა იქნება რომ ინტერნეტში მაქსიმალურად აარიდოთ თავი თქვენი პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებას)

რეგისტრაცია ჯერჯერობით ხორციელდება მხოლოდ მოსაწვევების საშუალებით, პროექტი ჯერ ალფა რეჟიმში მუშაობს რაც გულისხმობს ტესტირების რეჟიმს, ჯერ კიდევ არის დარჩენილი ხარვეზები რისი გამოსწორებაც მიმდინარეობს, ამიტომ რიგდება მხოლოდ მოსაწვევები.

აღსანიშნავია ისიც რომ საიტის ადმინისტრაცია და პროექტთან დაკავშირებული პირები აქტიურად არიან ჩაბმული მომხმარებელთან ურთიერთობაში და ნებისმიერ კითხვაზე საკმაოდ სწრაფად ცემენ პასუხს, ასევე მინიმალურ დროში სწორდება ყველა მითითებული ბაგი.

მოკლედ ბიჭები დაუზარელად მუშაობენ რომ პროექტი მაქსიმალურად მიმზიდველი და მოსახერხებელი იყოს მომხმარებლისთვის. სურვილის შემთხვევაში თქვენ ასევე შეგიძლიათ გადარიცხოთ ფული რომელიც მოხმარდება პროექტის წინსვლას, როგორც ჩანს ეს აპარატურის ყიდვა-გამართვის და შენარჩუნების ერთადერთი წყაროა.

აქვე დავდებ რამოდენიმე სურათს თუ როგორ გამოიყურება გვერდი:





როგორც ხედავთ სტილი საკმაოდ უბრალოა, ჩემთვის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ ქსელში არის უბრალო გვერდი და მინიმალური უაზრო ფუნქციები.


ესეც დიასპორას შემქმნელების რამოდენიმე სურათი:







აქვე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო ანგარიშის შექმნის და სურათის ატვირთვის შესახებ

ეს არის პირველი ვიდეო რომელიც გამოაქვეყნეს დიასპორელებმა, სუბრობენ პროექტის შესახებ:

       
Diaspora: Personally Controlled, Do-It-All, Distributed Open-Source Social Network from daniel grippi on Vimeo.

აი ეს არის ახალი და საინტერესო პროექტი, დიდი იმედი მაქ რომ მალე გავრცელდება და საქართველოშიც მოიკიდებს ფეხს.

საიტის ლინკი: https://joindiaspora.com

                                        http://diasporafoundation.org/





შეკითხვების და მოსაწვევების სურვილის შემთხვევაში არ მოგერიდოთ კომენტარების გაკეთება :)

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვიკიპედიას გვერდზე: http://en.wikipedia.org/wiki/Diaspora_(software)

სტატია 2

ჩემი თხოვნა იქნება რომ შეძლებისდაგვარად გაავრცელოთ ეს სტატია ან უბრალოდ დიასპორას მისამართი თქვენ ფეისბუქზე ან სხვა მსგავს საიტზე, დავეხმაროთ ამ პროექტს გაზრდაში და ჩვენც ვისარგებლოთ ნორმალური სოციალური ქსელით

No comments:

Post a Comment