Saturday, October 1, 2011

USB ფლეშ ბარათის დაცვა



USB ბარათის დაცვა საკმაოდ პრობლემატური საკითხია როგორც აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე რამოდენიმე რჩევა დავწერო როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი საყვარელი "ფლეშკა".
პირველ რიგში სანამ დაბლა მოცემულ რჩევებს მიყვებით ფლეშკა დააფორმატეთ აუცილებლად, ამით წაიშლება ყველაფერი ფლეშკიდან, მათ შორის ვირუსებიც, თუ არის რათქმაუნდა

დასაწყისისთვის ყველაზე კარგი იქნება თუ გამოვრთავთ autorun-ის ფუნქციას ჩვენ კომპიუტერში რომელიც წაადგება ფელშკის დაცვას, გადახედეთ ამ პოსტს

1--- ეს არის პატარა პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ რომ დაიცვათ USB ბარათი კომპიუტერიდან ვირუსის შეღწევისგან.
გადმოწერეთ პროგრამა http://www.gaijin.at/en/dlusbwp.php
დაყენება არ ჭირდება. გახსენით პროგრამა ადმინისტრატორის უფლებებით სანამ შეუერთებთ ფლეშკას და აირჩიეთUSB write protection ON და შეგიძლიათ დახუროთ ფანჯარა.




ახლა შეუერთეთ ფლეშკა და კომპიუტერიდან არ გადავა არცერთი ფაილი ფლეშკაში თუმცა ფლეშკიდან კომპიუტერში შეძლებთ ფაილების თავისუფლად გადატანას.
როცა მოგინდებათ რომ კომპიდან ფაილები გადაიტანოთ ფლეშკაზე: გამოაძრეთ ფლეშკა და ისევ გახსენით პროგრამა და აირჩიეთ USB write protection OFF
პ.ს. თუ ფლეშკას ჯერ შეუერთებთ კომპიუტერს და მერე ჩართავთ პროგრამას არ იმოქმედებს!

2--- არის კიდევ ერთი პროგრამა რომელიც გვთავაზობს უცნაურ გადაწყვეტას: პროგრამა ჩაწერეთ ფლეშკაზე და გაუშვით. პროგრამის მოქმედების პრინციპი არის ასეთი: გაშვების შემდეგ ის ავტომატურად იკავებს მთლიან თავისუფალ ადგილს ფლეშკაზე და აღარ რჩება ადგილი ვირუსისთვის. რათქმაუნდა ეს საშუალება მაშინ ამართლებს როცა ფლეშკაზე უბრალოდ რამის ნახვა გვინდა.
მოკლედ ვიწერთ პროგრამას აქედან
ხო მართლა პროგრამას არ გააჩნია გრაფიკული ინტერფეისი ასე რომ უბრალოდ cmd ფანჯარას ამოაგდებს სანამ არ შეივსება მთლიანად ცარიელი ადგილი
ამის შემდეგ შეიქმნება ახალი ფაილი ფლეშკაზე რომელიც იკავებს მთლიან ცარიელ ადგილს:

ამის შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ ფაილები ჩვეულებრივად ფლეშკაზე მაგრამ თუ გადაიტანთ ფაილებს კომპიუტერში ისევ გაჩნდება ცარიელი ადგილი ვირუსისთვის.
როცა უკვე აღარ გვინდა ამ პროგრამის გამოყენება უბრალოდ წავშალოთ ახალშექმნილი ფაილი ან ისევ დავაჭიროთ პროგრამას რომელიც თავისით წაშლის არასაჭირო ფაილს:

პ.ს. ეს მეთოდი ჯობია გამოიყენოთ პატარა მოცულობის ფლეშკებზე (4-8გბ) იმიტომ რომ დიდი მოცულობის ფლეშკებზე საკმაოდ დიდი ხანი მოუნდება ადგილის შევსებას.

3--- გამოაჩინეთ დაფარული ფაილები ფლეშკაში, ამით შეძლებთ ხელითაც რომ წაშალოთ არასაჭირო ფაილები. ამისთვის ვხსნით cmd ფანჯარას ადმინისტრატორის უფლებებით და ვწერთ ფლეშკის დისკის ასოს (ჩემ შემთხვევაში E: ) ამის შემდეგ ვწერთ ამ ბრძანებას: 
attrib -r -a -s -h /s /d    



ამ ბრძანების შემდეგ გამოჩნდება ყველა დაფარული ფაილი:



4--- ახლა ჩვენი ხელით დავიცვათ ფლეშკა, ამისთვის ჯობია ვიდეო გაკვეთილი, უბრალოდ მიყევით საფეხურებს ვიდეოში.
ამ ვიდეოში autorun.inf ფაილს ვხდით დაცულს რადგან უმეტეს შემთხვევაში ვირუსი თავის თავს ანაცვლებს ამ ფაილში. ყველა დანარჩენი ვირუსი კი შეგიძლიათ ხელით წაშალოთ ზევით მოცემული ბრძანებით.
ამ მეთოდისთვის უნდა გამოიყენოთ ფლეშკა რომელიც მუშაობს NTFS-ზე მე ვიდეოში გამოვიყენე FAT ფორმატის ფლეშკა და დაფორმატებისას იმიტომ მოაკლო ადგილი.



5--- შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ფლეშკისთვის გათვლილი ანტივირუსები, მაგალითად ეს  http://www.usbantivirus.net/  ან სხვა ნებისმიერი.



6--- და ბოლოს ყველაზე მაგარი საშუალება ფლეშკის დასაცავად ეგრედ წოდებული პრეზერვატივის ეფექტი:

http://www.yankodesign.com/2009/01/07/condom-protects-you-from-viruses/

სამწუხაროდ შეძენა სად შეიძლება არ ვიცი :(

No comments:

Post a Comment